სიახლეები

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება “ლიბერალის” რედაქტორზე, ზურა ვარდიაშვილზე თავდასხმის ფაქტს. მისი თქმით, 15 სექტემბერს საღამოს 5-6 კაციანი ორგანიზებული ჯგუფი ფიზიკურად გაუსწორდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს (რაც ძალადობას გულისხმობს). მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევიდან რამდენიმე დღე გავიდა, გამოძიებას საზოგადოებისთვის კონკრეტული შედეგი არ უცნობებია.

18.09.2018
2018 წლის 15 სექტემბერს, ,,ლიბერალის“ რედაქტორს, ზურაბ ვარდიაშვილს რამდენიმე პირი ფიზიკურად გაუსწორდა. პოლიციის თქმით, თავდამსხმელები იდენტიფიცირებულები არიან, თუმცა ამ დრომდე შესაბამისი რეაგირება არ ყოფილა - არავის აქვს ბრალი წარდგენილი და ზურაბ ვარდიაშვილი დაზარალებულად ჯერ კიდევ არ არის ცნობილი.

18.09.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტმა ნატა ქაჯაიამ და წამყვანმა ლევან ჯავახიშვილმა დაარღვიეს ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები. 

მათ წინააღმდეგ განცხადება შემოიტანა საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსმა, გიორგი ვაშაძემ. ის სადავოდ ხდიდა ტელეკომპანია "იმედის" მიერ მომზადებულ ორ სიუჟეტს, რომელიც ეხებოდა გრიგოლ ვაშაძის მიერ წლების წინ გაკეთებულ განცხადებას. გიორგი ვაშაძე მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტებმა არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელეს და ამასთან მითითების მიუხედავად არ შეასწორეს. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ დარღვეული იყო მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი, თუმცა საბჭომ ამ პრინციპის დარღვევა არ დაადგინა. საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებელი ესწრებოდა. მოპასუხე ჟურნალისტებს მონაწილეობა არ მიუღიათ. 

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
12.09.2018
12 სექტემბერს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განიხილავს შემდეგ განცხადებებს:

19:00 საათი - გიორგი ვაშაძე ნატა ქაჯაიასა და ლევან ჯავახიშვილის წინააღმდეგ

11.09.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყურადღებით აკვირდება ტელეკომპანია “იბერიის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. ტელეკომპანიის ჟურნალისტები აცხადებენ, რომ მათ არხზე ხორციელდება ხელისუფლების ზეწოლა დამფინანსებელი კომპანიისთვის პრობლემების შემქმნით.
11.09.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დასაშვებად სცნო საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსის, გიორგი ვაშაძს განცხადება ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალსიტების, ნატა ქაჯაიასა და ლევან ჯავახიშვილის წინააღმდეგ.

მას პრეტენზია აქვს იმედის მიერ 29, 30, 31 აგვისტოს მომზადებულ მასალებთან დაკავშირებით, რომელიც გრიგოლ ვაშაძის მიერ წლების წინ გაკეთებულ განცხადებას ეხება. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ "იმედმა" "საზოგადოებას მიაწოდა არასწორი ინფორმაცია." შესაბამისად, მისი აზრით, დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მეხუთე (შესწორება) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპები.

ქარტიის საბჭო განცხადებას 12 სექტემბერს, ოთხშაბათს 19:00 საათზე განიხილავს.
10.09.2018
გრძელდება საარჩევნო მედიამონიტორინგი, რომელსაც ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, არასამთავრობო ორგანიზაციები განახორციელებენ. 10 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე მედია-მონიტორების გუნდმა მონიტორინგში მონაწილე მედია-საშუალებების ჟურნალისტებსა და პროდიუსერებს არჩევნების გაშუქების ძირითადი ტენდენციები გააცნო. მედიამონიტორინგის წინასწარი ანგარიში 26 ოქტომბერს, არჩევნებამდე ორი დღით ადრე გამოქვეყნდება. 
10.09.2018
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწვევს ჟურნალისტებს
ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად

ამბის უწყვეტ რეჟიმში გაშუქების ტექნიკა

ორდღიანი ტრენინგი გაიმართება 22-23 სექტემბერს თბილისში, ქარტიის ოფისში (შიო მღვიმელის 6ბ). ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჟურნალისტებს როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან.
მონაწილეებს რეგიონიდან აუნაზღაურდებათ მგზავრობისა და დედაქალაქში დარჩენის ხარჯები.

