სიახლეები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით მედიასაშუალებებმა  for.ge, reportiori.ge, digest.pia.ge, kvira.ge ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვიეს გიორგი გიორგანაშვილის ("ბახალა") საქმეზე მომზადებული მასალით.  სტატია სათაურით „ბახალა“ 45 აბი სუბუტექსის ქონას აღიარებს, ენჯეოები მის დაკავებას აპროტესტებენ“ 25 იანვარს გამოქვეყნდა. მასალის თანახმად, მათ მოიპოვეს ჩხრეკის ოქმი, სადაც "ბახალა" აღიარებს 45 აბი სუბოტექსის ქონას.

საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებელი ესწრებოდა. მოპასუხე ჟურნალისტებს არც შეპასუხება წარმოედგენიათ და არც განხილვაში მიუღიათ მონაწილეობა. 

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
01.04.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,  გაზეთ ალიას ჟურნალისტმა ნინო ლაბარტყავამ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია. 

სადავო მასალა გამოქვეყნდა სათაურით - “ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე აქციის დასრულების შემდეგ „ალიასთან“ ჟურნალისტ ნინო ზაუტაშვილს ამხელს." მასალაში სანდრო ბრეგაძე ნინო ზაუტაშვილს ზვიად გამსახურდიას მომხრეთა წამებაში ბრალს სდებს. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ბრალდებები დაუსაბუთებელია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
01.04.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო დავით მახარაშვილის განცხადება ინტერნეტ გამოცემა POS TV-ს მიერ მომზადებულ მასალასთან დაკავშირებით. ის მიიჩნევს, რომ 26 მარტს გამოქვეყნებულ ვიდეო მასალაში "STOP XAM გორში პირველად და უკანასკნელად" დაირღვა ქარტიის პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება),  მეშვიდე (დისკრიმინაცია), მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება).



მასალა ეხებოდა მანქანის გაჩერების პრობლემას. დავით მახარაშვილის განცხადებით, მასალა ფალსიფიცირებულია, რადგან რესპონდენტები რეალურად არ არიან მძღოლები. მისი თქმით,  "გადაცემის გასვლიდან მეორე დღეს ხსენებული მოქალაქე აღიარებს, რომ სიუჟეტში წარმოთქმული ბილწსიტყვაობისთვის POST TV-ის თანამშრომლებისგან მიიღო 20 ლარი გასამრჯელო." "გადაცემის წამყვანი ლევან კენჭოშვილი შეგნებულად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას და ორივე შემთხვევაში დაფიქსირებული არასწორი პარკირება ფალსიფიცირებულია, ხოლო რესპონდენტების ბილწსიტყვაობა დადგმული. შედეგად სახეზე გვაქვს საქართველოს სხვა და სხვა კუთხეებიდან აშკარად უარყოფითი და სიძულვილით აღსავსე გამოძახილები გორის და გორელების მიმართ", - აღნიშნულია განცხადებაში. ამის დასადასტურებლად განმცხადებელი უთითებს შემდეგ ვიდეოს.

30.03.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ განცხადება ტელეკომპანია „იმედის" წინააღმდეგ.

სადავო მასალა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, 23 თებერვალს საინფორმაციო გამოშვებაში „ქრონიკა“ გავიდა. სიუჟეტი ეხებოდა პარტნიორის მიერ ქალის მკვლელობას. განმცხადებელის თქმით, სიუჟეტში "ჟურნალისტი უღრმავდება ქალის მკვლელობის მიზეზს და ავრცელებს ბრალდებულის ადვოკატის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომელიც ცალსახად შეიცავს მსხვერპლის პირადი ცხოვრების დეტალებს". შესაბამისად, PHR-ი მიიჩნევს, რომ დაირღვა  ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეათე პრინციპი (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა).

ქარტიის საბჭოს განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.
27.03.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დასაშვებად სცნო გიორგი ყიფიანის განცხადება ტელეკომპანია „იმედი-ს” ჟურნალისტის, ქეთი ბრაჭულის წინააღმდეგ.სადავო გახდა 11 თებერვალს, გადაცემა „იმედის კვირაში“  გასული სიუჟეტი, რომელიც სვანეთში მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა მიზნისთვის მარიხუანის გამოყენებას ეხებოდა.
განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მაუწყებელმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, ამასთან ფაქტები სრულად არ წარმოაჩინა. გიორგი ყიფიანის განცხადებით, ინფორმაციის შესწორების მოთხოვნით მიმართეს ტელეკომპანია "იმედს", თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, განმცხადებლის აზრით, დარღვეულია ქარტიის შემდეგი პრინციპები:პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა) და მეხუთე (შესწორება).

ქარტიის საბჭოს განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.
27.03.2018
კვირას, 1 აპრილს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 4 საქმეს განიხილავს:

12:00 საათი - ირაკლი პეტრიაშვილი ლევან ჯავახიშვილის, თამარ ჩიხლაძის და ნათია სონღულაშვილის წინააღმდეგ

26.03.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დასაშვებად სცნო ცოტნე მუსელიანის ორი განცხადება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების მიშა სესიაშვილისა და ეკა გაგუას წინააღმდეგ.

