Mzia Amaglobeli, the founder and manager of online publications "Batumelebi" and "Netgazeti," is the first female journalist prisoner of conscience in Georgia.
Mzia Amaghlobeli is being punished by the regime of oligarch Bidzina Ivanishvili, who earned his billions in Russia, for her impartial journalism and exemplary civil activism. She did not commit the criminal offense she was charged with by Ivanishvili’s regime.
Since January 12, when the oligarch detained our colleague Mzia Amaghlobeli, every one of us faces the threat of arrest for our professional activities.
Under the rule of the Georgian Dream government, the media environment in Georgia has sharply deteriorated in recent years. In addition to the threat to independent media organizations created by the "Russian style law on the transparency of foreign influence," adopted in the summer of 2024, verbal abuse and physical violence against journalists by representatives of the authorities have become alarmingly frequent. Additionally, Russian-style repressions against journalists have started.
During the coverage of pro-European protests in November and December 2024, more than 90 instances of violence against journalists by the regime’s special forces and police were recorded. None of these incidents have been investigated or prosecuted by the Georgian Dream investigative bodies, leaving the perpetrators unpunished.
In 2024-2025, the oligarch's regime arrested numerous journalists on administrative charges only to release them after imposing fines or brief administrative detentions.
The fact that Mzia Amaghlobeli has been arrested on criminal charges demonstrates that the oligarch’s regime has entered a new phase in its persecution of critical journalists. This involves imprisoning journalists based on fabricated charges, as has occurred in recent years in Russia, Belarus, and neighboring Azerbaijan.
A
We demand the immediate release of the prisoner of conscience, Mzia Amaghlobeli! We call on international organizations protecting journalists' rights and representatives of friendly countries' diplomatic corps to raise their voices against the mass persecution of journalists by Bidzina Ivanishvili's regime and to protect media representatives in Georgia.
The statement had 311 signatories by Jan. 27, 2025
Signatories:
ონლაინ გამოცემების - “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და მენეჯერი მზია ამაღლობელი, პირველი ქალი სინდისის პატიმარი ჟურნალისტია საქართველოში.
მზია ამაღლობელი რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის მიუღებელი მიუკერძოებელი ჟურნალისტური საქმიანობისა და მისი სამაგალითო სამოქალაქო აქტივიზმის გამო ისჯება. მას არ ჩაუდენია ივანიშვილის რეჟიმის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი სისხლის სამართლის დანაშაული.
12 იანვრის შემდეგ, როდესაც ოლიგარქმა ტყვეობაში აიყვანა ჩვენი კოლეგა - მზია ამაღლობელი, თითოელ ჩვენგანს ემუქრება პროფესიული საქმიანობის გამო დაპატიმრების საფრთხე.
“ქართული ოცნების” მმართველობის ბოლო წლებში საქართველოში მკვეთრად გაუარესდა მედიაგარემო. გარდა იმისა, რომ 2024 წლის ზაფხულში მიღებული “რუსული კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” დახურვის საფრთხის წინაშე აყენებს საქართველოში მოქმედ დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციებს, უკიდურესად გახშირდა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ჟურნალისტებზე სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები. ამასთან, დაიწყო მედიის წარმომადგენლების მიმართ რუსული სტილის რეპრესიების განხორციელება.
2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში პროევროპული აქციების გაშუქების დროს, ივანიშვილის რეჟიმის სპეცრაზმელებისა და პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობის 90-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. “ქართული ოცნების” საგამოძიებო უწყებებს არც ერთი ეს შემთხვევა არ გამოუძიებიათ და არ დაუსჯიათ ჟურნალისტებზე მოძალადეეები.
2024-25 წლებში ოლიგარქის რეჟიმმა არაერთი ჟურნალისტი დააპატიმრა “ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით” და ფულადი ჯარიმების ან რამდენიმედღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა ისინი.
ის ფაქტი, რომ მზია ამაღლებელი სისხლის სამართლის “ბრალდებით” დააპატიმრეს, აჩვენებს, რომ ოლიგარქის რეჟიმი მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლების დევნის ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც შეთითხნილი ბრალდებებით ჟურნალისტების ციხეში დატყვევებას გულისხმობს, როგორც ეს უკვე მოხდა ბოლო წლებში რუსეთში, ბელარუსსა და მეზობელ აზერბაიჯანში.
მოვითხოვთ
სინდისის
პატიმრის,
მზია
ამაღლობელის
დაუყოვნებლივ
გათავისუფლებას!
მოვუწოდებთ
ჟურნალისტთა
უფლებების
დამცველ
საერთაშორისო
ორგანიზაციებს,
მეგობარი
ქვეყნების
დიპლომატიური
კორპუსის
წარმომადგენლებს,
ხმა
აიმაღლონ
ოლიგარქ
ბიძინა
ივანიშვილის
რეჟიმის
მიერ
საქართველოში
ჟურნალისტების
მასობრივად
დევნის
ფაქტებზე
და
დაიცვან
მედიის
წარმომადგენლები
საქართველოში!
ხელმომწერები:
სია განახლებადია.
Statement by Journalists, Editors, and Media Managers on the Arrest of Mzia Amaghlobeli and the Deteriorating Media Environment in Georgia
Mzia Amaglobeli, the founder and manager of online publications "Batumelebi" and "Netgazeti," is the first female journalist prisoner of conscience in Georgia.
Mzia Amaghlobeli is being punished by the regime of oligarch Bidzina Ivanishvili, who earned his billions in Russia, for her impartial journalism and exemplary civil activism. She did not commit the criminal offense she was charged with by Ivanishvili’s regime.
Since January 12, when the oligarch detained our colleague Mzia Amaghlobeli, every one of us faces the threat of arrest for our professional activities.
Under the rule of the Georgian Dream government, the media environment in Georgia has sharply deteriorated in recent years. In addition to the threat to independent media organizations created by the "Russian style law on the transparency of foreign influence," adopted in the summer of 2024, verbal abuse and physical violence against journalists by representatives of the authorities have become alarmingly frequent. Additionally, Russian-style repressions against journalists have started.
During the coverage of pro-European protests in November and December 2024, more than 90 instances of violence against journalists by the regime’s special forces and police were recorded. None of these incidents have been investigated or prosecuted by the Georgian Dream investigative bodies, leaving the perpetrators unpunished.
In 2024-2025, the oligarch's regime arrested numerous journalists on administrative charges only to release them after imposing fines or brief administrative detentions.
The fact that Mzia Amaghlobeli has been arrested on criminal charges demonstrates that the oligarch’s regime has entered a new phase in its persecution of critical journalists. This involves imprisoning journalists based on fabricated charges, as has occurred in recent years in Russia, Belarus, and neighboring Azerbaijan.
A
We demand the immediate release of the prisoner of conscience, Mzia Amaghlobeli! We call on international organizations protecting journalists' rights and representatives of friendly countries' diplomatic corps to raise their voices against the mass persecution of journalists by Bidzina Ivanishvili's regime and to protect media representatives in Georgia.
The statement had 311 signatories by Jan. 27, 2025
Signatories:
23 იანვარს BMG-ის ჟურნალისტმა გიგა ბენიამ პირად ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა ფეისქბუქ სთორის სქრინი, საიდანაც ჩანს, რომ ბიზნესმენი ლაშა ბასლანძე, რომელიც “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირია და რომელსაც პირადი ნაცნობობა აკავშირებს მაღალჩინოსნებთან, სავარაუდოდ, ირაკლი კობახიძის მიმართ ლოიალობის საჩვენებლად, მას უცენზურო სიტყვებით ლანძღავს და ანგარიშსწორებით ემუქრება. ბასლანძე ნეგატიური კონოტაციით იყენებს სიტყვას „გენდერი“. სთორის ფონად გასდევს ნაწყვეტი ირაკლი კობახიძის ბრიფინგიდან. ჟურნალისტი გიგა ბენია მას კითხვას უსვამს, რომელსაც ირაკლი კობახიძე მისთვის ჩვეული შეურაცხმყოფელი ფორმით პასუხობს.
ჟურნალისტთა მიმართ ჩადენილი ათეულობით დანაშაული, რომლებიც სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება, არ არის გამოძიებული. ეს ქმნის დაუსჯელობის ატმოსფეროს, რაც ლაშა ბასლანძის მსგავს აგრესიულ პირებს ახალისებს და რეალურ საფრთხეს უქმნის ჟურნალისტების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ცოტა ხნის წინ მიღებული კანონი ე.წ. ოჯახური ღირებულებების შესახებ ფართო გზას აძლევს სიძულვილსა და ძალადობას.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით და დაიცვას გიგა ბენიას უსაფრთხოება.
„ექსპრესნიუსის“ დამფუძნებლისა და რედაქტორის ირაკლი მანაგაძის განცხადებით, მას პარტია „ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის უფროსმა გიორგი გრძელიშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და „ამოძირკვით“ დაემუქრა. ირაკლი მანაგაძე შიშობს, რომ, გიორგი გრძელიშვილს, ძალოვან უწყებებში მისი კონტაქტებისა და გავლენების გათვალისწინებით, ამ მუქარის სისრულეში მოყვანა შეუძლია. ჟურნალისტი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მისი თანამშრომლის შეკავებისკენ მოუწოდებს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოთქვამს შეშფოთებას იმით, რომ პარტია „ქართული ოცნება“ და მასთან აფილირებული პირები კრიტიკულ მედიაში მომუშავე ჟურნალისტების პროფესიულ დისკრედიტაციას და საზოგადოების ცალკეულ ჯგუფებში მათდამი სიძულვილის გაღვივებას ცდილობენ. ამგვარი ქმედებები ჟურნალისტების უსაფრთხოების რისკებს ზრდის.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პარტია „ქართული ოცნებას“ მოუწოდებს, ამ ინციდენტის გამოსაძიებლად შიდა მოკვლევა ჩაატაროს და შედეგები გაასაჯაროვოს. ასევე უზრუნველყოს, რომ მისი თანამშრომლები დამოუკიდებელი მედიასაშუალებების საქმიანობაში არ ერეოდნენ, ჟურნალისტებს პატივისცემით ექცეოდნენ და კანონის დაცვით მოქმედებდნენ.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია უერთდება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოთხოვნას მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტის სათანადო კვალიფიკაციით გამოძიებისა და ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისათვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეჩერების თაობაზე.
საია-ს თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ, ქალთა მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა მზია ამაღლობელი და არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით მისი გამოკითხვის პროცესს დაესწრო.
როგორც საია იუწყება, მზია ამაღლობელმა დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პოლიციის განყოფილების ეზოსა და განყოფილების შენობაში მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ეპიზოდებზე.
საია-ს ცნობით, მზია ამაღლობელს, დაკავების შემდგომ, ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. პოლიციის განყოფილებაში ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შეეცადა ფიზიკურად გასწორებოდა მას, თუმცა, პოლიციის სხვა თანამშრომლებმა ის შეაკავეს და ოთახიდან გაიყვანეს. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში, სადაც მზია ამაღლობელი იმყოფებოდა და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ. ერთ-ერთი ასეთი შესვლისას, მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, ირაკლი დგებუაძის ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ აძლევდნენ წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალებას.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლი და დირექტორი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად კედელზე სტიკერის გაკვრის გამო გაფიცვისკენ მოწოდებით. მოგვიანებით ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. თუმცა, მალევე დააკავეს მეორედ - ამჯერად ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწნის გამო. „ბათუმელების“ ინფორმაციით, პირველი დაკავების შემდეგ აჭარის პოლიციის დეპარტამენტიდან გამოსულ მზია ამაღლობელს ახლობლები დახვდნენ, რომლებიც სამმართველოსთან მისი დაკავების შემდეგ მივიდნენ. მზია ამაღლობელი მის საგულშემატკივროდ მისულ ადამიანებს ესაუბრებოდა, რა დროსაც პოლიციამ ორი პირი დააკავა. ორივე დაკავებული მზია ამაღლობელის ახლობელი იყო. პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ მოქმედებებს დაპირისპირება და ჭყლეტა და ირაკლი დგებუაძესა და მზია ამაღლობელს შორის დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც დააკავეს მზია ამაღლობელი. დაკავების პროცესში პირადად მონაწილეობდა ირაკლი დგებუაძე. „ბათუმელების“ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელს აგინებს და იმუქრება, რომ მას სისხლის სამართლებრივი წესით დაასჯევინებს.
14 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკამყოფილა პროკურატურის თხოვნა და მზია ამაღლობელი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353(1) მუხლი, რომლითაც მზია ამაღლობელი არის დაკავებული, 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
15 იანვარს, ღამით, დაახლოებით 01:15 საათზე, ბათუმში, სასტუმრო „შერატონის“ ლობიში, მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ დიმიტრი სამხარაძე, წინა მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია “ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარე, ამჟამად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე და მასთან მყოფი სხვა პირები თავს დაესხნენ ქარტიის საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს, ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს. მათ ზვიად ქორიძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ.
პარლამენტში ყოფნისას დიმიტრი სამხარაძემ საზოგადოებას თავი ძალადობრივი ქმედებებითა და ბილწსიტყვაობით დაამახსოვრა.
ზვიად ქორიძე ბათუმში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დასასწრებად იმყოფებოდა.
დიმიტრი სამხარაძემ ზვიად ქორიძეს უთხრა, რომ იცნო ის და უკმაყოფილება გამოხატა ზვიად ქორიძის ბათუმში ყოფნის მიზეზის მიმართ. ყოფილი დეპუტატი იგინებოდა და იქცეოდა აგრესიულად. ამის შემდეგ დიმიტრი სამხარაძესთან მყოფი ადამიანები ზვიად ქორიძეს ჯგუფურად დაესხნენ თავს. ერთ-ერთმა მათგანმა ჟურნალისტს საფეთქელთან მოარტყა რაღაც ნივთი, რის შედეგადაც სათვალე დაიმსხვრა და მან სახის არეში დაზიანებები მიიღო. თავდამსხმელთა შორის იყო გიორგი მანველიძე, რომელიც ზვიად ქორიძეს ცოტა ხნით ადრე გაეცნო. მან ზვიად ქორიძის მიმართულებით ისროლა მიწით სავსე კერამიკის ქოთანი, რომელიც ჟურნალისტს ასცდა და დაიმსხვრა. მოძალადეები, რომლებიც განაგრძობდნენ მუქარას ზვიად ქორიძის მისამართით, სასტუმროს დაცვამ შეაკავა.
ზვიად ქორიძემ დაზიანებების გამო კლინიკას მიმართა.
15 იანვარს ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ მომხდარი ინციდენტი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მავნებლური პოლიტიკის პირდაპირი შედეგია. ის წლების განმავლობაში აწარმოებდა კამპანიას დამოუკიდებელი და კრიტიკული ჟურნალისტების მიმართ სიძულვილის გასაღვივებლად და ახალისებდა სისასტიკესა და ძალადობას. 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ ქვეყანაში კრიტიკული ხმების ჩასახშობად და მედიის გასანადგურებლად რეპრესიების მომდევნო ეტაპზე გადავიდა - მის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად მხოლოდ ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისში პროფესიულ საქმიანობაში 100-მდე ჟურნალისტს შეეშალა ხელი. ბევრმა მათგანმა მიიღო ფიზიკური დაზიანება, მათ შორის მძიმე. დღემდე არ არის გამოვლენილი და დასჯილი არცერთი დამნაშავე. ბოლო კვირაში ამ ყოველივეს დაემატა გამოცემების „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაპატიმრება შეთითხნილი ბრალდებით და მის მიმართ მკაცრი სასჯელის - მრავალწლიანი საპატიმრო აღმკვეთი ღონისძიების - მოთხოვნა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ შეწყვიტოს ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების დევნა და შევიწროება, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული, ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირების დანაშაულებრივი ქმედებები და კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯოს ისინი.
12 იანვარს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დააკავეს „ბათუმელების“ ოპერატორი და ფოტოგრაფი, გურამ მურვანიძე.
გურამ მურვანიძე დაკავებისას ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას - იღებდა ვიდეო მასალას გამოცემა "ბათუმელებისათვის".
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს გურამ მურვანიძე და ასევე, 12 იანვარს დაკავებული “ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი, რომელიც ამ დრომდე პატიმრობაში რჩება.
მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს: პირველად - კედელზე პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“. მას სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას (მუხლი 173) ედავებოდნენ. დაახლოებით ორი საათის შემდეგ მზია ამაღლობელი გამოუშვეს, თუმცა მალევე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, ხელახლა დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მზია ამაღლობელმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს განუცხადა, რომ დაკავების შემდგომ არასათანადოდ მოეპყრნენ.
შპს „გაზეთი ბათუმელები“ ორ მედიაგამოცემას - „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს” აერთიანებს. „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ გამორჩეულად მაღალპროფესიული გამოცემებია, რომლებიც დაარსების დღიდან უშიშრად აკრიტიკებენ ხელისუფლებას კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო და თანმიმდევრულად აშუქებენ ყველა პრობლემას, რომელიც საზოგადოებას აწუხებს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის და დირექტორის და ოპერატორის დაკავება გამოხატვის თავისუფლების და მედიაზე ზეწოლის მოტივით მოხდა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს მშვიდობიანი აქციის მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლის დაკავებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს მზია ამაღლობელის, გურამ მურვანიძის და სხვა დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისაკენ მოუწოდებს.
11 იანვარს, გვიან საღამოს, ბათუმში, აქციაზე პოლიციის მთავარ სამმართველოსთან უკანონოდ დააკავეს მზია ამაღლობელი, შპს „გაზეთი ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, პლაკატის გაკვრისთვის წარწერით „იფიცება საქართველო“. მანამდე, დღის განმავლობაში, ბათუმში იგივე მიზეზით უკანონოდ დააკავეს ცხრა აქტივისტი.
მზია ამაღლობელს სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან (მუხლი 173).
შპს „გაზეთი ბათუმელები“ ორ მედიაგამოცემას - „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს აერთიანებს. „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ გამორჩეულად მაღალპროფესიული გამოცემებია, რომლებიც დაარსების დღიდან უშიშრად აკრიტიკებენ ხელისუფლებას კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, თანმიმდევრულად აშუქებენ ყველა პრობლემას, რომელიც საზოგადოებას აწუხებს.
მზია ამაღლობელი გაბედული სამოქალაქო პოზიციისა და სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცვის გამო არაერთხელ გამხდარა ხელისუფლების სამიზნე. ნიშანდობლივია, რომ მისი დაკავება სწორედ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მოტივით მოხდა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს მშვიდობიანი აქციის მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლის დაკავებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს მზია ამაღლობელისა და სხვა დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისაკენ მოუწოდებს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, აღკვეთოს აჭარის პოლიციის
დეპარტამენტის დირექტორის გრიგოლ ბესელიას და ბათუმის პოლიციის
უფროსის ირაკლი დგებუაძის მხრიდან ონლაინგამოცემა “ბათუმელების”
რედაქტორის ეთერ თურაძის მიმართ ანგარიშსწორება და მუქარა.
დღეს, 16 დეკემბერს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე, “ბათუმელების” რედაქტორის კითხვას, საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოყენებული ზომების გამო შესაძლო დასანქცირებასთან დაკავშირებით, აჭარის პოლიციის უფროსის გაღიზიანება მოჰყვა. პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ეთერ თურაძესთან გრიგოლ ბესელია მივიდა და ფიზიკური ძალის გამოყენებით გადაიყვანა გზიდან, სადაც დემონსტრანტები აქციას მართავდნენ და მედიაც მუშაობდა.
ამ ინციდენტის შემდეგ გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ეთერ თურაძის მიმართ აგრესიას გამოხატავს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძეც, რომელიც “ბათუმელებს” არაერთხელ ჰყავს მხილებული ადამიანის უფლებების დარღვევაში. პოლიციის უფროსი ონლაინგამოცემის რედაქტორს უხეშად და უპატივცემულოდ მიმართავს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის ცნობილია, რომ ირაკლი დგებუაძე ეთერ თურაძეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენით და დაჯარიმებით დაემუქრა.
პოლიციის ეთიკის კოდექსის თანახმად, „პოლიციელი, მისი თანამდებობის ან წოდების მიუხედავად, ვალდებულია, საზოგადოების წევრებთან ურთიერთობაში იყოს ტაქტიანი, თავაზიანი და კეთილგანწყობილი. მოქალაქისადმი წაყენებული მოთხოვნები თუ შენიშვნები გამოთქვას მშვიდი, ზრდილობიანი და დამაჯერებელი ფორმით. პოლიციელმა უნდა მისცეს მოქალაქეს საშუალება გამოთქვას საკუთარი მოსაზრება. პოლიციელისგან დაუშვებელია ქედმაღლური მიმართვა, მუქარა, ირონია, ჟარგონის გამოყენება და ფამილარული ტონით საუბარი. ყველა სიტუაციაში და ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობისას, როგორც სამუშაო, ასევე არასამუშაო დროს, აუცილებელია ქცევის ეთიკური ნორმების დაცვა.“
ქარტია კიდევ ერთხელ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, იმოქმედონ პოლიციის ეთიკის კოდექსის და პოლიციის შესახებ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, პატივისცემა გამოიჩინონ ჟურნალისტების მიმართ, საპროტესტო აქციების გაშუქებისას მათ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი არ შეუშალონ და შეწყვიტონ მუქარა.
ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ინფორმაციით, დღეს, 16 დეკემბერს, გერმანე სალია, ფოთის ადგილობრივი ტელევიზიის „მეცხრე ტალღის“ დირექტორი და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის თანათავმჯდომარე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1000 ლარით უკანონოდ დააჯარიმა. ფოთიდან ზუგდიდისკენ მოძრაობისას გერმანე სალია საპატრულო ეკიპაჟმა გააჩერა და შეატყობინა, რომ მისი ავტომობილი ძებნაზე იყო გადაცემული. პოლიცია მას 13 დეკემბერს, ზუგდიდში მოქალაქეების მიერ ორგანიზებული მსვლელობის დროს ავტომობილით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობას ედავება. გერმანე სალიას განმარტებით, ის მსვლელობაში კი არ მონაწილეობდა, არამედ ავტომობილით მიჰყვებოდა მას გადასაღებად.
ქარტია პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ავტომობილით გადაადგილების გამო დაჯარიმებას მედიაზე ზეწოლის ახალ და საგანგაშო ფორმად მიიჩნევს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საპატრულო პოლიციას მოუწოდებს, უკანონო გადაწყვეტილება გააუქმოს.
Incidents from night of 12-13 December
Freelance photographer Luka Gviniashvili. Was given a 7-day sentence on December 13. His lawyer, Eka Kobesashvili, believes that the photographer, who cooperates with the various foreign media and provides them with photos of the propests taking place in Georgia, was detained in connection with his professional activities. He was spied at and stalked for several days. Those who detained him on the Napareuli street, after he left his friend’s house, were dressed in black and were not wearing any police insignia. They chased Luka Gviniashvili, who, since he did not know who they were, asked patrol police for help. The car, in which man in black put the detained photographer, did not belong to the Ministry of Interior (link to report #1; link to report#2).
Incidents from the night of 7-8 December
TV Pirveli (TV Channel)
Maka Chikhladze, journalist. Was attacked by masked individuals while live on air from Besiki street perpendicular to the Rustaveli avenue. At that moment, she and cameraman Giorgi Shetsiruli were filming a large group of masked individuals (up to 30 men) beating protesters. Attackers shouted at the camera crew, “You bitches, what are you filming”. One of them then grabbed the journalist by the neck and threw her to the ground. Maka Chikhladze was kicked repeatedly.
Giorgi Shetsiruli, cameraman. Was attacked along with Maka Chikhladze. The cameraman was nocked to the ground, repeatedly kicked in head and stomach and had his head stomped.
Both the journalist and the cameraman were hospitalized with brain concussions, cuts and severe bruising. Patrol police, which was nearby during the incident, did not intervene to protect the camera crew.
Incidents from the night of 6-7 December
Mtavari Arkhi (TV channel)
Beka Korshia, journalist and presenter. Was detained unlawfully and without any grounds. For four hours, his whereabouts were unknown to his family, lawyer and colleagues. On December 8, he was fined with GEL 2,200 for an administrative offence and freed.
Dea Mamiseishvili, journalist. A Special Forces officer verbally insulted her and threw some object at her.
Palitra News (TV channel)
Mariam Maziashvili, journalist. A Special Forces officer smashed her phone. At that moment, she was reporting live. Mariam Maziashvili said he did not want her to film and he knew she was a journalist as she showed him her press credentials.
TOK.tv (TV channel)
Natia Kuprashvili, journalist. Special Forces officers have obstructed her from doing her job as Natia Kuprashvili was filming them detaining a protester. The officers attempted to detain her as well.
Kavkazskii Uzel/Кавказский Узел (Russian language online media)
Beslan Kmuzov. Was detained when taking photos. Police took away his phone. Beslan Kmuzov was freed next day and fined with GEL 2,000.
Incidents from 6 December
Publika (online media)
Mindia Gabadze, journalist. Was attacked and beaten up by masked individuals, when reporting on the protest rally near Arts Gallery on the Rustaveli avenue. Sustained brain concussion and bruises. Patrol police, which was nearby during the incident, allowed the attackers flee.
Incidents from the night of 5-6 December
Publika (online media)
Natia Amiranashvili, journalist.
Basti Mgaloblishvili, journalist.
Police officers have asked them to leave the territory when the journalists were filming them detaining protesters. One of the officers attempted to snitch thier phone.
Incidents from the night of 4-5 December
TV Pirveli (TV channel)
Nanuka Kadjaia, journalist
Papuna Khachidze, cameraman
Police broke a camera belonging to TV Pirveli as the camera crew was broadcasting live a standoff at the entrance of Courtyard Marriot between the representatives of opposition political parties and masked individuals. These individuals have physically assaulted Nanuka Kajaia.
Incidents from 4 December
Mtavari Arkhi (TV Channel)
Keta Tsitskishvili. Was injured when filming police detain Nika Gvaramia, founder of political party Akhali, with use of excessive force.
Incidents from the night of 3-4 December
TV Formula (TV channel)
Tedo Kvachakhia, cameraman. Got injured in the head. Prior to that, he suffered from tear gaz. Was treated by an ambulance crew on spot and hospitalized with brain concussion.
Salome Bokuchava, journalist. Was pushed away and obstructed by a police in front of Courtyard Marriott.
Luka Tkebuchava, journalist. Was hit by two gas capsules.
Misho Martashvili, cameraman, was working along with Luka Tkebuchava.(link to footage)
First Channel by Public Broadcaster
Beso Gaprindashvili, cameraman. Got his hand injured by fireworks, which were thrown at him. Was treated by an ambulance crew on spot and later transferred to the clinic.
Incidents from the night of 2-3 December
Studio Monitor (investigative journalism platform)
· Nino Ramishvili, journalist. Special Forces Officers have prevented her from doing her professional duties and expropriated the phone, knowing that she was a journalist.
First Channel by Public Broadcaster
· Teo Khubulava, journalist. Got injured when police fired gas capsules on Rustaveli avenue. Received medical assistance on spot.
· Levan Kartvelishvili, cameraman. Got injured when police fired gas capsules on Rustaveli avenue. Received medical assistance on spot.
· Badri Gamrekelashvili, cameraman. Got injured when police fired gas capsules on Rustaveli avenue. Received medical assistance on spot.
Mtavari Arkhi (TV Channel)
· Givi Mtchedlishvili, cameraman: allegedly injured and required medical assistance.
Chaikhana (online media)
Natali Chakhartishvili. Police obstructed her from filming. Under physical pressure, she dropped Handycam.
Unidentified journalist. The footage by Natali Chkhartishvili shows how police interferes with a person, allegedly a journalist.
TOK.tv (TV channel)
Bakar Kvavadze, cameraman. Was hit by a gas capsule in leg.
Media unknown
Fiodor Khudokormov, journalist working for Russian language media in exile. Was pushed by a masked man, allegedly a police officer, on Tchtchinadze street.
Incidents from the night of 1-2 December
Rustavi 2 (TV channel)
· Giorgi Nergadze, cameraman: Injured in the area surrounding the parliament; inhaled gas released at the rally; treated by emergency doctors; condition reported as satisfactory.
· Tamta Chitishvil, journalist: Injured in the area surrounding the parliament; Suffered a leg injury.
TV Pirveli (TV channel)
· Niko Kokaia, cameraman: Required first aid.
· Mariam Makasarashvili, journalist: Injured alongside Kokaia (as reported by the “Media Ombudsman”)
Publika (online media)
· Natia Amiranashvili, journalist: Physically assaulted by police while performing her professional duties; Pushed against a wall, during which her phone was thrown.
“Mautskebeli” (online media)
· Giorgi Chagelishvili, journalist: Detained during the crackdown on citizens in the Rustaveli metro; Indicated to police that he was a journalist, but his bag was searched.
OC Media (online media)
· Mariam Nikuradze, co-founder and journalist: Held in a cloud of tear gas; Thrown against a wall like a camera; Reported damage to her camera screen.
Media Aprili (online media)
· Giorgi Baskhajauri, journalist: Attacked by a police officer while filming the arrest of protesters on Chavchavadze Street; The officer tried to take his phone and chased him into an alley.
First Channel by Public Broadcaster
· Mirian Meladze, photojournalist. Posted a photo of his injured leg on Facebook, stating the incident occurred three days earlier. The photojournalist was told by the doctor that his injury resembles what one could sustain if hit by a rubber bullet (link to report by Public Broadcaster; link to report by Netgazeti).
· Vano Gorgishvili, photojournalist. Netgazeti reported that he believes he was injured in leg by a rubber bullet (link to report by Netgazeti).
Incidents from the night of 30 November – 1 December
TV Pirveli (TV channel)
· Giorgi Shetsiruli, cameraman: He was taken to the clinic with a leg injury (link to footage).
First Channel by Public Broadcaster
· Irakli Gedenidze, photojournalist: He was allegedly hit in the leg by pyrotechnics. An emergency medical team provided him with assistance on the spot (link to footage).
POSTV (TV channel)
· Guranda Bilikhodze: Allegedly hit by a gas capsule fired by special forces (link to footage).
Formula TV (TV channel)
· Unnamed cameraman: The incident was reported live on air by Mtavari Arkhi journalist (link to footage).
On. ge (online media)
Mtavari Arkhi (TV channel)
Keta Tsitskishvili, journalist. Was verbally assaulted by a police officer.
Radio Free Europe/Radio Liberty
Beka Beradze, producer. Police detained him close to the protest rally when he was off duty. After police officers learned that he was a journalist, they beat him up with extreme cruelty.
Incidents from the night of 29-30 November
TV Pirveli (TV Channel)
· Mariam Gaprindashvili, journalist: Physically assaulted on Chitadze Street by special forces officers; suffered a serious head injury, lost consciousness, and required hospitalization and surgery; diagnosed with a concussion (link to footage, another footage)
· Papuna Khachidze, cameraman: Physically assaulted alongside Mariam Gaprindashvili.
Realpolitik (online media)
· Aka Zarkua, journalist: Verbally and physically assaulted by about ten special forces officers at the intersection of Shevchenko and Zubalashvili streets. Officers kicked him while their commander tried to force his press ID card into his mouth. His gas mask was confiscated by police. Detailed his experience on Facebook. Video footage of Formula TV shows the assault. (links to footage 1 and footage 2)
Publika (online media)
Formula TV (TV Channel)
· Giorgi Kvizhinadze, journalist: Physically assaulted by special forces;
· Formula TV crew in Batumi (names not known): Their equipment was damaged while covering the ongoing protest in Batumi (link to footage).
· Tamar Tediashvili, journalist: Reported during a live broadcast that police used force to arrest a photographer and forcibly placed him in a police car (link to footage).
· Nutsa Bakhutashvili, journalist. The journalist was hit in the back (the video footage shows journalist running away and shouting to the police that she is leaving and to let her go, while the police seemingly hitting her in the back anyway (link to footage)
· Irakli Bartava, cameraman. Chased and beaten along with his colleague Nutsa Bakhutashvili (see footage above)
Radio Liberty/Radio Free Europe:
o Dato Koridze reporter: Physically assaulted during the rally (link to report).
Other cases:
· Giorgi Gamgebeli, freelance photographer: Physically assaulted, sustaining injuries to his face and leg; required hospitalization. His equipment was broken, and he was robbed.
Incidents from the night of 28-29 November
TV Pirveli (TV channel)
· Nanuka Kajaia, journalist: Water cannons were aimed at her and her respondent during a live broadcast (link to footage)
· Davit Bichikashvili, cameraman: Injured by water cannon (link to footage)
· Giorgi Shetsiruli, cameraman: Physically assaulted by a representative of the special forces (link to footage)
· Anna Mdivani, journalist: Pepper spray was sprayed in her face causing her to have a seizure (link to footage)
· Niko Kokaia, cameraman: Pepper spray was sprayed in his face more than once (link to footage).
Mtavari Arkhi (TV channel)
· Dea Mamiseishvili, journalist: injured with chemical substances.
· Giorgi Goginashvili, cameraman: injured with chemical substances.
· Keta Tsitskishvili, journalist: Police interfered with her professional activities and verbally abused.
· Davit Kobidze, journalist: Police interfered with his professional activities.
· Luka Bachilava, cameraman: Police interfered with his professional activities.
Formula TV (TV channel)
· Guram Rogava, journalist: Physically assaulted by a special forces officer, resulting in broken facial bones and a fractured collarbone. Prior physical abuse, police forcibly removed him from the area during a live broadcast (link to footage).
· Giorgi Kvizhinadze, journalist: sprayed with chemical substance (link to footage).
· Tedo Kvachakhia, cameraman: sprayed with chemical substance.
· Khatia Samkharadze, journalist: sprayed with pepper spray (link to footage).
Radio Liberty/Radio Free Europe (online media)
· Davit Tsagareli, journalist: Hit in the stomach by a masked riot police officer during a live broadcast and knocked to the ground (link to footage).
· Salome Chaduneli, journalist: Injured near Kashveti; her leg was lacerated.
· Ilia Ratiani, cameraman: Prevented from performing their professional duties and received minor physical damage
· Zuka Khidasheli, cameraman: Prevented from performing their professional duties and received minor physical damage.
Publika (online media)
· Alexander Keshelashvili, journalist: Arrested, beaten in the face and head, and had work equipment confiscated; nose surgery was required (link to footage)
· Natia Amiranashvili, journalist: Had her phone thrown away and was not allowed to work (link to footage).
· Mindia Gabadze, photojournalist: Injured while performing professional duties (link to footage).
·
Basti Mgaloblishvili,
journalist:
Repeatedly interrupted while working, kicked, and slapped several
times (link
to report).
OC Media (online media)
· Mariam Nikuradze, journalist and cofounder: Fell down as a result of water cannon spray, had her camera damaged, and her phone was thrown away multiple times. She was also injured by pepper spray (link to footage).
Project 64 (online media)
· Giorgi Gogua, journalist and founder: physically assaulted by police (link to report).
Adjara Television (TV Channel)
· Nino Lorchoshvili, journalist: Injured while covering the rally (link to footage).
Netgazeti / Batumelebi (online media)
· Givi Avaliani, journalist: Pepper spray was sprayed in his face while performing professional duties (link to footage).
JAMnews (online media)
· Yulia Kalabano, photojournalist: Sprayed in the face, pushed down, and kicked (link to photo).
Studia Monitori (investigative journalism platform)
· Nino Tsverava, journalist: Obstructed in performing her professional duties, forcibly removed from the entrance to the Kashveti Church (link to footage).
· Nino Shubitidze, journalist: Sprayed with pepper spray, forcibly removed from the entrance to the Kashveti Church.
· Giorgi Baramidze, cameraman: Kicked by the police.
Rustavi 2 (TV channel)
· Unnamed journalist: Injured by a water cannon (link to footage).
First Channel by Public Broadcaster
o Davit Bezhanishvili, cameraman. He was injured while filming. Footage of his injury during the dispersal of the rally was broadcast live on “Formula” (link to footage).
TOK.tv
Philipe Tsereteli, journalist. Got injured by tear gas. According to him, police threw around five tear gas capsules on Besiki street when there were no protesters, just a group of 5-7 journalists.
Current Times (Russian language broadcast of Radio Liberty/Radio Free Europe)
o Giorgi Tchumbutidze, cameraman. Was thrown off a ledge near the parliament building by police.
Other Cases
· Tbel Abuseridze, photographer: Injured while performing professional duties, reported by Media Aprili (link to footage).
· Dominik Reichert, freelancer for RT. Injured while performing professional duties, with a visible eye injury (link to footage).
This statements of GCJE are also available to view online via our website at: www.qartia.ge
For further enquiries and/or media requests, please contact: Lia Chakhunashvili, Executive Director, GCJE at ethicscharter@gmail.com; lia.chakhunashvili@gmail.com or 599 90 22 98.
Sources (in Georgian):
Statement by the Georgian Charter of Journalistic Ethics from December 8
https://www.qartia.ge/ka/siakhleebi/article/99216
Statement by the Georgian Charter of Journalistic Ethics from December 7
https://www.qartia.ge/ka/siakhleebi/article/99213
Statement by the Georgian Charter of Journalistic Ethics from December 6
https://www.qartia.ge/ka/siakhleebi/article/99204
Statement by the Georgian Charter of Journalistic Ethics from December 5
https://www.qartia.ge/ka/siakhleebi/article/99196
Statement by the Georgian Charter of Journalistic Ethics from December 3
https://www.qartia.ge/ka/siakhleebi/article/99143
Statement by the Georgian Charter of Journalistic Ethics from December 2
https://www.qartia.ge/ka/siakhleebi/article/99133
Statement by the Georgian Charter of Journalistic Ethics from December 1
https://www.qartia.ge/ka/siakhleebi/article/99123
Statement by the Georgian Charter of Journalistic Ethics from November 30
https://www.qartia.ge/ka/siakhleebi/article/99118
Statement by the Georgian Charter of Journalistic Ethics from November 29 (updated in the afternoon): https://www.qartia.ge/ka/siakhleebi/article/99111
Statement by the Georgian Charter of Journalistic Ethics from November 29 (initial from the morning): https://www.qartia.ge/ka/siakhleebi/article/99105
News by Media Checker:
https://www.mediachecker.ge/ka/mediagaremo/article/99207
https://www.mediachecker.ge/ka/mediagaremo/article/99134
https://www.mediachecker.ge/ka/mediagaremo/article/99107
7 დეკემბერს „ტვ პირველის“ ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული პირდაპირ ეთერში მუშაობდნენ ბესიკის ქუჩიდან, როცა მათ თავს დაესხნენ შავებში ჩაცმული ნიღბიანი პირები. თავდამსხმელმა მაკა ჩიხლაძე ძირს დააგდო, ხოლო გიორგი შეწირული რამდენიმე პირმა სცემა. ისინი ოპერატორს ფეხს ურტყამდნენ თავსა და მუცელში. პოლიციამ, რომელიც იქვე იყო, სამსახურებრივი გულგრილობა გამოიჩინა და მედიის წარმომადგენლები არ დაიცვა. მაკა ჩიხლაძე და გიორგი შეწირული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ კვლევებს უტარებენ. ორივე მათგანს ტვინის შერყევა აქვს.
„ტვ პირველის“ ინფორმაციით, თავდამსხმელები „ქართული ოცნების“ ე.წ. ტიტუშკები იყვნენ, რომლებმაც მანამდე პროევროპული აქციის მონაწილეებს სცემეს.
„ქართული ოცნების“ მიერ წლების განმავლობაში სიძულვილის მეთოდურად გაღვივებამ და ძალადობრივი ჯგუფების კულტივირებამ შედეგად ის გამოიღო, რომ ქვეყანაში ჟურნალისტებს აღარ აქვთ უსაფრთხოდ მუშაობის საშუალება.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს “ტვ პირველს” და „ქართულ ოცნებას“ ჟურნალისტებთან ანგარიშსწორების შეწყვეტისა და ძალადობრივი ჯგუფების თარეშის ალაგმვისკენ მოუწოდებს.
„მთავარი არხის“ ცნობით, ტელეკომპანიის ჟურნალისტი და წამყვანი, ბექა ყორშია, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული და ამჟამად ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. ადვოკატის თქმით, ჟურნალისტი სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა 7 დეკემბერს გამთენიისას, სრულიად უკანონოდ და უსაფუძვლოდ, ელბაქიძის დაღმართზე მიმავალი დააკავეს. ჟურნალისტის ადგილსამყოფელი ოთხი საათის განმავლობაში უცნობი იყო. ბექა ყორშიასთან კონტაქტს ვერ ამყარებდნენ ადვოკატი და ახლობლები. მოგვიანებით გაირკვა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ის დიღმის სამმართველოში ჰყავდათ. „მთავარი არხი“ ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მისი უკანონო დაკავების ფაქტის გამოძიებას ითხოვს.
7 დეკემბერს ღამით, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს დეა მამისეიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გაურკვეველი ნივთი ესროლა.
“პალიტრა ნიუსის” ჟურნალისტის, მარიამ მაზიაშვილის თქმით, მას სპეცრაზმელმა ტელეფონი დაუმტვრია. ჟურნალისტი ამ დროს ლაივით იყო ტელევიზიაში ჩართული. მარიამ მაზიაშვილის თქმით, სპეცრაზმელმა ეს განგებ გააკეთა. „ვიღებდი და ნუ გვიღებო, ტელეფონი დამიგდო დაბლა. პრესკარტა მიკეთია, იცოდა, რომ ჟურნალისტი ვიყავი“.
OC Media-ს ინფორმაციით, გამოცემის დამფუძნებლი და თანადირექტორი მარიამ ნიკურაძე, შესაძლოა, არის იმ ადამიანების სიაში, ვის დაკავებასაც “ქართული ოცნების” ხელისუფლება გეგმავს. მარიამ ნიკურაძემ ეს ინფორმაცია სანდო წყაროსგან მიიღო და ნახა კიდეც სია, რომელშიც 48 გვარი და პირადი ნომერია შეტანილი. ამ სიის ნამდვილობის გადამოწმება წყარომაც ვერ შეძლო, თუმცა აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ადამიანი, რომელთა გვარებიც ამ სიაში იძებნება, უკვე დაკავებულია. მათ სისხლის სამართლის დანაშაულს ედავებიან.
6 დეკემბერს, გამთენიისას, მუშაობაში ხელი შეუშალეს გამოცემის „პუბლიკა“ ჟურნალისტებს ნათია ამირანაშვილსა და ბასტი მგალობლიშვილს, რომლებიც სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის მიერ აქციის მონაწილეების დაკავებას იღებდნენ. გამოცემის გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ითხოვენ პოლიციელები მათგან ტერიტორიის დატოვებას. ერთ-ერთმა პოლიციელმა ჟურნალისტისთვის ტელეფონის წართმევაც სცადა.
6 დეკემბერს შუადღისას, გამოცემის “პუბლიკა” ჟურნალისტს მინდია გაბაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე აქციას აშუქებდა, უცნობი ნიღბიანი პირები დაესხნენ თავს და სცემეს. შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში იდგა პოლიციის ეკიპაჟი, რომელსაც გაქცეულმა თავდამსხმელებმა ჩაურბინეს და რომელსაც მომხდარზე რეაგირება არ მოუხდენია. “მედია აპრილის” კადრებში ჩანს, რომ მოქალაქეები სამართალდამცავებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ, თუმცა უშედეგოდ. ჟურნალისტს აქვს დაზიანება თავის არეში და გახეთქილი აქვს წარბი.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ჟურნალისტებზე ძალადობა და ძალადობის წახალისება.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს, სწრაფად და ეფექტურად გამოიძიოს ეს და ჟურნალისტების მიმართ 28 ნოემბერი - 6 დეკემბრის პერიოდში ჩადენილი სხვა დანაშაულები.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მედიასაშუალებებს მიმართავს, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრთა და მათი ოჯახების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას, ინფორმაციის გადამოწმების მაღალი სტანდარტით იხელმძღვანელონ და არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი პერსონალური მონაცემების შემცველი ცნობები. მედია ვალდებულია, პატივი სცეს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.
ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია ბოლო ორ ღამესაც.
„ტვ პირველის“ ცნობით, 4 დეკემბერს, გვიან საღამოს, „ქორთიარდ მარიოტთან“, კრიმინალურმა პოლიციამ ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს კამერა დაუმტვრია. სასტუმროსთან, სადაც ოპოზიციური პარტიების შეხვედრა მიმდინარეობდა, ე.წ. “ტიტუშკები” იყვნენ მობილიზებული. შავფორმიანმა ნიღბიანებმა იძალადეს ტელეკომპანიის ჟურნალისტზე, ნანუკა ქაჯაიაზე, რომელიც მოვლენებს პირდაპირ ეთერში აშუქებდა.
წინა დღეს, 3 დეკემბერს, თავის არეში მიიღო დაზიანება „ფორმულას“ ოპერატორმა თედო ქვაჩახიამ. მანამდე ის მხუთავი აირით დაშავდა. თედო ქვაჩახიას ჯერ ადგილზე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, ხოლო შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს. ოპერატორს ტვინის შერყევა აქვს.
3 დეკემბერს დაშავდა საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ოპერატორი ბესო გაფრინდაშვილი. მას ხელში პიროტექნიკა ესროლეს. ოპერატორს ჯერ ადგილზე ამოუჩინეს სამედიცინო დახმარება, შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს.
3 დეკემბერს “ფორმულას“ ჟურნალისტს ლუკა ტყებუჩავას, რომელიც ადგილზე ოპერატორ მიშო მარტაშვილთან ერთად მუშაობდა, სპეცრაზმელების მიერ სახურავიდან ნასროლი გაზის ორი ყუმბარა მოხვდა.
3 დეკემბერს პოლიციელებმა მუშაობაში ხელი შეუშალეს „ჩაიხანას“ ჟურნალისტს ნატალი ჩხარტიშვილს. მან, სავარაუდოდ, ამ დროს დაკარგა მცირე ზომის კამერა Handycam. კადრებში ჩანს, თუ როგორ ითხოვენ მისგან პოლიციელები ყვირილით, რომ ტელეფონი გამორთოს.
29 ნოემბერს დაშავდა „რადიო თავისუფლების“ რუსულენოვანი ტელევიზიის Current Time-ის ოპერატორი გიორგი ჭუმბურიძე. ის სპეცრაზმელებმა პარლამენტის შენობის სიახლოვეს შემაღლებული ადგილიდან ჩამოაგდეს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საქართველოს პროკურატურისგან ჟურნალისტთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას ითხოვს. 5 დეკემბრის მდგომარეობით, ინციდენტების რაოდენობა უკვე 70-ს გადაცდა.
2-3 დეკემბრის ღამეს, ერთი ჟურნალისტი და 2 ოპერატორი დაშავდა, მუშაობაში ხელი შეუშალეს და ტელეფონი გასტაცეს ერთ ჟურნალისტს.
1-2 დეკემბრის ღამეს 7 ჟურნალისტი და ერთი ოპერატორი დაშავდა.
2 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია ორი ფოტორეპორტიორის შესახებ, რომლებიც 30 ნოემბერს დაშავდნენ.
2-3 დეკემბრის ღამე
ნინო რამიშვილი, „სტუდია მონიტორის" ჟურნალისტი. ნინო რამიშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა, რომ სპეცრაზმის თანამშრომლებმა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ტელეფონი წაართვეს: „რა თქმა უნდა მეკეთა ბეიჯი და მქონდა არაერთი ნიშანი პრესის, ასევე ვუთხარი რომ ვარ ჟურნალისტი და ვანახებდი პრესკარტას, მაგრამ მთხოვდნენ ვიდეოს წაშლას, ბოლოს კი გაიტაცეს ტელეფონი. შემდეგ კი რჩევად დააყოლეს წადი სახლშიო".
„პირველი არხის“ ინფორმაციით, მათი ჟურნალისტი თეო ხუბულავა და ოპერატორები ლევან ქართველიშვილი და ბადრი გამრეკლაშვილი რუსთაველის გამზირზე პოლიციის მიერ გაზის კაფსულების გამოყენების დროს დაშავდნენ. მათ სამედიცინო დახმარება სასწრაფოს დახმარების ბრიგადამ ადგილზევე აღმოუჩინა.
„მთავარი არხის“ ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ მისი ოპერატორი [გივი მჭედლიშვილი] დაშავდა და დახმარება სჭირდება.
1-2 დეკემბრის ღამე:
“რუსთავი 2”
● გიორგი ნერგაძე, ოპერატორი. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაშავდა. მან აქციაზე გაშვებული გაზი შეისუნთქა. ნერგაძეს სამედიცინო დახმარება სასწრაფო დახმარების ექიმებმა ადგილზევე გაუწიეს. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
● თამთა ჩიტიშვილი, ჟურნალისტი. ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, ის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაშავდა. ჟურნალისტი, რომელმაც ფეხის არეში მიიღო დაზიანება, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
„TV პირველი“
● ნიკო კოკაია, ოპერატორი. „TV პირველის“ ინფორმაციით, მას პირველადი დახმარება დასჭირდა.
● „მედიაომბუდსმენის“ ინფორმაციით, კოკაიასთან ერთად, დაშავდა ჟურნალისტი მარიამ მაკასარაშვილიც.
„პუბლიკა“
● ნათია ამირანაშვილი, ჟურნალისტი. გამოცემის „პუბლიკა“ ინფორმაციით, პოლიცია ჟურნალისტს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ფიზიკურად გაუსწორდა. ჟურნალისტი კედელზე მიანარცხეს, რა დროსაც გააგდებინეს ტელეფონი.
„მაუწყებელი“
● გიორგი ჩაგელიშვილი ჟურნალისტი. „მაუწყებლის“ ინფორმაციით, რუსთაველის მეტროში მოქალაქეების დარბევის დროს უკანონდ დააკავეს გამოცემის ჟურნალისტი, გიორგი ჩაგელიშვილი. როგორც „პუბლიკა“ წერს, მათ მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ჩაგელიშვილი საპოლიციო ძალებს მიუთითებდა, რომ ჟურნალისტია, თუმცა მას ჩანთა გაუჩხრიკეს და წაიყვანეს.
OC Media
● მარიამ ნიკურაძე, OC Media-ს თანადამფუძნებელი და ჟურნალისტი. ნიკურაძე წერს: „კიდევ ერთი კამერა დამიზიანდა :)) მაკავებდნენ ცრემლსადენი გაზის ბუღში. ჟურნალისტი ვარ-თქო, გამიშვა და მიმახეთქა კედელს კამერიანად. საბედნიეროდ, მარტო ეკრანი დაზიანდა“.
„მედია აპრილი“
● გიორგი ბასხაჯაური, ჟურნალისტი. „მედია აპრილის“ ინფორმაციით, გამოცემის ჟურნალისტს, გიორგი ბასხაჯაურს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას პოლიციელი თავს დაესხა. „ბასხაჯაური ჭავჭავაძეზე აქციის მონაწილეების დაკავებას იღებდა, როცა ერთ-ერთ ჩიხში მას მუშაობაში ხელი შეუშალეს, ტელეფონის ჩამორთმევა სცადეს და დაედევნენ“, - წერს „მედია აპრილი“.
საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“
მირიან მელაძე, ფოტორეპორტიორი. „პირველმა არხმა“ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათი თანამშრომელი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის გაშუქებისას დაშავდა, 1 დეკემბერს გაავრცელა. ფოტორეპორტიორს სამედიცინო დახმარება სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ადგილზევე გაუწია. 2 დეკემბერს მირიან მელაძემ ფეისბუკის პირად გვერდზე დაშავებული ფეხის ფოტო გამოაქვეყნა და მიუთითა, რომ ეს ფაქტი სამი დღის წინ მოხდა.
მელაძე ვარაუდობს, რომ ფეხში სამართალდამცველების მხრიდან ნასროლი
რეზინის ტყვიები მოხვდა. მან „ნეტგაზეთს“
უთხრა:
„დაზუსტებით თქმა არ შემიძლია, თუმცა სასწრაფო დახმარების ექიმმა
მითხრა, თქვა, რომ რეზინის ტყვიის შედეგად მიყენებულ დაზიანებას
ჰგავს. ჩემთან ერთად IPN-ის ფოტოგრაფიც იყო და იმასაც იგივე
დაუდასტურა. ჩემი გადაადგილების მიმართულებით თუ ვიმსჯელებთ, [ტყვია]
პოლიციის მხრიდან მაქვს მოხვედრილი და არა — აქციის
მონაწილეების“.
„ნეტგაზეთისვე“ ინფორმაციით, „ინტერპრესნიუსის“ ფოტოგრაფი ვანო გორგიშვილიც დარწმუნებულია, რომ დაზიანება სამართალდამცველების მხრიდან მიიღო. მისი თქმით, „ფიზიკურად შეუძლებელია, სხვა ტრაექტორია ყოფილიყო. ხალხისგან უკვე შენობა გვეფარებოდა“.
30 ნოემბრის დილის 2-3 საათზე „მერიოტთან“ შეჯგუფებულ მედიას წყლის
ჭავლი მოგვიშვეს. რამდენიმე კაცმა გასწრება ვცადეთ და მაშინ გვესროლეს
რეზინის ტყვიები. მირიანს ოთხი მოხვდა. მე, საბედნიეროდ, ერთი პატარა
და მუხლთან. ჩემი შედარებით არაფერია“, წერს ვანო გორგიშვილი.
“ტვ
პირველის” ინფორმაციით შინაგან
საქმეთა სამინისტროს მიერ 2 დეკემბერს აქციის დაშლისას არაპროპორციული
ძალის გამოყენების შედეგად დაზიანდა მათი სამაუწყებლო აპარატურა, მათ
შორის, პირდაპირი ტრანსლაციის კამერა, რომელიც გამოსაყენებლად
უვარგისია. ტელეკომპანიის ცნობით, ეს არ არის
პირველი შემთხვევა, როდესაც სპეცდანიშნულების რაზმი მათი
სამაუწყებლო აპარატურის დაზიანებას ცდილობს, რათა “ტვ პირველს”
პირდაპირი ეთერის სიგნალი გაეთიშოს და მოვლენების ეპიცენტრიდან
მაუწყებლობა ვეღარ შეძლოს.
30 ნოემბერს ჭიჭინაძის ქუჩაზე, როცა სპეცრაზმი მომიტინგეებს აწვებოდა, ნიღბიანმა მამაკაცმა, სავარაუდოდ ძალოვანმა, ხელი ჰკრა ჟურნალისტ ფიოდორ ხუდოკორმოვს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის, ლადო ტატიშვილის, გადაწყვეტილებით, ამ კვირაში ტელევიზიის ეთერში პოლიტიკური ტოქშოუები არ გავა. მათ შორის არის ირინა ყურუას გადაცემა „სათქმელი“. ეთერიდან ჩაიხსნა ყველა სხვა გადაცემაც, რომელიც კი პირდაპირ ეთერში გადიოდა, გარდა საინფორმაციო გადაცემისა.