03.09.2018
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ათეულობით თანამშრომელს მიუვიდა შეთავაზება, რომლის თანახმადაც ან უნდა მოხდეს შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა, ან შეწყდეს შრომითი ურთიერთობა მათთან. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული შეთავაზება არის დაუსაბუთებელი და შესაძლოა მიზნად ისახავდეს ათეულობით ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლებას. საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო განვითარებული მოვლენები არაერთ კითხვას აჩენს, რომელსაც პასუხი არც გავრცელებული განცხადებით გაეცა.
03.09.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით reportiori.ge-ს არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია, რომელიც ჟურნალისტს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას ავალდებულებს. მის წინააღმდეგ ქარტიას მეგი გოცირიძემ მიმართა. ის მიიჩნევდა, რომ სტატია სათაურით "მეგი გოცირიძე პარიზში ქურდობისთვის დააკავეს" არასწორ ინფორმაციას მოიცავდა. მისი თქმით, ბრალდებების მიუხედავად გამოცემა არ დაკავშირებია მას და არ უცდია ინფორმაციის გადამოწმება.

ქარტიის საბჭომ საქმის განხილვისას გაიზიარა განმცხადებლის არგუმენტაცია და პირველი პრინციპის დარღვევა დაადგინა. reportiori.ge-მ არ ითანამშრომლა ქარტიასთან, არც შეპასუხება გამოაგზავნა და არც პასუხისმგებელი ჟურნალისტის ვინაობა აცნობა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.


03.09.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო საქართველოს სუიციდის პრევენციის ასოციაციის ორი განცხადება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ მომზადებულ ორ სიუჟეტთან დაკავშირებით.

პირველი განცხადება ეხება გურიაში მომხდარ სუიციდის ფაქტს, რომლის შესახებ სიუჟეტი 18 აგვისტოს "კურიერის" ეთერში გავიდა. განცხადების თანახმად, სიუჟეტში ნაჩვენებია გარდაცვლილის წერილი, რაც "რომანტიზირებას სძენს თავად ფაქტს და შეიცავს საფრთხეს, რომ სხვა ადამიანებს, განსაკუთრებით მგრძნობიარე მოზარდებს გაუჩნდეთ განცდა, რომ მხოლოდ სუიციდის შემდეგ დააფასებენ მათ სიცოცხლეს ან ამ გზით მიიქცევენ ყურადღებას". რესპონდენტის მხრიდან გასაჯაროვდა არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების დეტალებიც. შესაბამისად, განმცხადებლის აზრით, დარღვეულია ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია), მერვე (ბავშვის ინტერესი) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპები.

მეორე განცხადებაში კი საუბარია 14 აგვისტოს "კურიერის" ეთერში გასულ სიუჟეტზე, რომელშიც ახალი ინტერნეტ თამაში არასრულწლოვნებისთვის სახიფათოდ და სუიციდის მაპროვოცირებლად არის წარმოჩენილი. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სიუჟეტში დადასტურებულ ფაქტად არის მოცემული ის დეტალები, რაც ჟურნალისტს სათანადოდ არ გადაუმოწმებია, შესაბამისად, მისი აზრით, დარღვეულია სიზუსტისა და ბავშვის ინტერესების დაცვის პრინციპები.
26.08.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დასაშვებად სცნო ორგანიზაციის "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) განცხადება ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის, დავით დვალიშვილის წინააღმდეგ. 

სადავო გახდა 18 აგვისტოს საინფორმაციო გამოშვება "კურიერის" ეთერში გასული სიუჟეტი, რომელიც გურიაში მომხდარ არასრულწლოვანის სუიციდს ეხებოდა. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სიუჟეტი შეიცავს გოგოს პირადი ცხოვრების დეტალების შესახებ ინფორმაციას - გასაჯაროებულია არასრულწლოვანის პირადი ფოტოები, თვითმკვლელობამდე დატოვებული წერილი, რომელშიც თვითმკვლელობის მიზეზებზე საუბრობს და სოციალურ ქსელში პირადი მიმოწერის დეტალები.

"სიუჟეტში გასული კომენტარიდან იკვეთება გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე. ბავშვის პირადი ცხოვრების ამსახველი დეტალების წარმოჩენისას და სექსუალური შევიწროების ფაქტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას ჟურნალისტი ვერ ითვალისწინებს და უგულებელყოფს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს", - აღნიშნულია განცხადებაში.  შესაბამისად PHR-ი მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის შემდეგი პრინციპები: მეშვიდე (დისკრიმინაცია), მერვე (ბავშვის ინტერესი) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა).

ქარტიის საბჭო გადაწყვეტილებას საქმის განხილვის შემდეგ მიიღებს.
23.08.2018

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.