სადავო გახდა, 29 იანვარს „კურიერის“ რამდენიმე გამოშვებაში გასული მასალები, რომელიც სვანეთში მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახს ეხება. ინფორმაციის თანახმად, მამას უკვე 8 წელია შვილები სახლში ჰყავს გამოკეტილი. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მიშა სესიაშვილმა და ეგა გაგუამ დაარღვიეს ქარტიის რამდენიმე პრინციპი: პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა), მერვე (ბავშვებთა ინტერესები) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი.

ქარტიის საბჭოს განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.
23.03.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" წამყვანს, გიორგი გაბუნიას არ დაურღვევია ქარტიის მეშვიდე პრინციპი, რომლის თანახმადაც "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით."

გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ განცხადება შემოიტანა თორნიკე კაკალაშვილმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ ქარტიის მეშვიდე პრინციპს არღვევდა 18 მარტს გადაცემა P.S.-ს ერთ-ერთი სიუჟეტის წარდგენისას გაბუნიას მიერ ნათქვამი ტექსტი: "იესო ქრისტემ დიდი შეცდომა დაუშა, როდესაც საქადაგებლად 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო ასე 2-3 წელიწადში აჭარაში და ჯვარზე კი ვეღარ გააკრავდნენ, იმიტომ რომ ჯვრის დასამზადებლად რეგიონში ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი. ამ დროისთვის ბიძინას ეზოში იქნება გადარგული ყველა ხე".

საბჭომ მსჯელობის შემდეგ მიიჩნია, რომ სადავო მასალაში მეშვიდე პრინციპი დარღვეული არ ყოფილა. გადაწყვეტილების დასაბუთებული ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
22.03.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ეხმაურება ტელეკომპანია „ობიექტივის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც ჟურნალისტები პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობენ. მათი თქმით, უკანონო მშენებლობის თემაზე მუშაობისას ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ჟურნალისტსა და ოპერატორს.

20.03.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დასაშვებად სცნო თორნიკე კაკალაშვილის განცხადება ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" წამყვანის, გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ.

სადავო გახდა 18 მარტს გადაცემა P.S.-ის ერთ-ერთი სიუჟეტის წარდგენისას წამყვანის ტექსტი, სადაც მან თქვა: "იესო ქრისტემ დიდი შეცდომა დაუშა, როდესაც საქადაგებლად 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო ასე 2-3 წელიწადში აჭარაში და ჯვარზე კი ვეღარ გააკრავდნენ, იმიტომ რომ ჯვრის დასამზადებლად რეგიონში ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი. ამ დროისთვის ბიძინას ეზოში იქნება გადარგული ყველა ხე".

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ წამყვანმა დაარღვია  ქარტიის მეშვიდე პრინციპი, რომლის თანახმადაც "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით."

დარღვევის დასაბუთებად განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ განცხადებით წამყვანმა "მასხარად აიგდო და ფაქტობრივად, ფეხქვეშ გათელა წმინდა სახარება და მთელი ქრისტიანული სწავლება/ღვთისმეტყველება. გაბუნიამ ათობით ათასი ტელემაყურებლის წინაშე, პირდაპირ ეთერში, აგდებულად მოიხსენია კაცობრიობის მხსნელი, ჩვენი უფალი-ღმერთი იესო ქრისტე და წაახალისა ქრისტიანთა რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია".

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.
20.03.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება ონლაინ გამოცემა ipress.ge-ს ჟურნალისტის, მაგდა კლდიაშვილის წინააღმდეგ. 

სადავო სტატია ვებსაიტზე 7 მარტს გამოქვეყნდა სათაურით: "სფფ-მ ირლანდიასთან თამაშის უსაფრთხოებისთვის 73 725 ლარი დახარჯა". მასალა ეხება საქართველოსა და ირლანდიის საფეხბურთო ნაკრების შეხვედრის ორგანიზებისთვის დახარულ თანხას. ფედერაცია მიიჩნევს, რომ ურნალისტმა აუდიტორიას არასწორად დათვლილი თანხა მიაწოდა, შესაბამისად  გაავრცელა არაზუსტი ინფორმაცია და განზრახ დაამახინჯა ფაქტები. განმხადებელი მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში დარღვეულია ქარტიის შემდეგი პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მესამე (ინფორმაციის გაყალბება) და მეთერთმეტე (ფაქტს განზრახ დამახინჯება).

ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს
20.03.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას, დროულად გამოიძიონ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტებზე 19 მარტს მომხდარი თავდასხმის ფაქტი, რისი მიზეზიც გახდა 18 მარტს გადაცემა P.S.-ში წამყვანის, გიორგი გაბუნიას ტექსტი.

19.03.2018

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.