აჭარის ტელევიზიის და რადიოს მენეჯმენტმა თავისი პოზიცია ასე ახსნა: “არხის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება დროებით, სანამ არსებული პოლიტიკური ვითარებაა, ეთერში გავიდეს მხოლოდ ახალი ამბები და პირდაპირი ჩართვები მოვლენათა ეპიცენტრებიდან და მხოლოდ ამ დროით შემოქმედებითი ან პოლიტიკური თოქშოუები ეთერში არ გავა”.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს მოუწოდებს, გადაწყვეტილებას გადახედოს და ეთერში ყველა გადაცემა აღადგინოს, რათა საზოგადოებამ აჭარაში და მის ფარგლებს გარეთ, ქვეყნისთვის ამ რთულ დროს, შეუფერხებლად მიიღოს მისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაცია და პირდაპირ ეთერში გაგრძელდეს საგნობრივი მსჯელობა აქტუალურ საკითხებზე და იმ პრობლემებზე, რაც აღელვებს საზოგადოებას აჭარაში.
ჩვენ ვშიშობთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ და რადიომ ეს გადაწყვეტილება სამთავრობო პოლიტიკის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების ეთერიდან გასაყვანად და ეთერში კრიტიკული აზრის ჩასახშობად მიიღო, აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების ერთი ნაწილის მიერ გავრცელებული განცხადების საპასუხოდ. არ გამოვრიცხავთ, რომ შემდეგი ნაბიჯი ტელევიზიიდან კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების გათავისუფლება იყოს, რათა დირექციამ წინააღმდეგობის გარეშე შეძლოს პროსამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის გატარება.
კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო გადასახადების გადამხდელთა ფულით საზოგადოებას და მის საუკეთესო ინტერესებს მოემსახუროს და საპროგრამო ბადე ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი გადაცემებით ააწყოს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტის სოლიდარობას უცხადებს აჭარის ტელევიზიის და რადიოს ყველა იმ თანამშრომელს, რომლთაც დირექტორის დღევანდელი გადაწყვეტილება შეეხო და ეთერს მიღმა დატოვა.
ნაცემია “რადიო თავისუფლების” პროდიუსერი ბექა ბერაძე, რომელიც სპეცრაზმმა 1 დეკემბერს ღამით საპროტესტო აქციის მახლობლად დააკავა. ის ახლა საგარეჯოს დროებითი მოთავსების იზოლატორშია. ბექა ბერაძე აქციის სიახლოვეს მიდიოდა, როცა მოულოდნელად პოლიციელების ალყაში აღმოჩნდა. მისი ადვიკატის თქმით, მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა შეიტყვეს, რომ ბექა ბერაძე “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი იყო, მის მიმართ უფრო აგრესიულები გახდნენ. ის ჯერ ცემეს, ხოლო შემდეგ სხვა დაკავებულებთან ერთად შეაგდეს მინივენში, სადაც მას კიდევ ერთო საათის განმავლობაში ცემდნენ. პოლიცია ბექა ბერაძეს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება. “რადიო თავისუფლებას” აქვს ვიდეომასალა, რომელშიც ახალგაზრდა კაცი პოლიციელებს ეკითხება, თუ კონკრეტულად რაში არ დაემორჩილა მათ. “რადიო თავისუფლება” თანამშრომელს ღამის 3:00 საათიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა.
ონლაინგამოცემა On.ge-ს ინფორმაციით, 1 დეკემბერს ადმინისტრაციული წესით დააკავეს ფოტოგრაფი ნიკოლოზ თაბუკაშვილი.
ქარტიამ მიიღო ინფორმაცია 28-30 ნოემბრის პერიოდში დაშავებული მედიის კიდევ რამდენიმე წარმომადგენლის შესახებ:30 ნოემბერს დაშავებული გერმანელი ჟურნალისტი, დომინიკ რაიხერტი, აქციას რუსული პროპაგანდისტული არხის, „რაშა თუდეისთვის“ აშუქებდა. „ტვ პირველის“ ცნობით, ის ჰოსპიტალიზებულია თხემის ძვლის მოტეხილობით და სისხლჩაქცევებით ტვინის გარსში.
საპოლიციო ძალებმა 30 ნოემბრის ღამესაც განაგრძეს იმ ჟურნალისტებისა და ოპერატორების დევნა, რომლებიც თბილისში, პარლამენტის წინ და საქართველოს სხვა ქალაქებში პროევროპულ საპროტესო აქციებს აშუქებდნენ. ისინი მედიის წარმომადგენლებს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, დამიზნებით და ახლოდან სახეში ასხამდნენ ქიმიურ ნივთიერებებს, მიზანმიმართულად ძალადობდნენ მათზე, რომ მედიის წარმომადგენლები დასახიჩრებულიყვნენ და მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიეღოთ. პოლიციელები ჟურნალისტებს ართმევდნენ და უმტვრევდნენ ვიდეო და ფოტო აპარატურას, ტელეფონებს, ისეთ დამცავ აღჭურვილობას, როგორიცაა რესპირატორები და სათვალეები. პოლიციელები ჟურნალისტებს განსაკუთრებული გავეშებით მაშინ ესხმოდნენ თავს, როცა ისინი პოლიციელთა მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებებს - აქციის მონაწილეების მიმართ გადაჭარბებული ძალის გამოყენების შემთხვევებს აფიქსირებდნენ. 29 და 30 ნოემბრის ღამეს საპოლიციო ძალების ქმედებაზე დაკვირვება გვაძლებს საფუძველს დავასკვნათ, რომ მათი აგრესია მედიის წარმომადგენლების მიმართ იყო სისტემური, დაგეგმილი და განზრახი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი ამგვარი ქცევით მედიის ერთ ნაწილზე შურისძიებას, ხოლო მათი სამაგალითოდ დასჯით უკვე მეორე ნაწილის დაშინებას ისახავდნენ მიზნად.
„ტვ პირველის" ინფორმაციით, ჩიტაძის ქუჩაზე, სპეცრაზმის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეკომპანიის ჟურნალისტს, მარიამ გაფრინდაშვილს და მის ოპერატორს, პაპუნა ხაჩიძეს. მარიამ გაფრინდაშვილმა თავზე მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც მან გონება დაკარგა. მარიამ გაფრინდაშვილს ჰოსპიტალიზაცია და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ჟურნალისტს აქვს ტვინის შერყევა.
შევჩენკოსა და ზუბალაშვილების ქუჩების კვეთაზე, საპოლიციო ძალების წარმომადგენლებმა გამოცემა „რეალპოლიტიკის“ ჟურნალისტს, აკა ზარქუას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ათამდე სპეცრაზმელმა ჟურნალისტი წრეში მოაქცია და წიხლებით ცემა, ხოლო მათი მეთაური ჟურნალისტისთვის პრესის მაიდენტიფიცირებელი ბარათის პირში ჩატენვას შეეცადა. ამის შესახებ აკა ზარქუამ თავად დაწერა ფეისბუქის პირად გვერდზე. მისი გადაღებული ვიდეოდან ჩანს, თუ როგორ ძალადობენ ჟურნალისტზე პოლიციელები. აკა ზარქუაზე ძალადობა ჩანს „ფორმულას“ მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოშიც. პოლიციელებმა ჟურნალისტს აირწინაღი წაართვეს.
სპეცრაზმელებმა გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტს, ანა მსხალაძეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ტელეფონი წაართვეს. ამის შესახებ „პუბლიკამ“ დაწერა. ჟურნალისტის თქმით, იმ დროს, როცა ის ჭიჭინაძის ქუჩის მიმდებარედ სპეცრაზმის მიერ მოქალაქეების ძალადობრივად დაკავებას იღებდა, სპეცრაზმელმა მას ჯერ ტელეფონი დააგდებინა, ხოლო ტელეფონის ასაღებად დახრილს, თავში ჩაარტყა. ამის შემდეგ სპეცრაზმელებმა, სავარაუდოდ, ჟურნალისტის ტელეფონი აიღეს და გაიქცნენ.
პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ ფოტოგრაფ გიორგი გამგებელს. ის სახისა და ფეხის არეში დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გიორგი გამგებელს წაართვეს და დაუმტვრიეს აპარატურა, რომლითაც ის მუშაობდა.
“ფორმულას” ინფორმაციით, სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეკომპანიის ჟურნალისტს, გიორგი კვიჟინაძეს. ტექნიკა დაუზიანდა ტელეკომპანია “ფორმულას” გადამღებ ჯგუფს, რომელიც ბათუმში მიმდინარე აქციას აშუქებდა. ამის შესახებ “ფორმულას” ჟურნალისტმა თამარ თედიაშვილმა პირდაპირი ჩართვისას თქვა. ჟურნალისტმა აღნიშნა ისიც, რომ აქციაზე პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა და პოლიციის მანქანაში ჩატენა ფოტოგრაფი.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 28, 29 და 30 ნოემბერს, მედიის წარმომადგენლების მიმართ მიზანმიმართულ ძალადობაზე, პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ათობით დოკუმენტირებულ ფაქტზე, პირად პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს აკისრებს და მას კანონის ფარგლებში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. ქარტია პროკურატურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი მრავალი ფაქტის სწრაფ და მიუკერძოებელ გამოძიებას, საპოლიციო ძალების მოძალადე თანამშრომლების, ასევე, მათი ხელმძღვანელების კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას ითხოვს.
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის დროს საპოლიციო ძალებმა არაერთ ჟურნალისტსა და ოპერატორს მიაყენეს ზიანი. მათ უმრავლესობას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. თვითმხილველთა თქმით, საპოლიციო ძალების წარმომადგენლები, მათ, ვისაც კამერა ან მიკროფონი ეჭირა, დამიზნებით ასხამდნენ სახეში ქიმიურ გამაღიზიანებლებს, თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. დაზარალებული ჟურნალისტების შეფასებით, აქციაზე ამჯერად გამოყენებული ქიმიური გამაღიზიანებლები გაცილებით უფრო ძლიერმოქმედი იყო. ისინი ვარაუდობენ, რომ წყლის ჭავლში, რომელიც საპოლიციო ძალებმა აქციის დასაშლელად გამოიყენა, გარეული იყო გაურკვეველი ქიმიური ნივთიერება, რომელიც იწვევდა კანისა და თვალების წვას, აზიანებდა მხედველობას და აძნელებდა სუნთქვას. დაზარალებულ ჟურნალისტებს უჭირდათ საუბარიც.
დაშავდა „ტვ პირველის” ხუთი თანამშრომელი:
წიწაკის სპრეი შეასხეს სახეში ოპერატორ ნიკა კოკაიას, არაერთხელ.
წიწაკის სპრეი შეასხეს ჟურნალისტ ანა მდივანსაც, რომელსაც შედეგად სპაზმური შეტევა დაემართა.
პოლიციელები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ ოპერატორ გიორგი შეწირულს.
დამიზნებით შეასხეს წყლის ჭავლი ჟურნალისტს ნანუკა ქაჯაიას და მის რესპონდენტს.
დაშავდა ასევე ოპერატორი დავით ბიჭიკაშვილი, რომელიც ნანუკა ქაჯაიასთან ერთად მუშაობდა.
ქიმიური ნივთიერებით დაშავდნენ “მთავარი არხის” ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი და ოპერატორი გიორგი გოგინაშვილი, ხოლო ჟურნალისტ ქეთა ციცქიშვილს პოლიციელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. პოლიციელებმა პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს ასევე ჟურნალისტ დავით კობიძეს და ოპერატორ ლუკა ბაჩილავას.
სპეცრაზმელი ფიზიკურად გაუსწორდა „ფორმულას“ ჟურნალისტს გურამ როგავას, რის შედაგადაც მან მძიმე დაზიანებები მიიღო (სახის ძვლისა და კისერთან ხერხემლის მალის მოტეხილობა). ჟურნალისტს ფიზიკურ დაპირისპირებამდეც შეუშალეს ხელი - მას პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს პოლიციელებმა ტერიტორია ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. ქიმიური ნივთიერებით დაშავდა ჟურნალისტი გიორგი კვიჟინაძე, ასევე ოპერატორი თედო ქვაჩახია. წიწაკის სპრეი შეასხეს ჟურნალისტ ხატია სამხარაძესაც.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ნიღბიანი სპეცრაზმელი მათ ჟურნალისტს, დავით ცაგარელს, პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს ფიზიკურად გაუსწორდა - მუცლის არეში მუშტი ჩაარტყა. ქაშვეთის ეკლესიასთან დაშავდა ჟურნალისტი სალომე ჩადუნელი. პროფესიულ საქმიანობაში შეუშალეს ხელი და მცირედი დაზიანება მიაყენეს ოპერატორებს ილია რატიანსა და ზუკა ხიდაშელს.
აქციაზე “პუბლიკას” ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი უკანონოდ დააკავეს. დაკავების დროს პოლიციამ მასზე იძალადა, რა დროსაც ჟურნალისტმა თავისა და სახის არეში დაზიანებები მიიღო. მას ჰოსპიტალიზაცია და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ჟურნალისტ ნათია ამირანაშვილს ტელეფონი გააგდებინეს და მუშაობის საშუალება არ მისცეს. ფოტორეპორტიორი მინდია გაბაძე სამართალდამცველებმა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დააზიანეს. მუშაობაში არაერთხელ შეუშალეს ხელი ჟურნალისტ ბასტი მგალობლიშვილსაც. გამოცემის ინფორმაციით, მას რამდენჯერმე ჰკრეს ხელი და დაარტყეს.
„მედია აპრილის“ ინფორმაციით, დაშავდა ფოტორეპორტიორი ტბელ აბუსერიძე.
„პუბლიკას“ ინფორმაციით, პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „პროექტ 64-ის“ დამფუძნებელს გიორგი გოგუას.
დაშავდა OC Media-ს თანადამფუძნებელი და ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე. ჟურნალისტი მასზე მიშვებულმა წლის ჭავლმა წააქცია. მას რამდენჯერმე გააგდებინეს ტელეფონი. დაუზიანდა კამერაც. მარიამ ნიკურაძემ ზიანი მიიღო წიწაკის სპეის შესხმითაც.
დაშავდა „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტი გივი ავალიანი, რომელსაც სახეში წიწაკის სპრეი შეასხეს.
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, დაშავდა “პირველი არხის” ოპერატორი დავით ბეჟანიშვილი.
JAMnews-ის ინფორმაციით, მათ ფოტორეპორტიორს, უკრაინელ იულია კალაბანს პირდაპირ სახეში შეასხეს სპრეი, წააქციეს და წაქცეულს ჩაარტყეს.
წყლის ჭავლით დაშავდა „რუსთავი 2“ - ის ჟურნალისტი.
სპეცრაზმელმა წიხლი ჩაარტყა „ექსპრესნიუსის“ ჟურნალისტს ირაკლი მანაგაძეს
პოლიციელებმა გადაღებაში ხელი შეუშალეს სტუდია “მონიტორის” ჟურნალისტებს ნინო წვერავას და ნინო შუბითიძეს. ისინი პოლიციამ ძალის გამოყენებით გამოიყვანა ქაშვეთის ეკლესიის შესასვლელიდან. პოლიციელმა ფეხი ჩაარტყა ოპერატორ გიორგი ბარამიძეს.
წიწაკის სპრეით დაშავდა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი ნინო ლორჩოშვილი.
დაშავდა გერმანელი ჟურნალისტი, რომელიც საპროტესტო აქციას აშუქებდა. გავრცელებულ ფოტოზე ჩანს, რომ დაზიანებები მას თვალის არეში აქვს მიყენებული.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროტესტს გამოთქვამს აქციის დარბევისას საპოლიციო ძალების მიერ ჟურნალისტებისა და ოპერატორების დევნის, მათთვის მუშაობაში მიზანმიმართული ხელშეშლის, ტექნიკის მიზანმიმართულად დაზიანებისა და წართმევის გამო.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუბრუნდეს კანონის ჩარჩოებს და შეწყვიტოს ძალადობა და თვითნებობა. მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, სწრაფად და ეფექტურად გამოიძიოს 28 ნოემბერს საპოლიციო ძალების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები.
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის დროს საპოლიციო ძალებმა არაერთ ჟურნალისტსა და ოპერატორს მიაყენეს ზიანი. მათ უმრავლესობას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. თვითმხილველთა თქმით, საპოლიციო ძალების წარმომადგენლები მათ, ვისაც კამერა ან მიკროფონი ეჭირა, დამიზნებით ასხამდნენ სახეში ქიმიურ გამაღიზიანებლებს, თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. დაზარალებული ჟურნალისტების შეფასებით, აქციაზე ამჯერად გამოყენებული ქიმიური გამაღიზიანებლები გაცილებით უფრო ძლიერმოქმედი იყო. ისინი ვარაუდობენ, რომ წყლის ჭავლში, რომელიც საპოლიციო ძალებმა აქციის დასაშლელად გამოიყენა, გარეული იყო გაურკვეველი ქიმიური ნივთიერება, რომელიც იწვევდა კანისა და თვალების წვას, აზიანებდა მხედველობას და აძნელებდა სუნთქვას. დაზარალებულ ჟურნალისტებს უჭირდათ საუბარიც.
● „ტვ პირველის” ინფორმაციით, წიწაკის სპრეი შეასხეს სახეში ამ ტელეკომპანიის ოპერატორს ნიკა კოკაიას და ჟურნალისტს ანა მდივანს, რომელსაც შედეგად სპაზმური შეტევა დაემართა. ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, პოლიციელები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ „ტვ პირველის” ოპერატორს გიორგი შეწირულს. დამიზნებით შეასხეს წყლის ჭავლი „ტვ პირველის” ჟურნალისტს ნანუკა ქაჯაიას და მის რესპონდენტს. დაშავდა ასევე ოპერატორი დავით ბიჭიკაშვილი, რომელიც ნანუკა ქაჯაიასთან ერთად მუშაობდა.
● მედია აპრილის ინფორმაციით დაშავდა ფოტოგრაფი ტბელ აბუსერიძე.
● „მედიაჩეკერის“ ინფორმაციით, პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „პროექტ 64-ის“ დამფუძნებელს გიორგი გოგუას.
● ქიმიური ნივთიერებით დაშავდა “ფორმულას” ჟურნალისტი გიორგი კვიჟინაძე.
● საპოლიციო ძალების წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ „ფორმულას“ ჟურნალისტს გურამ როგავას.
● დაშავდა OC Media-ს თანადამფუძნებელი და ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე, რომელიც წლის ჭავლმა წააქცია.
● დაშავდა „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტი გივი ავალიანი, რომელსაც სახეში წიწაკის სპრეი შეასხეს.
● ქიმიური ნივთიერებით დაშავდა “მთავარი არხის” ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი.
● რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მათ ჟურნალისტსა და ოპერატორს პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა.
● მედია აპრილის ინფორმაციით, აქციაზე გერმანელი ჟურნალისტი დაშავდა.
● აქციაზე “პუბლიკას“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი დააკავეს. დაკავების დროს პოლიციამ მასზე სასტიკად იძალადა.
● რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მათ ჟურნალისტს, დათო ცაგარელს, პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს სპეცრაზმელი ფიზიკურად გაუსწორდა.
● „პუბლიკას” ინფორმაციით, პროფესიულ საქმინობაში ხელი შეუშალეს მათ ჟურნალისტს, ნათია ამირანაშვილს.
● JAMnews-ის ინფორმაციით, მათ ფოტორეპორტიორს, უკრაინელ იულია კალაბანს პირდაპირ სახეში შეასხეს სპრეი, წააქციეს და წაქცეულს დაარტყეს წიხლი.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროტესტს გამოთქვამს აქციის დარბევისას საპოლიციო ძალების მიერ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიზანმიმართული დევნის, მათთვის მუშაობაში მიზანმიმართული ხელშეშლის, ტექნიკის მიზანმიმართულად დაზიანებისა და წართმევის გამო.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუბრუნდეს კანონის ჩარჩოებს და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალადობა და თვითნებობა.
25 ნოემბერს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი ზონის ამოქმედებით მედიასა და ჟურნალისტებს პარლამენტის შენობაში დაგემილ ღონისძიებებზე წვდომა შეეზღუდათ. ამ გადაწყვეტილების საფუძვლად პარლამენტმა მისი თავმჯდომარის 2023 წლის 4 სექტემბერს მიღებული დადგენილება მიუთითა.
შედეგად, ონლაინ მედიის წარმომადგენლებმა მე-11 მოწვევის პარლამენტის, რომელიც პლენარულ სხდომაზე პირველად შეიკრიბა, საქმიანობის გაშუქება კვლავინდებურად ვერ შეძლეს. შენობაში შეუშვეს მხოლოდ აკრედიტებული წარმომადგენლების ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, თუმცა, დამატებითი აკრძალვებით - სხდომის გაშუქებისას ჟურნალისტებს მცირე ზომის შემოსაზღვრული ტერიტორიიდან გასვლის უფლებას არ აძლევდნენ, ხოლო ოპერატორებს სხდომათა დარბაზში არ შეატანინეს პირდაპირი ჩართვის აპარატები, რაც, მაუწყებლების ცნობით, წარსულში პრობლემას არ წარმოადგენდა.
მოგვიანებით, 25 ნოემბერს, პარლამენტმა დააზუსტა, რომ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე 26 ნოემბრიდან “მის გაუქმებამდე”იმოქმედებს, რაც ნიშნავს, რომ ონლაინ მედია პარლამენტის შენობაში შესვლას განუსაზღვრელი დროით ვერ შეძლებს.
ონლაინ მედიის მიმართ დისკრიმინაციული პრაქტიკა პარლამენტის თავმჯდომარემ რუსული კანონის განხილვის დროიდან დაამკვიდრა. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, ონლაინ მედიის ერთ ჯგუფთან ერთად, დისკრიმინაციის დადგენის მოთხოვნით სახალხო დამცველს ჯერ კიდევ აპრილში მიმართა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროტესტს გამოთქვამს პარლამენტის გადაწყვეტილების მიმართ და მოუწოდებს მას, პარლამენტის შენობაში მიმდინარე პროცესებზე წვდომა მისცეს მედიას და ჟურნალისტებს, პლატფორმის მიუხედავად, დამატებითი შეზღუდვებისა და აკრძალვების გარეშე.
25 ნოემბერს News.On.ge-ს მთავარ რედაქტორს ვანცენტ ხაბეიშვილს ქაშვეთის ეკლესიის წინ, სავარაუდოდ, თბილსერვის ჯგუფის სამსახურის თანამშრომელმა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. აგრესიული პირი ჟურნალისტს მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც ჟურნალისტმა ვიდეო გადაუღო სასულიერო პირს, რომელიც აქციის მონაწილეებს სახლში წასვლისკენ მოუწოდებდა და უმტკიცებდა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. ჟურნალისტის მოთხოვნის მიუხედავად, თავდამსხმელმა ვინაობა არ გაამხილა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს თავდასხმას News.On.ge-ს მთავარ რედაქტორზე და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ინციდენტის გამოძიებისკენ მოუწოდებს.
დღეს, 19 ნოემბერს, დილით, პოლიციამ ფიზიკურად იძალადა „მთავარი არხის“ ოპერატორზე, სერგი ბარამიძეზე, და დააკავა ის. ოპერატორი მელიქიშვილის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა - ის პოლიციელების მიერ აქციის მონაწილის დაკავებას იღებდა. სერგი ბარამიძეს რამდენიმე პოლიციელი განსაკუთრებული სისასტიკით დაუპირისპირდა. ოპერატორს მიღებული აქვს ფიზიკური დაზიანებები. დამტვრეულია კამერა. ამ დროისთვის უცნობია, თუ სად იმყოფება სერგი ბარამიძე.
გამოცემა „პუბლიკას“ ცნობით, პოლიციელებმა დაარტყეს „პუბლიკას“ ჟურნალისტს მინდია გაბაძესაც.
მედიაომბუდსმენის ინფორმაციით, პოლიციამ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა ასევე OC Media-ს ჟურნალისტს მარიამ ნიკურაძეს და „ნეტგაზეთის“ კორესპონდენტს გივი ავალიანს.
„ფორმულას“ პირდაპირ ეთერში ამ ტელეკომპანიის კორესპონდენტმა გიორგი კვიჟინაძემ თქვა, რომ პოლიციელები მას და მის ოპერატორსაც უშლიდნენ ხელს გადაღებაში.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს „მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნელივ დაიწყოს სერგი ბარამიძის და სხვა ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება.
13 ნოემბერს, თბილისში, ცესკოსთან, ხელახალი არჩევნების მოთხოვნით ქალი პოლიტიკოსების მიერ ორგანიზებული აქციის გაშუქებისას, მედია აპრილის ფოტო რეპორტიორს, ვახო ქარელს, ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსმა, ლაშა სალუქვაძემ, მუშაობაში ხელი შეუშალა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია აპრილი ავრცელებს. ფოტოგრაფმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს საჩივრით მიმართა. ვახო ქარელისთვის მუშაობაში ხელშეშლა ჩანს „ტვ პირველის“ კადრებშიც.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საპოლიციო ძალებს, ჟურნალისტებს სათანადო პატივისცემით მოეპყრონ და პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა მისცენ, მათ შორის, საპროტესტო აქციების გაშუქებისას.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შემაჯამებელი განცხადება:
არჩევნების დღეს მედიის წარმომადგენელთა უფლებები უხეშად და სისტემურად დაირღვა
ქარტია განაგრძობს არჩევნების დღეს მედიის წარმომადგენელთა უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაციის მოგროვებას.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელთ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისას, მედიის 72 წარმომადგენლის უფლებები დაირღვა 48 შემთხვევაში. იურისტთა შეფასებით, ამ შემთხვევათა დიდ ნაწილში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება.
ქარტიის შეფასებით, არჩევნების დღეს ჟურნალისტებს და ოპერატორებს მაღალი საფრთხის შემცველ, ძალადობრივ გარემოში უწევდათ მუშაობა. მათ მიმართ აგრესიას ავლენდნენ როგორც უშუალოდ უბანზე მყოფი პირები, მათ შორის, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები და, ზოგ შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები, „ქართული ოცნების“ პარტიული წარმომადგენლები, და დამკვირვებლები, ისე უბნის მიმდებარედ მობილიზებული, სავარაუდოდ, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული არაუფლებამოსილი პირები.
ჟურნალისტებსა და ოპერატორებს არაერთხელ მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, დაუზიანეს აპარატურა. მათ აძევებდნენ საარჩევნო უბნებიდან, ზოგ შემთხვევაში, ძალის გამოყენებითაც, და არ აძლევდნენ უბნებსა თუ უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღების საშუალებას.
ზოგიერთ შემთხვევაში, ჟურნალისტებს არ აძლევდნენ კომენტარს და მათ შეკითხვებს არ პასუხობდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები.
ჟურნალისტები და ოპერატორები ხდებოდნენ სამიზნე მაშინ, როცა ისეთი დარღვევების დოკუმენტირებას ცდილობდნენ, რაც ამომრჩევლის ნებაზე სხვადასხვა გზით ზემოქმედებას ასახავდა.
საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელები მედიის წარმომადგენელთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე სათანადოდ არ რეაგირებდნენ. პოლიცია 112-ზე შესულ შეტყობინებებზე ხშირად ან საერთოდ არ რეაგირებდა, ან დროულად არ რეაგირებდა.
ჟურნალისტებს და ოპერატორებს არ ჰქონდათ განცდა, რომ პოლიცია მათ ძალადობისგან დაიცავდა. ზოგიერთ შემთხვევაში, მათ, მომეტებული საფრთხის გამო, უბნებზე მუშაობის შეწყვეტაც მოუხდათ.
მედიის წარმომადგენელთა უფლებების დარღვევის სიხშირე და შემთხვევათა მსგავსება, ქარტიას აძლევს საფუძველს რომ დაასკვნას, რომ დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიასაშუალებების ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ ძალადობას ჰქონდა სისტემური ხასიათი და ის იყო წახალისებული.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ყველა ამ შემთხვევით დაინტერესებისა და მათი სწრაფად და ეფექტურად გამოიძიებისკენ მოუწოდებს.
“მედიაჩეკერის” ინფორმაციით, 26 ოქტომბერს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს „ბათუმელების“ 7 ჟურნალისტს. ეს შემთხვევები აღწერილი აქვს “მედიაომბუდსმენსაც”:
ევა ართმელაძეს გადაღების საშუალება არ მისცეს დაბა ხულოს ერთ-ერთ უბანზე. გამოცემის რედაქტორის, ეთერ თურაძის თქმით, ჟურნალისტს ადამიანიც კი მიუჩინეს, რომელიც ნებისმიერი გადაადგილებისას მას წინ უდგებოდა, რომ არაფერი გადაეღო.
ბათუმის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან ფოტოზე გამოსახული პირი გადაღების საშუალებას არ აძლევდა ჟურნალისტ ცაგო კახაბერიძეს. მან ჟურნალისტისთვის ტელეფონის წართმევაც სცადა.
ეთერ თურაძის თქმით, მას პროფესიულ საქმიანობაში ხელი ბათუმის 72-ე უბანთან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა არაუფლებამოსილმა პირებმა შეუშალეს. ისინი „ბათუმელების“ რედაქტორს სიტყვიერ შურაცხყოფას აყენებდნენ და პირდაპირი ეთერის შეწყვეტას თხოვდნენ. ეთერ თურაძეს პოლიციის გამოძახებაც დასჭირდა.
“ბათუმელების” რედაქტორს პროფესიული საქმიანობის დროს პრობლემა შეექმნა ბათუმის 52-ე და 81-ე უბნებთანაც (ორივე უბანი ერთ სკოლაში იყო განთავსებული). იქ მყოფი პირები ეთერ თურაძეს აგრესიულად თხოვდნენ, კამერა გამოერთო. როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, უბნის კართან, დაახლოებით 10 მეტრის დაშორებით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები სკანდირებდნენ ფრაზას: “„ქართულ ოცნებას“ გაუმარჯოს“.
ქუთაისში პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს „ბათუმელების“ ჟურნალისტს მანანა ქველიაშვილს, როგორც საარჩევნო უბანში, ისე საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე მუშაობისას.
პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს “ბათუმელების” ჟურნალისტს ლელა დუმბაძეს. ამ დროს ის ბათუმის 33-ე უბანთან ახლოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ რესპონდენტს წერდა.
ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს “ბათუმელების” წარმომადგენელს არჩილ კახაძეს.
პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს “ბათუმელების” ჟურნალისტს თედო ჯორბენაძეს - მას ბათუმის მე-11 საარჩევნო საარჩევნო უბანზე მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევდნენ და უბნიდან გაძევებით ემუქრებიდნენ.
მარნეულში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე უცნობმა პირმა „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტებისთვის თეო ქავთარაძისა და ქეთი თუთბერიძისთვის ტელეფონის წართმევა სცადა. ჟურნალისტებმა დააფიქსირეს, თუ როგორ ცდილობდა ამომრჩეველი, სავარაუდოდ პასპორტში ჩადებულ ფურცელზე მიწერილი სხვისი პირადი ნომრით, ხმის მიცემას.
სოფლების ხოჯორნისა და გულიკამის საარჩევნო უბნებზე პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეეშალა „ალიქ მედიის“ 4 წარმომადგენელს. როგორც რედაქციამ “მედიაჩეკერს” უთხრა”, „ალიქ მედიას“ რეპუტაციის შელახვის მიზნით, ადგილზე მობილიზებული პირები იქვე მყოფ ამომრჩევლებს, ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებს ეუბნებოდნენ, რომ „ალიქ მედია“ დეზინფორმაციის გამავრცელებელი მედია იყო და „კანონს არღვევდა“. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა საარჩევნო უბნებთან აღმოჩენილი დარღვევების შესახებ Facebook-ის გვერდზე დაწერეს, უცნობმა პირებმა ერთ-ერთ ჟურნალისტს რამდენჯერმე დაურეკეს და, მუქარანარევი ტონით, აღნიშნული მასალების წაშლა მოსთხოვეს. „ალიქ მედია“ ჟურნალისტების უსაფრთხოების მიზნით, მათ სახელებსა და გვარებს არ ასაჯაროებს.
გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების საარჩევნო უბნებზე მუშაობაში ხელი შეუშალეს qartli.ge-ს რედაქტორს საბა წიწიკაშვილს. სოფელ პატარა გარეჯვარში, დამკვირვებლებმა საარჩევნო უბანთან შენიშნეს რუსულნომრიანი მანქანა, საიდანაც ფულს არიგებდნენ. ამის შესახებ qartli.ge-ს მიერ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში საბა წიწიკაშვილს კომისიის ერთ-ერთმა წევრმა აცნობა, რომ გარეთ ეძახდნენ. საარჩევნო უბნიდან გასულ ჟურნალისტს სოფლის გამგებელი, ზურაბ მურადაშვილი, და მისი მეუღლე დახვდნენ. გამგებელმა ყვირილით გამოთქვა უკმაყოფილება და ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. საბა წიწიკაშვილმა პოლიცია გამოიძახა, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლებიც მოჰყვნენ.
მეორე შემთხვევა სოფელ ზემო ხვედურეთის საარჩევნო უბანზე მოხდა, სადაც საბა წიწიკაშვილის საარჩევნო უბნიდან გაძევება სცადეს. „კომისიის თავმჯდომარე მემუქრებოდა, რომ თუ აქეთ-იქით სიარულს არ მოვრჩებოდი, უბნიდან გამაძევებდა. სამჯერ დავარეკინე საოლქო კომისიაში, [რათა მისთვის აეხსნათ] თუ რის უფლება მქონდა“, - უთხრა ჟურნალისტმა მედიაჩეკერს.
როგორც “ნეტგაზეთმა” “მედიაჩეკერს” უთხრა, თბილისში, ერთ-ერთ უბანზე, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულმა პირებმა ტელეფონი წაართვეს „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს, რაფო მესხიძეს.
“ბათუმელების” ცნობით, ბათუმში, თამარის დასახლებაში მდებარე საარჩევნო უბნებთან დიდი რაოდენობით მობილიზებულმა არაუფლებამისილმა პირებმა მუშაობის საშუალება არ მისცეს “ფორმულას” და “მთავარი არხის” ჟურნალისტებს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროში, პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს - ჟურნალისტ თენგო გოგოტიშვილს და ოპერატორ იაგო გოგელაშვილს. “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა და “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულმა პირებმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამ დროს ჟურნალისტი იმის გარკვევას ცდილობდა, თუ რატომ იმყოფებოდნენ ისინი უბნის მიმდებარედ კანონის დარღვევით. ბაჩუკი კოჭლამაზაშვილმა, რომელიც ტელეკომპანიის ინფორმაციით, სოფელ ბოდბეში მერის წარმომადგენელია, კამერას ხელი ააფარა, რათა ოპერატორისთვის გადაღების საშუალება არ მიეცა.
შიდა ქართლის საინფორმაციო სააგენტო „მოზაიკას“ ინფორმაციით, ჟურნალისტებს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში, პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალება არ მისცეს. „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, გიორგი დვალიშვილს, აგრესიული პირი, რომელიც ამ მედიასაშუალების ინფორმაციით, ტინისხიდის ყოფილი გამგებელი ბესო ბერიანიძეა, საჯარო ტერიტორიიდან აგდებდა და გადაღებას უშლიდა. „მოზაიკის“ მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ ეს პირი ჟურნალისტისკენ საცემად იწევდა და, ცდილობდა, მისთვის მიკროფონი გაეგდებინებინა. ჟურნალისტს სურდა, კითხვები დაესვა ადგილობრივი ბიზნესმენისთვის, რომელმაც, მისი ინფორმაციით, საარჩევნო უბნის მიმდინარედ „ქართული ოცნების“ აგიტატორებს სუფრა გაუშალა. ადგილზე გიორგი დვალიშვილთან ერთად მუშაობდა „ტვ პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი.
09:30 საათისთვის, ქუთაისში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, გვანცა ჩხიკვაძეს, პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა მარიამ გრძელიძემ, რომელიც ჟურნალისტის თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია. მარიამ გრძელიძემ მის წინააღმდეგ დაწერილი საჩივარი პირდაპირ ეთერში დახია და ჟურნალისტს ჯიბეში ჩაუდო, ხოლო შემდეგ მას „პროვოკატორები“, „ქვეყნის მტრები“ და „მკვლელები“ უწოდა. ჟურნალისტის ინფორმაციით, საჩივარში საუბარი იყო მარიამ გრძელიძის მიერ მოქალაქეებისათვის პასპორტების და პირადობის მოწმობების ჩამორთმევაზე. ადგილზე გვანცა ჩხიკვაძესთან ერთად მუშაობდა “ტვ პირველის” ოპერატორი გიორგი კიკვაძე.
“ტვ პირველის” ჟურნალისტს გვანცა ჩხიკვაძეს და ოპერატორს გიორგი კიკვაძეს საარჩევნო დღის ბოლოს, უბნის დახურვამდე, მუშაობაში ხელი შეუშალეს ქუთაისში სხვა საარჩევნო უბანზეც. ორმა პირმა კამერის გაწევა სცადა და მათ გადაღების შეწყვეტა მოსთხოვა. ერთ-ერთი მათგანი ოპერატორს კამერის თავზე დამტვრევითაც დაემუქრა. მანვე აუკრა ხელი მიკროფონზე ჟურნალისტსაც. ვიდეოში ასევე ისმის სიტყვები “თორემ დაგალეწავ”. პირის გაღიზიანება გამოიწვია ჟურნალისტის შეკითხვამ, რომელიც ცდილობდა, გაერკვია, თუ რატომ იმყოფებოდნენ არაუფლებამოსილი პირები უბანთან მთელი დღის განმავლობაში და ახდენდნენ თუ არა ისინი ზეწოლას ამომრჩევლებზე.
„ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს ხელი შეუშალეს ზუგდიდის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე. ჟურნალისტ სოფო ნიაურის თქმით, მას და ოპერატორ დავით ბერაძეს კომისიის თავმჯდომარე გადაღების უფლებას არ აძლევდა და შენობაში არ უშვებდა.
16:00 საათისთვის, ისანში, საარჩევნო უბანზე დაუპირისპირდნენ „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს. ჟურნალისტის ნუცა ბახუტაშვილის თქმით, მას და ოპერატორს გიგა აღდგომელაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და პოლიციელების მხრიდან დროული რეაგირება რომ არა, ფიზიკურ შეურაცხყოფასაც მიაყენებდნენ.
15:15-ისთვის, „ფორმულას“ ჟურნალისტს თიკო ერაძეს სადახლოს საარჩევნო უბანზე, სავარაუდოდ, კომისიის წევრებმა პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. უბანზე კენჭისყრა შეწყდა ინციდენტის გამო. ჟურნალისტი საქმის ვითარებაში გარკვევას ცდილობდა, როცა უბნიდან მისი ძალით გამოყვანა სცადეს. თიკო ერაძესთან ერთად ადგილზე მუშაობდა ოპერატორი შალვა ჯოხაძე.
გლდანში საარჩევნო უბანზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტს ნინა მაჩაბელსა და ოპერატორს გიორგი ჩანტლაძეს.
ამავე უბანზე, უბნიდან გაძევებით დაემუქრნენ „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს - ჟურნალისტ მაკა ანდრონიკაშვილსა და ოპერატორ გიორგი შეწირულს. მათ მუშაობაში ხელს უშლიდნენ, მაკა ანდრონიკაშვილის თქმით, საოლქო კომისიის წარმომადგენლები და „ქართული ოცნების“ დამკვირვებლები.
14:30-ისთვის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალში სამოქალაქო ჟურნალისტიკის პლატფორმის „მრავალკუთხედი“ ჟურნალისტს, დიტო ბელქანიას, დაუპირისპირდა „ქართული ოცნების“ პარტიული წარმომადგენელი ლირა ღურწკაია, რომელიც იმავდროულად წალენჯიხის რესურსცენტრის უფროსია. ჟურნალისტის თქმით, მას ლირა ღურწკაიამ, უბნის თავმჯდომარემ და კომისიის წევრებმა მუშაობაში ხელი შეუშალეს, კანონის დარღვევით, კონკრეტული ადგილიდან გადაღების უფლება არ მისცეს და კამერისთვის განკუთვნილ ადგილას გადასვლა მოსთხოვეს. ჟურნალისტი ამ დროს ცდილობდა, გადაეღო დაპირისპირება ერთ-ერთ დამკვირვებელსა და უბნის თავმჯდომარეს შორის.
მარნეულში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან მობილიზებულმა, ტელეკომპანიის ცნობით, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა, პირებმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ ნინო ელიკაშვილს და ოპერატორ ირაკლი მურმანიშვილს, ხოლო შემდეგ ოპერატორს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ და კამერის დაზიანება სცადეს. „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსი ამირან გიორგაძემ გადამღებ ჯგუფს მოსთხოვა, ტერიტორია დაეტოვებინა. „ტვ პირველი“ ადგილზე იღებდა დაპირისპირებას „ქართული ოცნებისა“ და „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლებს შორის. უბანზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც იქ მყოფმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს საია-ს დამკვირვებელს გიორგი გოცირიძეს. „ტვ პირველის“ ჟურნალისტი ნინო ელიკაშვილი შეეცადა ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებთან გაერკვია, დაიწყებოდა თუ არა გამოძიება ოპერატორის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტზე, თუმცა უშედეგოდ.
„ფორმულას“ ჟურნალისტს მარი წაქაძეს და ოპერატორს ბექა ქორჩილავას ქუთაისის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე პროფესიული საქმიანობა შეუზღუდეს. მარი წაქაძეს ქუთაისის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე საარჩევნო კომისიის წევრებმა ხმის დათვლის პროცესზე დასწრების შესაძლებლობა არ მისცეს, ოქმი შეუდგინეს და უბნიდან გააძევეს. მანამდე, უბანზე დამკვირვებლის სტატუსით მყოფი პირი ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში საუბარში ხელს უშლიდა. მარი წაქაძემ 112-ს მიმართა. ეკიპაჟი მალევე მივიდა უბანზე, თუმცა ჟურნალისტს ვერაფრით დაეხმარა, მხოლოდ შეახსენა, რომ მას გაძევების ოქმის გასაჩივრება შეეძლო.
მარნეულში, სოფელ სადახლოს საარჩევნო უბანზე, 14:00 საათზე, რადიო “მარნეულის” ჟურნალისტი ვლადიმერ ჩხიტუნიძე მანამდე არ შეუშვეს, სანამ საქმეში საოლქო საარჩევნო კომისია არ ჩაერია. ჟურნალისტის თქმით, უბნის თავმჯდომარე მას რამდენიმე წუთის განმავლობაში არ აძლევდა უბანზე შესვლის შესაძლებლობას და ეუბნებოდა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუშვებდა, თუ არაფერს გადაიღებდა. ჟურნალისტმა დახმარებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართა. საგულისხმოა, რომ სოფელ სადახლოში ხმის მიცემის პროცედურა ძველი სისტემით მიმდინარეობს და უბანზე ჟურნალისტის და კამერის ყოფნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო.
15:00 საათისთვის, კახეთში, “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ ია გულიაშვილს და ოპერატორ ლევან დვალს, თავს დაესხა ტელეკომპანიის ვარაუდით “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პირი. ჟურნალისტი ამ დროს იმის გარკვევას ცდილობდა, თუ ვინ და რატომ უმასპინძლდებოდა უბანზე ხმის მისაცემად მისულ ამომრჩევნებს. აგრესიულად განწყობილი პირი ჟურნალისტს უბნის დატოვებას თხოვდა და ოპერატორისკენ იწევდა. მან “მთავარი არხის” კამერის გატაცებაც სცადა.
15:00 საათისთვის, ბათუმში, “მთავარი არხისა” გადამღებ ჯგუფს - ჟურნალისტ თეა ვაშალომიძეს და ოპერატორ ბაჩანა ოქროპირიძეს, და „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს - ჟურნალისტ თამარ თედიაშვილს და ოპერატორ ლერი როგავას, “მთავარი არხის” ინფორმაციით, “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული აგრესიულად განწყობილი პირები, საარჩევნო უბანზე შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. ჟურნალისტები უბანთან მობილიზებულ პირებს სიების თაობაზე უსვამდნენ კითხვებს.
16:30 საათისთვის, თბილისში, გლდანში, საარჩევნო უბანთან შეკრებილმა, გამორჩეულად აგრესიულმა პირებმა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ონლაინ გამოცემა “პუბლიკას” ჟურნალისტებს მინდია გაბაძესა და შაკო ბრეგაძეს და "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტს თამუნა ჩქარეულს. ერთ-ერთმა პირმა "პუბლიკას" უთხრა, რომ “ქართული ოცნების” მხარდამჭერია.
17:30-ისთვის, თბილისში, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მობილიზებული პირები თავს დაესხნენ “ტვ პირველის” ოპერატორს პაპუნა ხაჩიძეს და კამერა დაუზიანეს. ის და ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი ამ დროს უბნის მიმდებარედ შეკრებილებს იღებდნენ.
10:00 საათისთვის, “ფორმულას” ჟურნალისტს დავით ჭაბაშვილს და ოპერატორს აგილ რუსტამოვს, და ლაგოდეხის ტელევიზიის ჟურნალისტს ნიკა ბურჭულაძეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სპოფელ ჭიაურში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მობილიზებულმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და გადაღებაში ხელი შეუშალეს.
10:30 საათისთვის, ბათუმის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს “ტვ პირველის” ჟურნალისტს თეონა დოლენჯაშვილს და ოპერატორს ნიკო კოკაიას. “ქართული ოცნების” კოორდინატორები თეონა დოლენჯაშვილს, რომელიც მათთვის კითხვების დასასმელად მიკროავტობუსში ავიდა, სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, კარი ჩაუკეტეს და გადაადგილება შეუზღუდეს, ხოლო მათგან ერთ-ერთი, ედუარდ შარაძე, ჟურნალისტს სისხლის სამართლებრივი დევნით დაემუქრა.
14:00 საათისთვის, რადიო თავისუფლების ცნობით, რუსთავში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, რადიოს ჟურნალისტს, დავით მჭედლიძეს, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. დავით მჭედლიძე უბნის მიმდებარედ მყოფ პირებს აფიქსირებდა, რომლებიც, სავარაუდოდ, უბანზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვით იყვნენ დაკავებული, რა დროსაც ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და მისთვის ტელეფონის წართმევა სცადეს.
შუადღისას, 14:00 საათისთვის, სოფელ ქვემო ხოდაშენში, საარჩევნო უბანზე თავს დაესხნენ “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ მარიამ მაკასარაშვილს და ოპერატორ ნუკრი ქაფიაშვილს. მარიამ მაკასარაშვილის თქმით, მათ გადაიღეს სპეციალური სიები, რომლებშიც უბანზე მყოფი უცნობი პირები უბანზე მისულ ამომრჩევლებს აღრიცხავდნენ. ისინი ასევე არიგებდნენ ფულს. ამ ფაქტით გაღიზიანებული უცნობი პირები მათ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ერთ-ერთმა მამაკაცმა ოპერატორს რამდენჯერმე ჩაარტყა სახის არეში და კამერა დაუმტვრია. ნუკრი ქაფიაშვილს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ადგილზე მივიდნენ სასწრაფო დახმარების ბრიგადა და შსს-ს წარმომადგენლები.
თბილისში,
ისნის ერთ-ერთი საარჩევნო უბანზე, 11:00 საათისთვის, უცნობი პირი
„მთავარი არხის“ და „ტვ პირველის“
ჟურნალისტებს დაუპირისპირდა და
დარბევით დაემუქრა. უბანზე მთავარი არხის“ ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი
და ოპერატორი დავით ბადაგაძე და „ტვ პირველი ჟურნალისტი მარიამ
გაფრინდაშვილი და ოპერატორი პაპუნა ხაჩიძე იღებდნენ აგრესიულად
განწყობილ პირებს, რომლებიც ხმის მისაცემად მისულ ამომრჩევლებს და
ჟურნალისტებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
ახმეტის რაიონის სოფელ მატანში, 11:30 საათისთვის,“ქართული ოცნების”
წარმომადგენლები თავს
დაესხნენ „საქართველოს
ამბების“ ჟურნალისტებს გელა მთივლიშვილს და ლადო ქუთათელაძეს,
რომლებიც უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდნენ, მას შემდეგ,
რაც გელა მთივლიშვილმა არაუფლებამოსილ პირებს უბნის შესასვლელის და
მიმდებარე ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. აგრესიულმა პირებმა, რომელთა
შორის იყო ილია მამუჩარაშვილი, გელა მთივლიშვილს ტელეფონი წაართვეს,
გადაღებაში ხელი შეუშალეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა
მიაყენეს. გელა მთივლიშვილმა საქმის კურსში ჩააყენა 112. მოგვიანებით
ის შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.
ქუთაისში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, CNews-ის ჟურნალისტს გიგა გელხვიიძეს, სამი პირი, რომლებიც CNews-ის ინფორმაციით „ქართული ოცნების“ აქტივისტები არიან, ფიზიკურად გაუსწორდა. ჟურნალისტმა გიგა გელხვიიძემ აღმოაჩინა სიები, სადაც მოქალაქეების პირადი მონაცემები იყო დაფიქსირებული. აქტივისტების გაღიზიანება ამ ფაქტმა გამოიწვია.
მარნეულში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, რადიო “მარნეულის” ჟურნალისტებს ვლადიმერ ჩხიტუნიძესა და თიკო დავაძეს, დამკვირვებელმა რამაზ კარასმაზლიმ, რომელიც მათი ინფორმაციით, “ქართული ოცნების” წარმომადგენელია, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, “აგენტები” და “ქვეყნის გამყიდველები” უწოდა და ანგარიშსწორებით დაემუქრა. დამატებით, უბნის თავმჯდომარემ აქსანა კრბანოვამ ჟურნალისტებს ვიდეოგადაღება შეუზღუდა.
„მედიაობუდსმენის“ ინფორმაციით, მარნეულის 74-ე უბანზე, მუშაობაში ხელი შეუშალეს რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტს თიკო დავაძეს. თიკო დავაძე იღებდა გამარჯვების ზეიმს უბნის დახურვის შემდგომ, რა დროსაც მას აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. აღსანიშნავია, რომ იმავე უბანზე მას აგრესიულად ეპყრობოდნენ დღის განმავლობაშიც.
„მედიაობუდსმენის“ ინფორმაციით, ჩხოროწყუში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, მუშაობაში ხელი შეუშალეს “ფორმულას” ჟურნალისტს დავით მანიას და ოპერატორს ირაკლი შენგელის. უბანზე მყოფმა პირებმა მათი უბნიდან გაძევება სცადეს, ხოლო კომისიის თავმჯდომარემ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. უბნის შესასვლელთან გადამღებ ჯგუფს სიტყვიერად დაუპირისპირდა კონსერვატიული მოძრაობის ალტ-ინფოს წევრი ლევან მამფორია. დავით მანია და ირაკლი შენგელია უბანზე დარღვევების შესახებ ინფორმაციიის გადასამოწმებლად და საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელთან კითხვების დასასმელად მივიდნენ.
„მედიაობუდსმენის“ ინფორმაციით, არჩევნების გაშუქებაში ხელი შეუშალეს “OC მედიას” რამდენიმე ჟურნალისტს:
● თბილისში, ჟურნალისტ ჰერმინე ვირაბიანს ხმების დათვლის პროცესის გადაღების უფლება არ მისცეს.
● ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, უბანზე არ დაუშვეს ჟურნალისტი რაფიგ შაბაზოვი.
● თელავში, ერთ-ერთ უბანზე, ჟურნალისტ თეკლა ჩხაიძეს არ მისცეს ნება, რომ ფოტოები და ვიდეო გადაეღო. მიუხედავად იმისა, რომ თეკლა ჩხაიძეს ჰქონდა ცესკოს მიერ გაცემული მაიდენტიფიცირებელი ბეიჯი, უბნის წარმომადგენლებმა მას დამატებითი დოკუმენტის წარდგენა მოსთხოვეს.
● მცხეთაში, ერთ-ერთ უბანზე, ჟურნალისტ ზეინაბ ისგანდაროვას ნება არ მისცეს, 10 წუთზე მეტ ხანს ეწარმოებინა გადაღება. ის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე შტატივის გარეშე არ დაუშვეს.
● სოფელ იორმუღანლოში, ერთ-ერთ უბანზე ჟურნალისტ აითან ფარადოვას ტელეფონი წაართვეს, მისი დამტვრევით დაემუქრნენ და ფოტოს წაშლა მოსთხოვეს. ჟურნალისტმა ტელეფონი მხოლოდ იმ ფოტოს წაშლის შემდეგ დაიბრუნა, რომელიც ამომრჩევლების მობილიზებას ასახავდა.
● ჟურნალისტის ქრისტინა კვაჭანტირაძის მშობლებს დაურეკა პირმა, გიორგი მგელაძემ, რომელიც, ჟურნალისტის თქმით, უსაფრთხოების სამსახურიდანაა, და მოსთხოვა, რომ ქრისტინას გადაღებულ ვიდეოებში ადამიანების სახეები დაეფარა. ქრისტინას მამა ერთ-ერთ უბანზე უბნის თავმჯდომარე იყო.
უბანზე
მობილიზებული აგრესიულად განწყობილი, ზოგ შემთხვევაში არაფხიზელი,
პირების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობა დღის განმავლობაში მყარ
ტენდენციად ჩამოყალიბდა. შსს არ იცავს ჟურნალისტებს მათი
თავდასხმებისგან. უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში გახსნილ
საარჩევნო უბნებზე ზოგიერთი საუბნო კომისიის თავმჯდომარე, კანონის
დარღვევით, თვითნებურ გადაწყვეტილებებს იღებს და ჟურნალისტების
მუშაობას აფერხებს.
14:30-ისთვის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალში სამოქალაქო ჟურნალისტიკის პლატფორმის „მრავალკუთხედი“ ჟურნალისტს, დიტო ბელქანიას, დაუპირისპირდა „ქართული ოცნების“ პარტიული წარმომადგენელი ლირა ღურწკაია, რომელიც იმავდროულად წალენჯიხის რესურსცენტრის უფროსია. ჟურნალისტის თქმით, მას ლირა ღურწკაიამ, უბნის თავმჯდომარემ და კომისიის წევრებმა მუშაობაში ხელი შეუშალეს, კანონის დარღვევით, კონკრეტული ადგილიდან გადაღების უფლება არ მისცეს და კამერისთვის განკუთვნილ ადგილას გადასვლა მოსთხოვეს. ჟურნალისტი ამ დროს ცდილობდა გადაეღო დაპირისპირება ერთ-ერთ დამკვირვებელსა და უბნის თავმჯდომარეს შორის.
მარნეულში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან მობილიზებულმა, ტელეკომპანიის ცნობით, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა, პირებმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს, ხოლო შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ ოპერატორს, და კამერის დაზიანება სცადეს. მათ გადამღებ ჯგუფს მოსთხოვეს, ტერიტორია დაეტოვებინა. „ტვ პირველი“ ადგილზე იღებდა დაპირისპირებას „ქართული ოცნებისა“ და „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლებს შორის. უბანზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც იქ მყოფმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს საია-ს დამკვირვებელს გიორგი გოცირიძეს. „ტვ პირველის“ ჟურნალისტი ნინო ელიკაშვილი შეეცადა ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებთან გაერკვია, დაიწყებოდა თუ არა გამოძიება ოპერატორის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტზე, თუმცა უშედეგოდ.
„ფორმულას“ ჟურნალისტს მარი წაქაძეს ქუთაისის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე საარჩევნო კომისიის წევრებმა ხმის დათვლის პროცესზე დასწრების შესაძლებლობა არ მისცეს, ოქმი შეუდგინეს და უბნიდან გააძევეს. მანამდე, უბანზე დამკვირვებლის სტატუსით მყოფი პირი ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში საუბარში ხელს უშლიდა. მარი წაქაძემ 112-ს მიმართა. ეკიპაჟი მალევე მივიდა უბანზე, თუმცა ჟურნალისტს ვერაფრით დაეხმარა, მხოლოდ შეახსენა, რომ მას გაძევების ოქმის გასაჩივრება შეეძლო.
მარნეულში, სოფელ სადახლოს საარჩევნო უბანზე, 14:00 საათზე, რადიო “მარნეულის” ჟურნალისტი ვლადიმერ ჩხიტუნიძე მანამდე არ შეუშვეს, სანამ საქმეში საოლქო საარჩევნო კომისია არ ჩაერია. ჟურნალისტის თქმით, უბნის თავმჯდომარე მას რამდენიმე წუთის განმავლობაში არ აძლევდა უბანზე შესვლის შესაძლებლობას და ეუბნებოდა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუშვებდა, თუ არაფერს გადაიღებდა. ჟურნალისტმა დახმარებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართა. საგულისხმოა, რომ სოფელ სადახლოში ხმის მიცემის პროცედურა ძველი სისტემით მიმდინარეობს და უბანზე ჟურნალისტის და კამერის ყოფნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო.
15:00 საათისთვის, კახეთში, “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ ია გულიაშვილს და ოპერატორ ლევან დვალს, თავს დაესხა ტელეკომპანიის ვარაუდით “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პირი. ჟურნალისტი ამ დროს იმის გარკვევას ცდილობდა, თუ ვინ და რატომ უმასპინძლდებოდა უბანზე ხმის მისაცემად მისულ ამომრჩევნებს. აგრესიულად განწყობილი პირი ჟურნალისტს უბნის დატოვებას თხოვდა და ოპერატორისკენ იწევდა. მან “მთავარი არხის” კამერის გატაცებაც სცადა.
15:00 საათისთვის, ბათუმში, “მთავარი არხისა” და “ფორმულას” გადამღებ ჯგუფებს, “მთავარი არხის” ინფორმაციით “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული აგრესიულად განწყობილი პირები, საარჩევნო უბანზე შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. ჟურნალისტები უბანთან მობილიზებულ პირებს სიების თაობაზე უსვამდნენ კითხვებს.
16:30 საათისთვის, თბილისში, გლდანში, საარჩევნო უბანთან შეკრებილმა, გამორჩეულად აგრესიულმა პირებმა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ონლაინ გამოცემა “პუბლიკას” ჟურნალისტებს მინდია გაბოძესა და შაკო ბრეგაძეს და "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტს თამუნა ჩქარეულს. ერთ-ერთმა პირმა "პუბლიკას" უთხრა, რომ “ქართული ოცნების” მხარდამჭერია.
17:30-ისთვის, თბილისში, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მობილიზებული პირები თავს დაესხნენ “ტვ პირველის” ოპერატორს და კამერა დაუზიანეს. ოპერატორი პაპუნა ხაჩიძე და ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი ამ დროს უბნის მიმდებარედ შეკრებილებს იღებდნენ.
10:00 საათისთვის, “ფორმულას” ჟურნალისტს დავით ჭაბაშვილს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სპოფელ ჭიაურში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მობილიზებულმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და გადაღებაში ხელი შეუშალეს.
10:30 საათისთვის, ბათუმის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” კოორდინატორები “ტვ პირველის” ჟურნალისტს თეონა დოლენჯაშვილს, რომელიც მათთვის კითხვების დასასმელად მიკროავტობუსში ავიდა, სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, კარი ჩაუკეტეს და გადაადგილება შეუზღუდეს, ხოლო მათგან ერთ-ერთი, ედუარდ შარაძე, ჟურნალისტს სისხლის სამართლებრივი დევნით დაემუქრა.
14:00 საათისთვის, რადიო თავისუფლების ცნობით, რუსთავში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, რადიოს ჟურნალისტს, დავით მჭედლიძეს, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. დავით მჭედლიძე უბნის მიმდებარედ მყოფ პირებს აფიქსირებდა, რომლებიც, სავარაუდოდ, უბანზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვით იყვნენ დაკავებული, რა დროსაც ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და მისთვის ტელეფონის წართმევა სცადეს.
შუადღისას, 14:00 საათისთვის, სოფელ ქვემო ხოდაშენში, საარჩევნო უბანზე თავს დაესხნენ “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ მარიამ მაკასარაშვილს და ოპერატორ ნუკრი ქაფიაშვილს. მარიამ მაკასარაშვილის თქმით, მათ გადაიღეს სპეციალური სიები, რომლებშიც უბანზე მყოფი უცნობი პირები უბანზე მისულ ამომრჩევლებს აღრიცხავდნენ. ისინი ასევე არიგებდნენ ფულს. ამ ფაქტით გაღიზიანებული უცნობი პირები მათ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ერთ-ერთმა მამაკაცმა ოპერატორს რამდენჯერმე ჩაარტყა სახის არეში და კამერა დაუმტვრია. ნუკრი ქაფიაშვილს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ადგილზე მივიდნენ სასწრაფო დახმარების ბრიგადა და შსს-ს წარმომადგენლები.
OC Media-ს ცნობით, საქართველოში არ შემოუშვეს შვეიცარიელი ჟურნალისტი სტეფან გოსი. დოკუმენტში, რომელიც გამოცემამ გაავრცელა, უარის საფუძვლად მითითებულია: “არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს”. არჩევნებამდე სამი დღით ადრე, ანალოგიური საფუძვლით საზღვრის კვეთაზე უარი უთხრეს ჩეხ/ბრიტანელ ჟურნალისტს რეი ბეისლის, რომელსაც არჩევნები უკრაინული გამოცემის, Kiyv Independent-ის, აუდიტორიისთვის უნდა გაეშუქებინა.
ისნის ერთ-ერთი
საარჩევნო უბანზე, 11:00 საათისთვის, უცნობი პირი „მთავარი არხის“ და
„ტვ პირველის“ ჟურნალისტებს დაუპირისპირდა
და დარბევით დაემუქრა. უბანზე ჟურნალისტები ქეთა ციცქიშვილი და მარიამ
გაფრინდაშვილი იღებდნენ აგრესიულად განწყობილ პირებს, რომლებიც ხმის
მისაცემად მისულ ამომრჩევლებს და ჟურნალისტებს სიტყვიერ შეურაცხყოფას
აყენებდნენ.
ახმეტის რაიონის სოფელ მატანში, 11:30 საათისთვის, სავარაუდოდ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები თავს დაესხნენ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს, რომელიც უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა. გელა მთივლიშვილმა არაუფლებამოსილ პირებს უბნის შესასვლელის და მიმდებარე ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. აგრესიულმა პირებმა, რომელთა შორის იყო ილია მამუჩარაშვილი, მას ტელეფონი წაართვეს, გადაღებაში ხელი შეუშალეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მთივლიშვილმა საქმის კურსში ჩააყენა 112. მოგვიანებით ის შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.
ქუთაისში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, CNews-ის ჟურნალისტს გიგა გელხვიიძეს, სამი პირი, რომლებიც CNews-ის ინფორმაციით „ქართული ოცნების“ აქტივისტები არიან, ფიზიკურად გაუსწორდა. ჟურნალისტმა გიგა გელხვიიძემ აღმოაჩინა სიები, სადაც მოქალაქეების პირადი მონაცემები იყო დაფიქსირებული. აქტივისტების გაღიზიანება ამ ფაქტმა გამოიწვია.
მარნეულში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, რადიო “მარნეულის” ჟურნალისტებს ვლადიმერ ჩხიტუნიძესა და თიკო დავაძეს, დამკვირვებელმა, რომელიც მათი ინფორმაციით, “ქართული ოცნების” მხარდამჭერია, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, “აგენტები” და “ქვეყნის გამყიდველები” უწოდა და ანგარიშსწორებით დაემუქრა. დამატებით, უბნის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს ვიდეოგადაღება შეუზღუდა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს.
დღის განმავლობაში არჩევნების გასაშუქებლად საარჩევნო უბნებზე მისულ ჟურნალისტებს თავს ბევრგან დაესხნენ ადგილზე მობილიზებული უცხო პირები. შემთხვევათა სიმრავლე და მსგავსება გვაფიქრებინებს, რომ ეს არის ჟურნალისტთა დაზიანების და დაშინების მიზნით ორგანიზებული ქმედებები. ზოგიერთ ადგილას ჟურნალისტებს მუშაობის პროცესში დაბრკოლებას უქმნიდნენ საუბნო საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც.
ასევე, გაირკვა, რომ არჩევნების გასაშუქებლად საქართველოში არ შემოუშვეს კიდევ ერთი ევროპელი ჟურნალისტი.
10:00 საათისთვის, “ფორმულას” ჟურნალისტს საარჩევნო უბანზე მობილიზებულმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და გადაღებაში ხელი შეუშალეს.
10:30 საათისთვის, ბათუმის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” კოორდინატორები “ტვ პირველის” ჟურნალისტს თეონა დოლენჯაშვილს, რომელიც მათთვის კითხვების დასასმელად მიკროავტობუსში ავიდა, სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, კარი ჩაუკეტეს და გადაადგილება შეუზღუდეს, ხოლო მათგან ერთ-ერთი, ედუარდ შარაძე, ჟურნალისტს სისხლის სამართლებრივი დევნით დაემუქრა.
რადიო თავისუფლების ცნობით, რუსთავში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, რადიოს ჟურნალისტს, დავით მჭედლიძეს, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. დავით მჭედლიძე უბნის მიმდებარედ მყოფ პირებს აფიქსირებდა, რომლებიც, სავარაუდოდ, უბანზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვით იყვნენ დაკავებული, რა დროსაც ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და მისთვის ტელეფონის წართმევა სცადეს.
შუადღის 2:00 საათისთვის, სოფელ ქვემო ხოდაშენში, საარჩევნო უბანზე თავს დაესხნენ “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ მარიამ მაკასარაშვილს და ოპერატორ ნუკრი ქაფიაშვილს. მარიამ მაკასარაშვილის თქმით, მათ გადაიღეს სპეციალური სიები, რომლებშიც უბანზე მყოფი უცნობი პირები უბანზე მისულ ამომრჩევლებს აღრიცხავდნენ. ისინი ასევე არიგებდნენ ფულს. ამ ფაქტით გაღიზიანებული უცნობი პირები მათ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ერთ-ერთმა მამაკაცმა ოპერატორს რამდენჯერმე ჩაარტყა სახის არეში და კამერა დაუმტვრია. ნუკრი ქაფიაშვილს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ადგილზე მივიდნენ სასწრაფო დახმარების ბრიგადა და შსს-ს წარმომადგენლები.
OC Media-ს ცნობით, საქართველოში არ შემოუშვეს შვეიცარიელი ჟურნალისტი სტეფან გოსი. დოკუმენტში, რომელიც გამოცემამ გაავრცელა, უარის საფუძვლად მითითებულია: “არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს”. არჩევნებამდე სამი დღით ადრე, ანალოგიური საფუძვლით საზღვრის კვეთაზე უარი უთხრეს ჩეხ/ბრიტანელ ჟურნალისტს რეი ბეისლის, რომელსაც არჩევნები უკრაინული გამოცემის, Kiyv Independent-ის, აუდიტორიისთვის უნდა გაეშუქებინა.
ისნის ერთ-ერთი საარჩევნო უბანზე, 11:00 საათისთვის, უცნობი პირი „მთავარი არხის“ და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს დაუპირისპირდა და დარბევით დაემუქრა. უბანზე ჟურნალისტები ქეთა ციცქიშვილი და მარიამ გაფრინდაშვილი იღებდნენ აგრესიულად განწყობილ პირებს, რომლებიც ხმის მისაცემად მისულ ამომრჩევლებს და ჟურნალისტებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
ახმეტის რაიონის სოფელ მატანში, 11:30 საათისთვის მოქალაქეები თავს დაესხნენ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს, რომელიც უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა. გელა მთივლიშვილმა არაუფლებამოსილ პირებს უბნის შესასვლელის და მიმდებარე ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. აგრესიულმა პირებმა მას ტელეფონი წაართვეს, გადაღებაში ხელი შეუშალეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მთივლიშვილმა საქმის კურსში ჩააყენა 112. მოგვიანებით ის შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.
ქუთაისში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, CNews-ის ჟურნალისტს გიგა გელხვიიძეს, სამი პირი, რომლებიც CNews-ის ინფორმაციით „ქართული ოცნების“ აქტივისტები არიან, ფიზიკურად გაუსწორდა. ჟურნალისტმა გიგა გელხვიიძემ აღმოაჩინა სიები, სადაც მოქალაქეების პირადი მონაცემები იყო დაფიქსირებული. აქტივისტების გაღიზიანება ამ ფაქტმა გამოიწვია.
მარნეულში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, რადიო “მარნეულის” ჟურნალისტებს ვლადიმერ ჩხიტუნიძესა და თიკო დავაძეს, დამკვირვებელმა, რომელიც მათი ინფორმაციით, “ქართული ოცნების” მხარდამჭერია, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, “აგენტები” და “ქვეყნის გამყიდველები” უწოდა და ანგარიშსწორებით დაემუქრა. დამატებით, უბნის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს ვიდეოგადაღება შეუზღუდა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს.
ისნის ერთ-ერთი საარჩევნო უბანზე, 11:00 საათისთვის, უცნობი პირი „მთავარი არხის“ და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს დაუპირისპირდა და დარბევით დაემუქრა. უბანზე ჟურნალისტები ქეთა ციცქიშვილი და მარიამ გაფრინდაშვილი იღებდნენ აგრესიულად განწყობილ პირებს, რომლებიც ხმის მისაცემად მისულ ამომრჩევლებს და ჟურნალისტებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
ახმეტის რაიონის სოფელ მატანში, 11:30 საათისთვის მოქალაქეები თავს დაესხნენ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს, რომელიც უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა. გელა მთივლიშვილმა არაუფლებამოსილ პირებს უბნის შესასვლელის და მიმდებარე ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. აგრესიულმა პირებმა მას ტელეფონი წაართვეს, გადაღებაში ხელი შეუშალეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მთივლიშვილმა საქმის კურსში ჩააყენა 112. მოგვიანებით ის შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.
ქუთაისში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, CNews-ის ჟურნალისტს გიგა გელხვიიძეს, სამი პირი, რომლებიც CNews-ის ინფორმაციით „ქართული ოცნების“ აქტივისტები არიან, ფიზიკურად გაუსწორდა. ჟურნალისტმა გიგა გელხვიიძემ აღმოაჩინა სიები, სადაც მოქალაქეების პირადი მონაცემები იყო დაფიქსირებული. აქტივისტების გაღიზიანება ამ ფაქტმა გამოიწვია.
მარნეულში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, რადიო “მარნეულის” ჟურნალისტებს ვლადიმერ ჩხიტუნიძესა და თიკო დავაძეს, დამკვირვებელმა, რომელიც მათი ინფორმაციით, “ქართული ოცნების” მხარდამჭერია, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, “აგენტები” და “ქვეყნის გამყიდველები” უწოდა და ანგარიშსწორებით დაემუქრა. დამატებით, უბნის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს ვიდეოგადაღება შეუზღუდა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ადგილობრივი ჩინოვნიკები და მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირები რეგიონებში აგრესიულად ექცევიან ჟურნალისტებს, რომელებიც საარჩევნო გარემოს შესახებ ინფორმაციას აგროვებენ.
დღეს, 25 ოქტომბერს, გურჯაანში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანში ინფორმაციის გადასამოწმებლად მისულ „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს კახა დევიძე დაუპირისპირდა, რომელიც „მთავარი არხის“ ინფორმაციით ქალაქის სპორტსკოლაშია დასაქმებული. “მთავარი არხის“ ჟურნალისტის, ია გულიაშვილის, თქმით, კახა დევიძე მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, ესროდა ნივთებს და კამერის დამტვრევით ემუქრებოდა. „მედიაჩეკერს“ ია გულიაშვილმა უთხრა, რომ მას ვითარებაში გასარკვევად პოლიცია არ დაკავშირებია, მიუხედავად იმისა რომ ჟურნალისტმა 112-ს მაშინვე აცნობა პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და მუქარის შესახებ.
ორი დღით ადრე, 23 ოქტომბერს, ონლაინ გამოცემის qvemoqartli.ge ჟურნალისტს, ქეთევან მოსიავას, იმ ავტობუსების გადაღებისას, რომლითაც რუსთავიდან თბილისში “ქართული ოცნების” შეკრებაზე საჯარო მოსამსახურეები მოჰყავდათ, რუსთავის ერთ-ერთი მუნიციპალური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, კარლო ნოდია დაუპირისპირდა. მან ჟურნალისტს ფოტოს წაშლა მოსთხოვა და მობილურის წართმევით დაემუქრა. ჟურნალისტს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ გარშემო მყოფი სხვა პირებიც. ქეთევან მოსიავამ მათ არაერთხელ განუმარტა, რომ ჟურნალისტი იყო და საჯარო სივრცეში გადაღების უფლება ჰქონდა, თუმცა კარლო ნოდია და სხვა პირები მასზე ზეწოლას განაგრძობდნენ.
qvemoqartli.ge-მ საპატრულო პოლიცია გამოიძახა. qvemoqartli.ge ფაქტის გამოძიებასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის გამო კარლო ნოდიას სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ორივე ფაქტის დაუყოვნებლივ და ეფექტურად გამოძიებისკენ მოუწოდებს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საჯარო უწყებების წარმომადგენლებს შეახსენებს, რომ ჟურნალისტისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სხვა ძალოვან უწყებებს, საარჩევნო პროცესის მონაწილე ყველა მხარეს, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციას, პოლიტიკურ პარტიებს და მოქალაქეებს, არჩევნების დღეს, 26 ოქტომბერს, გამოიჩინონ მაღალი პროფესიონალიზმი და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, საზოგადოების ინფორმირების საქმეში ჟურნალისტიკის განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით და 2024 წლის არჩევნების თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარების მნიშვნელობიდან გამომდინარე, კანონმდებლობის სრული დაცვით იმოქმედონ, ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის სრულყოფილად განხორციელების საშუალება მისცენ.
ჟურნალისტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახელმწიფო ორგანოების პირდაპირი მოვალეობაა, ხოლო ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი დანაშაულია.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არჩევნების დღეს ჟურნალისტთა უფლებების სადარაჯოზე იდგება და დაუყოვნებლივ გამოეხმაურება ჟურნალისტების მიმართ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების ან მოქალაქეების მხრიდან განხორციელებულ ნებისმიერ ზეწოლას.
ამგვარი შემთხვევების თაობაზე მოგვმართეთ ქარტიასა და ქარტიის ონლაინ გამოცემას - მედიაჩეკერს, ცხელი ხაზის ნომერზე: 557 992 490, ან მოგვწერეთ ჩვენს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდებზე.
22 ოქტომბერს, საღამოს, ყოველგვარი ახნა-განმარტების გარეშე, საქართველოში არ შემოუშვეს ჩეხი/ბრიტანელი ჟურნალისტი რეი ბეისლი. ამის შესახებ ჟურნალისტმა პლატფორმა X-ზე თავად დაწერა და დახმარება ითხოვა. ბოლო შეტყობინებაში ბეისლიმ „სტუდია მონიტორს“ მისწერა, რომ ტელეფონის ჩამორთმევას უპირებდნენ, რის შემდეგაც მასთან კონტაქტი გაწყდა. „სტუდია მონიტორი“ ინფორმაციის მიღებისთანავე შეეცადა ვითარებაში გარკვევას, თუმცა უშედეგოდ. დოკუმენტში, რომელიც რეი ბეისლიმ „სტუდია მონიტორს“ გაუგზავნა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვეყანაში შემოსვლაზე უარის საფუძვლად მითითებული აქვს შემდეგი: „არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს“.
„მედიაჩეკერმა“ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. უწყების პრეს-სამსახურმა „მედიაჩეკერს“ განუმარტა, რომ ინფორმაციას ელოდება და მისი მიღებისთანავე თავად დაუკავშირდება.
განცხადების გამოქვეყნების მომენტისთვის, ჩვენი ინფორმაციით, ჩეხი ჟურნალისტი სასაზღვრო ზონაში იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა უცხოელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს. მხოლოდ სექტემბერში მსგავსი საფუძვლით საზღვრის კვეთაზე უარი მიიღო ორმა უცხოელმა ჟურნალისტმა.
რეი ბეისლი საქართველოში ბოლოს გაზაფხულზე იმყოფებოდა, რა დროსაც აქტიურად აშუქებდა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს.
რუსული კანონის შემობრუნების შემდგომ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის სწრაფი ტემპით გაუარესებამ საქართველო მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოაქცია. ინტერესი გამორჩეულად მაღალია 26 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების მიმართაც, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს რეფერენდუმს საქართველოს გეოპოლიტიკურ ორიენტაციის თაობაზე.
საქართველოს ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა, კანონის ფარგლებში უზრუნველყოს ყველა ადგილობრივი და უცხოელი ჟურნალისტის წვდომა იმ ტერიტორიებსა და ინფორმაციაზე, რაც მათ საქართველოში მიმდინარე არჩევნების გასაშუქებლად სჭირდებათ. ის, თუ როგორ მოექცევა საქართველოს ხელისუფლება უცხოელ ჟურნალისტებს, აუცილებლად მოახდენს გავლენას არჩევნების ხარისხზე და საერთაშორისო ორგანზაციების შეფასებებშიც აირეკლება.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ შემოუშვას ჩეხი/ბრიტანელი ჟურნალისტი რეი ბეისლი საქართველოში, რათა მან პროფესიული მოვალეობის განხორციელება შეძლოს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა უხეშობა და უდიერი დამოკიდებულება ადგილობრივი ჟურნალისტების მიმართ უკვე სამწუხარო ტენდენციად ჩამოყალიბდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლთა მსგავსად, ძალას არ იშურებენ ჟურნალისტების უარყოფით ჭრილში წარმოსაჩენად და მოსახლეობაში მედიის, როგორც ინსტიტუციის, მიმართ ნდობის შესარყევად. ისინი ჟურნალისტებს საჯაროდ მიმართავენ შეურაცხმყოფელი და მასტიგმატიზირებელი ეპითეტებით, აკნინებენ მათ როლს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და დაუსაბუთებლად და უსამართლოდ სდებენ მათ ბრალს მიკერძოებულობასა და ანგარებაში. ამ დროს ისინი ინსტრუმენტად იყენებენ რუსულ კანონს, რომელმაც ნოყიერი ნიადაგი შექმნა მედიის შესავიწროებლად და საზოგადოებრივი პროცესებიდან გასარიყად მათი „უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად“ მონიშვნით.
ბოლო მსგავი შემთხვევა 16 ოქტომბერს მოხდა ხარაგაულში, სადაც ხარაგაულის მერმა კობა ლუსმანაშვილმა გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქტორი ლაურა გოგოლაძე „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეკრებაზე არ დაუშვა. მერმა დიდი ტრადიციების მქონე გაზეთს, რომელიც ქართული მედიალანდშაფტის მნიშვნელოვანი ნაწილია და დამსახურებული ავტორიტეტითა და პატივისცემით სარგებლობს როგორც ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ისე მის მიღმა, „სხვადასხვა პარტიების მიერ ნაყიდი და დაქირავებული“ და „პროვოკატორობით ცნობილი“ უწოდა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს ლაურა გოგოლაძეს და „ჩემი ხარაგაულის“ გუნდს, კობა ლურსმანაშვილს კი შეახსენებს, რომ ჟურნალისტებისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლით ის არღვევეს კანონს და სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფორმაციის გარეშე ტოვებს იმ ქალაქის მაცხოვრებლებს, რომლებზე ზრუნვაც მისი პირდაპირი და მთავარი მოვალეობაა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხარაგაულის მერს, შეცვალოს რიტორიკა ადგილობრივი მედიის მიმართ და დაუშვას ადგილობრივი ჟურნალისტები ყველა იმ ღონისძიებასა და ყველა იმ საჯარო სივრცეში, სადაც მათ კანონით ყოფნის უფლება აქვთ.
11 ოქტომბერს ბათუმის ახალი შემოვლითი გზის 14 კმ.-იანი მონაკვეთი საზეიმოდ გახსნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აჭარის მთავრობამ. საღამოს გაირკვა, რომ სინამდვილეში მშენებლობა დასრულებული არ არის - მძღოლებმა, რომელთაც სასიხარულო ახალი ამბავი მედიით შეიტყვეს, გზით სარგებლობა იმ საღამოსვე გადაწყვიტეს, თუმცა მათ ის ბეტონის ფილებით გადაკეტილი დახვდათ და უკან გაბრუნება მოუწიათ. ეს ამბავი ონლაინ მედიასაშუალების „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელმა, სულხან მესხიძემ, ლაივით გააშუქა, რის შემდეგაც მას უცნობმა პირმა შეურაცხმყოფელი შეტყობინებები გაუგზავნა ტელეფონზე. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სულხან მესხიძე მსგავსი შეურაცხყოფის ობიექტი გახდა კრიტიკული გაშუქების გამო. ის არც ერთადერთი ჟურნალისტია, რომელიც ბოლო თვეებში იმავე მიზეზით მსგავსი თავდასხმის ობიექტი გახდა.
საქართველოს ხელისუფლება უკვე წლებია, მიზანმიმართულად და სისტემურად ეწევა ჟურნალისტიკის, როგორც პროფესიის, დისკრედიტაციას. მაღალი თანამდებობის პირთა გახშირებულ თავდასხმებს ცალკეულ ჟურნალისტებზე, ზიზღისა და სიძულვილის ენის გამოყენებით, წახალისებულ და ზოგ შემთხვევაში, ორგანიზებულ ძალადობას და და დაუსჯელობას ჟურნალისტთა მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, შედეგად მოსდევს ის, რომ ჟურნალისტები საქართველოში, პროფესიული მოვალეობის განხორციელებისას, თავს დაცულად ვეღარ გრძნობენ. დამძიმებული ვითარების მსუსხავი ეფექტი საქართველოს მოსახლეობას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გარეშე ტოვებს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკისქარტია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, აიღოს პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე, შეცვალოს დამაზიანებელი რიტორიკა და უზრუნველყოს ჟურნალისტთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების დროული და ეფექტური გამოძიება.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მხარს უჭერს ტელეკომპანიების „ფორმულა“, „მთავარი არხი“ და „ტვ პირველი“ გადაწყვეტილებას, შეეწინააღმდეგონ “ქართული ოცნების” არაეთიკურ წინასაარჩევნო კამპანიას და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მოუწოდებს, არ დაავალდებულოს ისინი ეთერში განათავსონ მმართველი პარტიის საარჩევნო ვიდეორგოლი, რომელიც კრემლის გზავნილებს იმეორებს, შეურაცხყოფს როგორც უკრაინელი, ისე ქართველი ხალხის ღირსებას და ძირს უთხრის ამ ორ ერს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებულ მეგობრობას. ქუჩაში გამოფენილმა მსგავსი შინაარსის საარჩევნო ბანერებმა ტკივილი მიაყენა უკრაინელ ხალხს და ქართული საზოგადოების სრულიად სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია.
ქარტია ეხმაურება 12 სექტემბერს ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის მიერ ბრიფინგზე მედიის საყურადღებოდ გაკეთებულ განცხადებას. კალანდარიშვილმა მედიასაშუალებებს, კონკრეტულად კი „ტვ პირველს“, ადმინისტრაციის თანამშრომლების პერსონალური მონაცემების სავარადოდ კანონის საწინააღმდეგოდ დამუშავებაში დასდო ბრალი. ცესკოს თავმჯდომარე მათ, და მედიას საზოგადოდ, „ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან კომუნიკაციისას, კანონისა და ეთიკის ნორმების მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში“, თანამშრომლობის საკითხის გადახედვით დაემუქრა.
„ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახური ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის განმარტებით, ცესკოს თავმჯდომარის გაღიზიანება ცესკოში დასაქმებული მაღალი თანამდებობის პირების ნათესაური კავშირების დასადგენად ტელეკომპანიის მიერ წამოწყებულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ გამოიწვია. მელაძემ კალანდარიშვილის განცხადება შეაფასა როგორც ზეწოლა, შანტაჟი და მუქარა მათი იძულების მიზნით, შეწყვიტონ გამოძიება, და სამართლებრივი დევნის დაანონსება იმ პირობებში, როცა სასამართლო თავის გადაწყვეტილებებში არ არის თავისუფალი.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ცესკოს თავმჯდომარეს შეახსენებს, რომ მედიას აქვს უფლება, თანამდებობის პირებს დაუსვას ნებისმიერი შეკითხვა, რომელიც საჯარო ინტერესს ემსახურება, ხოლო თანამდებობის პირების ვალდებულებაა, ამ შეკითხვას დროულად და ამომწურავად უპასუხონ. საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და მმართველი პარტიის აქტიურ წევრებსა და მხარდამჭერებს შორის ნათესაური კავშირის დადგენა სწორედ ასეთ საჯარო ინტერესის საგანს წარმოადგენს, რამდენადაც მას არჩევნების ხარისხსა და შედეგებზე პირდაპირი გავლენის მოხდენა შეუძლია. ცესკოს ადმინისტრაციის თანამშრომელთა ნეიტრალურობა ცენტრალური საკითხია საარჩევნო პროცესის სანდოობის შესაფასებლად.
უკვე წლებია, საჯარო სტრუქტურები და საჯარო ინფორმაცია პრაქტიკულად დახურულია დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიისთვის. ეს გარემოება განსაკუთრებით შემაშფოთებელია წინასაარჩევნო ფაზაში, როცა არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების მიმართ საჯარო ინტერესი გამორჩეულად მაღალია. ცესკოს თავმჯდომარემ და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირებმა კარგად უნდა გააცნობიერონ თავიანთი პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ, რომლის ინფორმირებისთვისაც მუშაობს დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია, და მედიასთან ურთიერთობისას ამ პასუხისმგებლობის და კანონის მოთხოვნების შესაბამისად და საზოგადოების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) მხარდაჭერით, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, იწყებს წინა და პოსტ საარჩევნო თემატურ მედიამონიტორინგს, თვისებრივი კვლევის მეთოდით.
მედიამონიტორინგისთვის შეირჩა შემდეგი 10 ტელევიზია: საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმედი, მთავარი არხი, რუსთავი2, პოსტვ. ფორმულა, ტვ პირველი, პალიტრა ნიუსი და კავკასია, და შემდეგი 8 ონლაინ მედიასაშუალება: interpressnews.ge, radiotavisupleba.ge, primetime.ge, tabula.ge, netgazeti.ge, sputnik-georgia.com, publika.ge და news.on.ge.
სამთვიანი მონიტორინგი მოიცავს, ტელევიზიების შემთხვევაში, 2024 წლის 27 აგვიტოდან 26 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში პრაიმთაიმში გადაცემულ ახალ ამბებსა და ტოკშოუს ფორმატის გადაცემებს, ხოლო ონლაინ მედიასაშუალების შემთხვევაში ამავე პერიოდში მათ ვებ-საიტებზე გამოქვეყნებულ იმ სარედაქციო მასალებს, რომლებშიც ფიგურირებენ მონიტორინგის სუბიექტები - პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, თანამდებობის პირები, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
მონიტორინგის ინტერესის საგანი იქნება ის, თუ რამდენად იცავენ მედიასაშუალებები ეთიკურ და პროფესიულ სტანდარტებს საარჩევნო თემატიკის გაშუქების დროს და რამდენად ხარისხიანია ის მედიაპროდუქტი, რომელსაც ისინი აწვდიან აუდიტორიას. მედიაპროდუქტები შეფასდება ისეთი კრიტერიუმების მიხედვით, როგორიცაა ბალანსი, მიუკერძოებლობა, ჟურნალისტის/გადაცემის წამყვანის მიერ გამოყენებული ენა, სიზუსტე, ფაქტებზე დაფუძნებული გაშუქება და ფაქტების დროული გაშუქება. ქარტია დააკვირდება, ხომ არ ტოვებს რომელიმე მედიასაშუალება მნიშვნელოვან ახალ ამბავს ან ინფორმაციას, და ხომ არ ცდილობს ის აუდიტორიის მანიპულირებას სხვადასხვა ხერხის გამოყენებით. ქარტია ყურადღებას მივაქცევს იმასაც, თუ როგორ მგრძნობელობას იჩენს ესა თუ ის მედიასაშუალება გენდერული საკითხების გაშუქებისას.
ქარტია მიგნებებს როგორც წინასაარჩევნო, ისე პოსტსაარჩევნო გაშუქებასთან დაკავშირებით საზოგადოებას გააცნობს საჯარო პრეზენტაციებზე და გამოაქვეყნებს ანგარიშის სახით, ქართულ და ინგლისურ ენებზე.
ინფორმაცია ქარტიის მიერ წინა წლებში განხორციელებული მედიამონიტორინგის პროექტების შესახებ და ანგარიშები ხელმისაწვდომია ორგანიზაციის ვებგვერდიდან: მედიამონიტორინგი (qartia.ge)
2024 წლის 14 აგვისტოს ჩატარდა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა რიგგარეშე კრება. კრებამ ერთხმად გაიზიარა ქარტიის საბჭოს მიერ 8 აგვისტოს სხდომაზე ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება, ორგანიზაცია არ დაემორჩილოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნას „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ რეგისტრაციის შესახებ და თავისი უფლებების დასაცავად სამართლებრივი ბრძოლა განაგრძოს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიაჩნია, რომ საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შეუთავსებელია დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოს პრინციპებთან, რომლის აშენებასაც ცდილობს საქართველო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, და ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას, გაერთიანების თავისუფლებას, თანასწორი მოპყრობის უფლებას და სხვა ფუნდამენტურ უფლებებს, გარანტირებულს საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციით.
ეს კანონი შეუძლებელს ხდის საქართველოს ინტეგრაციას ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში, ანადგურებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციასა და ევროპულ მომავალს, ანგრევს საქართველოს ეკონომიკას და საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სამოქალაქო წესრიგსა და მშვიდობას.
საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ უცხოური ძალის ინტერესების გატარებად აცხადებს იმ საქმიანობას, რასაც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ახორციელებს დაარსების დღიდან, პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დაცვისა და თვითრეგულირების მექანიზმების შექმნის გზით მედიის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ასამაღლებლად, და ახდენს ორგანიზაციის სტიგმატიზებასა და დისკრიმინაციას.
რეგისტრაცია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ დამაზიანებელი და შეუთავსებელია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მისიასთან, მიზნებთან და პრინციპებთან.
შაბათს, 3 აგვისტოს, თბილისში პოლიციამ დააკავა აფგან სადიგოვი, დამოუკიდებელი აზერბაიჯანული მედიაპორტალის Azel.Tv-ს მთავარ რედაქტორი, აზერბაიჯანში მისი შემდგომი ექსტრადირების მიზნით. შსს-ს განცხადების თანახმად, ჟურნალისტი მუქარისა და გამოძალვის ფაქტებთან დაკავშირებით იძებნებოდა.
აფგან სადიგოვი საქართველოში ცოლთან და ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად 2023 წლის ბოლოდან ცხოვრობს. ის, წლების განმავლობაში, აზერბაიჯანში მაღალჩინოსნების კორუფციულ საქმიანობას აშუქებდა, რის გამოც დევნის ობიექტი არაერთხელ გახდა.
ჟურნალისტი აზერბაიჯანში პროფესიული საქმიანობის გამო ორჯერ დააპატიმრეს. პირველად 2016 წელს, ხოლო შემდგომ 2020 წელს, როდესაც შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მოგვიანებით, უზენაესმა სასამართლომ სადიგოვს პატიმრობის ვადა 4 წლამდე შეუმცირა. თითქმის ორწლიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტი ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა.
აფგან სადოგოვი საპატიმროში ყოფნისას თვეების განმავლობაში შიმშილობდა, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გააუარესა. გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტი საქართველოში მკურნალობდა.
23 ივლისს, რადიო თავისუფლება, აფგან სადიგოვის მონათხრობზე დაყრდნობით წერდა, რომ 18 ივლისს, ჟურნალისტს, რომელიც თურქეთის გავლით მესამე ქვეყანაში მიემგზავრებოდა, საქართველოს დატოვების უფლება არ მისცეს. აფგან სადიგოვს სიტყვიერად განუმარტეს, რომ მას მხოლოდ აზერბაიჯანის მიმართულებით შეეძლო გამგზავრება.
აფგან სადიგოვი თავს ყოფილ პოლიტპატიმრად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ პროფესიული საქმიანობის გამო ახლაც იდევნება. ბოლო პერიოდში ჟურნალისტი და მისი ოჯახი საქართველოში თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობდნენ. სადიგოვი შიშობდა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებას მის გადაცემას მოსთხოვდა.
აზერბაიჯანში იდევნებიან ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები და აქტივისტები. ბევრ მათგანს ქვეყნის დატოვება მოუწია. ზოგიერთმა თავი საქართველოს შეაფარა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საქართველოს ხელისუფლებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, ჟურნალისტი აზერბაიჯანს არ გადასცეს და ამით მისთვის პროფესიული საქმიანობის შეზღუდვას ხელი არ შეუწყოს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საქართველოში პროფესიული თემის წარმომადგენლებს მოუწოდებს, სოლიდარობა გამოიჩინონ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მიმართ, ინტენსიურად გააშუქონ მომხდარი შემთხვევა და ხელისუფლებას მოსთხოვონ პასუხი ყველა იმ კითხვაზე, რაც ამ დაკავების ირგვლივ არსებობს.
აღსანიშნავია, რომ ეს, თბილისში, აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის დაკავების პირველი შემთხვევა არ არის. 2017 წლის 29 მაისს, თბილისიდან გაუჩინარდა და მეორე დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩნდა აფგან მუხთარლი. საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, Aminesty International-მა, მაშინ თქვა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი წამებისა და არასათანადო მოპყრობის რისკის ქვეშ იმყოფებოდა. მუხთარლის 2018 წლის იანვარში საზღვრის უკანონო კვეთისა და დიდი რაოდენობით უცხოული ვალუტის გადატანისთვის ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. იგი აზერბაიჯანის ციხიდან 2020 წლის მარტში გაათავისუფლეს. 2021 წელს მუხთარლიმ განაცხადა, რომ მისი გატაცების შესახებ ბიძინა ივანიშვილმა და საქართველის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა იცოდნენ.
ტვ მონიტორინგის ცნობით, დღეს, 25 ივლისს, ამ რეგიონული ტელეკომპანიის ჟურნალისტებს ბექა პირველსა და შოთა სადაღაშვილს დიდუბის ავტოსადგურში თავს დაესხნენ პირები, რომელთაც მგზავრებში ტვ მონიტორინგის ეთერში 23 ივლისს გასული კრიტიკული რეპორტაჟის ავტორები ამოიცნეს. რეპორტაჟში გორი თბილისისა და თბილისი-გორის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებში არსებული მძიმე ვითარება იყო აღწერილი. თავდამსხმელებმა ჟურნალისტებს მგზავრობის საშუალება არ მისცეს და თავიდან სიტყვიერად, ხოლო შემდგომ ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ. ბექა პირველს მიღებული აქვს მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის თავის არეში, ხოლო შოთა სადაღაშვილს ხელი აქვს ნაღრძობი. ბექა პირველს ჰოსპიტალიზაციაც დასჭირდა. ის „მთავარი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ თავს ცუდად გრძნობს და ფეხზე დამოუკიდებლად ვერ დგება. ბექა პირველმა დაპირისპირების ამსახველი მოკლე ვიდეოს გადაღება შეძლო, სანამ მასზე ფიზიკურად იძალადებდნენ. ამ ვიდეოს დახმარებით საგამოძიებო სამსახურებს მოძალადეთა იდენტიფიცირება არ უნდა გაუჭირდეთ.
შოთა სადაღაშვილი იმყოფებოდა გასაუბრებაზე დიდუბის რაიონის პოლიციაში, საიდანაც ის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გადაამისამართეს. „მთავარი არხის“ ცნობით, ამ უწყებას დაწყებული აქვს გამოძიება რამდენიმე დღის წინ, გორში მომხდარ ინციდენტზე, რომლის დროსაც ამავე რეპორტაჟზე მომუშავე ბექა პირველსა და შოთიკო სადაღაშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
„მედიაჩეკერს“ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაუდასტურა, რომ მათ ინციდენტის მონაწილე ორივე მხარე უწყებაში გასასაუბრებლად დაიბარეს.
ქარტია საზოგადოებას და თანამდებობის პირებს შეახსენებს, რომ ჟურნალისტიკის დანიშნულება მოვლენების კრიტიკული თვალით შეფასება და მანკიერებების დღის სინათლეზე გამოტანაა. დემოკრატიულ საზოგადოებაში დაუშვებელია ჟურნალისტების დევნა და მათზე ანგარიშსწორება ჟურნალისტურ ნამუშევრებში გამოთქმული კრიტიკული შეფასებების გამო. ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა საქართველოს კანონმდებლობით სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას წარმოადგენს.
ქარტია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ინცინდენტის სასწრაფოდ გამოძიებისაკენ მოუწოდებს.
დღეს, 25 ივლისს, მათთვის უცნობი ოთხამდე პირი თავს დაესხა სოფელ სუფსაში მყოფ “მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს - ჟურნალისტ ლადო მენაბდეს და ოპერატორ მანუჩარ მჟავანაძეს. ლადო მენაბდის თქმით, თავდასხმას წინ უძღოდა სიტყვიერი შეურაცხყოფა ჯერ „მთავარი არხის“, ხოლო შემდეგ უკვე გადამღები ჯგუფის მისამართით. თავდამსხმელებმა დააზიანეს ტელეკომპანიის კუთვნილი ტექნიკა. დაზარალებულებმა ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს. ლადო მენაბდეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
ჟურნალისტებს საქართველოში ისეთ გარემოში უწევთ მუშაობა, სადაც მათ მიმართ ძალადობა წახალისებულია თვით ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ. ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი ათეულობით დანაშაული დღემდე გამოუძიებელია და არც მოძალადეები და ძალადობის ორგანიზატორები დასჯილან სათანადოდ.
„მედიაჩეკერის“ ინფორმაციით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უკვე დაიწყო გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი) და ინცინდენტში მონაწილე ორივე მხარე უწყების ბათუმის ოფისში დაიბარა.
ლადო მენაბდის ინფორმაციით, ის პოლიციაშიც იმყოფებოდა გასაუბრებაზე.
ქარტია გმობს გახშირებულ ძალადობრივ ქმედებებს ჟურნალისტთა მიმართ და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამ კონკრეტული ინცინდენტის სწრაფად და ეფექტურად გამოძიებისკენ მოუწოდებს.
ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ 17 ივლისს ფეისბუქ პოსტი გამოაქვეყნა,
რომლითაც საზოგადოებას ამცნო, რომ კაცი, რომელიც მას ფიზიკური
ლიკვიდაციით ემუქრებოდა და მისი ოჯახის წევრებისთვისაც - შვილისა და
მშობლებისთვის, საფრთხეს წარმოადგენდა, რამდენიმეწლიანი პაუზის
შემდეგ, ისევ დაუკავშირდა და მასზე ფსიქოლოგიური ტერორის
განხორციელება განაგრძო.
ტელეწამყვანი
ვარაუდობს, რომ კაცის ქმედებები მართულია და მისთვის პროფესიულ
საქმიანობაში ხელშეშლას ისახავს მიზნად. ტელეწამყვანის თქმით, მძიმე
კრიმინალური წარსულის მქონე კაცი კრიზისულ სიტუაციებში აქტიურდება.
ახლაც, მისი აქტიურობა საეჭვოდ დაემთხვა წინასაარჩევნო პერიოდს.
წარსულში
ინგა გრიგოლიას ამ მოძალადისაგან თავის დასაცავად პოლიციის დახმარება
დასჭირდა. კაცი დააკავეს და ის რამდენიმე წლის განმავლობაში
საზოგადოებისგან იზოლირებული იყო.
თავის
პოსტში ტელეწამყვანი შესაძლო სავალალო შედეგებზე პასუხისმგებლობას
შინაგან საქმეთა მინისტრს და სხვა სტრუქტურებს აკისრებს და მათ
უყურადღებობის გამო საყვედურობს.
სახელმწიფო
უწყებები კარგად უნდა აცნობიერებდნენ იმ საფრთხეებს, რომელიც
საქართველოში საჯარო სივრცეში აქტიურ ქალებს, მათ შორის,
ჟურნალისტებს, ემუქრება. ისინი ხშირად ხდებიან სიძულვილის სამიზნე
აქედან გამომდინარე ყველა ნეგატიური შედეგით. სახელმწიფო უწყებებმა,
მათ შორის, საპოლიციო ძალებმა და საგამოძიებო ორგანოებმა, ყველაფერი
უნდა გააკეთონ ამგვარი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად,
მოძალადეების დროულად გამოსავლენად და მთელი სიმკაცრით დასასჯელად.
ყველა ქალს უნდა ჰქონდეს უსაფრთხო გარემო საცხოვრებლად და პროფესიული
რეალიზაციისთვის და მათთვის ამ გარემოს უზრუნველყოფა სახელმწიფოს
პირდაპირი მოვალეობაა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს ინგა გრიგოლიას და გენერალურ პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სწრაფად და ეფექტურად მოქმედებისაკენ მოუწოდებს.
პარლამენტი განაგრძობს მისი თავმჯდომარის მიერ გასული წლის თებერვალში დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის“ გამოყენებას სადამსჯელო ინსტრუმენტად, კრიტიკული მედიის წინააღმდეგ.
რუსული კანონის დამტკიცების შემდგომ პარლამენტმა რეპრესიული მექანიზმი ახალი შემართებით აამოქმედა.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანომ აკრედიტაცია შეუჩერა კრიტიკული ტელემედიების - "მთავარი არხის", "ფორმულასა" და "ტვ პირველის" - სამ ჟურნალისტს.
„ტვ პირველის“ ჟურნალისტს, ნატა ქაჯაიას, აკრედიტაცია ერთი თვით „ხალხის“ ძალის დეპუტატის, სოზარ სუბარის, მიმართვის საფუძველზე, 3 ივნისს, შეუჩერდა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ნინო წილოსანის მოთხოვნით, 3 ივნისსავე, პარლამენტში მუშაობა ერთი თვით აეკრძალა ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტს ნინი ბალანჩივაძეს. ამავე დეპუტატის მოთხოვნით, 4 ივნისს აკრედიტაცია 6 თვით შეუჩერდა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს სოფო გოზალიშვილს, რომელსაც სანქცია განმეორებით დაეკისრა.
21 მაისს აკრედიტაცია ერთი თვით შეუჩერდა "ტვ პირველის" ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს, „ხალხის ძალის" დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის მოთხოვნით, რომელიც ჟურნალისტს ინტერვიუზე ჯერ დასთანხმდა, ხოლო მოგვიანებით, მხოლოდ იმის გამო, რომ კითხვა არ მოეწონა, მისი შეწყვეტა მოითხოვა.
საგულისხმოა, რომ ოთხივე ჟურნალისტისთვის პარლამენტის აპარატიდან გაგზავნილ წერილში სანქციის მიზეზად სტანდარტულად მითითებულია შემდეგი: „პარლამენტის წევრის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმისა, თქვენ კვლავ აგრძელებდით ინტერვიუს ჩაწერის მცდელობას და არ შეწყვიტეთ ვიდეოჩაწერა“.
მედიასაშუალებები ეჭვობენ, რომ პარლამენტის აპარატი გადაწყვეტილებას ჟურნალისტების დასანქცირების თაობაზე მხოლოდ დეპუტატების დასმენის საფუძველზე, საქმის არსებითად განხილვის გარეშე იღებს. ჟურნალისტებს არ აქვთ შესაძლებლობა, აპარატის გადაწყვეტილება სააპელაციო ორგანოში გაასაჩივრონ.
მედიამ და სამოქალაქო საზოგადოებამ დადგენილების მიღებისთანავე გამოთქვა ეჭვი მისი დეკლარირებული მიზნის მიმართ, მოეწესრიგებინა ურთიერთობა პარლამენტის წევრებსა და ჟურნალისტებს შორის. პრაქტიკამ ეს ეჭვი დაადასტურა. პარლამენტი დადგენილებას იყენებს ბოროტად - თვითცენზურის დასანერგად, ჟურნალისტების დასაშინებლად და საპარლამენტო პროცესებისაგან მათი იზოლირებისთვის.
იმის გამო, რომ აკრედიტაცია ჟურნალისტებს სახელობითად ეძლევათ, მედიასაშუალებები ვერ ახერხებენ სანქცირებული ჟურნალისტების ჩანაცვლებას სხვა თანამშრომლებით. შედეგად, მათ ერთიდან ექვს თვემდე პერიოდის განმავლობაში არ ეძლევათ საშუალება, ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანოში საკანონმდებლო პროცესებში ჩართული პირველწყაროსგან მიიღონ.
ქარტიასთან ჟურნალისტები ამბობენ, რომ დადგენილების მიღების შემდეგ პარლამენტში მათ მიმართ დამოკიდებულება და მათი სამუშაო პირობები მნიშვნელოვნად გაუარესდა.
პარლამენტი იმის ნაცვლად, რომ სხვა უწყებებს ღიაობისა და გამჭვირვალობის მაგალითს აძლევდეს, ყველა გზას მიმართავს დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიასაშუალებებისთვის კრიტიკული შეკითხვების დასმის შესაძლებლობის წასართმევად.
პარლამენტის წევრებს მმართველი პარტიიდან და მათთან აფილირებული პოლიტიკური ძალებიდან არ ესმით თავიანთი მანდატის არსი. მათი მთელი ძალისხმევა მიმართულია კრიტიკულ მედიასთან კონტაქტის შემცირებაზე.
დადგენილება, რომლის აღსრულებაში განსაკუთრებული მონდომებითა და ხალისით არიან ჩართული მმართველი პარტიის ცალკეული, ოდიოზური ქცევით გამორჩეული დეპუტატები, საზოგადოებას აკარგვინებს წვდომას პარლამენტში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესებზე, რის მიმართაც მოქალაქეებს აქვთ ლეგიტიმური ინტერესი.
ქარტია მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს, უარი თქვა დადგენილების ჟურნალისტებზე შურისძიების ინსტრუმენტად გამოყენებაზე. ქარტია მოუწოდებს პარლამენტის ეთიკის საბჭოს, იმსჯელოს პარლამენტის იმ წევრების ქცევაზე, რომლებიც რეგულარულად ავლენენ აგრესიას ჟურნალისტების მიმართ. ქარტია მოუწოდებს სახალხო დამცველს, რეაგირება მოახდინოს ამ მავნე პრაქტიკაზე, რომელიც ზღუდავს კრიტიკული მედიასაშუალებების თავისუფლებას და მათ მრავალათასიან აუდიტორიას ტოვებს ინფორმაციის გარეშე საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის შესახებ.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს გენერალურ პროკურატურას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სწრაფად და ეფექტურად გამოიძიონ ონლაინგამოცემა „ტაბულას“ რედაქტორზე, გიორგი ბადრიძეზე განხორციელებული თავდასხმის, მისთვის პროფესიული საქმიანობის შესრულებაში უკანონოდ ხელის შეშლის და დაშინების ფაქტები.
„ტაბულას“ რედაქტორის და მისი ადვოკატის ინფორმაციით, 16 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის გაშუქებისას, გიორგი ბადრიძეს თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის რამდენიმე წევრი. მათ ჟურნალისტს სცემეს და დაუზიანეს ჯანმრთელობა, რასაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს.
3 მაისს, კვლავ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის გაშუქებისას, როცა გიორგი ბადრიძე აქციის მონაწილეთა დაკავებისა და დარბევის პროცესს იღებდა, ჟურნალისტი პოლიციამ დააკავა. 3-4 საათის განმავლობაში მას თავისუფლება შეზღუდული ჰქონდა, რის შემდეგაც ხელწერილით გაათავისუფლეს. 13 დღის განმავლობაში, სასამართლოში საქმის წარდგენამდე, მისთვის არავის განუმარტავს თუ რა გახდა ადმინისტრაციული წესით დაკავების მიზეზი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მას მხოლოდ 16 მაისს გააცნეს. შსს „ტაბულას“ რედაქტორს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.
16 მაისს, 23:40 საათზე სახლისკენ მიმავალ გიორგი ბადრიძე მისთვის უცნობი პირი დახვდა და ფიზიკური დაზიანება მიაყენა.
ჟურნალისტები, რომლებიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს აშუქებენ და ძალის გადამეტების, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს აფიქსირებენ, თავიანთი პროფესიული საქმიანობის გამო სისტემატურად ხდებიან საპოლიციო ძალების და ხელისუფლების მიერ წახალისებული ძალადობრივი ჯუფების სამიზნე.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს ჟურნალისტების დევნა და მათ მიმართ ანგარიშსწორება.ამ განცხადების გამოქვეყნების დროისათვის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება საბა სორდია, გამოცემა „ინდიგოს“ ჟურნალისტი, რომელსაც გუშინ, 14 მაისს, საქართველოს პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგი აქციის გაშუქებისას, შსს-ს წარმომადგენელმა მცირე ზომის კამერა წაართვა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალა.
ჟურნალისტის ინფორმაციით, აქციის დარბევამდე ის პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე სპეცრაზმელების გადაადგილებას გარე სივრციდან იღებდა. ამ დროს მას საკანონმდებლო ორგანოს ეზოში მყოფი შსს-ის ერთ-ერთი თანამშრომელი მიუახლოვდა და კამერა წაართვა. საბა სორდიამ შსს-ს თანამშრომელს აუხსნა, რომ ის ჟურნალისტი იყო და პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, თუმცა უშედეგოდ. კამერის წართმევის მომენტი ჩაწერილია, თუმცა ჟურნალისტი შიშობს, რომ ამ ჩანაწერს შსს-ს თანამშრომლები წაშლიან.
საბა სორდიას თქმით, ის მაშინვე დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს, გენერალურ ინსპექციას და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს, თუმცა „ინდიგოსთვის“ კამერა ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ.
“ინტერპრესნიუსის” ფოტოჟურნალისტს გიორგი ჟამერაშვილს შსს-ს წარმომადგენელმა ფეხის არეში ხელკეტი მაშინ ჩაარტყა, როცა ის იღებდა, თუ როგორ ატოვებინებდა პოლიცია აქციის მონაწილეებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას იძულებით.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების გაშუქება ჟურნალისტებს ძალადობრივ გარემოში უწევთ. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ჟურნალისტებზე ძალადობის შემთხვევებს, პროკურატურას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სწრაფი და ეფექტიანი რეაგირებისკენ მოუწოდებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს კი შეახსენებს, რომ ჟურნალისტებისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელშეშლა დანაშაულია.
ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების გაშუქებისას პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს 22 ჟურნალისტს. მათ ნაწილზე ფიზიკურად იძალადეს, ნაწილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ხოლო დანარჩენები სპეციალური საშუალებების გამოყენებით დააზიანეს.
9 მაისს ღამით და 10 მაისს გამთენიისას უცნობი ნიღბიანი პირები ჟურნალისტებსა და მათ რესპონდენტებს ჩაუსაფრდნენ „ტვ პირველის“ შენობასთან. „ტვ პირველის“ მენეჯმენტის აზრით, იყო იმის საფრთხეც, რომ ნიღბიანი პირები შენობაში შეიჭრებოდნენ. საპატრულო პოლიცია, რამდენიმე გამოძახების მიუხედავად, ადგილზე არ გამოცხადდა. ამ პირებმა საბოლოოდ, მას შემდეგ, რაც კამერების ობიექტივში მოხვდნენ, ტერიტორია დატოვეს.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება სრული გულგრილობით, ხოლო გასამოძიებო ორგანოები სრული უმოქმედობით პასუხობენ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გახშირებულ თავდასხმებს ჟურნალისტებსა და მედიასაშუალებებზე.
ჟურნალისტებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ სატელეფონო ზარით განხორციელებულ შეურაცხმყოფელ მიმართვებსა და მუქარას დაემატა შეურაცხმყოფელი შინაარსის პლაკატები იმ შენობებზე, სადაც მედიასაშუალებების ოფისებია განთავსებული და სადაც ჟურნალისტები ცხოვრობენ. მოძალადეებმა დააზიანეს ასევე ჟურნალიტების პირადი ქონება. მანამდე ჟურნალისტებსა და მათ რესპონდენტს მოძალადე თავს დაესხა დიპლომატიური წარმომადგენლობის სიახლოვეს.
თავდასხმების ორგანიზებული და სისტემური ხასიათი, დამნაშავეთა დაუსჯელობა, ასევე ის, რომ თავდამსხმელებს აქვთ წვდომა მოქალაქეების პირად ინფორმაციაზე, მიუთითებს, რომ ამ ყველაფრის უკან ხელისუფლება დგას.
ამ თავდასხმების მიზანი ჟურნალისტების და მედიასაშუალებების სტიგმატიზაცია და დეჰუმანიზაციაა ბოლშევიზმისა და ფაშიზმის საუკეთესო ტრადიციებში. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მთლიანად და მათი მაღალი რანგის წარმომადგენლები ცალ-ცალკე უკვე დაუფარავად და საჯაროდ ახალისებენ ძალადობას პოლიტიკურ ოპონენტებზე, ჟურნალისტებზე და უბრალოდ განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეებზე.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს და უპირობოდ შეწყვიტოს საკუთარი მოქალაქეების დევნა და მოძალადე ჯგუფების მფარველობა. ქარტია საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს, სასწრაფოდ და ეფექტიანად გამოიძიონ ჟურნალისტებზე თავდასხმის ყოველი შემთხვევა. ქარტია ძალოვან უწყებებს მოუწოდებს, შეასრულონ კანონით მათზე დაკისრებული ვალდებულება და დაიცვან მოქალაქეები ძალადობისა და თავდასხმებისაგან.ტელეკომპანია „იმედი“, For.ge-ზე დაყრდნობით, თავის ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს უკანონოდ მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებს, რომელთა ავთენტურობაც დადასტურებული არ არის და საზოგადოებას ამ ინფორმაციას როგორც უტყუარ ფაქტს ისე აწვდის. ჩანაწერები რუსული კანონის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსების და აქტივისტების სავარაუდო საუბარს ასახავს.
ამგვარი ქმედებით ტელეკომპანია „იმედი“ არღვევს ინფორმაციის სიზუსტის პროფესიულ სტანდარტს, უპატივცემულობას იჩენს აუდიტორიის მიმართ და გამიზნულად შეჰყავს ის შეცდომაში.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში პერსონალური მონაცემების დაცვა ყოველთვის პრობლემური იყო. სიტუაცია განსაკუთრებით ბოლო წლებში დამძიმდა, როდესაც მმართველმა პარტიამ უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერები არაერთხელ გამოიყენა პოლიტიკური ოპონენტებისა და მისთვის სხვადასხვა მიზეზით მიუღებელი მოქალაქეების წინააღმდეგ.
აღსანიშნავია, რომ ორი დღეა, მოქალაქეებს, რომლებმაც რუსული კანონის მიმართ უარყოფითი პოზიცია გამოხატეს, მათ შორის, ჟურნალისტებსა და აქტივისტებს, უცხო ნომრებიდან უკავშირდებიან, ისეთი დეტალებით, რაც, გარეშე პირებისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ემუქრებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. კამპანიურობა და საუბრების შინაარსი აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ პერსონალური ინფორმაცია ამ პირებმა სახელმწიფოს ხელშეწყობით მიიღეს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ტელეკომპანია „იმედს“, რომელსაც დიდი აუდიტორია ჰყავს და, შესაბამისად, დიდი პასუხისმგებლობაც აკისრია, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს ფარულ ჩანაწერებს, არ გამოიყენოს ისინი საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციისთვის და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოპონენტების და აქტიური მოქალაქეების დისკრედიტაციისთვის.
ქარტია მოუწოდებს პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს, დაინტერესდეს როგორც მედია საშუალებებების მიერ პირადი მონაცემების გასაჯაროების ფაქტებით, ასევე, იმით, თუ როგორ აღმოჩნდა აგრესიული ჯგუფების ხელში მოქალაქეების პერსონალური ინფორმაცია, რაც მათ ამ მოქალაქეების შესავიწროებლად გამოიყენეს.
ჟურნალისტები საქართველოში საჯარო სივრცეებში უსაფრთხოდ ვეღარ გადაადგილდებიან და მუშაობენ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება თანმიმდევრულად და სისტემურად ეწევა თავისუფალი და კრიტიკული მედიის დისკრედიტაციას და ამგვარი მედიის ჟურნალისტებისა და რესპონდენტების საზოგადოების მტრებად და საფრთხედ წარმოჩენას ცდილობს. მაღალჩინოსნების მიერ საჯაროდ გამოხატული სიძულვილი ჟურნალისტებზე ფიზიკურ ძალადობას ახალისებს, საგამოძიებო უწყებები კი დამნაშავეთა გამოვლენას და დასჯას არ ჩქარობენ.
7 მაისს, თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე, უცნობი პირი თავს დაესხა გიორგი კლდიაშვილს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორს, რომელიც შვედეთის საელჩოდან გამოვიდა და ტელეკომპანია „ფორმულას“ ინტერვიუს აძლევდა. აგრესიული პირი ფიზიკურად გაუსწორდა „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფსაც - ოპერატორსა და მძღოლს. „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ თავდამსხმელს ხელში შუშის ბოთლი უჭირავს და იგინება.
„ფორმულას“ ინფორმაციით, შემთხვევის ადგილაზე სიტუაციაში გასარკვევად პოლიცია მივიდა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი მოძალადის სამიზნე გახდა. 22 აპრილს, მეტროში, ია სართანიას, რომელსაც ეჭირა ჩანთა „ფორმულას“ ლოგოთი, თავს უცნობი მამაკაცი დაესხა. მან ჟურნალისტს ხელი ჰკრა და შეაგინა. ია სართანიას ინფორმაციით, სავარაუდო თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა.
7 მაისს უცნობმა პირებმა ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს თელავშიც, რუსული კანონის საწინაღმდეგო აქციის დაწყებამდე. „ფორმულას“ ეთერში ჩანს, რომ ისინი მანქანით შევიდნენ მოედანზე და მძღოლმა სცადა, „ტვ პირველის“ ჟურნალისტისთვის ხელიდან მიკროფონი გაეგდებინებინა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე ძალადობას და ხელისუფლებას მოუწოდებს, უარი თქვას დამაზიანებელ რიტორიკაზე დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის მიმართ.
ქარტია საგამოძიებო უწყებებს თბილისში ყიფშიძის ქუჩაზე და თელავში ქალაქის ცენტრში ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი აგრესიის და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის შემთხვევების სწრაფი და ეფექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს. ორივე შემთხვევაში ვიდეოჩანაწერებში ჩანს თავდამსხმელთა სახეები და მანქანის ნომერი.
ჟურნალისტების მიმართ დამამცირებელი მოპყრობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან ბოლო წლებია, ტრადიციად იქცა. ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი ეპითეტებით გაჯერებული სიძულვილის ენა, რომელსაც ისინი რეგულარულად იყენებენ, საზოგადოების თვალში ჟურნალისტიკის როლის დაკნინებასა და ჟურნალისტების დისკრედიტაციას ემსახურება. გარდა იმისა, რომ ამგვარი დამოკიდებულება ხელს უშლის მედიას, ეფექტურად იფუნქციონიროს, ის ასევე ახალისებს ჟურნალისტების მიმართ ძალადობას. შედეგად, უკვე გვაქვს ჩინოვნიკებისა და საჯარო მოხელეების მხრიდან ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის არაერთი მაგალითი. გახშირდა შემთხვევები, როდესაც ჟურნალისტებს ძალადობრივი ჯგუფების დაუსჯელობით გულმიცემული წევრები ესხმიან თავს.
ამ კონტექსტის გათვალისწინებით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია თბილისის მერისა და პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის, საქციელი 2 მაისს ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხისას, რა დროსაც მან შეურაცხყოფა მიაყენა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს ნუცა ბახუტაშვილს. კახა კალაძემ თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო სახელწოდებით „რადიკალების ჟურნალისტი“. აღსანიშნავია, რომ ამ ვიდეოში არ მოხვდა ის, თუ როგორ იყენებს ქალაქის მერი არანორმატიულ ლექსიკას ჟურნალისტის მიმართ შეკითხვების ამოწურვის შემდგომ. აგრესია მოჰყვა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც დაინტერესდა იმით, თუ რატომ მალავენ შსს სამინისტრო და ქალაქის მერი იმ ფაქტს, რომ შსს-მ აქციის დასაშლელად რეზინის ტყვიები გამოიყენა (“არ გერიდებათ, ასე უტიფრად რომ იტყუებით შინაგან საქმეთა სამინისტრო და თქვენ?”).
საქართველოს ჟურნალისტური ქარტია გმობს ჟურნალისტებთან ურთიერთობის ამგვარ სტილს და შეახსენებს თბილისის მერს, რომ მას როგორც მაღალი თანამდებობის პირს, აქვს თმენის ვალდებულება.
„ტაბულას“
მთავარი
რედაქტორის,
ლევან
სუთიძის,
განცხადებით,
3
მაისს,
გამთენიისას,
პოლიციამ,
„ტაბულას“
უმცროსი
რედაქტორი
გიორგი
ბადრიძე,
რომელიც
იღებდა,
თუ
როგორ
აკავებდა
პოლიცია
რუსული
კანონის
საწინააღმდეგო
აქციის
მონაწილეებს,
თავადაც
უკანონოდ
დააკავა
და
სხვა
ადგილას
გადაიყვანა.
ჟურნალისტი
მოგვიანებით
გაათავისუფლეს.
ლევან სუთიძის თქმით, პოლიციელებმა ჟურნალისტს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს - იმის მიუხედავად, რომ გიორგი ბადრიძემ პოლიციელებს მისი პროფესიის დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარუდგინა, მას მოსთხოვეს, გადაღება შეეწყვიტა. ძალოვანი უწყების არაიდენტიფიცირებული წარმომადგენელი ჟურნალისტზე ზეწოლას ახორციელებდა მის ტელეფონში შეღწევის და, სავარაუდოდ, მასალის წაშლის მიზნით, რასაც ჟურნალისტი არ დაემორჩილა. საბოლოოდ, გიორგი ბადრიძე ხელწერილის საფუძველზე გამოუშვეს.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა გიორგი ბადრიძეს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. 16 აპრილს აქციის გაშუქებისას სპეცრაზმელები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს სპეციალური საგამოძიებო სამსახური სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 133-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი) მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სწავლობს.
ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა 30 აპრილის-2 მაისის პერიოდში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების გაშუქებისას პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს 20-ზე მეტ ჟურნალისტს. მათ ერთ ნაწილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ხოლო მეორე ნაწილს - ფიზიკური. ზოგიერთი მათგანი სპეციალური საშუალებების გამოყენებით დააზიანეს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, სასწრაფოდ და ეფექტურად გამოიძიოს „ტაბულას“ რედაქტორზე თავდასხმის ფაქტი, რათა ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლაზე და უკანონო ქმედებაზე პასუხისმგებელი პირებები დროულად გამოვლინდნენ და სათანადოდ დაისაჯონ.
ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა კვლავ მიაყენეს დაზიანებები ჟურნალისტებს, რომლებიც 1-ელ მაისს ღამით და 2 მაისს გამთენიისას მიმდინარე მშვიდობიან დემონსტრაციას აშუქებდნენ.
„მთავარი არხის“ ცნობით, დაშავდა მათი სამი ოპერატორი. ზუკა ჩხირკვია წყლის ჭავლმა წააქცია, რის შემდეგაც მას სახეში მოხვდა გაურკვეველი ბლაგვი საგანი, ხოლო ავთო მესხმა თავის არეში დაზიანება მიიღო. 9 აპრილის ქუჩაზე მუშაობისას დაშავდა ლუკა ლავრელაშვილი.
ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტს, მინდია გაბაძეს, რომელიც პარლამენტთან მუშაობდა, შსს-ს წარმომადგემნელმა დაარტყა და პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი შეუშალა.
დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზის შესუნთქვის გამო მუშაობისას ცუდად გახდნენ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტები ნიკა საჯაია და სალომე ბოკუჩავა. ორივე ჟურნალისტს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. რეზინის ტყვიებით დაზიანდა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი დავით თამაზაშვილი.
წინა დღეს, 30 აპრილს ღამით და 1-ელ მაისს გამთენიისას, საპოლიციო ძალებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყანეს, პირადად თუ სპეციალური საშუალებების გამოყენებით ფიზიკურად დააზიანეს სულ ცოტა 14 ჟურნალისტი.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს საპოლიციო ძალების სისასტიკეს და უკანონო ქმედებებს ჟურნალისტების მიმართ და მოუწოდებს მათ, შეწყვიტონ ჟურნალისტებისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა, დაბრუნდნენ კანონის ჩარჩოებში და პატივი სცენ საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს.
მედიის ადვოკატირების კოალიცია ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტზე, ია სართანიაზე, თავდასხმის ფაქტს ეხმიანება. შემთხვევა, 22 აპრილს, მეტროში მოხდა.
ია სართანიას ცნობით, უცნობი მამაკაცი ჟურნალისტს ჯერ ფიზიკურად რამდენჯერმე შეეხო, შემდეგ ხელი ჰკრა, აგინებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ჟურნალისტის განცხადებით, მას “ფორმულას” ლოგოიანი ჩანთა ეჭირა და "თავდამსხმელმა იცოდა, ვის უპირისპირდებოდა". სართანიას ინფორმაციით, სავარაუდო თავდამსხმელი უკვე დაკავებულია.
ჟურნალისტებზე თავდასხმა განსაკუთრებით გახშირდა ბოლო წლებში, რასაც მეტად ახალისებს ხელისუფლების მხრიდან კრიტიკული მედიის დისკრედიტების მცდელობა და კომენტარები, რომელიც თავისუფალი მედიის საზოგადოების მტრად წარმოჩენას ისახავს მიზნად.
ჟურნალისტზე თავდასხმა პრესის თავისუფლების დარღვევაა და დემოკრატიული საზოგადოებას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის. სამწუხაროდ, ხელისუფლება არ უზრუნველყოფს ქვეყანაში მედიის წარმომადგენლების უფლებების დაცვას და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად გამოიძიოს ჟურნალისტზე თავდასხმის შემთხვევა და უზრუნველყოს დამნაშავე პირის კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისგებაში მიცემა.
18 აპრილს რადიო „ნორის“ ჟურნალისტი მარტინ აროიანი ქალაქ ნინოწმინდის მერიაში არ შეუშვეს. ჟურნალისტს ჰქონდა კითხვები ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან იმ ინფორმაციის მოსაპოვებლად, რაც მას საკითხის ამომწურავად გაშუქებაში დაეხმარებოდა. როდესაც ჟურნალისტმა მიზეზი იკითხა, დაცვამ მას უთხრა, რომ ასეთი ბრძანება აქვს მიღებული.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რადიო „ნორის“ ჟურნალისტები ნინოწმინდის მერიის შენობაში არ შეუშვეს. დღის ბოლომდე შენობაში ვერ შევიდნენ ჟურნალისტები 11 აპრილსაც. მათ სურდათ, შენობაში მიმდინარე სისხლის დონაციის პროცესი გაეშუქებინათ. მოგვიანებით ჟურნალისტებს მერის მოადგილე შეხვდა და განუმარტა, რომ, როცა მათ მერიაში შესვლა სურთ, ამის თაობაზე ისინი წინასწარ PR-ის სამსახურს უნდა შეუთანხმდნენ. 11 აპრილს ჟურნალისტებმა საბოლოოდ შეძლეს სისხლის დონაციის პროცესის გაშუქება.
ქარტია მოუწოდებს ნინოწმინდის მერიას, ჟურნალისტებს საჯარო შენობაზე წვდომა არ შეუზღუდოს, მით უფრო მაშინ, როდესაც ჟურნალისტი აშუქებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, რაც მათ საცხოვრებელ გარემოს და ყოველდღიურობას ეხება.
2024 წლის 17 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ონლაინგამოცემების „პუბლიკის" ჟურნალისტს ალექსანდრე ქეშელაშვილს, სცემეს “აპრილის” ჟურნალისტი გიორგი ბასხაჯაური, და “ტაბულას” ჟურნალისტი გიორგი ბადრიძე.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ ონლაინმედიის ჟურნალისტებზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის, ჰომოფობიური შინაარსის შემცველი მუქარებისა და პროფესიული საქმიანობის შესრულებაში უკანონოდ ხელის შეშლის გამო.
ქარტია მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები. ქარტია მიიჩნევს, რომ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებული თითოეული ასეთი ქმედება ახალისებს ძალადობას და საგანგაშოდ სახიფათოს ხდის ჟურნალისტების სამუშაო გარემოს. დამატებით, ონლაინმედიის ჟურნალისტების ისედაც მძიმე უფლებრივ მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუარესებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ ბოლო სამ დღეში მიღებული, სრულიად უკანონო და დისკრიმინაციული გადაწყვეტილებები, რის შედეგადაც ონლაინმედიის რეპორტიორებს რუსული კანონის განხილვაზე პარლამენტის შენობაში არ უშვებენ.
15 აპრილს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში ჩანიშნული რუსული კანონის განხილვის მიმართ საჯარო ინტერესი გამორჩეულად მაღალია. ამ დროს კი, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის, 14 აპრილის გადაწყვეტილებით, სხდომას ვერ ესწრებიან ონლაინ მედიის პარლამენტში აკრედიტირებული ჟურნალისტები, რომელთაც უფლებები პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების დაცვის მოტივით შეეზღუდათ.
პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოცხადებული უსაფრთხოების ე.წ „ყვითელი დონის“ პირობებში პარლამენტის შენობაში მიმდინარე ღონისძიებებზე წვდომას მხოლოდ ტელემედიაში მომუშავე აკრედიტებული ჟურნალისტები ინარჩუნებენ.
ქარტია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, პატივი სცეს საზოგადოების უფლებას, იყოს ინფორმირებული მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების თაობზე პარლამენტში მიმდინარე დისკუსიაზე, უარი თქვას დისკრიმინაციულ პრაქტიკაზე ონლაინ ონლაინ მედია საშუალებების მიმართ და მისცეს მათ საშუალება, პარლამენტში 15 აპრილს დაგეგმილ საკომიტეტო განხილვას დაესწრონ, ასევე, პარლამენტის შენობაში შექმნას ჟურნალისტებისთვის ხელშემწყობი სამუშაო პირობები, რათა მათ თავიანთი პროფესიული მოვალეობის სრულფასოვნად განხორციელება შეძლონ.
ჩვენ, ქართული დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, ვგმობთ და ვეწინააღმდეგებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გეგმას, პარლამენტში რუსული კანონის განხილვა განაახლოს.
რუსული კანონი არის “ქართული ოცნების” ხელისუფლების მორიგი მცდელობა, მოქალაქეებს წაართვას ხმა, გაანადგუროს დამოუკიდებელი მედია, სამოქალაქო საზოგადოება, გააჩუმოს და საჯარო პროცესებიდან გარიყოს საზოგადოების ყველაზე აქტიური ნაწილი. რუსული კანონის დაბრუნებით საქართველოს ხელისუფლებამ თავისი ძალადობრივი ბუნება კიდევ ერთხელ წარმოაჩინა. „ქართული ოცნების“ მასწავლებელი რუსეთის ხელისუფლებაა, რომლის მსგავსადაც სურს, რომ ქვეყანა მართოს დამორჩილებითა და გაკონტროლებით, ჩახშობითა და განდევნით, სიცრუითა და დემოგოგიით.
ამ კანონს ჩვენ სწრაფი ტემპით გადავყავართ მმართველობის შერეული სისტემიდან მყარად ჩამოყალიბებულ ავტორიტარიზმში, რუსული ყაიდის ქვეყანაში, სადაც ადამიანის სიცოცხლეს და ღირსებას ჩალის ფასი აქვს, სადაც გამეფებულია კორუფცია და ნეპოტიზმი, ჩაგვრა და ძარცვა-გლეჯა, სადაც აღარ დარჩა თავისუფალი მედია და სადაც მოძალადე სახელმწიფო მანქანისგან ადამიანებს ვერავინ იცავს, სადაც ადამიანებს არ აქვთ განვითარების საშუალება და ყველაზე დაფასებული თვისება მორჩილებაა.
ასეთ ქვეყანაში ცხოვრება არ გვინდა და არც ვაპირებთ!
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას საშუალებას არ მივცემთ, საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების რეალური შანსი დაგვაკარგინოს.
წლებია, „ქართული ოცნება“ არ წყვეტს ბრძოლას განსხვავებული და კრიტიკული აზრის წინააღმდეგ, რომელიც ხშირად სწორედ ჩვენი ვებ გვერდებიდან და ეთერიდან ისმის. ამის გამო, დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად, ხელისუფლების უპირველეს სამიზნედ ვიქეცით.
წლებია, ჟურნალისტების მიმართ სიძულვილი იღვრება ყველაზე მაღალი ტრიბუნებიდან. ყველაზე მაღალი თანამდებობის პირები ეწევიან ჟურნალისტების დემონიზებას, შეთქმულების თეორიებით, დეზინფორმაციით და შეთხზული ისტორიებით. საქართველოს ხელისუფლება, სისტემურად და კამპანიურად ავიწროებს და დევნის ჟურნალისტებს, არ აძლევს მათ მუშაობის საშუალებას, ძალადობს მათზე სიტყვიერად და ფიზიკურად.
ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ არ ვწყვეტთ ბრძოლას ჩვენი იდეალებისთვის, ჩვენი საყვარელი პროფესიისთვის, ჩვენი ძვირფასი მკითხველის, მსმენელისა და მაყურებლისთვის, ჩვენი საყვარელი და ერთადერთი სამშობლოსთვის. ამ ბრძოლაში ჩვენს გვერდით არიან ჩვენი ქვეყნის მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები, რომელთაც ჩვენზე არანაკლებ ახარებთ ჩვენი ყოველი მიღწევა, ყოველი გამარჯვება, ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი.
ქართული დამოუკიდებელი მედია მუდმივად გრძნობდა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას, რომელთა წვლილი საქართველოში განხორციელებული ყველა მნიშვნელოვანი რეფორმის პროცესში შეუფასებელია. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არიან ჩვენი უსაფრთხოების და დამოუკიდებლობის ერთადერთი გარანტი.
საერთაშორისო პარტნიორებმა მკაფიოდ გამოხატეს, უკვე მეორედ, თავიანთი მკვეთრად უარყოფითი აზრი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ამ დამაზიანებელ და მავნებლურ ინიციატივაზე და საქართველოს ხელისუფლებას მისი უკან გაწვევისკენ მოუწოდეს.
არ მივცემთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას რუსული კანონის მიღების საშუალებას, რომ საქართველოსა და მის ნამდვილ მეგობრებს შორის ყრუ კედელი აღმართოს.
გავაძლიერებთ წინააღმდეგობას, დავიცავთ ჩვენს უფლებებს, ჩვენი მოქალაქეების უფლებებს და ჩვენი ქვეყნის უფლებას, თავისი ცივილიზაციური არჩევანის თანახმად იმოქმედოს. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, გადავაქცევთ საქართველოს ჭეშმარიტად ევროპულ დემოკრატიად.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
სტუდია მონიტორი
რადიო მარნეული
საქართველოს ამბები/მთის ამბები
ქუთაისიპოსტი
ქვემო ქართლის მედია QvemoQartli.ge
პუბლიკა
გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”
ალიქ მედია ჯორჯია
გურია ნიუსი
ნეტგაზეთი
ბათუმელები
სტუდია რეკ
ufleba.ge
სამხრეთის კარიბჭე - sknews.ge
On.ge
მედია აპრილი
კახეთის ხმა - knews.ge
Psnews.ge
ჩემი ხარაგაული
Newpress.ge
რადიო „ათინათი"
ინდიგო
ჯემნიუსი
TOK TV
აგროგარემო TV
Qartli.ge
მედიაჩეკერი
OC Media
ტელეკომპანია ბორჯომი
პროექტი 64
მეცხრე არხი
ტელეკომპანია კავკასია
SOVA News
მედიაჯგუფი „კონფლიქტის ზონა"
Chaikhana
Speqtri.ge
მეცხრე ტალღა
რადიო ნორი
ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრი
ტვ „ლტვ"
„ტვ მონიტორინგის“ ცნობით, დღეს მათ ოპერატორს, თორნიკე გელიტაშვილს, რომელიც ტრანსპორტის სააგენტოს მიმდებარე ტერიტორიიდან შენობის კადრებს იღებდა, ამ დაწესებულების თანამშრომლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტის ინფორმაციით, მათ ოპერატორს ჯერ ძაღლი მიუქსიეს, ხოლო შემდეგ ტელეფონი დაუზიანეს და კადრების გადაღების შესაძლებლობა არ მისცეს. “ტვ მონიტორინგის” ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინციდენტს სააგენტოს ხელმძღვანელი შეესწრო, რომელმაც ვითარების განსამუხტად არაფერი იღონა. ადგილზე მისულმა პოლიციამ გამოკითხვის შემდეგ საქმე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან გადაამისამართა.
ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც ჟურნალისტზე სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული პირები ძალადობენ. ყოველი ასეთი შემთხვევა ჟურნალისტურ თემში დაუცველობის განცდას აჩენს და ზრდის რისკს, რომ საზოგადოება მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გარეშე დარჩება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, სწრაფად და ეფექტურად გამოიძიოს ოპერატორზე თავდასხმის ფაქტი.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, დროულად გამოიძიონ ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი.
27 მარტს, ტელეკომპანია „პირველის" რეგიონულმა კორესპონდენტმა ნატო გოგელიამ განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ, მის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შევიდნენ და ქონება დააზიანეს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტის სახლში უკანონოდ შეაღწიეს და მისი ნივთები დააზიანეს. ნატო გოგელიას განცხადებით, 2023 წელს ჩადენილ მსგავს დანაშაულებზე ხელისუფლებას დღემდე არ ჰქონია ეფექტიანი რეაგირება, რამაც, შესაძლოა, ბოლო დანაშაულის ჩადენაც წაახალისა.
ჟურნალისტები გადამწყვეტ როლს ასრულებენ დემოკრატიის დაცვასა და საზოგადოების ინფორმირებაში. მათი დაშინების ან ზიანის მიყენების ნებისმიერი მცდელობა არის თავდასხმა თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის ფუნდამენტურ პრინციპებზე. ასეთი ქმედებები საფრთხეს უქმნის ჟურნალისტების შესაძლებლობას, რომ მათ შიშისა და რეპრესიების გარეშე შეასრულონ პროფესიული მოვალეობები.
მედიის ადვოკატირების კოალიცია სამართალდამცველ ორგანოებს აღნიშნული და სხვა მსგავსი ინციდენტების სწრაფი და ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს. ხელისუფლება ვალდებულია, უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება.
ტვ პირველის ჟურნალისტის, ნატო გოგელიას ცნობით, 24 მარტს, ოზურგეთში, მის საცხოვრებელ სახლში, უცნობი პირები შეიჭრნენ და ნივთები დააზიანეს.
ჟურნალისტი ფეისბუქ სტატუსში მიუთითებს, რომ მისი სახლი გასულ წელს არაერთხელ - ერთი კვირის განმავლობაში სამჯერ (31 იანვარს, 2 თებერვალს და 5 თებერვალს) - გაქურდეს და დაარბიეს. დამნაშავე დღემდე არ არის იდენტიფიცირებული. ჟურნალისტს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და ის დაზარალებულადაც კი არ უცვნიათ.
ნატო გოგელია ამ დანაშაულებს მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს და დაშინების და გაჩუმების მცდელობად მიიჩნევს.
ნატო გოგელია დანაშაულებრივი ქმედებების მსხვერპლი გასულ წელსაც გახდა. 2023 წლის 15 მარტს ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში მას ძალადობრივი ჯგუფის, ალტ-ინფოს, წევრმა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ტექნიკა დაუზიანა.
ქარტია ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოში ჟურნალისტებზე ზეწოლის განსახორციელებლად უკვე ამ ხერხსაც - ჟურნალისტის პირადი ქონების დაზიანებას - მიმართავენ. დაუსჯელობა ჟურნალისტების წინააღმდეგ დანაშაულს ახალისებს, მათ მარგინალიზებას და საზოგადოებრივი პროცესებიდან გარიყვას ემსახურება.
ქარტია მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, შეასრულონ მათზე კანონით დაკისრებული მოვალეობა, სწრაფად და ეფექტურად გამოიძიონ დანაშაული, გამოავლინონ არა მხოლოდ შემსრულებლები, არამედ შესაძლო დამკვეთებიც.
გუშინ, 14 მარტს, ბათუმში, ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ოცნების ქალაქში" ახლად აშენებული საცხოვრებელი კორპუსის გადასაღებად მისულ TV25-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს მშენებლობაზე დასაქმებულმა პირმა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამასთან ერთად, დაცვის თანამშრომელი ოპერატორისთვის კამერის წართმევასაც შეეცადა.
TV25-ის ჟურნალისტი თეო ფუტკარაძე და ოპერატორი გერა კილაძე „ოცნების ქალაქში“ სწორედ იმ კორპუსის გადასაღებად იმყოფებოდნენ, რომლის მშენებლობაც დასრულებულია, მაგრამ მოსახლეებს, თვეებია, საცხოვრებელ ბინებს არ აძლევენ.
TV25-ის მიერ გავრცელებული ვიდეომასალის მიხედვით, გადამღები ჯგუფი კორპუსის გადაღებას საჯარო სივრციდან ცდილობდა, საიდანაც გადაღების უფლება ნებისმიერ ადამიანს აქვს.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დროულად დაიწყოს აღნიშნული ინციდენტის გამოძიება, რომ მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო იქნეს უზრუნველყოფილი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 14 მარტს, ბათუმში, ახლად აშენებული საცხოვრებელი კორპუსის გადასაღებად მისულ ტვ25-ის ჟურნალისტს თეო ფუტკარაძეს და ოპერატორს გერა კილაძეს მშენებლობაზე დასაქმებულმა რამდენიმე პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო დაცვის თანამშრომელმა, დამატებით, ოპერატორისთვის კამერის წართმევაც სცადა.
„ოცნების ქალაქში“ კორპუსის მშენებლობა რამდენიმე თვის წინ დასრულდა, თუმცა მასში ჯერ არავინ შეუსახლებიათ. უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ოჯახები ახალსახლობას მოუთმენლად ელოდებიან. პროექტს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრი ახორციელებს.
TV25-ის მიერ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ, სავარაუდოდ, მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანი, გადამღებ ჯგუფს პროფესიულ საქმიანობაში ხელს უშლის მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვის მოტივით. კადრებიდან ჩანს ისიც, რომ გადამღები ჯგუფი ღია, საჯარო სივრცეში მუშაობს. ეს ტერიტორია არ არის შემოსაზღვრული სამშენებლო ღობით, იქ არ დგას გამაფრთხილებელი ნიშნები და ამ ტერიტორიაზე თავად დასაქმებულები და დაცვის თანამშრომელი დამცავი საშუალებების გარეშე გადაადგილდიან, რაზეც მათ მიუთითებს კიდეც ჟურნალისტი.
გამოცემა „ბათუმელების“ ინფორმაციით, 15 მარტს, TV25-ის ჟურნალისტებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან დაუკავშირდნენ და გასაუბრებაზე დაიბარეს.
ქარტია საზოგადოებას შეახსენებს, რომ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია (მუხლი 154), ხოლო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, რომ ინციდენტი დროულად გამოიძიოს.
ადგილობრივი მედიის TOK TV-ის გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ უშლიან ხელს პოლიციის წარმომადგენლები ჟურნალისტს ადიგენში მიმდინარე შეხვედრის გაშუქებაში, რომელსაც მერიისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მედია ცდილობდა, გაეგო თუ რა ხდებოდა მედრესესთან სადავო საკითხთან დაკავშირებით.
პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას მედიის წარმომადგენლებისთვის ხელის შეშლა სერიოზულ კითხვებს აჩენს ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებასა და პრესის თავისუფლებასთან მიმართებით. მსგავსი ინციდენტი ზღუდავს მედიის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებას და ხელს უშლის პრესას პროფესიული მოვალეობის განხორციელებაში.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, სწრაფად გამოიძიოს აღნიშნული ინციდენტი და მედიის წარმომადგენლებისათვის შესაბამისი სამუშაო გარემოს შექმნა უზრუნველყოს.
ფოტო: ფორმულა
ქარტიას მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დღეს თავისი კომენტარით ევროკავშირის პრიზზე, მისი ჟიურის წევრებსა და ნომინანტებზე გასცდა ამ თანამდებობისთვის დემოკრატიულ ქვეყანაში განსაზღვრულ მანდატს. მან ცენზორის როლი მოირგო და თავს დაესხა მათ, ვინც ამ ჟურნალისტური კონკურსის ფარგლებში ჟიურისგან, რომელიც პროფესიული თემის გამორჩეული წარმომადგენლებისგან შედგება, მაღალი შეფასება დაიმსახურეს.
დამოუკიდებელი ჟურნალისტური კონკურსები ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში ჟურნალისტიკის განვითარებისთვის. ამგვარი კონკურსები ქმნის მაღალ სტანდარტს, რომელზეც აქვთ სწორება როგორც პროფესიონალებს ინდუსტრიაში, ისე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს. მათ შორის უთუოდ გამორჩეულია ევროკავშირის პრიზი, რომელიც უკვე წლებია, მხარს უჭერს ქართველი ჟურნალისტების ძალისხმევას პროფესიული განვითარების გზაზე.
ქარტია მადლიერებას გამოთქვამს ყველა იმ დონორის და ორგანიზაციის მიმართ, ვინც ამგვარ ჟურნალისტურ კონკურსებს ატარებს და ხარისხიან ჟურნალისტიკას ახალისებს. მათი წვლილი ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში ფასდაუდებელია.
დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, მათ შორის გელა მთივლიშვილს, ქარტიის საბჭოს წევრს, რომელიც დღეს პარლამენტის თავმჯდომარის სამიზნე გახდა, ამგვარი თავდასხმები ვერ შეაჩერებენ. ისინი გააგრძელებენ მუშაობას, რათა საზოგადოებამდე დროულად მიიტანონ ყველა ის ინფორმაცია, რის მათგან საგულდაგულოდ დაფარვასაც სახელმწიფო მოხელეეები ცდილობენ.
ქარტია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ ამგვარი კომენტარების კეთების ნაცვლად იმაზე იზრუნონ, რომ ჟურნალისტებმა შეუფერხებლად და დაბრკოლებების გარეშე მიიღონ ის საჯარო ინფორმაციას, რაც მათ კანონით ეკუთვნით და რაც საქართველოში უკვე, რა ხანია, პრაქტიკულად მიუწვდომელია.
ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები უნდა აცნობიერებდნენ იმას, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ჟურნალისტების უსაფრთხოებისთვის მათ საჯაროდ გამოთქმულ, დაუსაბუთებელ ბრალდებებს ჟურნალისტების მიმართ, და შესაბამისი პასუხისმგებლობით იმოქმედონ.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს 2024 წლის 12 თებერვალს ოზურგეთში გაზეთ „ალიონის“ რედაქციაში ხანძრის გაჩენის მცდელობის გამო და საგამოძიებო ორგანოებს საქმის სწრაფად და ეფექტურად გამოძიებისკენ მოუწოდებს.
„ალიონის“ რედაქცია ოზურგეთში, ქალაქის ცენტრში მდებარე ისტორიულ შენობაშია განთავსებული, გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩაზე. ამავე შენობაში მდებარეობს მუნიციპალიტეტის თოჯინების თეატრი და სხვადასხვა ორგანიზაციის ოფისები. სავარაუდოდ ღამით, უცნობმა პირებმა რედაქციაში ფანჯრიდან იოლად აალებადი სითხე და საწვავი შეაგდეს. გაზეთ „ალიონის“ რედაქტორის, ნუგზარ ასათიანის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ოთახში ცეცხლი გაჩნდა, თუმცა ნესტის გამო ვერ გავრცელდა.
გაზეთი „ალიონი“ უნიკალურ არქივებს ფლობს, რომელთა განადგურება დიდი დანაკარგი იქნებოდა ისტორიის მკვლევარებისთვის. გამოძიება დაწყებულია სსს კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რომელიც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ყოველი ასეთი შემთხვევა ამძიმებს სამუშაო გარემოს რეგიონებში ჟურნალისტებისთვის, რომელთაც ისედაც ყოველდღიურად არაერთ გამოწვევასთან უწევთ გამკლავება, მათ შორის, ფიზიკური უსაფრთხოების კუთხით.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მწუხარებას გამოთქვამს ასურეთში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი კოლეგაც ემსხვერპლა, და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და კოლეგებს.
ქარტია თხოვს მედიასაშუალებებს, გაითვალისწინონ ის, თუ რა ტრავმა შეიძლება მიაყენონ ამ მძიმე კადრების ჩვენებით გარდაცვლილთა ახლობლებს და, ზოგადად, საზოგადოებას. ამგვარი შემთხვევები მედიამ პროფესიული სტანდარტის სრული დაცვით უნდა გააშუქოს, რაც გულისხმობს, რომ მედია სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ისეთი ვიზუალური მასალის ჩვენებას, რომელზეც ასახულია ადამიანთა ტრაგედია და ტანჯვა.
მედიამ უნდა გამოავლინოს თანაგრძნობა ამგვარი მოვლენების მონაწილე პირთა მიმართ და პატივი უნდა სცეს მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. მედია ვალდებულია, ტრაგედიების გაშუქებისას ეთიკური გაშუქებით დაიცვას ბალანსი საზოგადოებრივ ინტერესსა და ტრაგედიის მონაწილე პირთა უფლებებს შორის.
ქარტია მოუწოდებს იმ მედია საშუალებებს, რომელთაც უკვე გაავრცელეს ტრაგედიის ამსახველი კადრები, წაშალონ ან დახურონ ისინი აუდიტორიისათვის, და ყველა ღონე იხმარონ მათი შემდგომი გავრცელების შესაზღუდად.
საქართველოს ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის ხელმძღვანელი პირების მხრიდან სამოქალაქო ორგანიზაციებზე მიზანმიმართული თავდასხმა გრძელდება. ბოლო პერიოდში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირების მიერ გაკეთებული განცხადებები დეზინფორმაციის წინააღმდეგ მებრძოლი, საარჩევნო საკითხებსა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე წელს ქვეყანაში დაგეგმილია არჩევნები, მსგავსი კამპანიები და მნიშვნელოვანი საკითხების პოლიტიკური მანიპულაციისთვის გამოყენება განსაკუთრებით საფრთხის შემცველია.
20 იანვარს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელს, ბექა მინდიაშვილს თავს დაესხა. ამ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან მადისკრედიტირებელი განცხადება გაკეთდა „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ (SovLab) და “სამოქალაქო იდეის” მიმართაც.
რელიგიური თემების და ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, დეზინფორმაცია, უფლებადამცველების და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენელთა სახელმწიფოს, რელიგიის და ეკლესიის მტრებად გამოცხადება არადემოკრატიული სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელი პრაქტიკაა, საზოგადოებაში პოლარიზაციის ხარისხს კიდევ უფრო ზრდის და ადამიანების რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების რისკებს შეიცავს. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს საპატრიარქომ მიზანშეუწონლად მიიჩნია სტალიანის გამოსახულებიანი ხატის ეკლესიაში არსებული ფორმით დატოვება და შესაბამისს ზომებსაც მიმართა, ხელისუფლების მიერ, იმ ორგანიზაციების და პირების წინააღმდეგ იერიში, ვინც პრობლემა გამოავლინა და საბჭოთა ტოტალიტარულ მემკვიდრეობას, როგორც კრემლის დეზინფორმაციის ერთ-ერთ ინსტრუმენტს ებრძვის, აზიანებს პროცესს, რომელიც გარე საფრთხეების წინააღმდეგ საზოგადოების კონსოლიდირებაზე უნდა იყოს მიმართული და არა შიდა დემოკრატიულ ინსტიტუტებთან ბრძოლაზე. ასევე შემაშფოთებელია, რომ ხელისუფლება მიზანმიმართილად ცდილობს რელიგიური ორგანიზაციები პოლიტიკური პროცესის აქტიურ მონაწილად აქციოს, რაც თავად რელიგიური ორგანიზაციების პოლიტიკურ ნეიტრალიტეტსა და დამოუკიდებლობასაც აზიანებს.
აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო ორგანიზაციების მსგავსად, კოორდინირებული შეტევის სამიზნე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიც არიან. განსაკუთრებით საგანგაშოა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოზე (USAID) თავდასხმა. იმ ფონზე, როდესაც ამერიკის მთავრობის და სხვა დასავლური სახელმწიფო და კერძო ფონდების ფინანსური დახმარებით საქართველოში არაერთი საკულტო ნაგებობის და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენა-შენარჩუნება მოხდა, ასეთი თავდასხმები არაკონსტრუქციულ ხასიათს ატარებს და აძლიერებს კრემლის პროგანდისტულ ნარატივს, რომელიც დასავლურ ცივილიზაციას ქართული იდენტობის მტრად სახავს.
მმართველი პარტიისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დონორი ორგანიზაციების მიმართ თავდასხმას არაერთხელ ჰქონდა ადგილი. დონორი ორგანიზაციების წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაში აქტიურად არიან ჩართული საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ანტიდასავლური ჯგუფის, „ხალხის ძალის“, წევრები და პროსახელისუფლებო მედია ორგანიზაციები.
ე.წ. „რუსული კანონის“ შესახებ კანონპროექტების მიღებაზე უარის თქმის მიუხედავად, როგორც ჩანს, ხელისუფლება აგრძელებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დისკრედიტაციისა და ფინანსური მდგრადობის შეზღუდვის მცდელობას, რაც ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის შესუსტებას ისახავს მიზნად.
საგულისხმოა, რომ სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული მტრული რიტორიკა არ არის ახალი და ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვის მიზნით, ხელისუფლების მიერ ორგანიზებული და კოორდინირებული შეტევის ფაქტობრივად უწყვეტ პროცესს წარმოადგენს. როგორც „სამართლიანი არჩევნების“ 2020 და 2021 წლების არჩევნებისთვის სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, ფეისბუქზე მმართველის პარტიის სასარგებლოდ და ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მოქმედი გვერდები იმავდროულად უარყოფითად წარმოაჩენდნენ ქვეყანაში სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობას. სოციალური მედიის კომპანია Meta-ს მიერ გასული წლის მაისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ფეისბუქიდან და ინსტაგრამიდან კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში ჩართვის გამო წაშლილი გვერდები/ანგარიშები/ჯგუფები, რომლებიც პროსამთავრობო, მათ შორის „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებულ, კამპანიას აწარმოებდნენ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან იყვნენ დაკავშირებული.
გარდა იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ძლიერი ინსტიტუტის არსებობა მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის, მას მნიშვნელოვანი როლი აკისრია ევროინტეგრაციის პროცესშიც. ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების პოლიტიკის შესახებ კომუნიკაციაში საქართველოსთვის განსაზღვრულ ნაბიჯებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამოქალაქო ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა და მათ ჩართულობას.
2023 წლის 27 ნოემბერს ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიამ დაამტკიცა კომუნიკაციაში საქართველოსთვის განსაზღვრული ნაბიჯების განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა, რომელშიც სამოქალაქო ორგანიზაციებთან შეხვედრებსა და ერთობლივ საქმიანობაზეა საუბარი. ამდენად, ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო ორგანიზაციების მადისკრედიტირებელი რიტორიკა ხელს უშლის თანამშრომლურ გარემოს და ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის მიერვე ოფიციალურ დოკუმენტში გაცხადებულ პოლიტიკას.
მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ხელისუფლებას, შეწყვიტოს სამოქალაქო ორგანიზაციებსა და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებზე თავდასხმები და ძალისხმევა მიმართოს ევროინტეგრაციის პროცესისთვის საჭირო რეკომენდაციების შესრულებაზე.
მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოხატავს შეშფოთებას და მკაცრად გმობს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლების გაშუქების დროს ჟურნალისტების საქმიანობაში უკანონო ჩარევის ფაქტებს და ჟურნალისტის დაკავების შემთხვევას. აღნიშნული ინციდენტები აუარესებს მედიაგარემოს და ჟურნალისტების ფუნდამენტური უფლებების აშკარა დარღვევას წარმოადგენს.
2024 წლის 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან გამოსახლების პროცესის გაშუქებისას, ონლაინ მედია „მაუწყებლის“ ჟურნალისტებზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, პოლიციის მხრიდან ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი. კერძოდ, “მაუწყებლის” ჟურნალისტი, რატი რატიანი ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას, რა დროსაც ის პოლიციელმა, უხეში ძალის გამოყენებით, ძირს ჩამოაგდო მანქანიდან. აღნიშნული ქმედებით ჟურნალისტის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა. „მაუწყებლის” წარმომადგენელმა ეთიკის ქარტიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ კიდევ სამ ჟურნალისტს, მათ შორის, ნათია ქარჩილაძეს, ანი გიორგაძეს და გიორგი არობელიძეს. ასევე, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, დააკავეს „მთის ამბების” რედაქტორი, გელა მთივლიშვილი, რომელიც პოლიციის ვაკის რაიონულ სამმართველოშია გადაყვანილი.
ჟურნალისტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საზოგადოების ინფორმირებაში. მედიის წარმომადგენლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა და დაკავება როგორც ჟურნალისტების ინდივიდუალური უფლებების დარღვევას, ასევე დემოკრატიულ ინსტიტუტზე თავდასხმას წარმოადგენს.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სასწრაფოდ გამოიძიოს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ჩარევისა და უკანონო დაკავების შემთხვევები. მნიშვნელოვანია აღნიშნული ინციდენტების სწრაფი და საფუძვლიანი გამოძიება, რასაც დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და პასუხისგებაში მიცემა უნდა მოჰყვეს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება 2024 წლის 23 იანვარს ქარტიის საბჭოს წევრის, „მთის ამბების” რედაქტორის, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის დაკავებას პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს. ჟურნალისტი აღსრულების პოლიციის მიერ კეკელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესს აშუქებდა, რა დროსაც ის პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მოტივით დააკავეს. როგორც ქარტიისთვის ცნობილია, ადვოკატს, რომელიც სოციალური სამართლიანობის ცენტრს წარმოადგენს, გელა მთივლიშვილმა უთხრა, რომ დაკავებისას პოლიციელებმა მისი მოგუდვა სცადეს.
ქარტია კატეგორიულად გმობს გელა მთივლიშვილისათვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და მასზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს და მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ დაკავებული ჟურნალისტი, ასევე სასწრაფოდ გამოიძიონ მისი დაკავებისას პოლიციელების მიერ ძალის გადამეტების ფაქტი.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პოლიციას შეახსენებს მის ვალდებულებას, ჟურნალისტებს შეუქმნას უსაფრთხო გარემო მუშაობისას.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება 2024 წლის 23 იანვარს „მაუწყებლის“ ჟურნალისტებზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტებს. ჟურნალისტი რატი რატიანი პირდაპირ ეთერში აშუქებდა აღსრულების პოლიციის მიერ კეკელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესს, რა დროსაც ის პოლიციელმა უხეში ძალის გამოყენებით ძირს ჩააგდო, რითაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. როგორც „მაუწყებლის” წარმომადგენელმა ეთიკის ქარტიას უთხრა, პარალელურად, სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ ამ მედიასაშუალების კიდევ სამ ჟურნალისტს - ნათია ქარჩილაძეს, ანი გიორგაძეს და გიორგი არობელიძეს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კატეგორიულად გმობს ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს. პოლიციის ამგვარი ქმედება ახალისებს ჟურნალისტების მიმართ ძალადობას ქვეყანაში, სადაც ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი ათობით დანაშაული დღემდე გამოუძიებელია. ის ასევე ძირს უთხრის ქვეყნის მისწრაფებას, გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების სრულფასოვანი წევრი, სადაც სრულად არის დაცული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ჟურნალისტების პროფესიული უფლებები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შევახსენებთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა დასჯადია. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა შესაბამის უწყებებს, სწორი კვალიფიკაცია მისცენ ამ ძალადობრივ ქმედებას და დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება, რათა მოძალადე პოლიციელებმა კანონის მთელი სიმკაცრით აგონ პასუხი.
მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, დახუროს სხვადასხვა გადაცემა საზოგადოებასთან სათანადო კომუნიკაციისა და ახსნა-განმარტების გარეშე. აღნიშნული შემთხვევა ერთგვარი გაგრძელებაა საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო განვითარებული მოვლენებისა, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს შეფასებას, რომ მაუწყებელი მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების”, ზეგავლენის ქვეშ არის, ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მისიას, იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური, ობიექტური და მიუკერძოებელი მედია, და ის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს მოუმზადებელი ხვდება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით დაიხურა რამდენიმე გადაცემა, კერძოდ: „დღის კოდი“, „ფერმა“, „თავისუფალი ხედვა გიორგი გვიმრაძესთან ერთად“, „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ,“ „ნატალიასთან და დათუნასთან ერთად“, „კაცები”, არხი „ტელესკოლა“ და „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე". აღნიშნული გადაწყვეტილება მენეჯმენტმა საზოგადოებისთვის შესაბამისი განმარტების გარეშე მიიღო. მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებაში მენეჯმენტმა აღნიშნა, რომ ცვლილებები ფინანსური რესტრუქტირაზაციის გამო ხორციელდებოდა და “... რომელიმე გადაცემის ირგვლივ საკითხის პოლიტიზება” არ უნდა მომხდარიყო. საგულისხმოა, რომ პასუხგაუცემელია თუ რატომ სახელდება ფინანსური რესტრუქტურიზაცია გადაცემების დახურვის მთავარ მიზეზად, რატომ ხდება ეს 2024 წელს, მაშინ როცა მაუწყებლის დაფინანსების არსებული მოდელი და ბიუჯეტი ორი წელი მნიშვნელოვნად არ შეიცვლება. ასევე, თუკი საკითხი ფინანსურია, რატომ არ შეთანხმდა „რესტრუქტურიზაციით” გამოწვეული დახურვა სამეურვეო საბჭოსთან. ფაქტია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მორიგ ჯერზეც არ და ვერ შეძლო ანგარიშვალდებულების მინიმალური სტანდარტის დაკმაყოფილება. კრიტიკული იყო საზოგადოების დამოკიდებულება, მათ შორის, გორგილაძის გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებაში ცნობილია საკუთარი კრიტიკული შეფასებებით „ქართული ოცნების” ცალკეული გადაწყვეტილებების მიმართ, როგორიც იყო, მაგალითად, „რუსული კანონის” მიღება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა სახელმწიფო უწყებებისაგან, ასევე პოლიტიკური და არსებითი კომერციული გავლენისაგან საქართველოს კონსტიტუციით არის გარანტირებული. მაუწყებლის პროგრამები უნდა იყოს მიუკერძოებელი, ობიექტური და პლურალისტური, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივ ინტერესებს ემსახურება და დემოკრატიულ დისკურსს უწყობს ხელს. გამჭვირვალობისა და სათანადო განმარტებების გარეშე პროგრამების დახურვა, განსაკუთრებით იმ გადაცემებისა, რომელთა ავტორები ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩევიან, ამცირებს მაუწყებლის მიმართ ნდობის ხარისხს და ამყარებს ეჭვებს მის პოლიტიკურ მიკერძოებულობასთან დაკავშირებით.
კოალიცია შეშფოთებით აღნიშნავს იმ მოვლენებს, რომლებიც წინ უძღოდა პროგრამის დახურვას, როგორებიცაა მმართველი პარტია „ქართული ოცნების” მიერ აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს გაუქმება და მცდელობა, შეეცვალა დაფინანსების მოდელი, რომელიც მიზნად ისახავდა ტელევიზიის მთავრობაზე დამოკიდებულების გაზრდას. მართალია, აღნიშნული გადაწყვეტილება არ იყო სისრულეში მოყვანილი და საბოლოოდ სხვა მოდელზე მოხდა შეთანხმება. თუმცა, აღნიშნული გადაწყვეტილებაც არ იყო საჯარო დისკუსიის და ფართო კონსენსუსის საგანი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტისა და მმართველი პარტიის დამოკიდებულებამ და ქმედებებმა ნოყიერი ნიადაგი შექმნეს მაუწყებელში ხელისუფლების სასარგებლო პოლიტიკური ჩარევისა და მანიპულაციისთვის. ტელევიზია არ ფუნქციონირებს, როგორც ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული მედია, არის ხელისუფლების ზეგავლენის ქვეშ და ეს განსაკუთრებით საშიშია იმ ფონზე, როდესაც ვუახლოვდებით კრიტიკულ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს.
კოალიცია მოუწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს და სამეურვეო საბჭოს, უზრუნველყოს მაუწყებლის პლურალისტური და ობიექტური საინფორმაციო პოლიტიკა, მედიის საქმიანობის გამჭვირვალობა, რეალური ანგარიშვალდებულება საზოგადოების მიმართ და მისი მონაწილეობა დიალოგში.
კოალიცია, ასევე, მოაწოდებს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას”, შეწყვიტოს ტელევიზიის საქმიანობაში ჩარევა, საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის დისკრედიტაცია და ხელი შეუწყოს პლურალისტურ გარემოს შექმნას ქვეყანაში.
„მაუწყებლის” ინფორმაციით, 2023 წლის 18 ნოემბერს თბილისში, რაჭის ტყეების დასაცავად გამართულ საპროტესტო აქციაზე, ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას მათი ჟურნალისტი, რატი რატიანი დააკავეს. როგორც მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ისმის, პოლიციას უხსნიან, რომ რატიანი ჟურნალისტია, თუმცა პოლიციამ ის მაინც დააკავა.
ქარტია გმობს მედიის წარმომადგენლის დაკავებას და სამართალდამცავი უწყების მხრიდან ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას. ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (154-ე მუხლი) დარღვევა და დანაშაულია. დაუშვებელია მედიის მიმართ მსგავსი ფორმით მოპყრობა.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, გაათავისუფლოს რაჭის ტყეების დასაცავად გამართულ აქციაზე დაკავებული ჟურნალისტი.
ქარტია მიიჩნევს, რომ თითოეული ასეთი შემთხვევა ახალისებს მედიის მიმართ ძალადობას. დაუშვებელია, მედიას არ მიეცეს საშუალება, გააშუქოს საპროტესტო აქცია.
მოვუწოდებთ სახელმწიფო უწყებებს, შეწყვიტონ ამგვარი პრაქტიკა - მედიის საქმიანობის შეზღუდვა, უზრუნველყონ მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოდ მუშაობის პირობები, ასევე, პატივი სცენ გამოხატვის თავისუფლებას და მისცენ ჟურნალისტებს საშუალება, რომ თავისუფლად შეასრულონ პროფესიული მოვალეობა.
ქარტია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი.
2023 წლის 19 ოქტომბერს, მედიის წარმომადგენლებს სოფელ ჭორვილაში შესვლის უფლება არ მისცეს.
მედია ადგილზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მსვლელობის გასაშუქებლად მივიდა, რომლებიც სოფელში შესვლას და აქციის ჩატარებას გეგმავდნენ. პროცესი ადგილზე მყოფ სხვა ადამიანებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
„მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელმა განუმარტა, რომ სოფელში მედიის არ შეშვების მიზეზი მათივე უსაფრთხოება და “ქვის ცვენა” იყო.
ქარტია მიიჩნევს, რომ თითოეული ასეთი შემთხვევა და მედიის მიმართ ცინიკური დამოკიდებულება ახალისებს მედიის მიმართ ძალადობას. დაუშვებელია, მედიას არ მიეცეს საშუალება შევიდეს სოფელში, საჯარო ტერიტორიაზე. ეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლაა, რაც საქართველოს კანონმდებლობით ისჯება.
მოვუწოდებთ სახელმწიფო უწყებებს, შეწყვიტონ ამგვარი პრაქტიკა - მედიის საქმიანობის შეზღუდვა და პატივი სცენ გამოხატვის თავისუფლებას. მისცენ ჟურნალისტებს საშუალება თავისუფლად შეასრულონ პროფესიული მოვალეობა და უზრუნველყონ უსაფრთხოდ მუშაობის პირობები.
ქარტია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი.
მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება მმართველი პარტიის მიერ “მაუწყებლობის შესახებ კანონში” ინიციირებულ მორიგ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, იზრდება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილება, მათ შორის სიძულვილის ენის რეგულირებასთან დაკავშირებით.
“ქართული ოცნების” მიერ ინიციირებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ “კანონპროექტი მიზნად ისახავს „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის დახვეწას ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად და ტერორიზმისკენ მოწოდებისა და სიძულვილის ენის შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აღსაკვეთად, ეფექტური მექანიზმის შექმნას”. კანონპროექტის თანახმად, 55 (2) მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება მარეგულირებელ კომისიაში იქნება შესაძლებელი.
მედიის ადვოკატირების კოალიცია იზიარებს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას და სრულად უჭერს მხარს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. კოალიციამ და მისმა წევრებმა არაერთგზის განაცხადეს ამის შესახებ და რეგულარულად მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ევროკავშირის მიერ შემუშავებული 12 პრიორიტეტის შესრულება, რაც უზრუნველყოფს, როგორც ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას, ასევე არსებული სერიოზული ინსტიტუციური გამოწვევების დაძლევის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს.
მედიის ადვოკატირების კოალიცია აცნობიერებს სიძულვილის ენის საკითხის მოგვარების აუცილებლობას. ამ მიზნით კოალიციამ მაუწყებლებთან ერთად ჯერ კიდევ გასულ წელს შეიმუშავა ალტერნატიული წინადადება, ეფექტიანი თანარეგულაციის მექანიზმი, თუმცა მმართველმა პარტიამ აღნიშნული შეთავაზება არ განიხილა. მსგავს მოდელზე საუბრობდნენ ევროპის საბჭოს დამოუკიდებელი ექსპერტებიც, რომლებიც ქვეყანაში არსებული კონტექსტის გამო ეფექტიანი თანარეგულაციის შემოღების მომხრენი იყვნენ. მიმდინარე წლის ზაფხულში, მმართველი გუნდის მიერ პარლამენტში წარდგენილი ცვლილებები კოალიციამ დადებითად შეაფასა, თუმცა არასაკმარისად მიიჩნია მეორე ეტაპის, თანარეგულირების ეფექტიანი მექანიზმის გარეშე.
მარეგულირებლის ხელში დამატებითი ძალაუფლების კონცენტრაცია ზრდის მისი ბოროტად გამოყენების რისკს. წარსული პრაქტიკის გათვალისწინებით, მედიის ადვოკატირების კოალიციისა და მედია ორგანიზაციებს შეშფოთების სრულიად ლეგიტიმური საფუძველი აქვს.
კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საპარლამენტო უმრავლესობას, რომ მედიასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები არ მიიღოს მაუწყებლებთან კონსულტაციისა და ფართო კონსენსუსის გარეშე, რასაც მოითხოვს ევროდირექტივა აუდიოვიზულაური მედიამომსახურების შესახებ.
მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმაურება ბოლო პერიოდის საგანგაშო შემთხვევებს, რომელიც მანიშნებელია მედიაგარემოს კიდევ უფრო გაუარესებისა ქვეყანაში, სადაც ჟურნალისტებს ისედაც რთულ ვითარებაში უწევთ საქმიანობა. სახიფათოა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის, თავდასხმები წამყვანი მედიის, “მთის ამბების”, წინააღმდეგ, და მისი მცდელობები, ცენზურას დაუქვემდებაროს დამოუკიდებელი მედია OC Media. საგანგაშოა, ასევე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გადაწყვეტილება მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმის დახურვასთან დაკავშირებით.
“ქართულმა ოცნებამ” მოსახლეობის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის პროტესტის შედეგად ვერ შეძლო “რუსული კანონის” მიღება, რომლის მიზანი ქვეყანაში, მათ შორის, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი მედიის განადგურება იყო. თუმცა, შალვა პაპუაშვილის განცხადებები და ქმედებები ცალსახად მიანიშნებს, რომ ხელისუფლება უარს არ ამბობს ქმედებებზე “რუსული კანონის” სულისკვეთებით და მედიაზე ზეწოლას ახორციელებს.
თავდასხმები მედიის მფლობელებზე და დამოუკიდებელ ონლაინ მედიასაშუალებებზე ზეწოლის მცდელობები ძირს უთხრის ჟურნალისტების ძალისხმევას, თავიანთი ფუნქცია შეასრულონ. ასეთი ქმედებები არა მხოლოდ ზღუდავს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ ინფორმაციას, არამედ ქვეყანაში ჯერ კიდევ დარჩენილ დემოკრატიულ ინსტიტუტებსაც ანადგურებს.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს მმართველ პარტიას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები მედიის თავისუფლების დასაცავად. ევროინტეგრაციის გზაზე მყოფი ქვეყნისთვის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპების დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
დღეს, 14 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ „ჟურნალისტურ ეთიკაზე და სტანდარტებზე იყოს ჩადარაჯებული”.
„თუკი რაიმეს ვოჩდოგი უნდა იყოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ის უნდა იყოს ჟურნალისტების ვოჩდოგი, ჟურნალისტების მიმართ უნდა ჰქონდეთ ეს დამოკიდებულება და აბსოლუტურად ჩუმად არიან”, - აღნიშნა მან OC Media-ს დონორებთან კომუნიკაციის შესახებ ჟურნალისტების კითხვის პასუხად.
ქარტია აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია არის ჟურნალისტების დამოუკიდებელი გაერთიანება, შესაბამისად, თავად წევრები წყვეტენ და გადაწყვეტენ, რით უნდა იყოს ეს ორგანიზაცია დაკავებული. ხელისუფლება კი დაკავებული უნდა იყოს გამოხატვის თავისუფლების დაცვით, ჟურნალისტებზე თავდამსხმელების სათანადო დასჯით, მედიის კითხვებზე პასუხის გაცემით და არა ინფორმაციის დამალვით, მედიაზე ზეწოლით, შემზღუდავი კანონებისა თუ ბრძანებების მიღების მცდელობებითა და მიღებით.
რაც შეეხება OC Media-ს დონორებთან პარლამენტის თავმჯდომარის კომუნიკაციას, საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია OC Media-ს დონორებთან პარლამენტის თავმჯდომარის კომუნიკაციას გამოეხმაურა იმავე დღეს, როგორც კი ეს ინფორმაცია გავრცელდა და მომხდარი თავისუფალი, მიუკერძოებელი მედიის დევნის მცდელობად შეაფასა. ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ როგორ ცდილობს ხელისუფლება, პრობლემა შეუქმნას თავისუფალ მედიას. მედიას სრული უფლება აქვს, უარი თქვას კონკრეტული მასალის გამოქვეყნებაზე, თუ ის წინააღმდეგობაში მოდის მის სტანდარტებთან და სარედაქციო პოლიტიკასთან და, მით უმეტეს, არ არის ვალდებული, მასალის წინასწარ გაცნობის გარეშე გასცეს თანხმობა მის გამოქვეყნებაზე.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა, იყო “მთის ამბების” რედაქტორის, გელა მთივლიშვილის მუშაობა შოვში, სტიქიის ზონაში და ის კიდევ ერთხელ დაესხა თავს “მთის ამბებს”. ქარტიის პოზიციაა, რომ შოვის ტრაგედიის გაშუქებისას და შემდეგ ხელისუფლებამ გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყო, რასაც ქარტია მედიის ადვოკატირების კოალიციასთან ერთად გამოეხმაურა. „მთის ამბების“ რედაქტორი მედიის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი იყო, რომელიც საზოგადოებას შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. არსებობს ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ემუქრება მას საჯარო მოხელე „წყალში გადაგდებით“. გელა მთივლიშვილის განცხადებით, აგრესია მათ მიმართ მას შემდეგ გაჩნდა, რაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, „არაკაცი“ უწოდა, ხოლო პარლამენტის სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა, პოსტის წაშლაზე მიუთითა.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მხრიდან თავდასხმები თავისუფალ, მიუკერძოებელ ჟურნალისტებზე არის ნიშანი იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობს ზეწოლას იმ მედიაზე, რომელსაც ვერ აკონტროლებს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ზეწოლად მიიჩნევს პარლამენტის თავმჯდომარის წერილობით მიმართვებს თავისუფალი მედიის დონორებისადმი და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმები როგორც ცალკეულ ჟურნალისტებზე, ისე მედიასაშუალებებზე, დაიცვას გამოხატვის თავისუფლება, არ ჩაერიოს მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და იზრუნოს მედიისთვის თავისუფალი უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაზე.
ხელისუფლების წარმომადგენლები აგრძელებენ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმას.
OC Media-ს ინფორმაციით, მათ დაუკავშირდნენ შალვა პაპუაშვილის ოფისიდან და სთხოვეს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მომზადებული ოპედის გამოქვეყნება. მიუხედავად მედიასაშუალების თხოვნისა, შალვა პაპუაშვილის წარმომადგენლებმა მედიას არ მიაწოდეს ოპედის სრული ვერსია.
მედიასაშუალების რედაქტორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, არ გამოქვეყნებულიყო პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მომზადებული მასალა. მათი უარი დასაბუთებული იყო კონკრეტული კრიტერიუმებით, რომელიც მედიასაშუალებას აქვს გაწერილი.
მოგვიანებით, OC Media-სთვის ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა დონორ ორგანიზაციებს და ჰკითხა, თუ რატომ აფინანსებენ ისეთ მედიასაშუალებას, რომელიც ცალმხრივად აშუქებს ინფორმაციას.
გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ OC Media-მ ინტერვიუ სთხოვა პარლამენტის თავმჯდომარეს, რაზეც უარი მიიღო.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ როგორ ცდილობს ხელისუფლება პრობლემა შეუქმნას თავისუფალ მედიას.
ქარტიის საბჭო აღნიშნავს, რომ მედიას სრული უფლება აქვს უარი თქვას კონკრეტული მასალის გამოქვეყნებაზე, თუ ის წინააღმდეგობაში მოდის მის სტანდარტებთან და სარედაქციო პოლიტიკასთან და მით უმეტეს არ არის ვალდებული მასალის წინასწარ გაცნობის გარეშე გასცეს თანხმობა მის გამოქვეყნებაზე.
მოვუწოდებთ მმართველ პარტიას შეწყვიტოს თავისუფალი, მიუკერძოებელი მედიის დევნა და ხელი შეუწყოს თავისუფალი მედიის მუშაობასა და უსაფრთხოებას.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მწუხარებას გამოთქვამს შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო, უსამძიმრებს გარდაცვლილების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და დაკარგულ პირებს ოჯახში ჯანმრთელად დაბრუნებას უსურვებს.
გუშინდელი დღიდან მედიასაშუალებები მაქსიმალურად ცდილობენ საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია შოვში ჩამოწოლილი მეწყრის შემდეგ დაკარგულ ადამიანებზე, სამძებრო სამუშაოებსა და ხელისუფლების მხრიდან დაგეგმილ თუ დაუგეგმავ აქტივობებზე.
ამის პარალელურად, ხელისუფლების წარმომადგენლები, მათთვის მიუღებელი და კრიტიკული კითხვების გამო, სიტყვიერად თავს ესხმიან მედიასაშუალებების წარმომადგენლებს. უფრო მეტიც, დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადგილობრივი ხელისუფლებისა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა „მთის ამბების” ჟურნალისტებს, რომლებიც პირველი საათების განმავლობაში იყვნენ ინფორმაციის მთავარი წყარო და ამ დრომდე აქტიურად მუშაობენ ტერიტორიაზე, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს კი წყალში გადაგდებით დაემუქრნენ.
საქართველოს ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ მედიის მოვალეობაა საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია და დასვას კრიტიკული კითხვები, ხოლო ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, უპასუხოს ამ კითხვებს, მით უფრო მაშინ, როდესაც საუბარია ამ მასშტაბის ტრაგედიაზე და საკითხის მიმართ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი და ლეგიტიმური კითხვები.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ შეუშალოს ხელი მედიის წარმომადგენლებს მუშაობაში და შეწყვიტოს მათზე სიტყვიერი თავდასხმები.
მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს ტელეკომპანია „ფორმულას” ტელეწამყვანის, ირაკლი ტაბლიაშვილის მიმართ მუქარის ფაქტებს. აღნიშნული მუქარა კრიტიკული მედიის წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
ჟურნალისტსა და ტელეკომპანია „ფორმულას” გადაცემა „კონტექსტის” წამყვანს ირაკლი ტაბლიაშვილს რამდენიმე დღეა უცნობი რუსულენოვანი პირები სხვადასხვა ნომრიდან უკავშირდებიან და ემუქრებიან. ჟურნალისტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართა.
ბოლო თვეების განმავლობაში დაფიქსირდა არაერთი ინციდენტი, რომლის დროსაც ჟურნალისტებს თავს დაესხნენ, გაქურდეს თუ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს. ცოტა ხნის წინ იმავე ტელეკომპანია „ფორმულას" თანადამფუძნებელსა და წამყვანს, მიშა მშვილდაძეს ცემეს.
ბოლო წლებში საქართველოში საგანგაშო ტენდენციად იქცა კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების დაშინება, დისკრედიტაცია და მათზე ძალადობა, პოლიტიკური ზეწოლა თუ სამართლებრივი შევიწროება. ირაკლი ტაბლიაშვილის წინააღმდეგ მუქარა არის კრიტიკული ხმის გაჩუმებისა და ჟურნალისტის დაშინების კიდევ ერთი აშკარა მცდელობა.
მედიის ადვოკატირების კოალიცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ირაკლი ტაბლიაშვილის წინააღმდეგ მუქარის შემთხვევები სასწრაფოდ გამოიძიოს და პასუხისმგებელი პირები კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯოს. ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ზომები ირაკლი ტაბლიაშვილის დასაცავად და უზრუნველყოს მისი და სხვა ჟურნალისტების უსაფრთხოება, რათა მათ შეძლონ პროფესიული მოვალეობების ჯეროვნად შესრულება.
კოალიცია ეხმიანება „ტელეკომპანია პირველის” ყოფილი წამყვანის, ვასილ დაბრუნდაშვილის საჯარო განაცხადებას ჟურნალისტის კუთვნილი ბინიდან პირადი დოკუმენტების დაკარგვის და მის მიმართ შესაძლო თვალთვალის თაობაზე.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვსი დღის შემდეგ გადაუგზავნა, ჟურნალისტი კი მნიშვნელოვანი საფრთხის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 19 ივლისს გამოიკითხა.
მედიის წინაშე არსებული გამოწვევების და მზარდი საფრთხეების გათვალისწინებით, ხელისუფლება ვალდებულია ჰქონდეს მყისიერი რეაგირება ჟურნალისტების თვალთვალის და დაშინების ყველა მცდელობასთან დაკავშირებით.
მნიშვნელოვანია, რომ უკვე არსებობს დადასტურებული ფაქტები ჟურნალისტის პირადი და საქმიანი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის შესახებ - ე.წ. სუსის ფაილების ჩანაწერების გასაჯაროვების შემდეგ, უკანონო მოსმენების და ფარული მიყურადების საქმეზე 2022 წლის 29 ივლისს თბილისის პროკურატურამ ვასილ დაბრუნდაშვილი დაზარალებულად ცნო.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაიცვას ჟურნალისტ ვასილ დაბრუნდაშვილის პირადი უსაფრთხოება. Საქმეზე სწრაფი და ეფექტური გამოძიებით მიიღოს ყველა ზომა ჟურნალისტის დაცვისა და ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად.
მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს “ტელეკომპანია პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსისა და წამყვანი გამომძიებელი ჟურნალისტის, ნოდარ მელაძის, კუთვნილი მანქანიდან სამსახურეობრივი მყარი დისკის ქურდობას. მსგავსი ქმედება ძირს უთხრის არა მხოლოდ ჟურნალისტების უსაფრთხოებას, არამედ მთლიანად პრესის თავისუფლებას.
ნოდარ მელაძის ინფორმაციით, დღეს მისი ავტომობილიდან წაიღეს სამსახურეობრივი გარე მყარი დისკი. მანქანაში არსებული სხვა ნივთები კი, როგორებიცაა საათები და სათვალე, ხელუხლებელია. ჟურნალისტი ინციდენტს დაშინების მცდელობად მიიჩნევს: "დაშინება ძარცვის იმიტაციით."
მედიაგარემო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას და ეს ინციდენტი კიდევ ერთი შემაშფოთებელი შემთხვევაა. ჟურნალისტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის გამჭვირვალობისა და ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად და საზოგადოების ინფორმირებისთვის.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, სწრაფად გამოიძიოს ეს ინციდენტი და დასაჯოს დამნაშავეები. ასევე აუცილებელია, რომ მიღებული იყოს ზომები ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მედიის წინააღმდეგ მზარდი საფრთხეების შესაჩერებლად.
2023 წლის 13 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, „TV პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის ავტომობილი გაქურდეს. ჟურნალისტის თქმით, წაიღეს სამსახურებრივი მეხსიერების ბარათი, თუმცა პირადი ნივთები ხელუხლებელი დახვდა. აღნიშნული აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ქმედება ჩადენილია მედიის წარმომადგენლის პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე.
ქარტია მიიჩნევს, რომ მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულების სიხშირე და ასეთი საქმეების გამოუძიებლობა, დაუსჯელობის განცდას აჩენს და მომავალში განმეორებითი დანაშაულის რისკს მეტად ზრდის.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს ნოდარ მელაძის ავტომობილში ქურდობის შემთხვევა.
დღეს „TV პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა. ის 2021 წლის 11 ივლისს გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 5 ივლისს ღირსების მარშის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებს დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაუზიანეს ტექნიკა. მოძალადეები თავს დაესხნენ თბილისი პრაიდის, სირცხვილიას და ადამიანის უფლებათა სახლის ოფისებსაც.
ქარტიისთვის შემაშფოთებელია, რომ ძალადობის ორგანიზატორები დღემდე არ არიან დასჯილნი და კვლავ აორგანიზებენ ძალადობას, რაც ცხადად ვიხილეთ კიდეც 2023 წლის 8 ივლისს.
დღემდე არ არის დასჯილი 5 ივლისის ძალადობაზე პასუხისმგებელი ყველა პირი და რიგ შემთხვევებში სასამართლოს მხრიდან არ მომხდარა მოძალადეებისთვის სათანადო პასუხისმგებლობის დაკისრება. ლექსო ლაშქარავას ეპიზოდზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 იანვრის განაჩენით, ძალადობაში მსჯავრდებულები ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ჩადენაში გამართლდნენ და მათ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი შეუმცირდათ.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, პასუხისგებაში მისცეს 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები რადგან მისი ვალდებულებაა, უზრუნველყოს მედიის უსაფრთხო საქმიანობა. ამასთან, სულ უფრო მძიმდება მედიაგარემო, დღითიდღე იზრდება იმ ჟურნალისტთა სია, რომლებსაც პროფესიული საქმიანობის გამო თავს ესხმიან, ფიზიკურად უსწორდებიან და დევნიან.
მედიით გავრცელებული ინფორმაციით, “თბილისი პრაიდის” მიერ დღეს
დაგეგმილ ღონისძიებაზე მისული ძალადობრივი ჯგუფების გაშუქებისას,
“მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს თავს
დაესხნენ. კოალიციის წევრი ორგანიზაციის
“მედიაომბუდსმენის” შეტყობინების შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო
სამსახურმა საქმის შესწავლა
დაიწყო.
იმ ფონზე, როდესაც ჟურნალისტები უზრუნველყოფენ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას, აღმაშფოთებელია, რომ მათ სახელმწიფო არ იცავს. ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის ამგვარი ინსტრუმენტალიზაცია სერიოზულ საფრთხეს უქმნის პრესის თავისუფლებასა და დემოკრატიას.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაიაზროს პასუხისმგებლობა და ვალდებულებები საკუთარი მოქალაქეების და მედიის წინაშე და უზრუნველყოს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, მუქარის, დაშინებისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ჩარევის ფაქტების ეფექტიანი გამოძიება და დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემა.
მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს მედიას და ადასტურებს ურყევ ერთგულებას პრესის თავისუფლების დასაცავად. კოალიცია აგრძელებს მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას და გამოხატავს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, მედიის წარმომადგენლებს დაეხმაროს.
ქარტია მოუწოდებს მედიას, გამოიჩინოს სიფრთხილე ძალადობრივი ჯგუფების გაშუქებისას და არ შეუწყოს ხელი დისკრიმინაციის წახალისებას, ძალადობისა და ძალადობისკენ მოწოდების ტირაჟირებას.
მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, რომ დაეხმაროს საზოგადოებას ირაციონალური შიშებისა და სიძულვილის დაძლევაში და არ გაამძაფროს დისკრიმინაცია.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ჟურნალისტებს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს:
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, ძალადობრივი ჯგუფების გაშუქებისას დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება და არ დაუშვას 5 ივლისის განმეორება. მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება ხელისუფლების მოვალეობა და პასუხისმგებლობაა.
2023 წლის 6 ივლისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის" და „ფორმულას” გადამღებ ჯგუფს საგარეჯოში თავს დაესხნენ. „მთავარი არხი” წერს, რომ დაზიანებულია კამერა და ქვა მოხვდა ჟურნალისტს. „ფორმულას” მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში კი ჩანს, რომ ქვები ამავე არხის ჟურნალისტს გიორგი კვიჟინაძესაც ესროლეს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დროულად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევები.
სამწუხაროდ, საქართველოში ჟურნალისტებისთვის სამუშაო გარემო უკიდურესად საშიში გახდა - მათ ხშირად არ ეძლევათ შესაძლებლობა თავისუფლად შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმები მედიის წარმომადგენლების საქმიანობის თანმდევი ნაწილი გახდა. ჟურნალისტების მიმართ აგრესიული ქმედებები განსაკუთრებით გახშირდა 2021 წლის 5 ივლისის შემდეგ, როდესაც ღირსების მარშის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებს დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაუზიანეს ტექნიკა. თუმცა, ძალადობის ორგანიზატორები კვლავ დაუსჯელები არიან.
ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, არ წაახალისოს მოძალადეები და გაატაროს ყველა პრევენციული ღონისძიება, რათა უზრუნველყოს მედია მშვიდი და უსაფრთხო სამუშაო გარემოთი და დაიცვას ჟურნალისტები ყოველგვარი თავდასხმისა და საქმიანობაში უკანონო ხელშეშლისგან.
ორი წლის წინ, საზოგადოება მომსწრე გახდა პრესის თავისუფლებაზე საგანგაშო თავდასხმისა, როდესაც 2021 წლის 5 ივლისს, “ღირსების მარშის” კონტრაქციის გაშუქებისას, ორმოცდაათზე მეტი ჟურნალისტი და ოპერატორი მოძალადე ჯგუფების თავდასხმის შედეგად დაშავდა. რამდენიმე ჟურნალისტის საავადმყოფოში სამკურნალოდ გადაყვანაც გახდა აუცილებელი. დაპირისპირება და თავდასხმები 6 ივლისსაც გაგრძელდა. ამ თავდასხმებისას დაშავებული ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რამდენიმე დღის შემდეგ, გარდაცვლილი იპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცაველებმა დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს ათობით პირი, შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ პასუხი არ აგო ამ ძალადობრივი ქმედებების არცერთმა ორგანიზატორმა, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გარემოებები კი სათანადოდ არ იქნა გამოძიებული.
5-6 ივლისის მოვლენები არის მორიგი შეხსენება იმისა, თუ რა საფრთხე ემუქრებათ ჟურნალისტებს საქართველოში პროფესიული საქმიანობისას. მედიის ადვოკატირების კოალიცია კიდევ ერთხელ უცხადებს სოლიდარობას და მხარდაჭერას მედიის ყველა წარმომადგენელს, რომელიც თავისი საქმიანობის გამო ძალადობისა და მუქარის მსხვერპლია.
დღევანდელ დღეს ჟურნალისტები, განსაკუთრებით კი კრიტიკული მედიის წარმომადგენლები, კვლავ ძალადობის, მიზანმიმართული დეზინფორმაციის თუ ბოიკოტის სამიზნეები არიან. გახშირებულია როგორც ჟურნალისტების, ისე ადგილობრივი ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების მიმართ საჯაროდ გავრცელებული მუქარები, რაც მათ პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება.
არსებულ ვითარებაში, მედიის ადვოკატირების კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას, საფუძვლიანად გამოიძიოს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გარემოებები და პასუხისგებაში მისცეს 5-6 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები. ჟურნალისტებისა და ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმდინარე საჯარო მუქარების გათვალისწინებით, ხელისუფლების ვალდებულებაა მათი უსაფრთხოების დაცვა, რათა პროფესიული საქმიანობა შურისძიებისა ან თავდასხმის შიშის გარეშე შეძლონ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კასპში, ქართული ოცნების მხარდამჭერებმა მთავარი არხის ჟურნალისტს, გიორგი ახალკაცს პირდაპირ ეთერში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, გააცნობიერონ თავიანთი ვალდებულება და უზრუნველყონ მედიასაშუალებებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო.
ქარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია. ასევე, თავდასხმები გამოწვეულია მმართველი პარტიის წარმომდგენლების აგრესიული დამოკიდებულებით ჟურნალისტების მიმართ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფორმულას ერთ-ერთ
დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად
გაუსწორდა.
2023 წლის 21 ივნისს, „TV მონიტორინგის“ გადამღებ ჯგუფს ჟურნალისტური საქმიანობის დროს თავს დაესხნენ. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, კლინიკა „გორმედში“ მოხდა.
„TV მონიტორინგის“ ინფორმაციით, ჟურნალისტი და ოპერატორი ადგილზე მოქალაქეების შეტყობინების შემდეგ მივიდნენ, რომლის მიხედვით, რეგისტრატურასთან საათობით რიგში დგომა უწევთ, რაც აფერხებს სამედიცინო მომსახურებას.
„TV მონიტორინგის “გადამღები ჯგუფი ვითარების გასარკვევად კლინიკაში მივიდა, რასაც კლინიკა „გორმედის“ დაცვის თანამშრომლის მხრიდან აგრესია მოჰყვა. თანამშრომლის მხრიდან იყო ტექნიკის დაზიანების მცდელობაც.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაინტერესდეს „TV მონიტორინგის“ წარმომადგენლების საქმით და ეფექტიანი გამოძიების პირობებში, საფუძვლიანად გამოიკვლიოს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის შემთხვევა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს შესაბამისს უწყებებს, გააცნობიერონ თავიანთი ვალდებულება და უზრუნველყონ მედიასაშუალებებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო.
ქარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია. ასევე, თავდასხმები შეიძლება გამოიწვიოს მმართველი პარტიის წარმომდგენლების აგრესიულმა დამოკიდებულებამ ჟურნალისტების მიმართ.
მედიის ადვოკატირების კოალიცია უკიდურესად კრიტიკულად აფასებს საკასაციო სასამართლოს განაჩენს ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც „მთავარი არხის” დირექტორი პატიმრობაში რჩება. ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება და სასამართლო პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია და განაჩენი უსამართლო და დაუსაბუთებელია.
19 ივნისს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა, დაუშვებლად ცნო რა ნიკა გვარამიას ადვოკატის, ასევე კახაბერ დამენიას და პროკურატურის მიერ შეტანილი საკასაციო საჩივრები.
მედიის ადვოკატირების კოალიცია, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველთან ერთად, გამოძიების დაწყების დღიდან ვაცხადებდით, რომ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ არსებული საქმე იყო პოლიტიკურად მოტივირებული და რომ ის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას წარმოადგენდა. საკასაციო სასამართლოს განაჩენი კი მხოლოდ ამ უსამართლობის დროში გახანგრძლივებას ემსახურება.
არსებულ ვითარებაში მედიის ადვოკატირების კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს გადადგას ნაბიჯი „მთავარი არხის” გენერალური დირექტორის გასათავისუფლებლად. იმ დროს, როდესაც უდანაშაულო ადამიანი გამოხატვის თავისუფლების გამო ისჯება, პრეზიდენტმა პროცესს გვერდიდან არ უნდა უყუროს. დროა, საქართველო პრეზიდენტმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, შეიწყალოს ნიკა გვარამია და ევროინტეგრაციის პროცესში პოზიტიური როლი ითამაშოს.
ფოტო: მთავარი არხი
ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, მტკიცე მხარდაჭერას
ვუცხადებთ საქართველოს პარლამენტთან დაკავებულ უფლებადამცველებს,
რომლებიც გაბედულად იბრძვიან გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი
შეზღუდვების წინააღმდეგ. ამ ღამით პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე
ტერიტორიაზე სრულიად თვითნებურად, უკანონოდ და მკვეთრად აგრესიული
მანერით დააკავა მშვიდობიანი შეკრების 7 მონაწილე. დაკავებულთა შორის
არიან ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის იურისტი - შოთა
თუთბერიძე (ამჟამად გათავისუფლებულია ხელწერილის საფუძველზე),
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე - ედუარდ
მარიკაშვილი, ღია საზოგადოების ფონდის თანამშრომელი - საბა ბრაჭველი,
აქტივისტი - ნიკა რომანაძე და სხვები.
შემაშფოთებელია, რომ ქართული საზოგადოება ხდება ამგვარი ნეგატიური ტენდენციის მოწმე, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს და, ფაქტობრივად, არარად აცხადებს გამოხატვის თავისუფლების ძირითად უფლებას. ადმინისტრაციული დაკავებების თვითნებური პრაქტიკით კი სისტემა ცდილობს საპოლიციო კონტროლს დაუქვემდებაროს მშვიდობიანი შეკრების მონაწილეები და ორგანიზატორები, რაც მოქალაქეების თვითორგანიზების დასუსტებას, საზოგადოების დაშინებასა და აქტივისტების შევიწროებას ისახავს მიზნად.
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყონებლივ გაათავისუფლოს დაკავებულები და შეწყვიტოს უკანონო დაკავებების პრაქტიკა;
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - შეისწავლოს მშვიდობიანი აქტივისტების უკანონო დაკავების და სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები;
საქართველოს სახალხო დამცველს, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელს, იმოქმედოს მისი მანდატით გათვალისწინებული მექანიზმებით და, მათ შორის, განახორციელოს შეკრების და გამოხატვის თავისუფლების, დაკავებულთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგი ადგილზე;
Საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას - გამოეხმაუროს ადვოკატების უფლებადარღვევების შემთხვევებს.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს სასამართლოს გუშაგი
დემოკრატიის მცველები
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
სალამი
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
ღია საზოგადოების ფონდი
ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო
საერთაშორისო- გამჭვირვალობა საქართველო
მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)
უფლებები საქართველო
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
მედიაომბუდსმენი
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
ქალთა ინიციატივების მხარდამჭრი ჯგუფი, WISG
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალურო და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი -GCRT
მედიის განვითარების ფონდი
საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, თავისუფლების მოედანზე მომუშავე მედიას თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძისთვის კითხვების დასმის საშუალება არ მიეცა. ჟურნალისტების მიკროფონები და ხმის ჩამწერები მედიისთვის განკუთვნილი სივრციდან რამდენიმე მეტრის მოშორებით მდგარ მინისტრთან პრესსამსახურის თანამშრომლებმა მიიტანეს კომენტარისთვის. ამ სივრცის მიმდებარედ მუშაობდნენ ტელევიზიების ვიდეო ოპერატორები. რაც შეეხება ონლაინ მედიას, რომელიც საქართველოში მეტწილად მობილური ტელეფონების გამოყენებით იღებს ვიდეოს, მანძილის გამო მათთვის ვიდეოს ჩაწერა, სადაც რესპონდენტის ხმაც აღქმადი იქნებოდა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო.
საქართველოს ჟურნალისტების ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტების ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება მწვავე და კრიტიკული კითხვების დასმაა, განსაკუთრებით პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის და არა პოლიტიკოსებისთვის სასურველი ინფორმაციის გავრცელება კითხვების დასმის გარეშე. მსგავსი პრაქტიკა ხელს უშლის მედიის სრულფასოვან მუშაობას და შესაბამისად, საზოგადოების ინფორმირებას.
მნიშვნელოვანია, რომ ყველას, განსაკუთრებით კი საჯარო პირებს, ესმოდეს მედიის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში. მედიის როლი საზოგადოების ინფორმირებაა - პოლიტიკური თანამდებობის პირებმა პატივი უნდა სცენ საზოგადოების უფლებას, მიიღოს ინფორმაცია და უპასუხონ დასმულ კითხვებს.
გუშინ, 2023 წლის 24 მაისს, ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა გაავრცელა აუდიო ჩანაწერი, რომლის შინაარსის მიხედვით, „მთის ამბების” მიერ გამოქვეყნებული ჟურნალისტური მასალის გამო, მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.
ჟურნალისტის საქმიანობა დაცულია საქართველოს კანონმდებლობით. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ჟურნალისტები და შეაჩეროს საფრთხეები, რაც მათი სიცოცხლის ხელშეუხებლობას და პროფესიული საქმიანობის თავისუფლებას უკავშირდება.
ქარტია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დროულად და ეფექტიანად გამოძიოს მედიის წარმომადგენელზე მუქარის ფაქტი.
ქარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები მედიის წარმომადგენლების მიმართ ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია. ქარტია კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა აუცილებელია.
მედიის ადვოკატირების კოალიცია უარყოფითად აფასებს მმართველი პარტია „ქართული ოცნების” მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროინტაგრაციის პროცესის მიზნებს, არ პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებს, აგრძელებს ხელისუფლების მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიტაცების პროცესს და უზრუნველყოფს „ქართულ ოცნებასთან” აფილირებული საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის უფლებამოსილების კიდევ უფრო გაზრდასა და გავლენის გახანგრძლივებას.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების” წევრების მიერ ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში შემდეგ ცვლილებებს ითვალისწინებს: სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა იზრდება 9-დან 11-მდე; კომუნიკაციების კომისიას უფლებამოსილება ენიჭება, დამატებითი ორი კანდიდატი წარუდგინოს პარლამენტს; უქმდება სამეურვეო საბჭოს წევრად ერთ ვადაზე მეტი ხნით არჩევის აკრძალვა; ასევე, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის უფლებამოსილების ვადები იზრდება სამი წლიდან ექვს წლამდე, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს უფლება ეძლევა იმავდროულად ეკავოს თანამდებობა/ასრულებდეს ანაზღაურებად სამუშაოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში და სხვ.
სამწუხაროდ, „ქართული ოცნების” მხრიდან მსგავსი შინაარსის კანონპროექტი ეწინააღმდეგება იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც საზოგადოებრივი მაუწყებელი დგას. ნაცვლად კანონმდებლობის ევროპის კავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისა, რასაც კოალიცია და მედია სექტორი აქამდეც ითხოვდა, ხელისუფლება აგრძელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის დაზიანების პროცესს და ცდილობს კანონმდებლობა მოარგოს ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ პირს - სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს, ვასილ მაღლაფერიძეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლების დამოუკიდებლობა გადამწყვეტია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიუკერძოებელი გაშუქებისა და საზოგადოების დემოკრატიული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს მმართველ პარტიას შეწყვიტოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიტაცების პროცესი და გაიწვიოს მაუწყებლის დამოუკიდებლობისთვის ზიანის მომტანი კანონპროექტი. ამასთან, ევროპის საბჭოს ექსპერტების რეკომენდაციების და მედიის ადვოკატირების კოალიციის მიერ მომზადებული ალტერნატიული კანონპროექტის გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ გადადგას რეალური ნაბიჯები „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის მისაღწევად.
მედიის ადვოკატირების კოალიცია კატეგორიულად გმობს სასტუმრო ყვარლის ტბასთან მიმდინარე პროცესების გაშუქებისას მედიის წინააღმდეგ ფიზიკური ძალადობის, ტექნიკის წართმევისა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ ხელშეშლის ფაქტებს.
მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ყვარლის ტბაზე, სასტუმროში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ნათესავი ქორწილის გადახდას აპირებს, სადაც, სავარაუდოდ, სერგეი ლავროვის სანქცირებული შვილი, ეკატერინა ვინოკუროვა (ლავროვა) და მისი ქმარი იმყოფებიან. პროტესტი ორი დღეა მიმდინარეობს და მედია კახეთში მიმდინარე პროცესებს აქტიურად აშუქებს.
ტელეკომპანია „ფორმულას" ინფორმაციით, სასტუმრო „ყვარლის ტბის" უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა ტელევიზიის ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალა.
„TV პირველის” ინფორმაციით, კახეთის სამხარეო პოლიციის წარმომადგენლებმა მაუწყებლის ჯგუფს აპარატურა წაართვეს, კერძოდ, ვიდეო ოპერატორის ტელეფონი, რომლის მეშვეობითაც გადამღები ჯგუფი პირდაპირ ჩართვას ახორციელებდა. ტელევიზიის ცნობით, მიმდინარეობს საკომუნიკაციო არხების ჩახშობა, რათა შეიქმნას საინფორმაციო კომუნიკაციის შეფერხება.
სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მედიის წარმომადგენლებს პროტესტის თავისუფლად და უსაფრთხოდ გაშუქების საშუალება არ ეძლევათ. ძალადობასა და უკანონო ჩარევაზე სახელმწიფოს უმოქმედობისა თუ თავად ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტების საქმიანობის ხელშეშლის შედეგად, სახეზე გვაქვს უკვე დამკვიდრებული ნეგატიური პრაქტიკა.
საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა იცავს ჟურნალისტების უფლებებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობები ძალადობისა თუ საქმიანობაში ხელშეშლის გარეშე. შესაბამისად, მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მედიის საქმიანობაში უკანონო ჩარევა, უზრუნველყოს თავდასხმასა და ხელშეშლაში პასუხისმგებელი პირების კანონის მთელი სიმკაცრით დასჯა და უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა.
2023 წლის 20 მაისის დილიდან „ყვარლის ტბასთან“ აქცია მიმდინარეობს. 19 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სასტუმროში იმყოფებიან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი და მისი ქმარი, დაგეგმილია ლავროვის შვილის მაზლის საქორწილო წვეულება. ლავროვი და მისი ოჯახის წევრები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ არიან სანქცირებულები. მოქალაქეები სასტუმროს ტერიტორიაზე ლავროვის სანქცირებული შვილის ვიზიტის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ. ადგილზე მუშაობს მედიაც.
ტელეკომპანია „ფორმულამ" გაავრცელა კადრები, სადაც „ყვარლის ტბის“ უსაფრთხოების თანამშრომელი „ფორმულას“ ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელს უშლის და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს.
გარდა ამისა, „მთავარი არხის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმროსთან სიგნალს ახშობენ და პოლიცია ჟურნალისტებს ტელეფონებს ართმევს. „ტვ პირველის" ინფორმაციით, პოლიციამ მედიასაშუალების გადამღებ ჯგუფს აპარატურა წაართვა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს:
მივმართავთ მმართველ პარტიას, დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია მედიის ხელშეუხებლობის მხარდასაჭერად და გასცენ სათანადო რეკომენდაციები/ბრძანებები, რათა შეჩერდეს აქციაზე მომუშავე ჟურნალისტების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და მიეცეთ პროფესიული მოვალეობის შესრულების საშუალება.
ეთიკის ქარტიამ არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება მედიის მიმართ აგრესიის ტენდენციასთან დაკავშირებით, რაც ძირითადად კრიტიკული მედიასაშუალებების მისამართით გამოიხატება. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის, როგორც ჟურნალისტური გაერთიანებისთვის, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს თითოეული ჟურნალისტის უფლება, რათა მათ შეძლონ პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელება და საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე მოვლენების შესახებ.
რუსული ფრენების დაწყების შემდეგ, დღეს თბილისში მოსკოვიდან პირველი თვითმფრინავი ჩამოფრინდა. აეროპორტთან მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომლებიც ფრენების დაწყებას აპროტესტებენ. ამ მოვლენებს აშუქებს მედიაც, რომელთა ნაწილმა გაავრცელა ძველი ვიდეო, სადაც ჩანს მგზავრებისთვის შესრულებული ქართული ტრადიციული ცეკვა. ვიდეო გავრცელდა სოციალურ ქსელებშიც. აღნიშნული ვიდეო უკრაინულმა მედიამ 2021 წლის მარტში გაავრცელა და დაწერა, რომ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების ბორტგამცილებლებმა ეს ცეკვა ანსამბლ სუხიშვილების წევრებს მიუძღვნეს, რომლებიც იმ თვითმფრივანით მგზავრობდნენ.
ეთიკის ქარტია მოუწოდებს მედიას, გაავრცელოს მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია და ნუ ენდობა სხვადასხვა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებსა თუ ვიდეოებს შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე.
მედია ვალდებულია, პატივის სცეს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. არსებულ სიტუაციაში, როდესაც რუსეთიდან ფრენების დაწყებას მოჰყვა სამართლიანი პროტესტი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მედიამ გამოიჩინო მეტი პასუხისმგებლობა და არ გაავრცელოს გადაუმოწმებელი ინფორმაცია.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ჟურნალისტებს რეკომენდაციით მიმართავს:
დღეს, 16 მაისს ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მთავარი არხის დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ბოლო წლებია ხელისუფლება აქტიურად ცდილობს ხელი შეუშალოს კრიტიკული მედიის საქმიანობას, იქნება ეს რუსული კანონის მიღების მცდელობა, აგრესიული რიტორიკა, მოძალადე ჯგუფების დაუსჯელობა, ბოიკოტი, ღონისძიებებზე არ დაშვება, საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა, უსამართლო და არადემოკრატიული აკრედიტაციის წესი პარლამენტში თუ ამ აკრედიტაციის შეჩერების არაერთი შემთხვევა კრიტიკული კითხვის დასმის გამო და ა.შ. გარდა ამისა, არ ხდება აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების დირექტივის სათანადო იმპლემენტაცია, რაც ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას დაკავება ამ პროცესის ნაწილია და უკავშირდება მისი და მის მიერ დაფუძნებული მედიის მხრიდან ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკას.
ქარტიამ, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, არაერთხელ მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ, თუმცა სალომე ზურაბიშვილს ეს ნაბიჯი ამ დრომდე არ გადაუდგამს.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს კრიტიკულ მედიაზე ზეწოლის მცდელობები. ასევე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პრეზიდენტს, შეიწყალოს პოლიტიკური პატიმარი ნიკა გვარამია.
მედიის ადვოკატირების კოალიცია კატეგორიულად ვგმობთ ტელეკომპანია „ფორმულას" ჟურნალისტებისთვის პარლამენტში აკრედიტაციის შეჩერებას.
ტელეკომპანია „ფორმულას" ინფორმაციით პარლამენტმა ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ გიორგი კიკაბიძესა და ოპერატორ თედო ქვაჩახიას მმართველი პარტიის წევრი ირაკლი ზარქუასთვის პუტინის გადაწყვეტილების შესახებ კითხვების დასმის გამო აკრედიტაცია 1 თვით შეუჩერა. აკრედიტაციის შეჩერების მოთხოვნით თავად დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პარლამენტი მედიის წარმომადგენლებს დისკრიმინაციულად აკრედიტაციას უჩერებს. საქართველოს პარლამენტი, ნაცვლად საჯაროობისა და ქვეყანაში პლურალიზმის უზრუნველყოფისა, ახორციელებს მედიის წინააღმდეგ სისტემურ სადამსჯელო ღონისძიებებს.
ჟურნალისტების მუშაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის და მიუღებელია მათი შეზღუდვა საჯარო ინტერესის საკითხებზე გაშუქებისას. მედიის როლი დემოკრატიაში არის სიმართლის გამოვლენა, მნიშვნელოვანი მოვლენების გაშუქება და ხელისუფლებაში მყოფთა საქმიანობის მონიტორინგი.
კოალიცია მოუწოდებს პარლამენტს დაუყოვნებლივ აღადგინოს ტელეკომპანია „ფორმულას"ჟურნალისტებისთვის აკრედიტაცია, გააუქმოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის შესახებ, სადაო მუხლები, უზრუნველყოს, რომ ჟურნალისტებს ხელი არ შეეშალოთ პროფესიული მოვალეობების შესრულებაში.
კოალიცია მოუწოდებს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას" პატივი სცეს და დაიცვას მედიის თავისუფლება, რომელიც ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია.
სტუდია მონიტორის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ მოიპოვეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო მამუკაშვილის ელექტრონული ფოსტის მიმოწერა, სადაც ჩანს, თუ როგორ უკრძალავს ჯანდაცვის სამინისტრო სტუდია მონიტორისთვის უკვე მომზადებული საჯარო ინფორმაციის მიწოდებას NCDC-ს. სტუდია მონიტორი ასევე აღნიშნავს, რომ ნინო მამუკაშვილმა მათთან საუბარში ეს მიმოწერა უარყო.
გარდა ამისა, 9 მაისს ცნობილი გახდა, რომ მარნეულის მერმა qvemoqartli.ge-ს შიდა აუდიტის ანგარიშების გასაჯაროებაზე უარი უთხრა. ასევე, Qvemoqartli.ge-ს შიდა აუდიტის დასკვნის გაცემაზე უარი უთხრა რუსთავის მერმაც.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მედიას საჯარო ინფორმაციაზე წვდომა ეზღუდება. ჟურნალისტები ხშირად საუბრობენ სახელმწიფო უწყებების მხრიდან კომუნიკაციის არათუ სიმცირეზე, არამედ, ფაქტობრივად, არ არსებობაზე, რაც ხელს უშლის მოქალაქეების ინფორმირებას. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აღნიშნავს, რომ მედიის წარმომადგენლებისთვის ფაქტობრივად შეუძლებელია საჯარო ინფორმაციის მიღება, რასაც ადასტურებს ზემოაღნიშნული ფაქტებიც.
ქარტია კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა გააცნობიერონ საჯარო ინფორმაციის მნიშვნელობა, შეასრულონ კანონით ნაკისრი ვალდებულებები და, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მიაწოდონ ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს. მოქალაქეებს, მათ შორის მედიის წარმომადგენლებს, უფლება აქვთ, ხელი მიუწვდებოდეთ საჯარო ინფორმაციაზე.
ქარტია მოუწოდებს ადმინისტრაციულ ორგანოებს, ნუ უქმნიან საფრთხეს დემოკრატიის ისეთ პრინციპებს, როგორიცაა ანგარიშვალდებულება, საჯაროობა, ღიაობა და შეცვალონ მიდგომები საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით.
Facebook-ის მფლობელი კომპანიის, META-ს, მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო კომპანიამ Facebook-ის 80 ანგარიში, 26 გვერდი, 9 ჯგუფი და ინსტაგრამის 2 ანგარიში წაშალა. წაშლილია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერი ჯგუფები და სხვა პროსახელისუფლებო ანგარიშები.
კომპანიის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ოპერაციის უკან მყოფი პირები ცდილობდნენ საკუთარი ვინაობისა და კოორდინაციის დამალვას, META-ს გამოძიებამ „აღმოაჩინა კავშირი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან“.
როგორც ანგარიშიდან დგინდება, აღნიშნული ქსელი ხშირად იყენებდა კომენტარების ფუნქციას, რისი საშუალებითაც საზოგადოებაში ავრცელებდა არაავთენტურ, ცრუ ინფორმაციას სასურველი განწყობის შესაქმნელად. ქსელი ასევე ცდილობდა პროსამთავრობო გზავნილების პოპულარიზებას, ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების დისკრედიტაციას. ანგარიშში ისიც ხაზგასმულია, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ კანონის“ კონტექსტში. META-ს ინფორმაციით, სოციალურ ქსელებში პროსამთავრობო ქსელების პოსტების რეკლამირებაში დაახლოებით 33,500 აშშ დოლარი დაიხარჯა.
ცნობისათვის, საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის მხარდაჭერის მიზნით მოქმედი გვერდების სქემა, სხვადასხვა ორგანიზაციასა და მკვლევარს წარსულშიც გამოუვლენია. „სამართლიანი არჩევნების” მიერ 2021 წელს ჩატარებული მონიტორინგით გაირკვა, რომ მთავრობის სტრატკომთან ფარულად დაკავშირებული გვერდები პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნქციას ითავსებდნენ და, პარალელურად, ოპოზიციის მადისკრედიტირებელ კამპანიას აწარმოებდნენ.
საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დეკლარირებულ ძირითად ამოცანას მთავრობის გრძელვადიანი მიზნების მხარდაჭერა წარმოადგენს. ამ კუთხით უმთავრესია საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდა. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ META-ს გამოძიების თანახმად, დეპარტამენტი, დეკლარირებული მიზნების საწინააღმდეგოდ, საქართველოს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანის ფარულ ოპერაციებშია ჩართული.
ვითვალისწინებთ რა ზიანის მასშტაბს, რასაც საქართველოში დეზინფორმაციული სქემები შეიძლება ქმნიდნენ, ჩვენ, „კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, რომ გამოიყენოს მის ხელთ არსებული საზედამხედველო მექანიზმები ანგარიშში მითითებული დეზინფორმაციული სქემების შესასწავლად, მათ შორის, შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია ან/და მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
ევროპულ ქართული ინსტიტუტი - EGI
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი - DRI
მმართველობის მონიტორინგის ცენტრი - GMC
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - IDFI
ღია სივრცე კავკასია - COS
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
ფრანკლინის კლუბი
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
IWPR საქართველო
აი, ფაქტი - Ifact
მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება სოციალური ქსელის Meta-ს (Facebook) ანგარიშს, რომლის თანახმადაც მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან დაკავშირებული ანგარიშები ჩართული იყვნენ ყალბი და მადისკრიტებული ინფორმაციების გავრცელებაში.
2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშის თანახმად, მთავრობის სტრატეგიულ დეპარტამენტთან აფილირებული ყალბი ანგარიშები ცდილობდნენ პროსამთავრობო ნარატივის პოპულარიზებას, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას. აღნიშნული ქმედებები ხდებოდა რუსული კანონის განხილვის პერიოდში. მთავრობის დეპარტამენტთან დაკავშირებული 80 ყალბი ანგარიში, 26 გვერდი, 9 ჯგუფი და 2 Instagram გვერდი კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო წაიშალა. ასევე აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 33 500 აშშ დოლარი იყო Facebook-ისა და Instagram-ის რეკლამებისთვის დახარჯული.
აღნიშნული ანგარიში ადასტურებს ღია წყაროებით მოპოვებულ ინფორმაციებს, რომელიც ადრეც აჩენდა ეჭვებს, რომ ხშირად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არა საჯარო ინტერესის, არამედ პარტიული მიზნით ხდება, ხოლო მმართველი პარტია პოლარიზაციას და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ უნდობლობის გაჩენას უწყობს ხელს, რაც ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას კიდევ უფრო აღრმავებს. ეს კი იმ ფონზე, როდესაც მედია გარემო სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, ძალადობა, ბოიკოტი, უკანონო მოსმენები და ა.შ. ნაცვლად რეალური საფრთხეების წინააღმდეგ აქტიური ქმედების გადადგმისა, ხელისუფლება თავად ეწევა შიდა პროპაგანდას, ჟურნალისტების უფლებების დარღვევას და ოპონენტების დისკრედიტაციას.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შიდა დეზინფორმაციული კამპანია, დაიცვას მედიის უფლებები და შექმნას უსაფრთხო სამუშაო და პლურალისტური გარემო.
3 მაისი პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა. 1993 წლიდან დღემდე ეს თარიღი სიმბოლური მანიფესტია ყველა ხელისუფლებისთვის, რათა პატივი სცენ პრესას, როგორც თავისუფლების ერთ-ერთ მთავარ საყრდენ კედელს. ამ დღესთან დაკავშირებით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები კიდევ ერთხელ ვეხმიანებით „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეს. თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს1 მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 2022 წლის 16 მაისს „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, დამნაშავედ ცნო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და 3 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.2 მივიჩნევთ, რომ ნიკა გვარამიას მიმართ არსებული სამართალწარმოება პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზნად ისახავს კრიტიკული ხმის ჩახშობას. ნიკა გვარამიას მიმართ წარმოებული საქმე მთლიანობაში ძირს უთხრის მის მიერ სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობას, ატარებს მსუსხავ ეფექტს გამოხატვის თავისუფლების მიმართ და ქმნის თავისუფალი სივრცის შევიწროების იმგვარ პრეცედენტს, რომელსაც გავლენა აქვს სახელმწიფოში პლურალისტული მედია გარემოს არსებობაზე.
საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, ნიკა გვარამიას მიმართ თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს განაჩენები გამოტანილია კანონიერების ფუნდამენტური პრინციპის დარღვევით და დასტურდება პოლიტიკური მოტივის/მდგენელის უპირატესობა.3 ხელმომწერი ორგანიზაციები ვიზიარებთ ამ შეფასებას. საქმის მონიტორინგიდან გამომდინარე, დგინდება, რომ:
პირველი ინსტანციის სასამართლოში ნ. გვარამიას საქმეზე განაჩენი გამოიტანა მოსამართლემ, რომლის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არსებობდა საფუძვლიანი კითხვები.4 პროკურატურის მიერ ნიკა გვარამიასთვის წარდგენილი ბრალდება არ შეიცავდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საკმარის მკაფიო ნიშნებს.5 საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე არსებულ კითხვებს, რაც ბრალის წარდგენის, სასამართლო განხილვის, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის სტანდარტებთან და მოსამართლის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან მიმართებით არსებობდა, სასამართლო არც განაჩენში პასუხობს, რის გამოც განაჩენი დაუსაბუთებელად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ამასთანავე, სასამართლო სხდომის დარბაზში გამოკვლეული არც ერთი მტკიცებულება არ ქმნიდა საფუძველს, ქმედებაში დანაშაულის ნიშნების იდენტიფიცირებისთვის.6
სააპელაციო სასამართლომ 2022 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ნიკა გვარამია კვლავ დამნაშავედ ცნო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდში.7
ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი გასაჩივრებულია საკასაციო წესით. მიუხედავად იმისა, რომ კანონით განსაზღვრული ვადა თითქმის იწურება, ნიკა გვარამიას საკასაციო საჩივრის განხილვა არათუ არ დაწყებულა, სასამართლოს შემადგენლობაც კი არ არის განსაზღვრული.8
ხაზგასასმელია, რომ ნიკა გვარამიას საქმე ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან, მე-7 რეკომენდაციას პირდაპირ უკავშირდება, რომელიც ჯერ კიდევ შესასრულებელია.9 ამ კუთხით, რეკომენდაცია მოითხოვს „უფრო ძლიერი ძალისხმევა იყოს მიმართული თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმისათვის, რომ მედიის მფლობელთა წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლებრივი პროცედურები აკმაყოფილებდეს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს, და ჩატარდეს მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიებები ჟურნალისტებისა და მედიის სხვა მუშაკთა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული მუქარების შემთხვევებზე.“10 ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურიც მედიის მფლობელების მიმართ აღძრულ სისხლის სამართალწარმოების უმაღლეს საკანონმდებლო სტანდარტებთან შესაბამისობის აუცილებლობაზე მიუთითებს.11 ამ მიმართულებით, მიგვაჩნია, რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, პატიმრობიდან გათავისუფლება ერთ-ერთი ნაბიჯია აღნიშნული რეკომენდაციის შესასრულებლად. ამასთანავე მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ დაფუძნდა ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოძრაობა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს.12 გვარამიას შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართავდნენ/მიმართავენ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი და მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები.13 ასევე, საქართველოს სახალხო დამცველმაც14 მიმართა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით.15 დღეის მდგომარეობით, ნიკა გვარამია კვლავ პატიმრობაში რჩება.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში16 ხაზგასმულია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის Amnesty International-მა, ნიკა გვარამიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნიეს.17 აშშ-ს საელჩოს განცხადებით, ნიკა გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლის გაცხადებულ მიზანს.18
ამასთან, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები19 აღნიშნავენ, რომ ნიკა გვარამიას დაპატიმრება, რომელიც საქართველოს პოსტსაბჭოთა ევრაზიის რეპრესიული, ავტორიტარული სახელმწიფოების სიაში აქცევს, ზიანს აყენებს ქვეყნის რეპუტაციას.20
ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ,
- საქართველოს უზენაეს სასამართლოს დროულად, ობიექტურად და მიუკერძოებლად განიხილოს ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე;
- საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მიმართ ევროკომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, და საქმეზე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, სახალხო დამცველის შეფასებების შესაბამისად, მიიღოს გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ადამიანის უფლებათა ცენტრი
მედიის ინსტიტუტი
ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო
საქართველოს სასამართლოს გუშაგი
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
დემოკრატიის მცველები
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
ასოციაცია მწვანე ალტერნატივა
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
დემოკრატიის ინდექსი - საქართველო (DIG)
საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
უფლებები საქართველო
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
საფარი
სამოქალაქო იდეა (Civic IDEA)
სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი
არასამთავრობო ორგანიზაცია "ნეოგენი"
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი
საინფორმაციო სააგენტო FirstNews.ge
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი WISG
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
ქალთა ასოციაცია "გვირილა"
ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა
საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი - GARB
ჟურნალისტიკის რესურსცენტრი - JRC
მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი “მედიახმა”
მედიაობმუდსმენი
ღია სივრცე კავკასია (COS)
საქართველოს ატლანტიკური საბჭო
ასოციაცია "ქალები რეგიონების განვითარებისათვის"
მედიის განვითარების ფონდი
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი)
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
,,კანონის უზენაესობის ცენტრი“
თბილისი პრაიდი
[1] ე.წ. „რუსთავი 2“-ის საქმეზე სასამართლომ განაჩენი დაადგინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებ-გვერდი, 16.05.22, ხელმისაწვდომია: https://tcc.court.ge/ka/Decision/e-w---rusTavi-2--is-saqmeze-sasamarTlom-ganacheni-daadgina, [განახლებულია: 27.04.2023].
[2] თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას მიმართ წარდგენილი ბრალდება მითვისება ან გაფლანგვის მუხლი (სსკ-ის 182-ე მუხლი მე-2 (ა,დ) და მე-3 (ბ) ნაწილები) გადააკვალიფიცირა სსკ-ის 220-ე მუხლზე, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს, ასევე დამნაშავედ ცნო ანალოგიური მუხლით ე.წ. ავტომობილის ეპიზოდზე და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 3 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ნიკა გვარამია დანარჩენ ბრალდებებში სასამართლომ გაამართლა .
[3] საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიში, გვ.121, ხელმისაწვდომია: https://www.ombudsman.ge/res/docs/2023033120380187763.pdf, [განახლებულია: 27.04.2023].
[4] კერძოდ, სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას გამოიკვეთა, რომ საქმის განმხილველი მოსამართლე არის ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მფლობელი ჰოლდინგის დირექტორის ზ. გ.-ის ბავშვობის მეგობარი. შესაბამისად მას, როგორც ჰოლდინგის დირექტორს გააჩნია პირდაპირი ფინანსური ინტერესი საქმის შედეგის მიმართ. მოსამართლემ თავი არ აიცილა მაშინვე, როდესაც შეიტყო, რომ საქმე რუსთავი 2-ს ეხებოდა და ზ. გ. ბრალდების მხარეს მოწმეთა სიაში ჰყავდა. შემდგომში აღნიშნულთან დაკავშირებით დაცვის მხარემაც დააყენა მოსამართლის აცილების თაობაზე შუამდგომლობა. პროცესზე წარმოდგენილი იქნა მოსამართლისა და ზ. გ.-ს ახლო მეგობრობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც მოსამართლემაც არ უარყო. მათ შორის მტკიცებულებებიდან ირკვეოდა, რომ მათ მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდათ საქმის მიმდინარეობის პერიოდშიც. ამის მიუხედავად, მოსამართლემ თავი არ აიცილა. მართალია, ამგვარი შემთხვევების დროს კანონი პირდაპირ არ უთითებს სავალდებულო აცილების გარემოებებზე მაგრამ განსაზღვრავს, რომ მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის პროცესში, თუ არსებობს გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას. გარდა ამისა, საქართველოს სამოსამართლო ეთიკის წესების მიხედვით, მოსამართლე უნდა შთააგონებდეს საზოგადოებრივ რწმენას მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობისადმი, ამასთანავე მოსამართლეს ეკრძალება პროცესის მხარეებთან ან საქმით დაინტერესებულ პირებთან ცალ-ცალკე (ex parte) შეხვედრა ან ნებისმიერი სხვა ფორმით კომუნიკაცია სასამართლოში ან მის გარეთ, საქმის სასამართლოში შესვლის მომენტიდან საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. ზემოხსენებული გარემოებები კი აჩენდა ეჭვს მოსამართლის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობის შესახებ. იხ. საიას განცხადება: ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებულია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ვებ-გვერდი, 16.05.22, ხელმისაწვდომია:
https://www.gyla.ge/ge/post/nika-gvaramias-mimart-gamotanili-ganacheni-ukanono-da-politikurad-motivirebulia, [განახლებულია: 27.04.2023].
[5] ნიკა გვარამიას საქმეზე გამოტანილი განაჩენი საიას შეფასებით დაუსაბუთებელია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 03.06.2022, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3oHbddL, [განახლებულია: 27.04.2023].
[6] კერძოდ, კანონმდებლობისა და საერთაშორისო გამოცდილების/სტანდარტების გათვალისწინებით, საწარმოს დირექტორის მიერ მიღებული, თუნდაც საზიანო გადაწყვეტილება არათუ სისხლის, არამედ საკორპორაციო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება. დირექტორის გადაწყვეტილება, თუნდაც ნაკლები მოგების მიღებას გულისხმობდეს, შესაძლებელია ემსახურებოდეს კორპორაციის საუკეთესო ინტერესებს და უზრუნველყოფდეს მოკლე, ან გრძელვადიანი რისკების დაზღვევას. იხ. ნიკა გვარამიას საქმეზე გამოტანილი განაჩენი საიას შეფასებით დაუსაბუთებელია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 03.06.2022, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3oHbddL, [განახლებულია: 27.04.2023].
[7] ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ, რადიო თავისუფლება, 02.11.22, ხელმისაწვდომია: https://www.radiotavisupleba.ge/a/32111762.html, [განახლებულია: 27.04.2023].
[8] ვინ არის ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე უზენაესში და რატომ ჭიანურდება საკასაციო საქმის განხილვის დაწყება, მთავარი არხის ვებ-გვერდი, 27.03.2023, ხელმისაწვდომია: https://mtavari.tv/news/117565-vin-aris-nika-gvaramias-sakmis-mosamartle., [განახლებულია: 27.04.2023].
[9] სტატუსმეტრი - როგორ მიდის საქართველო ევროკომისიის 12 პირობის შესრულებისკენ, 2023, ხელმისაწვდომია: https://osgf.ge/statusmetri-rogor-midis-saqartvelo-evrokomisiis-12-pirobis-shesrulebisken/?fbclid=IwAR2-2OkDFgSli9Dyh5AMve0VwXwlnv-6jndQW3KC-5xn5xUNc5wU1wta9bc, [განახლებულია: 27.04.2023].
[10] იქვე, 25.
[11] Georgia: Statement by the Spokesperson on the verdict by the Tbilisi Court of Appeal, in the case of Mr Gvaramia, Delegation of the European Union to the Council of Europe,02.11.2022 avaliable: https://www.eeas.europa.eu/eeas/georgia-statement-spokesperson-verdict-tbilisi-court-appeal-case-mr-gvaramia_en?s=51, [განახლებულია: 27.04.2023].
[12] ნიკა გვარამიას გათავისუფლებისთვის ახალი მოძრაობა დაფუძნდა, ფორმულას ვებ-გვერდი, 16.02.2023, ხელმისაწვდომია: https://formulanews.ge/News/85302, [განახლებულია: 27.04.2023].
[13] "მედიის ადვოკატირებისთვის" წევრი ორგანიზაციები პრეზიდენტს მიმართავენ, შეიწყალოს გვარამია, ფორმულას ვებ-გვერდი, 16.06.2022, ხელმისაწვდომია: https://formulanews.ge/News/72616, [განახლებულია: 27.04.2023].
[14]გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი სახალხო დამცველის შეფასებით წარმოადგენდა კონსტიტუციით, ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით განმტკიცებული კანონიერების პრინციპისა და დასაბუთებულობის სტანდარტის უხეშ დარღვევას, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
[15] სახალხო დამცველის შემოწმების შედეგები ნიკა გვარამიას განაჩენთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის ვებ-გვერდი, 08.06.2022, ხელმისაწვდომია: https://ombudsman.ge/geo/akhali-ambebi/sakhalkho-damtsvelis-shemotsmebis-shedegebi-nika-gvaramias-ganachentan-dakavshirebit, [განახლებულია: 27.04.2023].
[16] U.S. DEPARTMENT of STATE, GEORGIA 2022 HUMAN RIGHTS REPORT, available: https://bit.ly/3HecDCT, [განახლებულია: 27.04.2023].
[17] აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში გვარამიასა და კეზერაშვილის საქმეებიც მოხვდა, News. On.ge, 20.03.23, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3L8gG57, [განახლებულია: 27.04.2023].
[18] US Embassy Tbilisi, Georgia-ის განცხადება, ფეისბუქ-გვერდი, 02.11.2012, ხელმისაწვდომია:
https://www.facebook.com/usingeo/posts/512203304282941. [განახლებულია:27.04.2023].
[19] მათ შორის, “ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი“ (CPJ), „Article 19“, „ევროპელი ჟურნალისტების ასოციაცია“ (AEJ), „პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი“ (ECPMF), „ჟურნალისტების ევროპული ფედერაცია“ (EFJ), Human Rights Watch, ფონდი „სამართალი ჟურნალისტებისთვის“, „ცენზურის ინდექსი“, „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI), PEN International, „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ (RSF).
[20] საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას თავისუფლებისკენ მოუწოდებენ, ინტერპრესნიუსი, 20.04.23, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3n8H5I2, [განახლებულია: 27.04.2023].
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ულოცავს ყველა ჟურნალისტს
პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს.
ამასთან, ქარტია აღნიშნავს, რომ მედიის წარმომადგენლებს მუდმივად
უწევთ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ მიმართულ კანონპროექტებსა თუ
ინიციატივებთან გამკლავება და პროფესიული საქმიანობის შესრულება მძიმე
პირობებში.
ქარტია გამოყოფს რამდენიმე საკითხს, რომელზე რეაგირებაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია:
◾️ გახშირდა ძალადობა მედიის წარმომადგენლებზე, რომელიც გამოწვეულია, ერთი მხრივ, მმართველი პარტიის აგრესიული რიტორიკითა და, მეორე მხრივ, მომხდარ ფაქტების გამოუძიებლობითა და არასათანადო რეაგირებით;
◾️ მედიის წარმომადგენლებს აქვთ საჯარო ინფორმაციის მიღების პრობლემა და გართულებულია, ხშირად კი შეუძლებელიც კია კომუნიკაცია სახელმწიფო უწყებების მედიასთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლებთან. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დადგინდა მედიის აკრედიტაციის წესი პარლამენტში, რომელიც ჟურნალისტებს გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს;
◾️ პატიმრობაში იმყოფება ტელეკომპანია მთავარის გენერალური დირექტორი;
◾️ არ ხდება აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების დირექტივის სათანადო იმპლემენტაცია, რაც ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ საქართველოში მედიის თავისუფლება რისკის ქვეშაა და აუცილებელია, ხელისუფლების მხრიდან გადაიდგას სათანადო ნაბიჯები გამოხატვის თავისუფლების უფლების სათანადოდ რეალიზებისთვის.
მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს „ტელეკომპანია პირველის” საგამოძიებო გუნდზე თავდასხმას და მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დროულად გამოიძიოს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი კიდევ ერთი უკანონობა.
„ტელეკომპანია პირველის” მიერ 2023 წლის 29 აპრილს გავრცელებულ მასალაში ცალსახად ჩანს, როგორ აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ტელევიზიის საგამოძიებო გუნდის წევრებს და ხელს უშლიდნენ პროფესიული საქმიანობის განხორციელებას. ნოდარ მელაძის განცხადებით, ჟურნალისტები იძიებდნენ პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მამის, ტარიელ ღარიბაშვილის ღვინის ქარხანასთან დაკავშირებულ საქმეს. მედიის ინფორმაციით, ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში მონაწილეობდნენ ნუგზარ ალუღიშვილი და ზაქარია ბოსტოღანაშვილი. ნუგზარ ალუღიშვილი „ტელეკომპანია პირველის" ჟურნალისტებს სასამართლოშიც უჩივლა ჟურნალისტური გამოძიების გამო და ითხოვს ზიანის ანაზღაურებას.
სამწუხაროდ, ჟურნალისტებზე თავდასხმა სერიოზულ გამოწვევად რჩება ქართული მედიისთვის. ჟურნალისტების მიმართ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების” აგრესიული რიტორიკა, ძალადობაზე უმოქმედობა, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები თუ მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია კიდევ უფრო ახალისებს მსგავსი სახის ძალადობას. აღნიშნულის ფონზე, კიდევ უფრო შესამჩნევია ხელისუფლების მტრული დამოკიდებულება ნოდარ მელაძის გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდის მიმართ.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ინციდენტის სწრაფ გამოძიებასთან ერთად, ხელისუფლება ვალდებულია უზრუნველყოს უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა მედიის ყველა წარმომადგენლისთვის.
2023 წლის 29 აპრილს „TV პირველმა" გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტი. მედიასაშუალების ინფორმაციით, მათ გუნდს ირაკლი ღარიბაშვილის მამის, ტარიელ ღარიბაშვილის ღვინის ქარხანასთან გაუსწორდნენ. ნოდარ მელაძის თქმით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გაიგეს, რომ ჟურნალისტის ხელში იყო დოკუმენტები, რომელთა მიხედვით, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიფორმა ბიზნესი, რომელსაც, მედიასაშუალების თქმით, დიდი ალბათობით, ფიქტიური პირების სახელზე მალავდა. ადგილზე ჟურნალისტმა გამოიძახა საპატრულო პოლიცია, უჩვენა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, როგორ უსწორდებიან ფიზიკურად მედიასაშუალების ოპერატორს, ცდილობენ ტექნიკის დაზიანებას, თუმცა, ჟურნალისტის თქმით, საბოლოოდ სამართალდამცველებმა განუცხადეს, რომ ეს მათ უწყებას არ ეხებოდა. ამჟამად მაკა ანდრონიკაშვილი დაბარებულია გამოკითხვაზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.
ქარტია გმობს „TV პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტს და მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სწრაფად და ეფექტიანად შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი.
მნიშვნელოვანია, ყველას ესმოდეს მედიის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში, უწყებებმა კი უნდა იზრუნონ, მათ შორის, კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და სათანადოდ მოექცნენ მათ.
ქარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები მედიის წარმომადგენლების მიმართ ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია. ქარტია კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა აუცილებელია. შევახსენებთ ყველას, რომ ჟურნალისტების დანიშნულება სწორედ მწვავე და კრიტიკული კითხვების დასმაა.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონი დროულად, 2023 წლის 31 მაისამდე, მოიყვანოს ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. გასათვალიწინებელია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის საინფორმაციო საზოგადოების დეპარტამენტის დამოუკიდებელ საექსპერტო დასკვნაში მითითებული ათობით რეკომენდაცია, რათა არ შეექმნას საფრთხე არა მარტო მედიაგარემოსა და კინოინდუსტრიას, არამედ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
„მაუწყებლობის შესახებ” კანონში 2022 წლის დეკემბერში შეტანილი ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებულად, დაინტერესებული პირების ჩართულობის გარეშე მიიღო. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ევროკავშირმა დაინახა დისკუსიების საჭიროება და ვალდებულების შესრულების ვადა 2023 წლის 31 მაისამდე გადაწია, პარლამენტი არ დაელოდა აღნიშნულ საკითხზე ევროპის საბჭოს საექსპერტო შეფასებებს და არ გაიზიარა ტელემაუწყებლების უმრავლესობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ალტერნატიული კანონპროექტი. მედიის ადვოკატირების კოალიციამ კრიტიკულად შეაფასა პარლამენტის მიერ დაჩქარებულად, დაინტერესებული პირების ჩართულობისა და რისკების შეფასების გარეშე ცვლილებების მიღება.
2023 წლის თებერვალში გამოქვეყნებული ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის დასკვნის თანახმად, „მაუწყებლობის შესახებ კანონის რამდენიმე სფერო არ შეესაბამება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს სტანდარტებს“. საერთო ჯამში, აღნიშნულია, რომ არსებული კანონი არ შეესაბამება ევროდირექტივას. გარდა ამისა, „არსებობს მთელი რიგი დებულებები, რომლებიც, სავარაუდოდ, არღვევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლს (გამოხატვის თავისუფლებას).
„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა პირდაპირ კავშირშია „შემოქმედებით ევროპაში” საქართველოს წევრობის საკითხთან. „შემოქმედებითი ევროპა” ევროკავშირის პროგრამაა, რომელიც ევროპული კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების მხარდასაჭერად შეიქმნა.
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გაითვალისწინოს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის დასკვნაში მითითებული რეკომენდაციები და 2023 წლის 31 მაისამდე „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონი მოიყვანოს ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში, რათა საქართველოს არ შეუწყდეს „შემოქმედებითი ევროპის” ნაწილობრივი წევრობა და ხელი არ შეეშალოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას.
მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტის დროს დაკავებული ჟურნალისტების, კერძოდ ონლაინ-გამოცემა „პუბლიკას“ დირექტორის, ზურა ვარდიაშვილის და ონლაინ-გამოცემა „ტაბულას“ ჟურნალისტის ბექა ჯიქურაშვილის 2200-2200 ლარით დაჯარიმებას. აღნიშნული გადაწყვეტილებები ჟურნალისტების, მათი საქმიანობის და დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ გადადგმულ მორიგი ნაბიჯია.
ჟურნალისტები 2023 წლის 2 მარტს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, როდესაც მედია და სამოქალაქო სექტორი პარლამენტში რუსული კანონის საპროცედურო განხილვებს აპროტესტებდა. ზურა ვარდიაშვილი აქციის მიმდინარეობის დროს, ხოლო ბექა ჯიქურაშვილი ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების დროს დააკავეს, ორივე მათგანის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები „წვრილმანი ხულიგნობისა“ და „პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის" ბრალდებით. სასამართლოს წარედგინა მტკიცებულებები, რომელიც უტყუარად ადასტურებდა, რომ ბექა ჯიქურაშვილი დაკავების დროს ჟურნალისტური საქმიანობის ახორციელებდა. შესაბამისად, მისდამი სასამართლოს მხრიდან სამართალდამრღვევად ცნობა ორმაგად საგანგაშოა.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ორივე საქმის განხილვა სასამართლოში ღამის 5 საათზე დასრულდა. ძირითად მტკიცებულებად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავების ოქმი და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის ჩვენება ჰქონდათ წარმოდგენილი. ზურა ვარდიაშვილის შემთხვევაში კი დაკავების ბრძანების გამცემი, ვაჟა სირაძე მოწმის სახით არ დაკითხულა, ვინაიდან სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა. არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა წარმოდგენილი სამხრე კამერის ჩანაწერები. შესაბამისად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშეც ცხადია, რომ მოსამართლე დაეყრდნო მხოლოდ საპატრულო პოლიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ ახსნა-განმარტებებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული ჟურნალისტების დაჯარიმება სახიფათო პრეცენდენტს ქმნის და მედიაგარემოსთვის დამაზიანებელია. ცალსახაა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პროფესიული საქმიანობის ხელშეშლასა და შეზღუდვას ისახავს მიზნად.
მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს პარლამენტის მიერ ტელეკომპანია “ფორმულას”, “ტვ პირველისა” და “მთავარი არხის” ჟურნალისტებისა და ოპერატორებისათვის აკრედიტაციის შეჩერებას. აღნიშნული გადაწყვეტილებები სადამსჯელო ხასიათს ატარებს, განსაკუთრებით, მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მხრიდან კრიტიკული მედიის მიმართ გაცხადებული ბოიკოტისა და პოლარიზებული მედიაგარემოს ფონზე.
მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით პარლამენტმა სამი წამყვანი მედიის წარმომადგენლებს, კერძოდ ტვ „პირველის“ ჟურნალისტ რუსუდან დუმბაძეს და ოპერატორ ირაკლი მურმანიშვილს, „მთავარი არხის“ ჟურნალისტ თათია წოწონავას და ოპერატორ ზუკა ჩხვირკიას, „ფორმულას“ ჟურნალისტ სოფიო გოზალაშვილს აკრედიტაცია შეუჩერა.
პარლამენტის გადაწყვეტილება დაკავშირებულია მედიების მხრიდან მომზადებული სიუჟეტებისას დეპუტატებისათვის პარლამენტის შენობაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებული მოსამართლეებისა და პროსამთავარობო მედია POST TV-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის ქალთა სექსუალურ შევიწროებაში მხილებულ შალვა რამიშვილთან დაკავშირებით.
ქვეყანაში მედიაგარემო უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. კრიტიკული მედია პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების, ფიზიკური თავდასხმის, მუქარის, დეზინფორმაციისა თუ უკანონო მოსმენის სამიზნეა. ხელისუფლება კრიტიკულ მედიასთან ბოიკოტის რეჟიმშია და ამით, ართმევს საზოგადოებას განსხვავებული მოსაზრებებისა და პოზიციის მოსმენის შესაძლებლობას. ამ ფონზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტში ჟურნალისტებისათვის აკრედიტაციის წესებს იღებს.
მედიის ადვოკატირების კოალიციამ არაერთგზის განაცხადა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება, მედიის ჩართულობისა და მათი ლეგიტიმური პოზიციების გათვალისწინების გარეშე, ჟურნალისტებისათვის საფრთხის შემცველია და შესაძლოა მედიისათვის კრიტიკული კითხვების შეზღუდვისა თუ სარედაქციო პოლიტიკაზე წნეხის მექანიზმად იყოს გამოყენებული.
ჩვენი შეშფოთება დადასტურდა კიდეც, როგორც პარლამენტის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების დროს, ასევე რუსული კანონის განხილვისას, როდესაც მედიას ხელისუფლებამ საკანომდებლო ორგანოში პროფესიული საქმიანობის განხორციელებისა თუ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები უკანონოდ შეუზღუდა, მათ შორის აკრედიტაციის შეჩერებით. საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი გასაჩივრებულია სასამართლოში.
ამ ვითარებაში, პარლამენტის გადაწყვეტილება კრიტიკული ტელევიზიების
ჟურნალისტებისა და ოპერატორებისათვის აკრედიტაციის შეჩერებასთან
დაკავშირებით, ზღუდავს განსხვავებულ აზრის გამოხატვისა და მმართველი
პარტიის წარმომადგენლებისთვის კრიტიკული კითხვების დასმის
შესაძლებლობას.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს
სასწრაფოდ აღუდგინოს ტელეკომპანიების თანამშრომლებს აკრედიტაცია და
შეწყვიტოს ამ ფორმით კრიტიკულ მედიაზე დამატებითი ზეწოლის ახალი,
მანკიერი პრაქტიკის დამკვიდრება.
2023 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით, პარლამენტში აკრედიტაცია 1 თვის ვადით შეუჩერდა ტელეკომპანია „ფორმულას” ჟურნალისტს, სოფიო გოზალიშვილს.
აკრედიტაციის შეჩერებას საფუძვლად დაედო პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის შესახებ. კერძოდ, ჩანაწერი, რომელიც განსაზღვრავს, რომ „ჟურნალისტი ვალდებულია საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ".
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აკრედიტაციის შეჩერების გადაწყვეტილებით შეუძლებელია დადგინდეს, რა მოკვლევა ჩატარდა საკითხზე და რა სტანდარტით მოქმედებს პარლამენტის აპარატის უფროსი გადაწყვეტილების მიღებისას. ჩნდება ეჭვი, რომ ეს უკავშირდება კონკრეტული მედიაპროდუქტის შინაარსს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ იმ ფონზე, როდესაც მედიისთვის ფაქტობრივად შეუძლებელია საჯარო ინფორმაციის მიღება და მმართველი პარტიის წარმომადგენლები შერჩევითად აძლევენ ინტერვიუს მედიასაშუალებებს, მსგავსი რეგულაციები რიგი მედიასაშუალებებისთვის შეუძლებელს ხდის ინფორმაციის მოპოვებასა და საზოგადოებისთვის მიწოდებას.
ქარტია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არ დაუშვას, რომ საფრთხე შეექმნას დემოკრატიის ისეთ პრინციპებს, როგორიცაა ანგარიშვალდებულება, საჯაროობა, ღიაობა და გააუქმოს მიღებული ბრძანება, რომელიც გამოიწვევს ფორმალურ დაბრკოლებებს და საქმიანობის შეზღუდვას მედიისთვის.
მედიის ადვოკატირების კოალიცია კიდევ ერთხელ ეხმიანება „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტზე ნატო გოგელიაზე თავდასხმისა და პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტს, რათა სახელმწიფომ სათანადო ყურადღება დაუთმოს ჟურნალისტის მიმართ გავრცელებულ მუქარას, დაუყოვნებლივ მიიღოს ქმედითი ზომები მის მიმართ დაფიქსირებული უკანონო ქმედებების აღსაკვეთად.
2023 წლის 15 მარტს სოფელ ბახვში ჟურნალისტ ნატო გოგელიას თავს დაესხა პრორუსული პარტია „ალტ-ინფოს“ წარმომადგენელი, ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მობილური ტელეფონი დაუმტვრია. იგივე პირი 14 მარტს თბილისში, პარლამენტთან გამართულ აქციასა და შენობიდან ევროპული დროშის ჩამოხევაში მონაწილეობდა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის საფუძველზე დაიწყო და დააკავა ერთი პირი.
პარალელურად, მოძალადე პირის მხარდამჭერთა მხრიდან, ჟურნალისტის მიმართ დაფიქსირდა არაერთი მუქარა, რაც დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს.
ნატო გოგელიას ინტერესებს კოალიციის წევრი ორგანიზაცია “მედიაომბუდსმენი” იცავს. ჟურნალისტის და მისი არასრულწლოვანი შვილების დაცვის საჭიროებებიდან გამომდინარე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უკვე წარედგინა დამატებითი მტკიცებულებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მედიის ადვოკატირების კოალიცია მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაუყოვნებლივ შეისწავლოს ჟურნალისტის და მისი არასრულწლოვანი შვილების უფლებების შელახვის ფაქტები, მიანიჭოს მათ სავარაუდო მსხვერპლის სტატუსი და გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დაცვის სპეციალური ღონისძიებები.
პარლამენტის მხრიდან რუსული კანონის მეორე მოსმენით ჩაგდების შემდეგ, ტელეკომპანია POSTV-მ დაიწყო მადისკრედიტირებელი კამპანიის წარმოება იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც აღნიშნული კანონის მიღებას აპროტესტებდნენ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ რუსული კანონის მიზნებს ახლა სწორედ ეს მედია ასრულებს. ამასთან, არის დისკუსიები, რომლის მიზანიც მხოლოდ ევროსკეპტიციზმის გაზრდაა მოსახლეობაში.
მედიის როლი არ არის კონკრეტული პირების მიმართ მადისკრედიტირებელი კამპანიის წარმოება. მედია ხელს არ უნდა უწყობდეს სიძულვილის გაღვივებასა და საზოგადოების პოლარიზებას.
ამასთან, მედია, როგორც მეოთხე ხელისუფლება, არ უნდა ცდილობდეს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ქვეყნის კურსის საწინააღმდეგო კამპანიების წარმოებას.
მედია სწორედ იმით გამოირჩევა ყველა სხვა ნებისმიერი პირისგან, რომ იგი ხაზს უსვამს საკუთარ თავს, როგორც ინფორმაციის გამავრცელებელ საშუალებას, ასეთად აღიქმება საზოგადოების მიერ და არსებობს მოლოდინი, რომ იგი პატივს სცემს საზოგადოების უფლებას, მიიღოს სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია.
გარდა ამისა, მედია ვალდებულია დაიცვას საერთაშორისოდ აღიარებული ეთიკური ჟურნალისტიკის სტანდარტები.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ ყველა მედიასაშუალებას, მათ შორის POSTV-ის, უნდა ახსოვდეს მედიის როლი და დანიშნულება.
კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის მოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად გამოიძიოს „TV პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიაზე თავდასხმისა და პროფესიული საქმიანობის ხელშეშლასთან დაკავშირებული ფაქტი. მნიშვნელოვანია მსგავსი შემთხვევის სწრაფი და ეფექტური გამოძიება და თავდამსხმელი პირის კანონის მთელი სიმკაცრით პასუხისგებაში მიცემა.
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 15 მარტს სოფელ ბახვში ჟურნალისტ ნატო გოგელიას თავს დაესხა პრორუსული პარტია „ალტ-ინფოს“ წარმომადგენელი, რა დროსაც ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მობილური ტელეფონი დაუმტვრია. იგივე პირი 14 მარტს თბილისში, პარლამენტთან გამართულ აქციასა და შენობიდან ევროპული დროშის ჩამოხევაში მონაწილეობდა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, გამოძიება დაწყებულია ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებს თავს ესხმიან. ხელისუფლების მხრიდან მსგავს ფაქტებზე არასათანადო რეაგირება და კრიტიკული ჟურნალისტების წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული დეზინფორმაციული კამპანია კიდევ უფრო ახალისებს მსგავსი სახის ძალადობას.
კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის მოუწოდებს ხელისუფლებას,
უზრუნველყოს მედიისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა, საჯაროდ
დაგმოს და ეფექტურად გამოიძიოს მსგავსი ფაქტები.
2023 წლის 15 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტს, ნატო გოგელიას, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხნენ. ნატო გოგელია ინტერვიუს ჩასაწერად მამუკა ანდღულაძესთან მივიდა, რომელმაც თბილისში პარლამენტის შენობის წინ ძალადობრივი ჯგუფის, კონსერვატიული მოძრაობა - ალტ-ინფოს მიერ გამართულ აქციაზე ევროკავშირის დროშა ჩამოხია და დასაწვავად მის თანაგუნდელებს გადასცა. ტელეკომპანიის ცნობით, სწორედ მამუკა ანდღულაძე დაესხა თავს ჟურნალისტს და დაუზიანა ტექნიკა.
ქარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია.
ქარტია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაწყებული გამოძიების ფარგლებში სწრაფად და ეფექტიანად შეისწავლონ ნატო გოგელიაზე თავდასხმის ფაქტი.
2023 წლის 14 მარტს „დოჟდის“ ჟურნალისტმა, ანა მონგაიტმა გაავრცელა
ინფორმაცია, რომ მათი კორესპონდენტი, საშა შვედჩენკო
საქართველოში არ შემოუშვეს და საზღვარზე დეპორტაციის ცნობა
მისცეს.
ქარტიას მიაჩნია, რომ ჟურნალისტის შეზღუდვის ფაქტი შესაძლოა დისკრიმინაციული იყოს იმ ფონზე, როცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოში შემოსვლაზე ჟურნალისტებს უარი უთხრეს. ამის შესახებ ქარტიას არაერთი განცხადება გაუკეთებია.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ „დოჟდი“ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მაუწყებელი იყო რუსეთში. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, ტელეკომპანიამ მაუწყებლობა 3 მარტს შეაჩერა. რუსეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული რეგულაციების გამო, ჟურნალისტების ნაწილი პერიოდულად ტოვებს რუსეთს და პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ღიად მომუშავე რუს ჟურნალისტებს საქართველოს და სხვა ქვეყნების დახმარება სჭირდებათ.
2023 წლის 27 თებერვალს პარლამენტის შენობაში ჟურნალისტების ნაწილმა პროტესტი გამოთქვა კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც მედიასაშუალებების და არასამთავრობო ორგანიზაციების დიდ ნაწილს „უცხოური გავლენის აგენტებად” გამოაცხადებს.
მედიაორგანიზაციების ნაწილს პრობლემა შეექმნა პარლამენტში დაშვებასთან დაკავშირებით. რაოდენობაზე დაწესებული შეზღუდვების გამო, ჟურნალისტთა ნაწილი შენობაში შესვლას ოპოზიციური დეპუტატების მიერ დაშვებული საშვებით ცდილობდა, თუმცა აღნიშნული საშვები გააუქმეს.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის — 2023 წლის 20 თებერვალს, რუსული კანონის პირველი ვერსიის ბიუროზე დარეგისტრირების დროსაც, მედიის წარმომადგენლებს დაშვებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ. საბოლოოდ, ჟურნალისტთა ნაწილმა პარლამენტის შენობაში შესვლა მხოლოდ ოპოზიციონერი დეპუტატების დახმარებით მოახერხა. დღეს კი აღნიშნული შესაძლებლობის გამოყენების საშუალებაც არ მისცეს.
ქარტია კიდევ ერთხელ გმობს პარლამენტის მხრიდან მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევას და მათი პოზიციის გამოხატვის შეზღუდვის მცდელობას. ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში მედიის თავისუფლება მნიშვნელოვანია და საპარლამენტო საქმიანობის ხელმისაწვდომობა საზოგადოებისთვის აუცილებელია.
ამასთან, არ ვეთანხმებით პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ ქარტიის წარმომადგენლები პარლამენტში კანონის დარღვევით აპროტესტებდნენ რუსულ კანონს. აღვნიშნავთ, რომ ეს იყო მოსაზრების დაფიქსირება/პროტესტი უმრავლესობის მხრიდან რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით.
განვმარტავთ, რომ ქარტია მუდამ იდგება ჟურნალისტებისა და მედიაორგანიზაციების გვერდით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსული კანონის მიღების შემდეგ დახურვა ემუქრებათ.
ქარტიას მიაჩნია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის რადიკალური ფრთის
მიერ ინიცირებული კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი
სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის, არამედ
საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ.
ფოტოზე არიან ჟურნალისტები, ვინც აპირებდნენ ბიუროს სხდომის
პარალელურად კანონპროექტის გაპროტესტებას, თუმცა პარლამენტში არ
შეუშვეს.
თბილისი:
შიდა ქართლი:
ქვემო ქართლი:
სამცხე-ჯავახეთი:
აჭარა:
სამეგრელო:
კახეთი:
იმერეთი:
გურია:
მცხეთა-მთიანეთი:
76. აგროგარემო
TV
/სია განახლებადია/
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიცირებულ კანონპროექტს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ, რომლის მიმართ მხარდაჭერა პარლამენტის თავმჯდომარემ და უმრავლესობის სხვა წევრებმა გამოხატეს. მიგვაჩნია, რომ ამ რუსული კანონის მიღების მცდელობა მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ.
ეს კანონი მიზნად ისახავს, რომ დაუცველად დარჩნენ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და ქალები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, უმცირესობები, მეცნიერები, მშრომელები და ახალგაზრდები; დახმარება არ გაეწიოთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ფერმერებს, მაღაროელებს, უკანონოდ გათავისუფლებულ, დევნილ, უსახლკარო, თავისუფლებაშეზღუდულ და საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლ სხვა ადამიანებს; არ გაშუქდეს მაღალმთიან და სხვა რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ხმა, ვინც მხოლოდ ადგილობრივი, დამოუკიდებელი მედიის მეშვეობით აცნობს საზოგადოებას თავის გასაჭირს.
ეს კანონპროექტი არის პასუხი ძალადობის, კორუფციის, უკანონობისა და შერჩევითი სამართლის იმ ასობით ფაქტზე, რომელსაც საზოგადოებრივი ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია ვსწავლობთ და ვასაჯაროებთ.
რუსეთში ანალოგიური კანონის მიღების შემდეგ ბევრმა ორგანიზაციამ უარი თქვა მის აღსრულებაზე და დაიხურა. ვინც განაგრძო ფუნქციონირება, მზარდი კონტროლის, შევიწროებისა და რეპრესიების მსხვერპლი გახდა. რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი, რისთვისაც ათწლეულებია ვიბრძვით.
ამ კანონპროექტის მიღება იქნება შეტევა მთავარ ქართულ ფასეულობებზე - ღირსების განცდაზე, დამოუკიდებლობასა და სამოქალაქო სოლიდარობაზე. გარდა ამისა, კანონპროექტის მიღება სერიოზულად დააზიანებს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს, მათ შორის დააბრკოლებს საქართველოს სვლას ევროკავშირის წევრობისკენ, რომლის არც ერთ წევრ ქვეყანაში მსგავსი კანონი არ მოქმედებს. ამასთანავე, ამ კანონის აღსრულება შეუძლებელი იქნება საქართველოს ასიათასობით მოქალაქისთვის განუზომელი ზიანის მიყენების გარეშე.
2023 წლის 20 თებერვალს პარლამენტის შენობაში ჟურნალისტების ნაწილმა პროტესტი გამოთქვა კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც მედიასაშუალებების და არასამთავრობო ორგანიზაციების დიდ ნაწილს „უცხოური გავლენის აგენტებად” გამოაცხადებს.
ქარტიის ინფორმაციით, მედიაორგანიზაციების ნაწილს პრობლემა შეექმნა პარლამენტში დაშვებასთან დაკავშირებით. თავდაპირველად, მედიის წარმომადგენლებზე პარლამენტში დაუშვეს ერთჯერადი საშვები, თუმცა მოგვიანებით რაოდენობა შეზღუდეს და პარლამენტში შესვლის საშუალება ერთი მედიიდან მხოლოდ 2-3 ჟურნალისტს მისცეს. საბოლოოდ, ჟურნალისტთა ნაწილმა პარლამენტის შენობაში შესვლა მხოლოდ ოპოზიციონერი დეპუტატების დახმარებით მოახერხეს.
აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტებს ასევე უფლება არ მისცეს შეეტანათ პროტესტის გამომხატველი მესიჯების მატარებელი ფურცლები.
ქარტია გმობს პარლამენტის მხრიდან მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევას და მათი პოზიციის გამოხატვის შეზღუდვის მცდელობას. ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში მედიის თავისუფლება მნიშვნელოვანია და საპარლამენტო საქმიანობის ხელმისაწვდომობა საზოგადოებისთვის აუცილებელია.
ქარტია მოუწოდებს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, ხელი შეუწყონ ჟურნალისტების დამოუკიდებელ საქმიანობას პარლამენტში, არა მარტო მედიის თავისუფლების, არამედ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისითაც.
ქარტიას მიაჩნია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის რადიკალური ფრთის მიერ ინიცირებული კანონპროქტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ.
2023 წლის 20 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში რუსი ჟურნალისტი, „რადიო Armazas”-ის დამფუძნებლი ფილიპ ძიადკო არ შემოუშვეს.
მედიაჩეკერი წერს, რომ ჟურნალისტის ძმის ტიხონ ძიადკოს თქმით, რომელიც რუსული დამოუკიდებელი არხის „დოჟდის“ მთავარი რედაქტორია, ის რამდენიმე საათია, თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია გაჩერებული.
ქარტია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტება ჟურნალისტის საზღვარზე არ შემოშვების თაობაზე და პატივი სცეს მედიის წარმომადგენლის უფლებებს შეასრულოს მისი პროფესიული მოვალეობა.
ქარტიას მიაჩნია, რომ ჟურნალისტის შეზღუდვის ფაქტი შესაძლოა დისკრიმინაციული იყოს იმ ფონზე, როცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოში შემოსვლაზე ჟურნალისტებს უარი უთხრეს.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული რეგულაციების ფონზე, ჟურნალისტების ნაწილი პერიოდულად ტოვებს რუსეთს, ამის ფონზე საქართველოს დახმარება სჭირდებათ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ღიად მომუშავე რუს ჟურნალისტებს.
მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება 2023 წლის 2 თებერვალს გავრცელებულ ინფორმაციას, ქალაქ ოზურგეთში კრიტიკული ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტის, ნატო გოგელიას სახლში დროის მცირე მონაკვეთში უცხო პირის/პირების უკანონო შეღწევის ფაქტებს.
ნატო გოგელიას განცხადებით, პირველი შემთხვევა რიგითი კრიმინალური ფაქტი ეგონა, რადგან სახლიდან რამდენიმე ნივთი წაიღეს, მათ შორის მეხსიერების ბარათი. თუმცა, მეორე შემთხვევის დროს ღირებული არაფერი წაუღიათ, მაგრამ სახლი დაარბიეს. ჟურნალისტის შეფასებით, მსგავსი შემთხვევა ჩვეულებრივ ქურდობას არ ჰგავს.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტის სახლში უკანონო შეღწევის ფაქტები. ქვეყანაში არსებული მძიმე მედია მდგომარეობის ფონზე, პრინციპულად მნიშვნელოვანია მსგავსი შემთხვევების სწრაფი გამოძიება და დადგენა, ხომ არ უკავშირდება ეს ფაქტები ჟურნალისტის საქმიანობას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა უზრუნველყონ გამოძიების შედეგების შესახებ ჟურნალისტისა და საზოგადოების დროული ინფორმირება.
2023 წლის 2 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთში, ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტის, ნატო გოგელიას სახლი სამი დღის მანძილზე ორჯერ გაქურდეს.
ქარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია.
ქარტია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, სწრაფად და ეფექტიანად შეისწავლონ ნატო გოგელიას სახლში ქურდობის ფაქტები. ამასთან, მნიშვნელოვანია დადგინდეს, ხომ არ უკავშირდება აღნიშნული ფაქტები ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობას.
მედიის ადვოკატირების კოალიცია დაუშვებლად მიიჩნევს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის გამო ჟურნალისტების დისკრედიტაციის მცდელობას, რაც გამოიხატა ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან პერსონალური მონაცემების გასაჯაროების და მესამე პირებისთვის უკანონოდ გადაცემის შემთხვევებში.
2023 წლის 16 იანვარს, „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის მთავარი პროდიუსერი, თეა გილიგაშვილი, პარლამენტიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გამო დეზინფორმაციული კამპანიის მსხვერპლი გახდა. თეა გილიგაშვილმა პარლამენტიდან კანონით დადგენილი ფორმით გამოითხოვა ინფორმაცია ხარჯების თაობაზე და იკითხა, რა სახსრებით გაემგზავრნენ მმართველი პარტიის წევრები იტალიაში, ხვიჩა კვარაცხელიას საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად და ვინ დააფინანსა მათი მოგზაურობა. საქართველოს პარლამენტისთვის გაგზავნილი წერილი მალევე მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“, აფილირებულმა Facebook გვერდმა „სინამდვილეში“ გამოაქვეყნა და გილიგაშვილი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გამო ხელისუფლების „დისკრედიტაციის მცდელობაში“ დაადანაშაულა.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ გვერდს მმართველი პარტია პოლიტიკური ოპონენტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, კრიტიკული მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების დისკრედიტაციის მიზნით რეგულარულად იყენებს — ფაქტებისა და ფოტოების მანიპულაციებით ცდილობს მათზე საზოგადოებაში უარყოფითი აზრის შექმნას. 2023 წლის 31 იანვარს თეა გილიგაშვილმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართა.
საქართველოს პარლამენტს, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს, მოეთხოვება პოლიტიკური მიუკერძოებულობის მკაცრად დაცვა, ხოლო პარლამენტის აპარატში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს ან/და ადმინისტრაციული საქმიანობის განხორციელებაში ჩართულ დეპუტატებს არ აქვთ უფლება, პარტიული/პოლიტიკური მიზნებით გამოიყენონ სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული ინფორმაცია.
აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტის პერსონალური მონაცემების მესამე პირებისათვის უკანონოდ გადაცემის შემთხვევა 2022 წლის 08 ოქტომბერსაც მოხდა - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ვლადიმერ მგალობლიშვილმა, სოციალურ ქსელ Facebook-ში საჯაროდ განათავსა გაზეთი „ბათუმელების“ რედაქტორის, თედო ჯორბენაძის მიერ გამოთხოვილ წერილზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის მიერ მომზადებული პასუხი, რაც თედო ჯორბენაძის პირად ინფორმაციასაც შეიცავდა. საკითხის შესწავლისას, როგორც აჭარის მთავრობის აპარატის წარმომადგენლებმა, ისე უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ვერ გაიხსენეს, როგორ მოხდა ჟურნალისტისთვის მომზადებული კორესპონდენციის გასაჯაროება, ხოლო პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურმა ვერ შეძლო დაედგინა, როგორ გახდა აჭარის მთავრობის მიერ ჟურნალისტისთვის მომზადებული პასუხი „ქართული ოცნების” დეპუტატისთვის ხელმისაწვდომი.
მედიის ადვოკატირებისთვის კოალიცია მიიჩნევს, რომ საჯარო დაწესებულების მიერ მიღებული ან/და გაგზავნილი სამართლებრივი დოკუმენტის პარტიული ინტერესებით გამჟღავნება და საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გამო ჟურნალისტის დისკრედიტაციის მცდელობა ქმნის საშიშ პრაქტიკას. მომხდარი შემთხვევა ნათლად მიუთითებს ადმინისტრაციული ორგანოების ფუნქცია-მოვალეობებისა და ვიწრო პარტიული ინტერესების აღრევაზე.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს:
2023 წლის 20 იანვარს, საგარეჯოში საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან პირმა რამდენჯერმე გაისროლა, რასაც 4 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, 5 პირი კი დაჭრილია.
ამავე პირმა ცეცხლი გაუხსნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილზე გამოძახებულ თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ–ერთი დაიღუპა. შსს-ის ინფორმაციით, თავდამსხმელმა სავარაუდოდ, თავი მოიკლა.
ქარტია, პირველ რიგში, უსამძიმრებს გარდაცვლილების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
ქარტიის საბჭო მოუწოდებს მედიას, პასუხისმგებლობით მოეკიდონ აღნიშნულ საკითხს და გაშუქებისას სენსაციურობის ნაცვლად, უპირატესობა მიანიჭონ ფაქტებზე ორიენტირებულ გაშუქებას.
ამასთან, ქარტიის საბჭო მოუწოდებს მედიასაშუალებებს, მაღალი საჯარო ინტერესის გარეშე თავი შეიკავონ მძიმე ვიზუალური კადრების შემცველი მასალის გავრცელებისგან, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს დაღუპულ და დაჭრილ მოქალაქეთა ახლობლების რეტრამვირება.
მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2023 წლის 16 იანვარს მიღებულ განაჩენს, რომლის საფუძველზეც მედიის წარმომადგენლებზე, 2021 წლის 5 ივლისის თავდასხმისას, ძალადობაში მსჯავრდებულები ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ჩადენაში გამართლდნენ და მათ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი შეუმცირდათ.
აღნიშნული განაჩენი ჟურნალისტების, გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ გადადგმულ მორიგი ნაბიჯია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი “ტელეკომპანია პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას, ჟურნალისტის მირანდა ბაღათურიას და საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის ილიკო თვალიაშვილის წინააღმდეგ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებულ ძალადობას, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებს ეხება. მართალია, 5 ივლისის საქმეზე მსჯავრდებულები დამნაშავედ ცნო, თუმცა ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ჩადენაში ყველა მათგანი უდანაშაულოდ მიიჩნია.
საგანგაშოა, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებების მიუხედავად, ამ დრომდე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია.
საქართველოს სახალხო დამცველმა, მედიის ადვოკატირების კოალიციამ და მისმა წევრმა ორგანიზაციებმა არაერთხელ მიმართეს გენერალურ პროკურატურას 5 ივლისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით. სამწუხაროდ, მოთხოვნის მიუხედავად, სახელმწიფო უწყებები არ დგამენ სათანადო ნაბიჯებს მედიაზე მასშტაბური თავდასხმის ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირების უზრუნველსაყოფად, მაშინ როდესაც ორგანიზებული ძალადობის შედეგად 56 პირი, მათ შორის, 47 ჟურნალისტი დაზარალდა. თავდასხმის შემდეგ 31 პირი დააკავეს, მათგან 27 ჟურნალისტებზე ძალადობისთვის.
მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და მათ წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე ეფექტიანი რეაგირების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე ყურადღება არის გამახვილებული, მათ შორის, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში.
ამის თაობაზე არაერთხელ აღნიშნა მედიის ადვოკატირების კოალიციამ თავის განცხადებებში.
მედიის ადვოკატირების კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს
ხელისუფლებას უზრუნველყოს ჟურნალისტების უფლებების ეფექტიანი დაცვა,
მათ შორის, 2021 წლის 5 ივლისს მედიაზე ჯგუფური თავდასხმის
ორგანიზატორებისა და მონაწილეების პასუხისგებაში მიცემა.
2023 წლის 9 იანვარს სხვადასხვა მედიასაშუალებამ გაავრცელა მოსკოვში ქართველი მზარეულის მკვლელობის დაუფარავი კადრები.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ აუცილებელია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს საზოგადოების მაღალი ინტერესი და ცნობისმოყვარეობა. აღნიშნული კადრების გავრცელება საზოგადოებისთვის დამატებითი ინფორმაციის მატარებელი არ არის და მხოლოდ ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას შეიძლება ემსახურებოდეს.
მედიამ უნდა იფიქროს, რა გავლენის მომტანია დაზარალებულის ოჯახისა და ახლობლებისთვის მსგავსი შემზარავი გამოსახულების გავრცელება და მინიმუმამდე უნდა შეამციროს გარდაცვლილის ახლობლების რეტრავმირება.
ქარტია მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, თავი შეიკავონ აღნიშნული კადრების გავრცელებისგან, უკვე გავრცელებული ჩანაწერები კი წაშალონ ყველა პლატფორმიდან.
2022 წლის 5 იანვარს სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელდა ინფორმაცია ბელგიაში მცხოვრები ლიზა ქისტაურის მკვლელობის შესახებ.
ამ დრომდე [23:50, 05.01.2023] ლიზა ქისტაურის გარდაცვალება არ დაუდასტურებიათ არც მისი ოჯახის წევრებს და არც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. არ არსებობს არცერთი ოფიციალური წყარო, რომელიც ქალის გარდაცვალებას ადასტურებს.
ქარტიის საბჭო მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.
ამასთან, მნიშვნელოვანია გაშუქების დროს მოხდეს ბალანსის დაცვა საზოგადოებრივ ინტერესსა და ეთიკურ გაშუქებას შორის. მედია თანამგრძნობი უნდა იყოს ამგვარი მოვლენების მონაწილე პირების მიმართ და თავი უნდა აარიდოს პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევას.
ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ აუცილებელია, მედიამ გაითვალისწინოს ოჯახის წევრები და ახლობელი ადამიანის გარდაცვალების შემთხვევაში, მათ ამის შესახებ მედიიდან არ შეიტყონ.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესი დაჩქარებულად, სფეროში ჩართული ადამიანების მოსაზრებების გაზიარების და რისკების შეფასების გარეშე წარიმართა, რაც ქვეყანაში ისედაც მძიმე მედიაგარემოს გაუარესების საფრთხეს ქმნის.
კანონპროექტი და განხილვის პროცესი - კანონპროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტში 2022 წლის 7 სექტემბერს ,,ქართული ოცნების” დეპუტატებმა დაარეგისტრირეს, საჯაროდ ხელმისაწვდომი 13 სექტემბერს გახდა. კანონპროექტი პარლამენტის სესიაზე 19 სექტემბერს პირველი მოსმენით, განხილვებისა და დისკუსიის გარეშე, გავიდა. დაჩქარების მიზეზად, კანონპროექტის ავტორებმა ევროკავშირთან აღებული ვალდებულების დროულად შესრულება მოიყვანეს და აღნიშნეს, რომ მეორე მოსმენამდე სამაუწყებლო მედიასა და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრები ჩაინიშნებოდა. მას შემდეგ პარლამენტში მხოლოდ ერთი შეხვედრა შედგა, სადაც დამატებითი შეხვედრის საჭიროება გამოიკვეთა, კანონპროექტის ტექსტის დეტალურად განსახილველად, თუმცა მოულოდნელად, 28 ნოემბერს, ჩაინიშნა მეორე მოსმენა, დამატებითი შეხვედრების გარეშე. ამჯერადაც არგუმენტი ევროკავშირთან აღებული ვალდებულების დროულად შესრულება იყო.
აღსანიშნავია ევროკავშირის მოთხოვნა ინკლუზიურობაზე, რაც ნიშნავს, რომ ევროკავშირისთვის გადამწყვეტია, საკანონმდებლო ცვლილებები მოხდეს მხარეებთან შეთანხმებით და კონსენსუსით, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესში არ მომხდარა.
ალტერნატიული წინადადება - საქართველოში არსებული მედია გარემოს საფრთხეების გათვალისწინებით, ტელემაუწყებლობის უმრავლესობამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა კანონპროექტის ალტერნატიულ ვარიანტზე იმუშავეს. აღნიშნული კანონპროექტი მეორე მოსმენამდე პარლამენტს თამარ კორძაიამ წარადგინა, თუმცა შეთავაზება მხედველობაში არ მიუღიათ.
ევროპის საბჭოს ექსპერტების დასკვნა სადავო სამი საკითხის შესახებ - მნიშვნელოვანია, რომ დირექტივის იმპლემენტაციისას, ევროკავშირი არ უთითებს ქვეყნებს თუ კონკრეტულად როგორ უნდა შეცვალონ კანონპროექტი - მისთვის მთავარია, ქვეყნებმა მიზანს მიაღწიონ. ეს ქვეყნებს აძლევს საშუალებას, დირექტივის შესრულებისას არსებული გარემოებები გაითვალისწინონ და ისეთი გზა აირჩიონ, რომელიც სფეროს არ დააზიანებს.
სწორედ ეს მიიღეს მხედველობაში ევროპის საბჭოს ექსპერტებმა და სადავო საკითხის შეფასებისას არასამთავრობო სექტორისა და მედიასაშუალებების მსგავსი პოზიცია ჩამოაყალიბეს.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მესამე მოსმენამდე ევროკავშირმა ვალდებულების შესასრულებლად და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე სამუშაოდ პროცესი 2023 წლის 31 მაისამდე გადაავადა.
მიუხედავად ამისა, წამყვანმა კომიტეტმა ცვლილებებს მხარი მესამე მოსმენითაც დაუჭირა.
მედიის ადვოკატირების კოალიციას მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესებთან დაკავშირებით და იცოდეს, რომ არ სრულდება ის მინიმალური სტანდარტიც კი, რომელიც დაინტერესებული პირების პროცესებში ჩართულობას გულისხმობს.
ტელეკომპანია „იმედის” ჟურნალისტმა, მარიკა ბაკურაძემ Facebook-ზე მისი სიუჟეტის კომენტარებში დაწერილი კრიტიკული მოსაზრებების გამო მოქალაქეებს პირადად დაურეკა, პასუხი მოსთხოვა, მათთან საუბრის შესახებ სიუჟეტი მოამზადა და შემდეგ მაყურებლის კრიტიკული გამონათქვამები 2022 წლის 28 ნოემბრის გადაცემაში სხვა წამყვანებთან და სტუმართან ერთად განიხილა.
სიუჟეტში ჩანს, რომ ჟურნალისტი ეკითხება მოქალაქეებს, რატომ გამოიყენეს მათ ესა თუ ის ეპითეტი ან სიტყვა მისი გადაცემის გასაკრიტიკებლად. ერთ-ერთი რესპონდენტი მარიკა ბაკურაძეს ეუბნება, რომ ჯერ უნდა მოიპოვოს მასთან საუბრის უფლება და შემდეგ დაურეკოს, რაზეც ჟურნალისტი პასუხობს - „თქვენც მოიპოვეთ მაშინ იმის უფლება, რომ უცხო ადამიანები ასე შეაფასოთ”.
მოგვიანებით, ჟურნალისტმა Facebook-ზე გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც აღნიშნა, რომ მისი აზრით, სიუჟეტი ეთიკურად იყო მომზადებული და სრულად იყო დაცული რესპონდენტების ანონიმურობა. ის ასევე აღნიშნავს, რომ იმ გადაცემის თემა, რომელშიც სიუჟეტი გავიდა და განიხილეს, იყო სიძულვილის ენა, თუ „როგორ წალეკა სოციალური სივრცე სალანძღავმა სიტყვებმა, ბრაზმა და აგრესიამ”.
ქარტიის საბჭო, პირველ რიგში, მიუთითებს, რომ მაყურებლის მხრიდან კრიტიკის მიზნით გამოთქმული თუნდაც აგრესიული კომენტარები, ან შეურაცხმყოფელი გამონათქვამები შეიძლება სულაც არ იყოს სიძულვილის ენა და ყველა კრიტიკული, შეურაცხმყოფელი და თუნდაც უცენზურო კომენტარის სიძულვილის ენად შეფასება დაუშვებელია.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1997 წელს მიღებული რეკომენდაციით, „სიძულვილის ენა მოიაზრებს გამოხატვის ყველა ფორმას, რომელიც ავრცელებს, აქეზებს, ხელს უწყობს ან ამართლებს რასობრივ შუღლს, ქსენოფობიას, ანტისემიტიზმს ან შეუწყნარებლობაზე დაფუძნებულ შუღლის სხვა ფორმებს, ნაციონალიზმის, ეთნოცენტრიზმის, დისკრიმინაციისა და უმცირესობათა ან მიგრანტთა მიმართ გამოხატული მტრობის ჩათვლით”.
სიუჟეტთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილისგან გამოითქვა პრეტენზია, როგორ და საიდან მოიპოვა ჟურნალისტმა მოქალაქეების მობილურის ნომრები. ქარტიის საბჭო აღნიშნავს, რომ არ მიიჩნევს ჟურნალისტის მხრიდან პროფესიულ დანაშაულად ნებისმიერი მოქალაქის პირადი ტელეფონის ნომრის მოპოვებას და მის გამოყენებას კომენტარის/ინფორმაციის მოსაპოვებლად, თუკი არსებობს საჯარო ინტერესი, თუმცა იქვე დასძენს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ამგვარი საზოგადოებრივი ინტერესი არ არსებობდა.
საქართველოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მიხედვით, საზოგადოებრივი ინტერესი არის მაღალი აქტუალობის მქონე იმ ფაქტისა ან/და მოვლენის შესახებ საჯარო ინტერესი (და არა ცალკეულ პირთა უბრალო ცნობისმოყვარეობა), რომელიც ეხება პირთა ფართო წრეს ან საზოგადოების ერთ კონკრეტულ ჯგუფსა და საჯარო ინტერესის სფეროს, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განხორციელებასთან.
ამასთან, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონი არ ვრცელდება მედიაზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მხრიდან ამ საკითხის შესწავლა დაუშვებელია და შეიცავს მედიის წარმომადგენლების მუშაობის შეზღუდვის რისკებს.
ქარტიის საბჭოს არაპროფესიონალურად მიაჩნია მედიის მხრიდან
აუდიტორიისთვის პასუხის მოთხოვნა კრიტიკაზე, რადგან სწორედ
საზოგადოებაა ის, ვისაც, არათუ უფლება აქვს, არამედ ვალდებულიცაა
გააკრიტიკოს, დაიწუნოს ან მოიწონოს ჟურნალისტი და მისი
მედიაპროდუქტი.
მედიას უნდა ახსოვდეს, რომ ჟურნალისტი ქმნის საჯარო პროდუქტს, ის
თავადაც საჯარო პირია და მისი კრიტიკის უფლება აქვს ნებისმიერ
მოქალაქეს, ნებისმიერი ფორმით, თუ, რა თქმა უნდა, ის არ სცდება
გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და არ შეიცავს ძალადობისკენ
მოწოდებას, მუქარას, სიძულვილის ენას.
კრიტიკის გამო ადამიანების საჯაროდ შერცხვენა, მათთვის პასუხის მოთხოვნა ნიშნავს, რომ მედიას სწორად არ ესმის საკუთარი მისია, საკუთარი მოვალეობა. მეტიც, ეს შეიძლება დამაზიანებელი იყოს როგორც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის, ისე თავად მედიასაშუალებისთვის.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარ დანაშაულთან საპატრიარქოს წარმომადგენლის მიერ მედიის დაკავშირება ჟურნალისტების მიმართ ძალადობას ახალისებს და მათზე თავდასხმის რისკებს აძლიერებს.
სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, საქართველოში ჟურნალისტებისთვის სამუშაო გარემო უკიდურესად საშიში გახდა - მათ ხშირად არ ეძლევათ შესაძლებლობა თავისუფლად შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმები მედიის წარმომადგენლების საქმიანობის თანმდევი ნაწილია.
საგანგაშოა, რომ საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მომხდენი პირები და ორგანიზაციები, მათ შორის, საქართველოს საპატრიარქო, თავისი მტრული დამოკიდებულებით და განცხადებებით ხელს უწყობენ მედიის მიმართ კიდევ უფრო აგრესიული გარემოს შექმნას.
მსგავსი მითითება ქმნის დაბნეულობას მოსახლეობაში, ყურადღების მიღმა ტოვებს ნამდვილ მიზეზებსა და მისი მოგვარების გზებზე საუბარს, რაც ასე მნიშვნელოვანია დღეს როგორც ქალთა მიმართ ძალადობის, ისე მედიის წინააღმდეგ გამოვლენილი დანაშაულების შესამცირებლად.
2022 წლის 25 ნოემბერს, ხაშურის მუნიციპალიტეტში, დედათა მონასტერში, თავდამსხმელები მონაზვნებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ერთ-ერთ მათგანზე სექსუალურად იძალადეს. დღეს მედიის ნაწილმა გაავრცელა ქალის ვინაობა და ფოტო.
ქარტიის საბჭო დაუშვებლად, უკიდურესად არაეთიკურად და არაპროფესიონალურად მიიჩნევს სექსუალური ძალადობის მსხვერპლის იდენტიფიცირებას და ფოტოს გამოქვეყნებას, მით უმეტეს, როდესაც ძალადობაგამოვლილ ადამიანს ამაზე მედიისთვის თანხმობა არ მიუცია და როდესაც ეს ინფორმაცია არანაირ საჯარო ინტერესს არ წარმოადგენს.
მოვუწოდებთ მედიას, მომხდარის გაშუქებისას პატივი სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას, დაიცვას ეთიკური სტანდარტები და არ მოახდინოს ძალადობაგამოვლილი ადამიანის იდენტიფიცირება, რამაც შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს მას.
მედიის მიერ მსხვერპლის უფლებების დარღვევა აზიანებს მედიის მიმართ ნდობას.
მედიას ნებისმიერი ამბის გაშუქებისას უნდა ესმოდეს საკუთარი მისია და უნდა იფიქროს იმაზე, თავისი ქმედებით ხომ არ აყენებს ზიანს ადამიანს, რომლის უფლებების დაცვაც ევალება.
მედიას უნდა ახსოვდეს ისიც, რომ ყოველი მსგავსი წინდაუხედაობა და შეცდომა ასევე აზიანებს მისდამი საზოგადოების ნდობას, რადგან საზოგადოება ჟურნალისტისგან სამართლიანად ელის, რომ ის მისი მოკავშირეა და მის კეთილდღეობაზე ზრუნავს.
ჟურნალისტები და რედაქტორები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ მსგავსი შემთხვევების გაშუქებას და ყურადღება მიაქციონ თითოეული შემთხვევის თავისებურებას. ძალადობაგამოვლილი ადამიანის ვინაობის გამხელამ შესაძლოა გამოიწვიოს მისი რეტრავმირება და ზიანი მიაყენოს მას არამხოლოდ დღეს, არამედ მომავალშიც.
სექსუალური ძალადობის შემთხვევების გაშუქებისას, მედიამ ასევე უნდა გაითვალისწინოს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები, განწყობები და მასალების მომზადებისას არ უნდა შეუწყოს ხელი გენდერული უთანასწორობის გაღრმავებას.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ჟურნალისტებს შეახსენებს:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი დარტყმაა თავისუფალ მედიაზე.
2022 წლის 2 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ისე, რომ განმარტებები არ გაუკეთებია და მხოლოდ იმის აღნიშვნით შემოიფარგლა, რომ სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს.
2019 წლის 19 აპრილს ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ მრჩეველთა საბჭომ დირექტორს - ნათია კაპანაძეს უნდობლობა გამოუცხადა და დაკავებული პოზიციიდან გადააყენა. აჭარის ტელევიზიაში არსებული პროგრესის ფონზე, უსაფუძვლო იმპიჩმენტმა ბევრი კითხვა გააჩინა.
ახალი მენეჯმენტის მიერ კრიტიკული ჟურნალისტების მიზანმიმართულმა დევნამ კი ცხადი გახადა, რომ ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ისახავდა მიზნად. საბჭოს გადაწყვეტილება ნათია კაპანაძემ სასამართლოში გაასაჩივრა. 2022 წლის 6 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა.
ნათია კაპანაძე სასამართლოში წარდგენილი სარჩელის ფარგლებში დავობდა მაუწყებლის საბჭოს მიერ გარემოებების არასათანადოდ გამოკვლევის გამო.
საყურადღებოა, რომ სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა მისი პოზიცია და 17 გარემოებიდან 11 გარემოების ნაწილში ჩათვალა, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს პოზიცია იყო დაუსაბუთებელი და არ ემყარებოდა კონკრეტული ფაქტების ანალიზსა და ობიექტურ შეფასებას, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ 5 გარემოებაზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება არ დაეკმაყოფილებინა კაპანაძის სარჩელი.
ნათია კაპანაძის ინტერესებს სასამართლოში იცავდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. როგორც საიას, ასევე მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრი ორგანიზაციების შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ხელისუფლება ზღუდავს მედიის თავისუფლებას, ხოლო სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობა პრობლემურია.
ვფიქრობთ, მსგავსი გადაწყვეტილებები საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვების მცდელობის ფონზე, კიდევ უფრო გვაშორებს ევროპულ მომავალს.
2022 წლის 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოაცხადა განაჩენი ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი დირექტორის, ამჟამად „მთავარი არხის“ დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე და გვარამია პატიმრობაში დატოვა.
მედიის ადვოკატირების კოალიცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და სახალხო დამცველის სასამართლოში წარდგენილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრების მიხედვით, გვარამიასთვის წარდგენილი ბრალდება არ შეიცავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საკმარის მკაფიო ნიშნებს. შესაბამისად, ნიკა გვარამიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მისი, როგორც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის ხელმძღვანელის დასჯას ემსახურება.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის სტატუსის მისაღებად დაწესებულ მოთხოვნებს პლურალისტული მედიაგარემოსა და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს შესახებ. ნიკა გვარამიას საქმე მოხვდა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაშიც. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ საქართველო კიდევ უფრო დააშორა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და ბუნდოვანი გადახადა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი.
არსებულ კრიტიკულ სიტუაციაში კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, შეიწყალოს ნიკა გვარამია და დადებითი როლი შეასრულოს ევროპის კავშირში ინტეგრაციის პროცესში.
2022 წლის 12 ოქტომბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გადაცემა ,,დიდ შესვენებაში” წამყვანებმა ანეკდოტის მოყოლითა და საკუთარი რეაქციებით ხელი შეუწყვეს დისკრიმინაციული გარემოს შექმნასა და სტერეოტიპების გაძლიერებას.
მოგვიანებით გადაცემის შემოქმედებითმა ჯგუფმა გააკეთა განმარტება, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მათ არ აქვთ გააზრებული პასუხისმგებლობა და დისკრიმინაციული გარემოს შექმნას ვერ აღიქვამენ პრობლემად.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, არ შეუწყოს ხელი დისკრიმინაციული და არატოლერანტული გარემოს შექმნას. ანეკდოტებით და კომედიური ისტორიებით იზრდება სტიგმატიზაციის ხარისხი და სტერეოტიპები უფრო ძლიერდება. სტერეოტიპები შშმ პირებთან მიმართებით, თუნდაც კომედიურ კონტექსტში, განამტკიცებს არასწორ დამოკიდებულებებსა და წარმოდგენებს.
ქარტიის საბჭო მოუწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს, აღნიშნული მასალა წაშალონ გვერდიდან და გააკეთონ სათანადო განმარტება.
2022 წლის 5 ოქტომბერს ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ TV პირველის ჟურნალისტს, ნატო გოგელიას პროფესიული საქმიანობის შესრულებისას შეურაცხმყოფელი ფრაზებით მიმართა და გამოიყენა დისკრიმინაციული, სექსისტური ენა.
ქარტია გმობს დავით დარჩიას რეპლიკებს ჟურნალისტის მიმართ და აღნიშნავს, რომ თანამდებობის პირის მხრიდან სრულიად მიუღებელია, როგორც ამგვარი დამოკიდებულება ჟურნალისტისადმი, ისე ასეთი დისკრიმინაციული ლექსიკის გამოყენება.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით არ წაახალისონ დისკრიმინაცია და გადავიდნენ მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმზე.
მნიშვნელოვანია, ხელისუფლების წარმომადგენელს ესმოდეს მედიის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში და იზრუნოს მათ შორის კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და სათანადოდ მოექცეს მათ.
ქარტია მიიჩნევს, რომ დაუშვებელია მედიის წარმომადგენლების მიმართ
აგრესია და მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალადობის წახალისება,
სექსისტური და დისკრიმინაციული ენის გამოყენება.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პოსტვის“ 52%-იანი წილი 520 ათას ლარად იყიდა და დაჩქარებული წესით დაირეგისტრირა.
ჯაფარიძე, „ქართული ოცნების“ აწ უკვე ყოფილი წევრი დღესვე ანტიდასავლური განცხადებებით ცნობილ საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალას“ შეუერთდა. „პოსტვ” -ის განცხადებით, ისინი დღეიდან „ხალხის ძალას“ ღიად და აქტიურად დაუჭერენ მხარს.
დეპუტატის მიერ ტელევიზიის ფლობასთან დაკავშირებით უკვე არსებობს სტანდარტი, რომელიც 2016 წელს კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „იბერიის“ მფლობელების, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაშინდელი წევრის ზაზა ოქუაშვილის და მისი მეუღლის საქართველოს პარლამენტის წევრის ნატო ჩხეიძის შემთხვევაში დაადგინა.
ჩვენ მიერ მოპოვებული დოკუმენტაციით, კომისიამ ტელეკომპანია „იბერიის“ მესაკუთრეებს აცნობა, რომ მათ მიერ ტელევიზიის ფლობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევა იყო. კერძოდ, 37-ე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი კრძალავს „ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე“ ფლობდეს მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიას/ავტორიზაციას. საპასუხოდ, ოქუაშვილმა და ჩხეიძემ წილების მართვის უფლება სხვა პირებს გადასცეს, თუმცა კომუნიკაციების კომისიის წერილით ირკვევა, რომ კომისიამ ეს საკმარისად არ ჩათვალა და კვლავ მოუწოდა მფლობელებს „შესაბამისი ზომები“ მიეღოთ. საბოლოოდ, ზაზა ოქუაშვილმა და ნატო ჩხეიძემ წილები შვილებს აჩუქეს.
დღეს ვიქტორ ჯაფარიძემ განმარტა, რომ წილს სამართავად მინდობილ პირს გადასცემს. თუმცა კომუნიკაციების კომისიის მიერ დადგენილი პრაქტიკით, მას ეკრძალება არა მხოლოდ ტელევიზიის წილის მართვა, არამედ საკუთრებაში ფლობა.
შესაბამისად, მოვუწოდებთ კომუნიკაციების კომისიას შეისწავლოს პარლამენტის წევრის ვიქტორ ჯაფარიძის მიერ „პოსტვ”-ის წილების ფლობის კანონიერების საკითხი.
მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმაურება უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის ინტერვიუს, სადაც იგი მოსამართლეების მიმართ ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს. ალავიძის განცხადებით, რიგ შემთხვევებში იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეებისგან კონკრეტულ საქმეებზე გადაწყვეტილებების შეთანხმებას მოითხოვდა. მისივე განცხადებით, ხდებოდა დაბარება კაბინეტში და „ქუჩური წესებით საქმის გარჩევა“, რათა მათთვის სასურველი შედეგი დამდგარიყო.
ბესარიონ ალავიძე საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოსამართლედ 2011 წლის თებერვალში 10 წლიანი ვადით დაინიშნა. 2021 წლის 22 თებერვალს მას სამოსამართლეო ვადა ამოეწურა. ალავიძე ჯერ კიდევ 2019 წელს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის პერიოდში, ღიად საუბრობდა სისტემაში არსებულ ნეპოტიზმსა და „ჩაწყობებზე“. ასევე, იგი ადასტურებდა, სასამართლოში არსებული გავლენიანი ჯგუფის ე.წ. კლანის არსებობას.
ბესარიონ ალავიძის განცხადება დაადასტურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ამჟამად პატიმრობაში მყოფმა სოსო გოგაშვილმა. გოგაშვილმასოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში კონკრეტულ საქმეზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სუს-მა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის და ე.წ. კლანის ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ ჩინჩალაძის მოთხოვნით, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ საქმეზე სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად ალავიძეზე ზეწოლა განახორციელა. როგორც ცნობილია, 2017 წელს, ალავიძემ „რუსთავი 2-ის“ საქმე განიხილა და 8 კოლეგასთან ერთად კერძო მაუწყებელი ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.
სასამართლო სისტემაში კორუფციის რისკების არსებობის თაობაზე წლებია ისმის დასაბუთებული კრიტიკა, რომელსაც კიდევ უფრო აღრმავებს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის ბესარიონ ალავიძისა და სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის განცხადებები. სასამართლო სისტემის რეფორმირების აუცილებლობაზე ადგილობრივი თუ საერთაშორისო აქტორების კრიტიკა და ბოლო დროს ყოფილი მოსამართლეების მხრიდან გავრცელებული უმძიმესი ბრალდებებიც მიუთითებს.
მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას:
მოსამართლეთა ზეწოლასა და სხვა უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით უზრუნველყოს სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების ჩატარება და გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოების დროული ინფორმირება. მათ შორის, დეტალურად შეისწავლოს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” საქმეზე გადაწყვეტილებაზე გავლენის მომხდენი შესაძლო ზეწოლის შემთხვევები.
ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს:
შეიქმნას დროებითი საპარლამენტო კომისია ქართული მართლმსაჯულების სისტემაში არსებული მდგომარეობის შესასწავლად. გამოვლენილი ხარვეზების ანალიზს კი დაეფუძნოს რეფორმა, რომლის მიზანი სასამართლო სისტემის არაფორმალური გავლენებისგან გათავისუფლება იქნება.
2022 წლის 20 სექტემბერს, მედიაში გავრცელდა „საქართველოს ბანკის“ ქუთაისის ფილიალში მძევლად აყვანილი პირის მიერ გადაღებული ვიდეოები. კადრებში იდენტიფირებული არიან მძევლად აყვანილი პირები - თავდამსხმელი მათ სამართალდამცველებთან საკონტაქტოდ იყენებს.
ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ მედიამ არ უნდა მისცეს თავდამსხმელს ტრიბუნა, რომელიც მას სჭირდება გავლენის მოსახდენად. კარგად გვესმის, რომ ამ ფაქტის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია, მაგრამ ასევე დიდია თითოეული ჟურნალისტის და პროდიუსერის პასუხისმგებლობაც, როდესაც საქმე ადამიანების სიცოცხლეს და მასთან დაკავშირებულ რისკებს ეხება.
ქარტიის საბჭო მედიასაშუალებებს სთხოვს გაითვალისწინონ ის პოტენციური ტრავმა, რომელიც, შესაძლოა, მძიმე კადრების ჩვენებამ მიაყენოს მძევლების ახლობლებს, რომლებისთვისაც მძიმე მოსასმენი და სანახავი იქნება ამგვარი დეტალების შესახებ ინფორმაცია.
ამასთან, მუქარის შემცველი მესიჯების გარდა, მედიის ხელში შესაძლოა აღმოჩნდეს ისეთი ვიდეოები, რომლებზეც ასახულია რომელიმე ძალადობრივი ჯგუფის მიერ კონკრეტულ ადამიანებზე ძალადობის სცენა. გარდა იმისა, რომ მსგავსი ვიდეოების პირდაპირ, დაუმონტაჟებლად გადაცემა და ვერბგვერდებზე განთავსება პანიკას თესავს, სხვა მიზეზითაც არ არის მიზანშეწონილი. ასეთი მასალების მედიით გავრცელებამ შეიძლება მიბაძვითი ქცევები წაახალისოს.
ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, ჟურნალისტის საქმიანობით:
2022 წლის 20 სექტემბერს, საღამოს „რუსთავი 2-ის” ეთერში გავა გადაცემა „ღამის პრაიმ-თაიმი.” მაუწყებელმა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა გადაცემის ანონსი წარწერით: „საზოგადოება, რომელიც ამართლებს ფემიციდს - მწვავე დაპირისპირება - ცხელი დისკუსია - და ქალები, ქალების წინააღმდეგ”.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განმარტავს, რომ ფემიციდი ქალთა მიმართ ძალადობის უკიდურესი ფორმაა. ეს არის ქალების მკვლელობა მათი გენდერის გამო. ფემიციდის გაშუქებისას მედიამ არ უნდა დაიწყოს იმის გარკვევა, რა „დააშავა" ქალმა და რატომ მოკლეს ის. არ არსებობს მიზეზი, რაც მკვლელობას გაამართლებს.
გადაცემის ანონსიდან ჩანს, რომ გადაცემაში სწორედ მიზეზების გარკვევას უნდა დაეთმოს დრო.
ქარტიის საბჭომ მიმდინარე წლის 30 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება სწორედ „ღამის პრაიმ-თაიმში” ფემიციდის გაშუქების შესახებ. საბჭომ მაშინ დაადგინა, რომ მსგავსი გამონათქვამებისა და თემისადმი არასენსიტიური მიდგომის გამო, როგორიც ახალი გადაცემის ანონსშია, წამყვანებმა უხეშად დაარღვიეს ქარტიის მე-7 პრინციპი.
საბჭომ მიიჩნია, რომ წამყვანებმა ხელი შეუწყვეს ქალთა დისკრიმინაციას და იმ მავნე მოსაზრების გაძლიერებას, რომ ქალზე გარკვეული სახით ან/და „დოზით“ ძალადობა შეიძლება იყოს აუცილებელი და მისაღები ქმედება.
„ღამის პრაიმ-თაიმის” მიერ გამოქვეყნებული ანონსის შინაარსი ეწინააღმდეგება ჟურნალისტიკის აღიარებულ პროფესიულ სტანდარტებს, ეთიკურ პრინციპებს და აძლიერებს სტიგმას, რომელიც ფემიციდის დროს მსხვერპლს ადანაშაულებს და დამნაშავის ქმედებას ამართლებს.
ქარტიის საბჭო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ფემიციდის
გაშუქებისას, დაუშვებელია, მედიამ საზოგადოებას შესთავაზოს დისკუსია,
რომელშიც შესაძლოა, მოქალაქეები სხვადასხვა არგუმენტით შეეცადონ
მოძალადეების საქციელის გამართლებას, რამაც, შესაძლოა, წაახალისოს
პოტენციური მოძალადეები.
ქარტია მოუწოდებს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2”-ს, მეტი
პასუხისმგებლობით მიუდგეს ფემიციდის გაშუქებას და მაქსიმალურად
შეეცადოს, დაიცვას გენდერული ძალადობის გაშუქების ეთიკური
სტანდარტები.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების ნაწილი შეიცავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რისკებს და გააუარესებს მედიაგარემოს საქართველოში.
2022 წლის 07 სექტემბერს საქართველოს პარლამენტში ,,ქართული ოცნების” დეპუტატებმა დაარეგისტრირეს კანონპროექტი ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი/საჯარო 13 სექტემბერს გახდა. აღსანიშნავია, რომ მოცულობითი და შინაარსობრივად მრავალფეროვანი კანონპროექტის განხილვა ამავე წლის 19 სექტემბერს არის ჩანიშნული.
ცვლილებების საფუძვლად კანონპროექტის ავტორები აუდიო ვიზუალური მედია მომსახურების დირექტივასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანას ასახელებენ.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მნიშვნელოვნად მიიჩნევს ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებას. თუმცა ამავდროულად თვლის, რომ აუცილებელია ევროკავშირის კანონმდებლობის იმპლემენტაციის პროცესი იყოს ინკლუზიური და ემსახურებოდეს მედიაგარემოს გაუმჯობესებას.
დარეგისტრირებული კანონპროექტი სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს კომისიის სამართლებრივი აქტების დაუყოვნებლივ აღსრულებას, მიუხედავად იმისა, გასაჩივრდა თუ არა ისინი სასამართლოში.
კოალიცია მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ კრიტიკული მედიასაშუალებების სანქცირების პრაქტიკის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად იზრდება კრიტიკული მედიის მიმართ პოლიტიკურად მიკერძოებული გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივ აღსრულებით მოსალოდნელი ზიანის რისკი.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსგავსი მოთხოვნა არ არის მითითებული ევრო დირექტივაში. უფრო მეტიც, ვენეციის კომისიამ დროებითი მმართველის დანიშვნის შესახებ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებზე 2021 წლის 22 მარტს გამოქვეყნებულ დასკვნაში მიუთითა, რომ დროებითი მმართველის დანიშვნის აქტის სასამართლოში გასაჩივრება უნდა იწვევდეს ამ აქტის მოქმედების ავტომატურ შეჩერებას, და ამის შემდგომ უნდა იმსჯელოს სასამართლომ რამდენად აუცილებელია შეჩერებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება. დასკვნიდან ჩანს, რომ ვენეციის კომისიამ სახელმწიფოში მართლმსაჯულების საერთო მდგომარეობა და კონტექსტი გაითვალისწინა.
კოალიცია ასევე პრობლემურად მიიჩნევს პასუხის უფლების შემოტანასა და სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების პროგრამისა და რეკლამის რეგულირებას. ორივე საკითხი ეხება შინაარსობრივი თვითრეგულირებაში შემავალი საკითხების რეგულირებაში გადატანას.
კოალიცია თვლის, რომ კომისიის მხრიდან შინაარსში ჩარევა ქმნის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რისკებს და მიიჩნევს, რომ პარლამენტმა კანონპროექტი შინაარსობრივ რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხების გარეშე უნდა მიიღოს. აღნიშნულ საკითხებზე კი შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმსჯელებს ისეთ ეფექტიან მექანიზმებზე, რომლებიც საფრთხეს არ შეუქმნის გამოხატვის თავისუფლებას.
კოალიცია მოუწოდებს პარლამენტს დაიცვას ევროკავშირის მიერ მიცემული რეკომენდაციები და პროცესი გახადოს ინკლუზიური.
თელარა გელანტიას მთავრობის სხდომაზე დასწრების აკრძალვა აჩენს ჟურნალისტის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის დასაბუთებულ ეჭვს. მთავრობის ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება ხელს უწყობს მედიის მიმართ მტრული გარემოს ჩამოყალიბებას და აუარესებს მედიის თავისუფლების ხარისხს საქართველოში.
2022 წლის 12 სექტემბერს, საქართველოს მთავრობა BMG-ის რედაქტორს თელარა გელანტიას არ მისცა საქართველოს მთავრობის სხდომაზე დასწრების საშუალება. მთავრობის ადმინისტრაციამ ჟურნალისტს ზეპირად განუმარტა, რომ მისი არ დაშვების მიზეზი იყო ბევრი კითხვის დასმა და კოლეგების შეწუხება.
აღსანიშნავია, რომ თელარა გელანტია დაახლოებით 10 წელია რეგულარულად ესწრება და აშუქებს მთავრობის სხდომებს, სვამს კითხვებს. მთელი ამ დროის განმავლობაში მას არ მიუღია გაფრთხილება ან შენიშვნა რომელიმე ქცევის წესის დარღვევასთან დაკავშირებით.
გარემოებების ანალიზი მიუთითებს, რომ ჟურნალისტის სხდომაზე დაშვების აკრძალვა განპირობებული იყო მთავრობის ადმინისტრაციის სავარაუოდ დისკრიმინაციული მოპყრობით. კერძოდ, მთავრობის ადმინისტრაციას არ უთქვამს უარი ოპერატორის შეშვებაზე ასევე BMG-ის განემარტა, მათი აკრძალვა მიემართება მხოლოდ პერსონალურად თელარა გელანტიას და არა ზოგადად ტელევიზიას.
ჟურნალისტთა მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა ხელს უწყობს მედიის მიმართ მტრული გარემოს ჩამოყალიბებას და აუარესებს მედიის თავისუფლების ხარისხს საქართველოში. აღწერილი შემთხვევა არ წარმოადგენს ჟურნალისტის მიმართ შესაძლო დისკრიმინაციული მოპყრობის პირველ ფაქტს. მედიის ადვოკატირების წევრი ორგანიზაციის ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დახმარებით, თელარა გელანტია მიმართავს საქართველოს სახალხო დამცველს ჟურნალისტის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შესაძლო ფაქტის შესასწავლად.
მოვუწოდებთ მთავრობის ადმინისტრაციას დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტება თელარა გელანტიას მიმართ შესაძლო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს თელარა გელანტიას დაუბრკოლებელი დასწრება მთავრობის მომდევნო სხდომაზე.
2022 წლის 12 სექტემბერს მედიასაშუალება BMG-ის მთავარმა რედაქტორმა, თელარა გელანტიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობის სხდომის გასაშუქებლად ადმინისტრაციის შენობაში შესვლა აუკრძალეს. თელარა გელანტიას თქმით, ადმინისტრაციის პრესასა და საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურის წარმომადგენელმა მიზეზად მისი მხიდან „ბევრი შეკითხვის დასმა და კოლეგების შეწუხება” დაასახელა. ჟურნალისტის ვარაუდით, მთავრობის ადმინისტრაცია გააღიზიანა 9 სექტემბერს ეთერში გასულმა მისმა რეპორტაჟმა, რომელიც მთავრობის განკარგულებებს ეხებოდა.
ქარტიის საბჭოს აცხადებს, რომ საჯარო უწყების მხრიდან მსგავსი ქმედება დაუშვებელია და ამძიმებს ჟურნალისტების მიმართ არსებულ მტრულ გარემოს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიიჩნია, რომ მედიის მიმართ არათანაბარი მიდგომა დაუშვებელი და დისკრიმინაციულია. მედიის როლი დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში შეუცვლელია, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელი თანაბარ პირობებში იყოს.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ ჩააყენონ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში კრიტიკული მედიის წარმომადგენლები და შეუქმნან სათანადო სამუშაო პირობები.
2022 წლის 24 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია „ფორმულას" გადამღებ ჯგუფს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - უცნობმა პირმა ჟურნალისტ რატი წვერავას მიკროფონი წაართვა და ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტების უსაფრთხოება და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მედიას შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
ქარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები მედიის წარმომადგენლების მიმართ ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია.
ქარტია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, სწრაფად და ეფექტიანად შეისწავლონ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტი.
მედიის ადვოკატირების კოალიცია საგანგაშოდ მიიჩნევს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების” მოთხოვნას კომუნიკაციების კომისიამ დაასანქციროს სამი კრიტიკული მაუწყებელი „ფორმულა”, „მთავარი არხი” და „ტელეკომპანია პირველი” კამპანია „შინ ევროპისკენ” კლიპის ეთერში განთავსების გამო.
სადავო რგოლი მაუწყებლების ეთერში 24 ივნისის პროდასავლური და ანტირუსული აქციის ანონსის სახით გადაიცა. „ქართული ოცნების” შეფასებით, 2022 წლის 23-25 ივნისს გავრცელებული მასალა წინასაარჩევნო/პოლიტიკური შინაარსისაა, ემსახურება „ქართული ოცნების” და მისი იდეის უარყოფითად ფორმირებას და მიზნად ისახავს სამომავლო არჩევნებში არჩევისათვის ხელის შეშლას. ამდენად, თავადვე მიუთითებს, რომ წარმოების მიზანი მედიასივრცეში პარტიის მიმართ უარყოფითი მესიჯების გაქრობა და მათთვის არასასურველ საკითხებზე კრიტიკული მოსაზრებების შეზღუდვაა.
მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკული შინაარსის ვიდეო რგოლების განთავსების ხელშეშლა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და საფრთხეს უქმნის პლურალიზმს ქვეყანაში. ამგვარი დამოკიდებულება შეუთავსებელია თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს მართვის პრინციპებთან.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კომუნიკაციების კომისიაში კრიტიკული მედიის მიერ პოლიტიკური რეკლამის განთავსების საკითხი განიხილება. 2020 და 2021 წლებში კომისიამ „მთავარი არხი” უმაღლესი ზომით ორჯერ დაასანქცირა, მკაფიო საკანონმდებლო საფუძვლის და თანაზომიერების პრინციპების სრული უგულვებელყოფით მიღებული გადაწყვეტილებები კოალიციის მიერ ცენზურის მცდელობად შეფასდა.
მნიშვნელოვანია, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, წინასაარჩევნო რეკლამად მიიჩნევა რგოლი, რომლის მიზანია საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირის – მერის არჩევის ხელშეწყობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად დარღვევის დასადგენად, პირველ ყოვლისა, უნდა შეფასდეს საეთერო ბადეში განთავსებული რეკლამის წინასაარჩევნო/პოლიტიკური მახასიათებლები. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შემოწმდეს მისი ფორმალური მხარე. კამპანია „შინ ევროპისკენ” სახელით გავრცელებულ რგოლში კი არ ჩანს არცერთი სარჩევნო სუბიექტი - საჯარო ხელისუფლების თანამდებობის არცერთი კანდიდატი. აქედან გამომდინარე, კუმულაციური პირობებს, რომელთა ერთობლიობაც წინასაარჩევნო რეკლამად შეფასების შესაძლებლობას შექმნიდა, მასალა ვერ აკმაყოფილებს.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს კომუნიკაციების კომისიას არ გააგრძელოს კრიტიკული მედიასაშუალებების შეზღუდვის პრაქტიკა და გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს როგორც სადავო საკითხის მნიშვნელობა, ისე მედიის თავისუფლების შეზღუდვის რისკები.
2022 წლის 25 ივლისს „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ნატალი ჯახუტაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის აგრესიული სიტყვიერი თავდასხმის სამიზნედ იქცა. პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ირაკლი კობახიძე ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი ფრაზებით მიმართავდა და სექსისტური ენით ესაუბრებოდა.
მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს ირაკლი კობახიძის მიერ ჟურნალისტზე თავდასხმას და მოუწოდებს მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას”, მიიღოს ზომები ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში არსებული ვალდებულებების შესასრულებლად, რაც მოიცავს ხელისუფლების პასუხისმგებლობას გააუმჯობესოს მედიაგარემო ქვეყანაში.
გასათვალისწინებელია, რომ „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის
კოდექსი” საქართველოს პარლამენტის წევრებს უზღუდავს,
მოქალაქეებთან ურთიერთობისას არაკორექტული და შეურაცხმყოფელი ლექსიკით
საუბარს. ასევე, ვალდებულები არ შელახონ საჯარო ფუნქციის შესრულებისას
მათთან კომუნიკაციაში მყოფი პირებს არ შეულახონ პატივი და
ღირსება.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მოუწოდებს პარლამენტს
საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის ფარგლებშიც განიხილოს
აღნიშნული მძიმე შემთხვევა და მიიღოს სათანადო ზომები.
კოალიცია კიდევ ერთხელ მიმართავს მმართველ პოლიტიკურ გუნდს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის წახალისება, სექსისტური და დისკრიმინაციული ენის გამოყენება. პოლიტიკოსებმა თმენის ვალდებულების ფარგლებში კორექტულად უნდა უპასუხონ ისეთ კითხვებსაც, რაც მათთვის შესაძლოა არაკომფორტული იყოს.
2022 წლის 25 ივლისს, „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ნატაშკა ჯახუტაშვილს „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შეურაცხმყოფელი ფრაზებით მიმართა, მათ შორის გამოიყენა სექსისტური ენა: „ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე”. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებისას მედიის წარმომადგენლებს შეურაცხყოფა მიაყენა მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემაც. მან ჟურნალისტებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „თქვენ ბრძანდებით, ჩემი აზრით, კრემლის სასარგებლო იდიოტები… თქვენ ხართ ფსკერს ქვემოთ, ჟურნალისტები აღარ ხართ”.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს „მთავარი არხის“ ჟურნალისტზე ხელისუფლების აგრესიას და აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის ხელმძღვანელების მხრიდან სრულიად მიუღებელია, როგორც ამგვარი დამოკიდებულება ჟურნალისტისადმი, ისე ასეთი დისკრიმინაციული ლექსიკის გამოყენება.
ქარტია კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო გარემოს არარსებობას მნიშვნელოვანწილად მსგავსი რიტორიკა განაპირობებს.
მნიშვნელოვანია, ხელისუფლების წარმომადგენელს ესმოდეს მედიის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში და იზრუნოს მათ შორის კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და სათანადოდ მოექცეს მათ.
ქარტია მიიჩნევს, რომ დაუშვებელია მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესია და მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალადობის წახალისება, სექსისტური და დისკრიმინაციული ენის გამოყენება.
დღეს, 2022 წლის 19 ივლისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ უნდა განიხილოს „მთავარი არხის“ დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე.
საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების და ჟურნალისტის უსაფრთხოების შესახებ მიღებული რეზოლუციით ევროპარლამენტი გმობს ნიკა გვარამიას საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას და ითხოვს მის გადახედვას. ამდენად, ნიკა გვარამიას საქმის განხილვით, სააპელაციო სასამართლოს ეძლევა განსაკუთრებული შესაძლებლობა ცვლილება შეიტანოს არა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში, არამედ უზრუნველყოს ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულებაც.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას მიმართ 2022 წლის 16 მაისს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, დანაშაულის შემადგენლობის და სასჯელის ზომის განსაზღვრის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან დარღვევებს შეიცავს, რაც დეტალურადაა აღწერილი საქართველოს სახალხო დამცველის, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული შეფასებებში. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო სექტორმა ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით, საქართველოს პრეზიდენტსაც მიმართა.
კოალიცია იმედს გამოთქვამს, რომ სააპელაციო სასამართლო ობიქტურად შეაფასებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, გაითვალისწინებს სახალხო დამცველისა თუ სხვა ორგანიზაციების მოსაზრებებს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით და მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციას.
გუშინ, 2022 წლის 7 ივლისს პირველი არხის ეთერში პოლიტიკური პარტიის “სტრატეგია აღმაშენებელის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ ჩართვისას არხის წამყვანს თამთა სანიკიძეს არაერთხელ მიუთითა კითხვების ფორმულირების ცვლილებისკენ და უხეშად მიმართა.
2022 წლის 7 ივლისს, „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თავდასხმის სამიზნედ იქცა „მთავარ არხი“ და მისი ჟურნალისტი, თენგო გოგოტიშვილიც. ბრიფინგზე მმართველი პარტიის ლიდერმა ჟურნალისტს რუსული სპეცსამსახურების პროპაგანდის გავრცელებაში დასდო ბრალი, “ომში ჩართვისკენ“ მოწოდებებში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მსგავსი „პროპაგანდის გავრცელებით“ სხვებიც გამოირჩევიან. - პოლიტიკოსებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სახალხო დამცველთან ერთად, ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი, ვახო სანაიაც დაასახელა.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მიუღებლად მიიჩნევს, მედიის წარმომადგენლებზე ნებისმიერი სახის თავდასხმას. ჟურნალისტების გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა იწვევს უარყოფით შედეგს, რომელსაც საზოგადოებაზე აქვს გავლენა. პოლიტიკოსებს უნდა ესმოდეთ, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმა ახალისებს ჟურნალისტთა მიმართ ძალადობას. ამასთან, წარმოადგენს საზოგადოების თითოეული წევრის ინფორმაციისა და იდეების მიღების უფლებაში ჩარევას.
კოალიცია მოუწოდებს როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ისე საპარლამენტო უმცირესობის წევრებს პატივი სცენ ჟურნალისტების პროფესიულ თავისუფლებას.
2022 წლის 7 ივლისს, „ქართული ოცნების” ბრიფინგზე, პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კითხვაზე პასუხის ნაცვლად, “მთავარ არხს” და მის ჟურნალისტს, თენგო გოგოტიშვილს რუსული სპეცსამსახურების პროპაგანდის გავრცელებაში დასდო ბრალი. მან თენგო გოგოტიშვილი “ომში ჩართვისკენ” მოწოდებებში დაადანაშაულა და იქვე დასძინა, რომ მსგავსი “პროპაგანდის გავრცელებით” სხვებიც გამოირჩევიან და პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სახალხო დამცველთან ერთად, ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი, ვახო სანაიაც დაასახელა.
გუშინვე, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „დღის თემის” სტუმარი, ოპოზიციური პარტიის, “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე აგრესიულად ესაუბრა წამყვანს, თამთა სანიკიძეს და მას კითხვის დასმის საშუალებას არ აძლევდა. გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტს, არამხოლოდ მისთვის, არამედ წინა სტუმრისთვის დასმული შეკითხვებიც დაუწუნა: “მე მგონი, ამ კითხვით მარტო მე კი არ დამცინით, თქვენს თავსაც დასცინით და საზოგადოებასაც”. ამასთან, სანიკიძის კითხვებს მან “აუტანელი” უწოდა და რამდენჯერმე გაუმეორა ჟურნალისტს, რომ ის წარმოადგენს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელსაც კერძო ტელევიზიისგან განსხვავებით, არ შეუძლია ჰქონდეს ისეთი სარედაქციო პოლიტიკა, როგორსაც თავად გადაწყვეტს: “თქვენ არ ხართ კომერციული ტელევიზია, რომ სარედაქციო პოლიტიკა ისე მართოთ, როგორც გინდათ”.
ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ორივე შემთხვევა - სახელისუფლო და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე ამგვარი თავდასხმა შემაშფოთებელია, მით უმეტეს, ჟურნალისტების მიმართ უკვე გამოვლენილი ძალადობის ფაქტების ფონზე.
შევახსენებთ პოლიტიკოსებს, რომ ჟურნალისტების დანიშნულება სწორედ მწვავე და კრიტიკული კითხვების დასმაა და არ აქვს მნიშვნელობა, მათ მოსწონთ თუ არა ეს შეკითხვები. მედიის როლი საზოგადოების ინფორმირებაა - პოლიტიკოსებმა პატივი უნდა სცენ საზოგადოების უფლებას, მიიღოს ინფორმაცია და უპასუხონ დასმულ კითხვებს.
პარლამენტის წევრებს ასევე შევახსენებთ, რომ ინფორმაციის საზოგადოებისთვის და მედიისთვის მიწოდება მათი, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების, არა ნება, არამედ, პირდაპირი მოვალეობაა.
აქვე დავძენთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან დაფინანსება სწორედაც რომ მისი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის გარანტი უნდა იყოს და მაუწყებელს არათუ შეუძლია, არამედ ვალდებულია, ჰქონდეს კიდეც სრულიად დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა. საზოგადოებას ყოველთვის აქვს უფლება, მაუწყებელს მისი ყველა ჯგუფის ინტერესების დაკმაყოფილება მოსთხოვოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის უფლება აქვთ პოლიტიკურ პარტიებს ან ცალკეულ პოლიტიკოსებს, განურჩევლად იმისა, ისინი მიეკუთვნებიან მმართველ ძალას თუ ოპოზიციას.
პოლიტიკოსების, მით უფრო, დეპუტატების მხრიდან მედიაზე თავდასხმა აღიქმება ზეწოლად, სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევად და ხელს უწყობს ძალადობასა და აგრესიას ჟურნალისტების მიმართ. ქარტია მოუწოდებს მათ, პატივი სცენ გამოხატვის თავისუფლებას და აგრესიული რიტორიკით ნუ ახალისებენ მედიაზე თავდასხმას.
გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის 5 ივლისს ქარელის მუნიციპალიტეტში არაფხიზელ მდგომარეობაში პირები „ტვ მონიტორინგის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ჟურნალისტი შოთიკო სადაღაშვილი და ოპერატორი თორნიკე გელიტაშვილი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. მოძალადეებმა მედიის წარმომადგენლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და აპარატურის დამტვრევა სცადეს.
გარდა ამისა, ტელეკომპანიის განცხადებით, მოძალადე ჯგუფი მედიის წარმომადგენლებს პასუხს იმის გამოც სთხოვდა, რომ ტელევიზიას “დასავლური კურსი აქვს აღებული და მათი მხრიდან გავრცელებულ დეზინფორმაციას ეწინააღმდეგება”.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს “ტვ მონიტორინგის” გადამღებ ჯგუფზე განხორციელებულ ძალადობას და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო გარემოს არარსებობას ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან არასათანადო რეაგირება განაპირობებს.
ქარტია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიოს მომხდარი ფაქტები.
დღეს ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ღირსების მარშის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებს დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაუზიანეს ტექნიკა. მოძალადეები თავს დაესხნენ თბილისი პრაიდის, სირცხვილიას და ადამიანის უფლებათა სახლის ოფისებსაც.
შსს-ს ცნობით, ამ დღეს მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის იყო ტელეკომპანია „პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 2021 წლის 11 ივლისს გარდაიცვალა.
2021 წლის 5 ივლისს ხელისუფლებამ არ უზრუნველყო მედიის წარმომადგენლების დაცვა. ამასთან, სათანადოდ არ გამოუძიებია ეს საქმეები და არ მიუცია პასუხისგებაში ღირსების მარშის წინააღმდეგ გამართული აქციის ორგანიზატორები, რომელთა ვინაობაც საზოგადოებისთვის ცნობილია.
აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები აგრძელებენ აგრესიული რიტორიკით საუბარს მედიის წარმომადგენლებთან და კვლავაც გამოუძიებელია მედიაზე თავდასხმის ათობით საქმე. ასეთი მიდგომა კიდევ უფრო მეტად ახალისებს მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას.
ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის აუცილებელია მედიის თავისუფლება და უსაფრთხოება.
ქარტია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტთა უსაფრთხოების მხრივ საგანგაშო ვითარებაა და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადადგას ქმედითი ნაბიჯები მედიაგარემოს გაჯანსაღებისთვის.
გუშინ, 2022 წლის 30 ივნისს კრიტიკული მაუწყებლის „ტელეკომპანია პირველის” დირექტორს ვატო წერეთელს ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე თავს დაესხნენ „ქართული ოცნების” დეპუტატები. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა „ქართული ოცნების" დეპუტატების მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორება უკვე დაადასტურა.
მედიის ადვოკატირების კოალიცია შეშფოთებულია მმართველი პარტიის დეპუტატების მხრიდან ჩადენილი ძალადობის ფაქტით, ასევე ძალადობრივი ქმედებების შემდეგი შეფასებებით, რომელიც კიდევ უფრო აუარესებს მედიაგარემოს და საშიშს ხდის ქვეყანაში ჟურნალისტურ საქმიანობას.
კოალიცია მოუწოდებს მმართველ პარტიას დაუყოვნებლივ დააკისროს პოლიტიკური პასუხისმგებლობა მათ წევრებს და გააკეთოს სათანადო განცხადებები მედიის წამომადგენლებზე გახშირებული თავდასხმების შესაჩერებლად.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვატო წერეთელს აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების” დეპუტატები თავს დაესხნენ. TV პირველის მფლობელის განცხადებით, შემთხვევას ათობით თვითმხილველი ჰყავს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს მმართველი პარტიის დეპუტატების ძალადობრივ ქმედებას და მოუწოდებს მათ, აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა.
ქარტია ასევე მოუწოდებს მმართველ გუნდს, გაემიჯნონ მათი წევრების ძალადობრივ ქმედებას, რათა შემდგომში კიდევ უფრო არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა.
ქარტიის შეფასებით, მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა განპირობებულია ერთი მხრივ, ჟურნალისტებზე ძალადობის გამოუძიებელი ფაქტებით და მეორე მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკით. მნიშვნელოვანია, რომ ძალადობრივი ქმედება არ გახდეს მედიის მისამართით დანაშაულის კიდევ უფრო მეტად წამახალისებელი.
2022 წლის 28 ივნისიდან 2 ივლისამდე „თბილისი პრაიდის“
ორგანიზებით „პრაიდის კვირეული“ იგეგმება, 2021 წლის მძიმე გამოცდილების
ფონზე, უმცირესობებმა უარი თქვეს „ღირსების მარშის“
გამართვაზე.
გავრცელებული
ინფორმაციის თანახმად, კვირეული სამი ძირითადი ღონისძიებისგან
შედგება. ესენია:
ყველასთვის ცნობილია, რომ პრაიდის დემონსტრაციები ლგბტქ თემის პოლიტიკური ადვოკატირების იარაღი, გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების შესაძლებლობაა, როცა თემი აჟღერებს საკუთარ საჭიროებებს, ხაზს უსვამს მიღწევებს. თემის წევრებს და მათ მხარდამჭერებს ეძლევათ შესაძლებლობა ქუჩაში გამოვიდნენ თანასწორობის მისაღწევად.
ვფიქრობთ, ღონისძიებების გამართვას კვლავაც უქმნიან საფრთხეს ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები - ისევ საჯაროდ მოუწოდებენ საზოგადოებას ძალადობისკენ.
უმცირესობების უფლებების დაცვა და აღიარება საერთო პასუხისმგებლობას წარმოადგენს. დისკრიმინაციის და ძალადობის შეჩერება კი სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებაა. 2021 წლის 5 და 6 ივლისის გამოცდილებამ აჩვენა, რომ სახელმწიფო გულგრილად ეპყრობა უმცირესობის უფლებებს, რაც შესაძლებლობას უქმნის მოძალადე ჯგუფებს გააძლიერონ და გაიმეორონ თავდასხმები როგორც აქტივისტების, ისე მედიის წარმომადგენლების მიმართ.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს თავიდან აირიდოს 2021 წელს დაშვებული შეცდომები, მიიღოს ეფექტიანი ზომები, რათა:
- უზრუნველყოს თბილისი პრაიდის აქტივისტთა უსაფრთხოება
- დაიცვას მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელისშეშლისაგან
- ჰქონდეს დროული და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ძალადობრივ მოწოდებებსა და შუღლის გაღვივების ყველა მცდელობაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის 19 ივნისს, ბათუმში, სამუშაო პროცესის დროს „TV პირველის” ოპერატორს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინციდენტი ბათუმის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, როდესაც „TV პირველის" ოპერატორი ღამის ეთერში რესპონდენტის ჩასართავად ემზადებოდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ოპერატორს თავდაპირველად ჰკითხეს, წარმოადგენდა თუ არა ის „TV პირველს”, შემდეგ შეაგინეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოწმეების თქმით, მედიის წარმომადგენელი ხუთამდე ადამიანის ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით გახდა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფზე განხორციელებულ ძალადობას და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო გარემოს არარსებობას ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან არასათანადო რეაგირება განაპირობებს.
ქარტია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიოს მომხდარი ფაქტი.
2022 წლის 19 ივნისს ქალაქ ბათუმში, "TV პირველის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ - ნაცემია ოპერატორი თემურ ზოიძე, რომელიც თვითმხილველების თქმით, ხუთი ადამიანის ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით აღმოჩნდა. მოძალადეები ყვიროდნენ, რომ არ მოსწონდათ "TV პირველის" სარედაქციო პოლიტიკა. ამდენად, თავდასხმა ცალსახად უკავშირდება ჟურნალისტურ საქმიანობას.
ჩვენთვის ცნობილია, რომ საქმე უკვე გადაეცა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. რადგან გაჭიანურებული საგამოძიებო პროცესები ახალისებს მედიის წინააღმდეგ ახალი დანაშაულების ჩადენას, კოალიცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების პირობებში შესაძლებელი გახდეს ჟურნალისტების დაცვა თავდასხმებისგან.
კოალიცია კიდევ ერთხელ შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში უსაფრთხო მედიაგარემოს შექმნა განსაკუთრებული ამოცანაა. დღეს ხელისუფლება კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ჟურნალისტების პროფესიულ პატივისცემას და საჯაროდ აღიარებას. მთავრობის წევრებმა უნდა შეცვალონ ჟურნალისტების წინააღმდეგ დამკვიდრებული მავნე პრაქტიკა. მათ შორის, ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს 2022 წლის 18 ივნისს გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს კულტურის სამინისტროს შენობაში “TV პირველის” გადამღები ჯგუფის გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით.
კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის შეშფოთებულია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საკითხის ირგვლივ, დასავლელი პარტნიორების კრიტიკულ შეფასებებს, საქართველოს ომში ჩართვის სურვილთან აკავშირებენ.
მსგავს რიტორიკას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან და წარმოადგენს საფრთხის შემცველ დეზინფორმაციას, რომელიც ომის შიშით მანიპულირებს და საქართველოს მოქალაქეების დასავლური არჩევანის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეწევა. სწორედ რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი გრძელვადიანი მიზანია დასავლურ არჩევანზე „პრაგმატულად“ უარის თქმა და 2008 წლის ომის შემდეგ „ახალ რეალობასთან მორგების“ აუცილებლობაში ჩვენი საზოგადოების დარწმუნება.
ევროპული ინტეგრაცია წარმოადგენს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიულ არჩევანს, რომლის მიღწევისთვის ჩვენს საზოგადოებას დიდი ფასი აქვს გადახდილი. ევროპული ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობისთვის გაცნობიერებულად ასოცირდება ეკონომიკურ კეთილდღეობასთან, დემოკრატიულ განვითარებასა და - რაც მთავარია - თავისუფლებასა და მშვიდობიან გარემოში ცხოვრებასთან. მხოლოდ ამ სივრცეშია შესაძლებელი ჩვენი ეროვნული ამოცანის - თავისუფლებისა და გრძელვადიანი განვითარების უზრუნველყოფა.
დაუშვებელია დასავლური ღირებულებების აღრევა, მიზანმიმართულად დამახინჯება და მოსახლეობისთვის მცდარი სახით მიწოდება. აღნიშნული ტენდენცია საქართველოში განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გააქტიურდა რადიკალური და დესტრუქციული ჯგუფების მიერ. თუმცა დღეს - უკრაინაში მიმდინარე აგრესიული ომისა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მსჯელობის ფონზე - მედია წყაროებისა თუ მმართველი ჯგუფებისგან პოლარიზების, მცდარი ინფორმაციის ინიცირების, წახალისებისა და მხარდაჭერის ფაქტები განსაკუთრებით დამაზიანებელია. „ქართული ოცნების” ბოლოდროინდელი რიტორიკა და განცხადებები ხშირად არაზუსტი და დეზინფორმაციულია. ამგვარი განცხადებები ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის დასავლური კურსის ურყეობას.
საქართველოს ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები ცხადი და პირდაპირი გზავნილებით მოუწოდებენ საქართველოს მოსახლეობას დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული ნარატივების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების განვითარებისკენ.
საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა არ დააყენოს ქვეყნის ეროვნული ინტერესები საფრთხის ქვეშ, ვიწროპარტიული ამოცანების მისაღწევად და საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიაწოდოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ. კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების არჩევანს და უარი თქვას რიტორიკაზე, რომელიც ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს ეწინააღმდეგება.
მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება 2022 წლის 9 ივნისს ევროპარლამენტის ხუთი პოლიტიკური ჯგუფის (Verts/ALE, S&D, ECR, PPE, Renew Europe) მიერ საქართველოში მედიის თავისუფლებების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ ინიცირებული ერთობლივი რეზოლუციის მიღების ფაქტს.
როცა ჩვენი ქვეყანა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების მოლოდინშია, მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვან ისტორიულ მომენტში ეფექტურად გამოიყენოს დარჩენილი დრო, რომ გაზარდოს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვების შანსი.
მომავალი ორი კვირის განმავლობაში ხელისუფლებამ უნდა ითანამშრომლოს ყველა შტოსთან, სხვა დაინტერესებულ მხარეებთან და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები მედიაგარემოს გაუმჯობესების მიზნით:
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ „პრაიდ კვირეული“ თბილისში 28 ივნისს გაიხსნება და 2 ივლისს დასრულდება. ულტრარადიკალური ჯგუფები, შარშანდელის მსგავსად, ახლაც იმუქრებიან, რომ აპირებენ კვირეულისთვის ხელის შეშლას.
ქარტია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, შეისწავლონ ძალადობრივი ჯგუფების მუქარის შემცველი განცხადებები.
ქარტია მოუწოდებს მედიას, გამოიჩინოს სიფრთხილე ძალადობრივი ჯგუფების გაშუქებისას და არ შეუწყოს ხელი დისკრიმინაციის წახალისებას, ძალადობისა და ძალადობისკენ მოწოდების ტირაჟირებას. დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი ღირებულება და მისი შეზღუდვის უფლება არავის აქვს. შესაბამისად, აუცილებელია მედიამ გამოიჩინოს წინდახედულება და ეთიკურად გააშუქოს პრაიდის კვირეული.
მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, რომ არ გაამძაფროს დისკრიმინაცია და დაეხმაროს საზოგადოებას ირაციონალური შიშებისა და სიძულვილის დაძლევაში.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ჟურნალისტებს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს:
საზოგადოებრივი ორგანიზაციები მხარდაჭერას ვუცხადებთ ნიკა გვარამიას და „მთავარი არხის” გუნდს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2022 წლის 16 მაისს მიღებული გადაწყვეტილება და ნიკა გვარამიასთვის თავისუფლების აღკვეთის მისჯა აღიქმება როგორც გაფრთხილება და მუქარა სხვა დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მიმართ, რათა შეწყვიტონ ხელისუფლების საქმიანობის კრიტიკულად გაშუქება, არ შეასრულონ ხელისუფლების მაკონტროლებელი ფუნქცია და უარი თქვან ხელისუფლებისთვის არასასურველი ფაქტების საზოგადოებამდე მიტანაზე.
კრიტიკული მედიასაშუალების გენერალური დირექტორის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა მათ შორის, მენეჯერული გადაწყვეტილების მიღების გამო წარმოადგენს შერჩევითი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის და მსჯავრდების კიდევ ერთ მაგალითს.
ვფიქრობთ, მსგავსმა პროცესებმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა
მოახდინოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
ლიბერალური აკადემია თბილისი
მედიაკლუბი
მედიის განვითარების ფონდი
მედიის უფლებები
რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
სატელევიზიო ქსელი
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
უფლებები საქართველო
ღია საზოგადოების ფონდი
მედიაომბუდსმენი
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
საქართველოს სასამართლოს გუშაგი (Georgian Court Watch)
მწვანე ალტერნატივა
მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)
საქართველოს პენცენტრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
საზოგადოება და ბანკები
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI)
დემოკრატიის ინსტიტუტი
ევროპის ფონდი
ცენტრი „ემპათია”
მწვანე სექტორი
თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
სირცხვილია • Shame Movement
2022 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ უნდა გამოაცხადოს განაჩენი ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” ყოფილი დირექტორის, ამჟამად “მთავარი არხის“ დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას და მასთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე.
მედიის ადვოკატირების კოალიცია კიდევ ერთხელ ეხმიანება კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მაუწყებლის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს.
გვაქვს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ სასამართლო სათანადო ყურადღებას დაუთმობს ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით მომზადებულ დასკვნებს:
სახალხო დამცველმა ნიკა გვარამიასათვის წარდგენილი ბრალდების შეფასებისას განმარტა, რომ კომპანიის დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არათუ სისხლის სამართლის, არამედ საკორპორაციო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება, ხოლო პროკურატურის მიერ ნიკა გვარამიასთვის წარდგენილი ბრალდება არ შეიცავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საკმარის მკაფიო ნიშნებს.
კოალიციის წევრი ორგანიზაციის - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დასკვნის თანახმად, არ დასტურდება ნიკა გვარამიას მიერ ქონებრივი უფლების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებები.
ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სასამართლო დავას ადგილობრივი თუ საერთაშორისო საზოგადოება მესამე წელია ყურადღებით აკვირდება. დღეს უკვე ცხადია, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ მფლობელების ცვლილებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად ტელეარხის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალა და ხელისუფლების მიმართ მიკერძოებული გახდა, ხოლო სამართლებრივი პროცესი საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ აღქმულია, როგორც მმართველი პარტიის მიერ მართული. ასეთივე ლეგიტიმური ეჭვები არსებობს ნიკა გვარამიას პროცესის მიმართ.
სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს ეს გარემოებები, ასევე, მედიის საქმიანობის მიმართ საჯარო ინტერესი და მიიღოს დასაბუთებული, მართლმსაჯულების მაღალი სტანდარტის შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლოზე შესაძლო პოლიტიკური ზეწოლის შესახებ ეჭვებს გაფანტავს.
გუშინ, 2022 წლის 10 მაისს „TV პირველის" წამყვანმა ვიკა ბუკიამ გაავრცელა მიმოწერა, რომლის შინაარსის მიხედვით, „TV პირველის” წამყვანებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. მუქარა კავშირშია ჟურნალისტთა პროფესიულ საქმიანობასთან.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ჟურნალისტები და შეაჩეროს საფრთხეები, რაც მათი სიცოცხლის ხელშეუხებლობას და პროფესიული საქმიანობის თავისუფლებას უკავშირდება.
ჟურნალისტებსა და სხვა მედია აქტორებზე თავდასხმასა და მათ დაშინებას გარდაუვალი მსუსხავი ეფექტი აქვს გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს ეფექტი კიდევ უფრო მძაფრია, თუ თავდასხმებისა და დაშინების ფაქტებს თან ახლავს დამნაშავეთა დაუსჯელობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, კოალიცია მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სწრაფი და ეფექტური გამოძიებით დაიცვას ჟურნალისტთა უფლებები.
2022 წლის 2 მაისს ცნობილი გახდა, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლის, მაია მერკვილაძის მიმართ დაიწყო დისციპლინური წარმოება, ვინაიდან ბიულეტენზე ყოფნის დროს ესწრებოდა საკუთარ სასამართლო პროცესს.
ამასთან, 2022 წლის 28 აპრილს ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ დისციპლინური ღონისძიების უმაღლესი ზომა, სამსახურიდან გათავისუფლება გამოიყენა გადაცემა „უცხო სუნელის“ წამყვანის, ალექსანდრე თხილაიშვილის მიმართ.
ქარტია მიიჩნევს, რომ მენეჯმენტის მიერ მიღებული ზომები არაადეკვატურია და არ შეიძლება დარჩეს სათანადო ყურადღების გარეშე.
აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები უკიდურესად შემაშფოთებელია. ალტერნატიული პროფკავშირების წევრების მიმართ მენეჯმენტის მიერ მიღებული საკადრო გადაწყვეტილებები ემსახურება განსხვავებული შეხედულებების დევნას.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებლებში გრძელდება თანამშრომელთა დისკრიმინაციის და დევნის პრაქტიკა, რაც ადამიანის უფლებების დარღვევასთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეისთვის მნიშვნელოვან საფრთხეებს ქმნის.
2022 წლის 29 აპრილს ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს ჟურნალისტები — იმედა დარსალია, თამთა ჯანაძე და სოფო ზედელაშვილი. მიმდინარე წლის თებერვალში მათ თქვეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან ცენზურის მცდელობებს ჰქონდა ადგილი, მაუწყებელში სარედაქციო გადაწყვეტილებები ე.წ. შავი სიების მიხედვით ხდებოდა. აღსანიშნავია, რომ ცენზურის მცდელობებზე საუბრობს გადაცემის კიდევ ერთი ყოფილი ჟურნალისტი სოფო მთივლიშვილი.
საზოგადოებრივი მაუწყებელი ჟურნალისტების გათავისუფლების მიზეზად „საჯარო სივრცეში გავრცელებული დაუსაბუთებელი და ცრუ განცხადებებით, მაუწყებლის სარედაქციო გადაწყვეტილებათა დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენებით“ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის „მნიშვნელოვანი რეპუტაციული ზიანის მიყენებას“ ასახელებს.
საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებული სამივე თანამშრომლის ინტერესებს მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრი - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ იცავს.
2022 წლის 28 აპრილს ასევე ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიიდან გათავისუფლდა გადაცემა „უცხო სუნელის“ წამყვანი ალექსანდრე თხილაიშვილი.
შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ოფიციალური მიზეზები და თანმდევი პროცესები, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების მხრიდან ფასდება როგორც „ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების წევრთა“ პიროვნული დევნის გაგრძელება.
2022 წლის 28 აპრილს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაცემა „ახალი კვირის“ წამყვანი იმედა დარსალია და ჟურნალისტები - სოფო ზედელაშვილი და თამთა ჯანაძე სამსახურიდან გაათავისუფლა. მიზეზად „დაუსაბუთებელი და ცრუ განცხადებების“ გავრცელებაა დასახელებული.
გათავისუფლებული ჟურნალისტები მაუწყებელში ცენზურის არსებობაზე რამდენიმე თვეა საუბრობენ და ასახელებენ კონკრეტულ ორგანიზაციებსა და რესპონდენტებს, რომლებიც, მათი თქმით, არხის მენეჯმენტმა ე.წ. შავ სიაში ჩასვა. სამოქალაქო სექტორი კი ითხოვს ამ საკითხის ობიექტურ, სიღრმისეულ და გამჭვირვალე მოკვლევას.
ქარტია მიიჩნევს, რომ გათავისუფლების გადაწყვეტილებით კიდევ უფრო მეტი კითხვა გაჩნდა საზოგადოებრივ მაუწყებელში ცენზურის არსებობაზე. ამასთან, მსგავსი მიდგომები ქმნის საფრთხეს შემდგომში სხვა ჟურნალისტებმა თავი შეიკავონ მაუწყებელში არსებულ პრობლემებზე საუბრისგან.
ქარტია მოუწოდებს საზოგადოებრივ მაუწყებელს:
კრიტიკული ჟურნალისტებისთვის საქართველოს მთავრობის საჯარო შეხვედრების შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობა და ღონისძიებაზე დასწრების შეზღუდვა მკვიდრდება როგორც მანკიერი პრაქტიკა. ამ გზით გრძელდება ჟურნალისტების მიზანმიმართული დისკრიმინაცია, რაც გამოხატვის თავისუფლებისთვის არახელსაყრელი გარემოს შექმნაში არაერთხელ გამოვლინდა.
2022 წლის 08 აპრილს ჟურნალისტების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა გამოვლინდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის რეგიონული ტურნეს ფარგლებშიც. ვიზიტის შესახებ არ იყო ინფორმირებული Როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი მედიის ნაწილი, მათ შორის, „TV პირველი“, „მთავარი არხი“ და „ფორმულა“.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები მედიის მიმართ შერჩევით დამოკიდებულებას ავლენენ: 2021 წლის 17 ივლისს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით გამართულ საჯარო ღონისძიებაზე მედიის ნაწილი არ მიიწვიეს. პრესსამსახურის განმარტებით, ტელეკომპანიები ღონისძიებაზე არ მიიწვიეს, რადგან „პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ „მთავარმა არხმა“, „ტვ პირველმა“ და „ფორმულამ“ გადაკვეთეს ყველანაირი წითელი ხაზი“.
ჟურნალისტების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომით გამოირჩევა Ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი. 2021 წლის 08 დეკემბერს კულტურის სამინისტროში თეატრების ხელმძღვანელების დანიშვნასთან დაკავშირებით მინისტრმა ბრიფინგი გამართა. ბრიფინგზე დასასწრებად მისული ტელეკომპანია „TV პირველის“ წარმომადგენლები კი შეხვედრაზე არ შეუშვეს. მოგვიანებით, კულტურის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა ჟურნალისტის შეკითხვას შეზღუდვის მიზეზის შესახებ უპასუხა, რომ ის არის არა კრიტიკული, არამედ „აღვირახსნილი“ მედიის წარმომადგენელი. 2021 წლის 22 ნოემბერს საქართველოს კულტურის მინისტრის მიერ დაგეგმილ ბრიფინგზე, ასევე, არ მიიწვიეს მედიის ნაწილი. 2021 წლის 11 ნოემბერს ასეთივე ფორმით შეიზღუდა ჟურნალისტთა უფლებები იუსტიციის სამინისტროს მიერ.
რჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა ამ გზით თავს არიდებს კითხვებზე პასუხის გაცემას. ის გაურბის ფართო საზოგადოებასთან კომუნიკაციას და ესაუბრება საზოგადოების მხოლოდ ერთ ნაწილს. მთავრობის ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო აღრმავებს საზოგადოებაში არსებულ მწვავე პოლარიზაციას.
კოალიცია კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მედიის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა ლახავს ჟურნალისტის უფლებას დაუბრკოლებლად შეასრულოს პროფესიული მოვალეობა, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია მნიშვნელოვან საკითხებზე. ამასთან, საზოგადოებას ეზღუდება შესაძლებლობა სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ადევნოს თვალი მიმდინარე პროცესებს.
საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. აღნიშნული შემთხვევები კი ეწინააღმდეგება “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” საქართველოს კანონის სულისკვეთებას.
კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას უარი თქვას მედიის მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომაზე და ყველა ჟურნალისტს მისცეს ინფორმაციაზე წვდომის თანაბარი შესაძლებლობა.
2022 წლის 8 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა პრემიერ-მინისტრის ქვემო ქართლში ვიზიტის შესახებ TV პირველს, მთავარ არხსა და ფორმულას არ აცნობა. შედეგად, მედიასაშუალებების ნაწილს არ მიეცა საშუალება, გაეშუქებინა ღონისძიება მარნეულში. მათ შეეზღუდათ უფლება, მიეღოთ და გაევრცელებინათ საჭირო ინფორმაცია.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიიჩნია, რომ მედიის მიმართ არათანაბარი მიდგომა თავისთავად დაუშვებელი, ხოლო, კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ ამგვარი დამოკიდებულება - დისკრიმინაციულია. მედიის როლი დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში შეუცვლელია, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ყველა მედიასაშუალება თანაბარ პირობებში იყოს.
სამწუხაროდ, ეს შერჩევითი მიდგომის პირველი შემთხვევა არ არის. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის როგორც წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტები მიუთითებენ, რომ კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს ხშირად საჯარო უწყებებში არ უშვებენ და ბარიერებს უქმნიან.
ქარტიას მიაჩნია, რომ საჯარო უწყებების მსგავსი ქმედებები ამძიმებს ჟურნალისტების მიმართ არსებულ მტრულ გარემოს და კიდევ უფრო საშიშს ხდის ჟურნალისტურ საქმიანობას.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ ჩააყენონ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში კრიტიკული მედიის წარმომადგენლები და შეუქმნან სათანადო სამუშაო პირობები.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საზოგადოებრივი მაუწყებელის სამეურვეო საბჭოს მიმართავს. ქარტია ითხოვს, დაიწყოს მოკვლევა და გატარდეს შესაბამისი ზომები სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის საკითხზე, გადაცემა ,,ახალი კვირის“ წამყვანისა და ჟურნალისტების განცხადების საფუძველზე.
ჟურნალისტები საზოგადოებრივ მაუწყებელში ცენზურის არსებობაზე საუბრობენ და ასახელებენ კონკრეტულ ორგანიზაციებსა და რესპონდენტებს, რომლებიც, მათი თქმით, არხის მენეჯმენტმა ე.წ. შავ სიაში ჩასვა.
ქარტიისთვის კატეგორიულად მიუღებელია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა.
ქარტია მოუწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს, შეისწავლოს სარედაქციო დამოუკიდებლობაში შესაძლო ჩარევის საკითხი და მიიღოს შესაბამისი ზომები.
კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეს პროცესი იყოს საჯარო და ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდეს ჩართვის შესაძლებლობა.
2021 წლის 19 მარტს „TV პირველის“ ჟურნალისტი, ნატალია ქაჯაია, საქართველოს პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს სიუჟეტის მიხედვით, მიზეზი ჟურნალისტური ეთიკის წესების და პარლამენტის შინაგანაწესის დარღვევაა, თუმცა არ არის განმარტებული, რომელ სამართლებრივ ნორმას ეფუძნება აკრძალვა და ვადით ეზღუდება ჟურნალისტს პარლამენტის შენობაში მუშაობა აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტის პარლამენტში არშეშვება დროში ემთხვევა მის მიერ მომზადებულ სიუჟეტს, სადაც ჟურნალიტმა, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, კრიტიკული კითხვები დაუსვა.
ეს არ არის პირველი ფაქტი, როცა კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს საჯარო უწყებებში არ უშვებენ. ბოლო პერიოდში კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მონიტორინგის სფეროში მსგავსი არაერთი შემთხვევა მოექცა. რჩება შთაბეჭდილება, რომ საჯარო უწყებების წარმომადგენლები ამით ცდილობენ კრიტიკული ჟურნალისტებისა და მედიების დასჯას და უგზავნიან სიგნალს, რომ თუ მათთვის სასურველ სარედაქციო პოლიტიკას არ გაატარებენ, საჯარო უწყებში შესვლისა და მუშაობის საშუალებას არ მიეცემათ. საჯარო პირების მსგავსი ქმედებები ახალისებს ჟურნალიტების მიმართ არსებულ მტრულ გარემოს ქვეყანაში და კიდევ უფრო საშიშს ხდის ჟურნალისტურ საქმიანობას.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მოუწოდებს საქართველოს
პარლამენტს დაუშვას ნატალია ქაჯაია პარლამენტში. მნიშვნელოვანია,
სახელმწიფო უწყებებმა იგრძნონ თავი ანგარიშვალდებულად მათი
ამომრჩევლის წინაშე, უპასუხონ არსებულ კითხვებს და გაიაზრონ მათი
საქმიანობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის მნიშვნელობა
დემოკრატიულ საზოგადოებაში.
დღეს, 2022 წლის 17 მარტს ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ვაკეში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე ერთ-ერთ კაფეში ინტერვიუს ჩაწერისას, ტელეკომპანია „ფორმულას” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ნაცემია ფორმულას 2 ოპერატორი, ფიზიკური დაზიანებები აქვს ჟურნალისტ ნანო ჩაკვეტაძესაც.
ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულია თავდამსხმელი პირი და დაშავებულები გამოკითხვაზე იმყოფებიან. ამასთან, ცნობილია, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება ტელეკომპანია „ფორმულა”-ს თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის” მიიჩნევს, რომ „ფორმულას” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა წარმოადგენს მედიის მიმართ გამოხატული აგრესიის შედეგს და წახალისებულია ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ არაერთ დანაშულზე არასათანადო რეაგირებით.
კოალიცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩაატაროს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით.
მეშვიდე დღეა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომია, რომელიც 24 თებერვალს, სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრით დაიწყო. საქართველოს ყველა ქალაქში და მათ შორის, თბილისში, ყოველდღიურად იმართება უკრაინის მხარდამჭერი აქციები. საზოგადოება შეშფოთებით ადევნებს თვალს მიმდინარე მოვლენებს და სახელმწიფოს უმაღლესი პირების განცხადებებს, რომლებსაც უკვე არაერთი პროტესტი მოჰყვა.
საქართველოს ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის მიმართ დაგროვდა უამრავი შეკითხვა, რომელზე პასუხსაც მედია და შესაბამისად, საზოგადოებაც ვერ იღებს. უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი კვირა გავიდა და ამ ხნის განმავლობაში, ქვეყნის მთავრობა მხოლოდ მთავრობის სხდომების შემდეგ გაკეთებული მოკლე განცხადებებით შემოიფარგლება, კრიტიკულ მედიასთან ბოიკოტის რეჟიმს ინარჩუნებს და ამ დრომდე არცერთხელ არ შეხვედრია ჟურნალისტებს.
მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მმართველი პარტიის თავმჯდომარეს და მოვუწოდებთ, პატივი სცენ მოქალაქეთა უფლებას, მიიღონ ინფორმაცია, მოაწყონ პრესკონფერენცია მედიის წარმომადგენლებისთვის და უპასუხონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და საჯარო ინტერესის მქონე საკითხების გარშემო დაგროვილ შეკითხვებს.
აუცილებელია, აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეკითხვის დასმის საშუალება ჰქონდეს საქართველოში მოქმედ ყველა ტიპის მედიას და არამხოლოდ ნაციონალური სატელევიზიო არხების წამყვანებს ან ჟურნალისტებს, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა. ასევე, დაუშვებელია, ჟურნალისტების შერჩევა და შეხვედრაზე დაშვება-არდაშვება ხელისუფლების მიმართ კეთილი ან კრიტიკული განწყობების მიხედვით.
ასევე, მივმართავთ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, ამგვარი შეხვედრის გამართვის შემთხვევაში, უზრუნველყოს პირდაპირი ეთერი, რათა საზოგადოებამ დროულად და სრულად მიიღოს ინფორმაცია.
კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, რომ მედიის მთავარი როლი საჯარო ინტერესის შემცველი ამბების გაშუქება და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი შეკითხვების დასმაა, მთავრობა და მმართველი გუნდი კი ანგარიშვალდებულნი არიან საზოგადოების წინაშე. მედიასთან კომენტარის გაკეთებაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება დემოკრატიის ზოგად პრინციპებს და აბრკოლებს მოქალაქის უფლებას, მიიღოს ინფორმაცია. დემოკრატიულ სახელმწიფოში სწორედ მედია ეხმარება საზოგადოებას მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მონიტორინგში.
დღეს, 2022 წლის 2 მარტს 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესზე გამოკითხვის შემდეგ, „ფორმულას” ჟურნალისტს, რატი წვერავას სასამართლოსთან, სავარაუდოდ, ძალადობრივ ჯგუფებთან დაკავშირებული პირები დახვდნენ. ისინი ჟურნალისტს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ცდილობდნენ ძალადობრივ ანგარიშსწორებას. ამასთანავე, შეურაცხყოფა მიაყენეს „რუსთავი 2” -ის თანამშრომლებს არჩილ ჭიჭიბოშვილს და ხათუნა გაგნიძეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მედიის წარმომადგენლების ნაწილი უკვე გამოიკითხა, თუმცა უცნობია, არიან თუ არა თავდამსხმელი პირები იდენტიფიცირებული და იგეგმება თუ არა მათი დასჯა კანონით გათვალისწინებული წესით.
მომხდარი ფაქტები კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ 2021 წლის 5-6 ივლისის მასშტაბური თავდასხმის მონაწილეებისა და ორგანიზატორების სათანადო დაუსჯელობამ წაახალისა მედიის წარმომადგენლებისა და, ზოგადად, უფლებადამცველების წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი ქმედებები.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის” მიიჩნევს, რომ 2 მარტს სასამართლოს ეზოში განვითარებული მოვლენები შეიცავს სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს განახორციელონ სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება სავარაუდო დამნაშავეების გამოვლენისა და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
მიგვაჩნია, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ მომხდარ ძალადობრივ ქმედებებზე დროული სამართლებრივი რეაგირება აუცილებელია მედიისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად და მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის" მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, კომუნიკაციების კომისიას და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს მიიღონ ეფექტიანი ზომები საქართველოში რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი და კრემლის სხვა პროპაგანდისტული მედიების შეჩერებისთვის.
2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევის ფონზე, რუსეთი, პროპაგანდისტული მედიის საშუალებით ახდენს უკრაინაში შეჭრის ლეგიტიმაციას, დეზინფორმაციის გავრცელებას, ცალკეულ ადამიანებზე მათ შორის, ჟურნალისტებზე თავდასხმას. სწორედ ეს იყო ევროკავშირის მოტივაცია, როცა რუსეთის მთავრობასთან აფილირებული მედია დაბლოკა. რუსულ სამთავრობო მედიას სანქციები დაუწესა სოციალურმა მედიამაც. მანამდე სანქცირებულთა სიაში აღმოჩდნენ მთავრობასთან აფილირებული რუსი ჟურნალისტებიც, რომლებიც რუსული დამპყრობლური პროპაგანდის პოპულარიზაციაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.
მსგავსს სტრატეგიას იყენებს რუსეთი საქართველოშიც. რუსული სამთავრობო თუ მასთან აფილირებული ადგილობრივი მედიის და სოციალური ქსელების დახმარებით, ავრცელებს ყალბ ინფორმაციას უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ და ცდილობს გაამართლოს საკუთარი იმპერიალისტური პოლიტიკა. გასათვალისწინებელია, რომ საქართველო რუსული დეზინფორმაციის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. რუსეთი 2008 წელს თავს დაესხა ჩვენ ქვეყანას და დღემდე ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%.
საქართველოს ხელისუფლება ვერ აცნობიერებს საფრთხეს, რომელიც პროპაგანდისტული მედიის მხრიდან მომდინარეობს და არ დგამს სათანადო ნაბიჯებს მათ საწინააღმდეგოდ. რუსეთთან აფილირებული პროპაგანდისტული მედიის საქმიანობის შეზღუდვისთვის დღეს საქართველოში არსებული საკანონმდებლო საფუძვლების პარალელურად, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია:
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგანიზაციები
გამოვთქვამთ მზადყოფნას სამართლებრივი დახმარება გავუწიოთ ელექტრონული
საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს პროპაგანდისტული არხების
ტრანსლაციის შეჩერებასთან დაკავშირებულ შესაძლო დავებში.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და უკრაინელ ხალხს, მედიის წარმომადგენლებს და კოლეგებს უკრაინის პრესის საბჭოში.
ქარტია მადლობას უხდის ჟურნალისტებს, რომლებიც დღეს მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში მუშაობენ და ყველაფერს აკეთებენ, რათა საზოგადოებამ მიიღოს გადამოწმებული და სრულყოფილი ინფორმაცია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე.
ამავდროულად, ქარტია მიმართავს საქართველოს მედიასაშუალებებს, გამოიჩინონ სიფრთხილე უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას, რადგან ასეთ დროს განსაკუთრებით აქტიურდება პროპაგანდისტული კამპანიები და დეზინფორმაცია, ვრცელდება უამრავი გადაუმოწმებელი ცნობა, ვიდეო და ფოტო მასალა.
იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის ყურადღება მთლიანად მიმართულია უკრაინის მოვლენებისადმი, მნიშვნელოვანია, მედიამ გაორმაგებული ძალისხმევა დახარჯოს ინფორმაციის გადასამოწმებლად და მხოლოდ სანდო წყაროები გამოიყენოს.
ქარტია ასევე მიმართავს საზოგადოებას, ნუ წამოეგებიან საქართველოში მოქმედი პრორუსული და ანტიდასავლური ორგანიზაციებისა და საინფორმაციო არხების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას.
2022 წლის 20 თებერვალს მედიაში გავრცელდა, სავარაუდოდ, სასულიერო პირის მხრიდან მეორე სასულიერო პირის მიმართ ძალადობის ამსახველი ვიდეო.
ვიდეოშიც და მედიის მიერ მისი გავრცელების ფორმებშიც რამდენიმე პრობლემაა:
ამასთან, კადრებში არ ჩანს მომხდარი ამბავი სრულად, მიუხედავად იმისა, რომ ისმის კონკრეტული ბრალდებები და მოძალადე პირის მოწოდება, რომ იქ მყოფმა კიდევ ერთმა პირმა ვიდეო გადაიღოს. მნიშვნელოვანია, მედია არ გახდეს კონკრეტული პირების ინტერესების უნებლიე გამტარებელი და სოციალურ ქსელში გავრცელებული მასალების გამოყენებისას პროფესიული სტანდარტის დაცვას პასუხისმგებლობით მოეკიდოს.
ქარტია მოუწოდებს მედიას, გამოიჩინოს სიფრთხილე ძალადობის ამსახველი კადრების გაშუქებისას.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ჟურნალისტებს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს:
ქარტიას მიაჩნია, რომ მსგავსი მასალების ტირაჟირებას თან ახლავს უარყოფითი შედეგები. შესაბამისად, აუცილებელია მედიამ გამოიჩინოს წინდახედულება და ეთიკურად გააშუქოს მსგავსი საკითხები.
კრიმინალური ფაქტის გაშუქებისას, ეთიკის სტანდარტების დარღვევის უფრო დიდი რისკი არსებობს ახალი ამბების მომზადების პროცესში. როდესაც ფაქტი ახალი მომხდარია, ემოციური ფონი გამძაფრებულია და ხშირად ჟურნალისტები მისი ზეგავლენის ქვეშ ექცვიან. ჟურნალისტი უნდა შეეცადოს, შეინარჩუნოს ნეიტრალური ტონი და არ მოექცეს ამბის მონაწილეთა ემოციური გავლენის ქვეშ.
ტელეკომპანია „მთავარი არხი” ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ, 2022 წლის 18 თებერვალს კასპის საკრებულოში მედიასაშუალების ჟურნალისტსა და ოპერატორს პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ტელეკომპანია „პირველის" ინფორმაციით, ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ მათ გადამღებ ჯგუფსაც. ქარტიის ინფორმაციით, მუშაობა არასათანადო პირობებში მოუწიათ ტელეკომპანიების „ფორმულას”, „თრიალეთისა” და „ტვ მონიტორინგის” წარმომადგენლებსაც.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტების უსაფრთხოება და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მედიას შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ქარტია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, სწრაფად და ეფექტიანად შეისწავლონ პოლიციელების მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტი.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კასპის საკრებულოში მედიის წარმომადგენლების უფლებები დაირღვა. 2021 წლის 17 დეკემბერს, კასპის საკრებულოს სხდომაზე არ შეუშვეს ტელეკომპანიების, „მთავარი არხის”, „TV პირველისა” და „ფორმულას” გადამღები ჯგუფები.
ქარტიას მიაჩნია, რომ თავდასხმა პოლიციელების მხრიდან განსაკუთრებით საყურადღებოა. მსგავსი ქმედებები კიდევ უფრო ახალისებს ჟურნალისტების მიმართ ძალადობას. აუცილებელია სამართალდამცავ პირებს კანონის შესაბამისად მოსთხოვონ პასუხი და დაუყოვნებლივ გაატარონ პრევენციული ღონისძიებები მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ალტ-ინფოს მიერ დაფუძნებული „კონსერვატიული მოძრაობა” ჟურნალისტებისადმი მუქარასა და თავდასხმებს განაგრძობს. TOK TV-ს მიერ 2022 წლის 17 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანიის ჟურნალისტს „კონსერვატიული მოძრაობის” ოფიციალური Facebook-ანგარიშიდან დაემუქრნენ. „ცოტა ჭკვიანად იყავი, თორემ TOK TV გვერდზე დაგრჩება" - ეს კომენტარი, პარტია „კონსერვატიული მოძრაობის" სახელით, მედიასაშუალების იმ მასალის ქვეშ დაიწერა, რომელიც ახალციხის საჯარო სკოლის დირექტორის მიერ ამ პარტიის მხარდაჭერას ეხებოდა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს სამართალდამცველ ორგანოებს, მყისიერად გამოიძიონ მომხდარი ფაქტი და დაუყოვნებლივ მიიღონ პრევენციული ღონისძიებები ჟურნალისტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ქარტია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტისადმი მუქარა სისხლის სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა იყოს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „კონსერვატიული მოძრაობის” წარმომადგენლები ემუქრებიან და ფიზიკურად უსწორდებიან ჟურნალისტებს. ამ პოლიტიკური ორგანიზაციის დამფუძნებლები იყვნენ 2021 წლის 5-6 ივლისს თბილისში ჟურნალისტთა მასობრივი დარბევისა და ძალადობის ორგანიზატორები. ამ დარბევის შედეგად დაშავებული ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა გარდაიცვალა. ამავე მოძრაობის ლიდერები ემუქრებოდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს, ქეთი თუთბერიძეს და მოითხოვდნენ გადაცემა „ახალი კვირის" დახურვას. მოგვიანებით ეს გადაცემა ფორმალურად სხვა მოტივით, მაგრამ მაუწყებლის მენეჯმენტმა მაინც დახურა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყოველთვის დაიცავს ჟურნალისტთა უფლებებს და გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს. მიგვაჩნია, რომ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ გაკეთებული ყველა განცხადება საფრთხეს უქმნის ქართული სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას.
2022 წლის 08 თებერვალს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში ოპოზიციონერი დეპუტატების ბრიფინგის გასაშუქებლად მედიის წარმომადგენლები არ შეუშვეს.
ქარტიისთვის მოწოდებული ინფორმაციით, შენობაში შესვლაზე უარი მუნიციპალიტეტის მერმა მოგვიანებით პანდემიით ახსნა, თუმცა ეს იქ მყოფი ჟურნალისტებისთვის ოფიციალურად არ განუმარტავთ. მედიისთვის არ მიუწოდებიათ არც ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც პანდემიის არგუმენტით შენობაში გადაადგილებას არეგულირებს.
ასეთი დოკუმენტი არ იძებნება არც მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განთავსებულ სამართლებრივ დოკუმენტებს შორის.
ქარტიას დაუშვებლად მიაჩნია, მედიას შეეზღუდოს კანონიერი უფლება, საზოგადოებამ კი ვერ მიიღოს ინფორმაცია მისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებზე, რომლებიც მუნიციპალურ ორგანოებში ვითარდება.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჟურნალისტები მუნიციპალური ორგანოების შენობაში არ შეუშვეს.
მოვუწოდებთ სახელმწიფო უწყებებს, შეწყვიტონ ამგვარი პრაქტიკა და მისცენ ჟურნალისტებს საშუალება, თავისუფლად, შეზღუდვების გარეშე შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, რათა მოქალაქეებმა მიიღონ ინფორმაცია მათ მიერ არჩეული და მათ წინაშე ანგარიშვალდებული სახელისუფლო ორგანოების საქმიანობის შესახებ.
ქარტიის საბჭო რამდენიმე დღეა თვალს ადევნებს ყოფილი პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ცენტრ „ემპათიის“ მიერ გამოქვეყნებული შემაჯამებელი დასკვნის გაშუქებას. დოკუმენტის ტექსტში გვხვდება ტერმინი “ინვალიდიზაცია”, რომელსაც ამ დასკვნაზე საუბრისას მედიაც იყენებს.
საბჭოს მიაჩნია, რომ ჟურნალისტებმა და რედაქტორებმა სწორად უნდა შეარჩიონ ტერმინები დისკრიმინაციის/სტიგმატიზაციის თავიდან ასაცილებლად. მედიასაშუალებებმა არ უნდა შეუწყონ ხელი დისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებასა და სიძულვილის ენის წახალისებას.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო განმარტავს, რომ სიტყვა “ინვალიდი” და მასზე დაფუძნებული სხვა ტერმინები დისკრიმინაციულია. სწორედ ამის გამო ისინი ამოღებულია საკანონმდებლო აქტებიდან. აქვე, გვესმის ისიც, რომ რომელიმე ტერმინი, ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლოა, არ გამოიყენებოდეს დისკრიმინაციული ან შეურაცხმყოფელი მიზნით, და რომ წლობით დამკვიდრებული ტერმინების ერთბაშად ამოღება როგორც ოფიციალური დოკუმენტებიდან, ისე სასაუბრო ენიდან რთული პროცესია, თუმცა მედია უნდა აცნობიერებდეს, რომ მას ამ პროცესში განსაკუთრებული როლი აქვს. ენა და ტერმინოლოგია, რომლითაც მედია საზოგადოებას მნიშვნელოვან ამბებს უყვება, ადამიანების ცნობიერებაში დიდხანს და მყარად რჩება.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიმართავს მედიას და ყველა დაინტერესებულ მხარეს, სიფრთხილით მოეკიდონ ტერმინოლოგიის გამოყენებას, რათა არ წაახალისონ დისკრიმინაცია და არ შეუწყონ ხელი შეურაცხმყოფელი და მიუღებელი ტერმინების დამკვიდრებას.
2021 წლის 20 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციით, ონლაინპლატფორმა „მაუწყებლის“ დამფუძნებელი და ჟურნალისტი გიორგი არობელიძე და სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი რატი რატიანი ბათუმში, პოლიციის მე-6 განყოფილებაში სცემეს. ჟურნალისტები ამბობენ, რომ ისინი 17 დეკემბერს, დაახლოებით ღამის 2 საათზე, დააკავეს ადმინისტრაციული წესით. დაკავებამდე მათზე პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს. გიორგი არობელიძის განმარტებით, ისინი პოლიციელებისგან არაფხიზელ მოქალაქეზე ძალადობის შეწყვეტას მოითხოვდნენ, როცა სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწოდნენ და, ირიბად, მათგან ჩვენების შეცვლასაც მოითხოვდნენ.
ცნობილია, რომ საქმეზე გამოძიება დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით. დაკავებულები კი შაბათს, 18 დეკემბერს, გაათავისუფლა ბათუმის საქალაქო სასამართლომ. საქმის განხილვა პარასკევს, 24 დეკემბერს, არის დანიშნული.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის” მიიჩნევს, რომ სამართლიანი და ობიექტური გამოძიების პირობებში უნდა დადგინდეს სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთა მიერ უფლებამოსილების გადამეტების დეტალები და მოხდეს სათანადო რეაგირება.
კოალიცია მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე.
ქარტიისთვის მოწოდებული ინფორმაციით, 2021 წლის 17 დეკემბერს, კასპის საკრებულოს სხდომაზე არ შეუშვეს ტელეკომპანიების, „მთავარი არხის”, „TV პირველისა” და „ფორმულას” გადამღები ჯგუფები. ჟურნალისტების თქმით, მათთვის არ უჩვენებიათ რაიმე დოკუმენტი, რის საფუძველზეც არ მისცეს საშუალება, გაეშუქებინათ სხდომა, რომელზეც საკრებულო კასპის 2022 წლის ბიუჯეტს განიხილავდა.
ვიდეოში, რომელიც დარბაზში საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გადაიღეს და შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა, ისმის, რომ საკრებულოს თავმჯდომარე შეზღუდვის მიზეზად კოვიდრეგულაციებს ასახელებს, რასაც იქვე მოჰყვება პროტესტი. ტელეკომპანიების წარმომადგენლების განმარტებით, საკრებულოს წევრებს ჟურნალისტებთან ეს მიზეზი არ დაუსახელებიათ და არც კოვიდ ბარათები მოუთხოვიათ.
საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს სხდომები საჯაროა და მედიას მათზე დასწრებისა და გაშუქების უფლება აქვს.
ქარტია დაუშვებლად მიიჩნევს, მედიას შეეზღუდოს ეს კანონიერი უფლება, საზოგადოებამ კი ვერ მიიღოს ინფორმაცია მისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებზე, რომლებიც ახლა თვითმმართველობის ორგანოებში ვითარდება.
ბოლო პერიოდში, ჟურნალისტების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა გახშირდა. მაგალითად, საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრიფინგებზე, 2021 წლის 22 ნოემბერსა და 8 დეკემბერს, მედიასაშუალებების ნაწილი არ შეუშვეს. მსგავსი მიდგომა ჰქონდა მედიის მიმართ 11 ნოემბერს იუსტიციის სამინისტროსაც.
მოვუწოდებთ სახელმწიფო უწყებებს, შეწყვიტონ ამგვარი პრაქტიკა და მისცენ ჟურნალისტებს საშუალება, თავისუფლად, შეზღუდვების გარეშე შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, რათა მოქალაქეებმა მიიღონ ინფორმაცია მათ მიერ არჩეული და მათ წინაშე ანგარიშვალდებული სახელისუფლო ორგანოების საქმიანობის შესახებ.
დღეს, 2021 წლის 08 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციით, კულტურის სამინისტროში თეატრების ხელმძღვანელების დანიშვნასთან დაკავშირებით მინისტრმა ბრიფინგი გამართა. ბრიფინგზე დასასწრებად მისული ტელეკომპანია „TV პირველის” წარმომადგენლები კი შეხვედრაზე არ შეუშვეს. მოგვიანებით, კულტურის მინისტრმა და ვიცე პრემიერმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტის შეკითხვას შეზღუდვის მიზეზის შესახებ, უპასუხა, რომ ის არის არა კრიტიკული, არამედ „აღვირახსნილი” მედიის წარმომადგენელი.
ჟურნალისტი, რომელიც კულტურის სამინისტროს შენობაში იმყოფებოდა, ამბობს, რომ საშვთა ბიუროში წინა პრაქტიკის მსგავსად კონკრეტული ტელევიზიები შეუშვეს, რომლებიც წინასწარ გადაცემულ სიაში ჰყავდათ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კულტურის სამინისტრო მედიასაშუალებების მიმართ შერჩევით დამოკიდებულებას ავლენს. 2021 წლის 22 ნოემბერს საქართველოს კულტურის მინისტრის მიერ დაგეგმილ ბრიფინგზე ასევე არ მიიწვიეს მედიის ნაწილი. 2021 წლის 11 ნოემბრის იდენტური ფორმით შეიზღუდა ჟურნალისტთა უფლებები იუსტიციის სამინისტროს მიერ.
მსგავსი დისკრიმინაციული მიდგომა ლახავს მედიის წარმომადგენლების უფლებას შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია მნიშვნელოვან საკითხებზე. ამასთან, საზოგადოებას ეზღუდება შესაძლებლობა სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით თვალი ადევნოს მიმდინარე პროცესებს.
საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. აღნიშნული შემთხვევები კი ეწინააღმდეგება „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ წესებს.
კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს კულტურის სამინისტროს შეწყვიტოს მედიის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა და ყველა ჟურნალისტს მიეცეს ინფორმაციაზე წვდომის თანაბარი შესაძლებლობა.
ამასთანავე, კოალიცია მიმართავს საქართველოს სახალხო დამცველს, როგორც დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველ პირს, რათა საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში:
შეისწავლოს ბრიფინგებზე ჟურნალისტების დისკრიმინაციის ფაქტები და გამოსცეს შესაბამისი რეკომენდაცია;
მოამზადოს და შესაბამის დაწესებულებებს / პირებს გაუგზავნოს ზოგადი წინადადებები დისკრიმინაციის თავიდან აცილების და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის” მზადაა წარმოადგინოს ჟურნალისტების და მედიაორგანიზაციების ინტერესები სადავო საკითხის განხილვისას.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ორივე ტურის საარჩევნო პერიოდის განმავლობაში კოალიციის წევრების მიერ საინფორმაციო წყაროებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად აქტიურად გამოიყენებოდა მანიპულაციური ინფორმაცია.
წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურად და მიზანმიმართულად ვრცელდებოდა არა მხოლოდ გადაუმოწმებელი და ოპონენტების დისკრედიტაციისკენ მიმართული ამბები, არამედ ცრუ და, უმეტეს შემთხვევაში, რეპუტაციული ზიანის მისაყენებლად გაკეთებული განცხადებები. დეზინფორმაციას ყველაზე ხშირად სოციალური მედიის საშუალებით არაავთენტური ანგარიშები, ანონიმურად მოქმედი და ცრუ მედია გვერდები ავრცელებდნენ.
აღსანიშნავია, რომ დისკრედიტაციის კამპანიების ძირითადი სამიზნე
პოლიტიკური პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული ოცნება
- დემოკრატიული საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ იყვნენ,
თუმცა რეპუტაციის შემლახველი გზავნილები შეეხო „ლელოს“
და სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც. დისკრედიტაციის კამპანიები
წინასაარჩევნო პერიოდში, ერთი მხრივ, რადიკალიზაციისა და პოლარიზაციის
ხარისხის გაზრდას უწყობდა ხელს, მეორე მხრივ – საზოგადოებაში ჯანსაღი
დებატებისა და მსჯელობის შესაძლებლობებს მკვეთრად ზღუდავდა.
სოციალურ მედიაში არსებული საინფორმაციო გამოწვევა
საარჩევნო პროცესებზე მიზანმიმართულად დამაზიანებელი ეფექტი არაოფიციალურად, ხშირად კი ანონიმურად წარმოებულმა კამპანიებმა იქონიეს. არადა წინასაარჩევნო კამპანია პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების საარჩევნო პროგრამების შეთავაზებას, მათი პოლიტიკური დღის წესრიგის ამომრჩევლებისთვის გაცნობას უნდა ისახავდეს მიზნად. სამწუხაროდ, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალური წინაასაარჩევნო კამპანია ძირითადად მადისკრედიტებელი განცხადებებით იყო გაჯერებული. აღნიშნულს კიდევ უფრო ამწვავებდა სოციალურ ქსელში წარმოებული არაოფიციალური კამპანია, რომელიც მანიპულირებული მასალებით ოპონენტების დაზიანებას, ამომრჩეველთა დაბნევასა და დეზორგანიზებას ემსახურებოდა.
ანონიმური დისკრედიტაციის კამპანია სოციალურ მედიაში სხვადასხვა ტაქტიკით წარიმართებოდა. ამ მხრივ განსაკუთრებული ორგანიზება და დამაზიანებელი ეფექტის მქონე გზავნილები ოპოზიციის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიებში ვლინდებოდა. ოპოზიციის წინააღმდეგ გამოიყენებოდა ღია დისკრედიტაციის, ცრუ მედიის, ცრუ მხარდაჭერისა და ცრუ დისკრედიტაციის ტაქტიკები, რაც სხვადასხვა აღქმის მქონე სოციალური მედიის მომხმარებლის დაბნევასა და მოტყუებას ისახავდა მიზნად. მუნიციპალური არჩევნების სპეციფიკიდან გამომდინარე შეიქმნა კონკრეტულ მუნიციპალიტეტებზე მიმართული ანონიმური გვერდებიც, რომლებიც მეტწილად ცრუ მედიის ტაქტიკით მოქმედებდნენ.
მმართველი პარტიისა და ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე ძირითადად ღია დისკრედიტაციის კამპანია შეინიშნებოდა. გამოვლინდა ყალბი ანგარიშები, რომელთაგან ერთი ნაციონალური მოძრაობის ყალბი მხარდაჭერის გვერდის ადმინისტრატორი იყო.
საგულისხმოა, რომ ანონიმური დისკრედიტაციული კამპანიის სამიზნეები, ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტების პარალელურად, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედია საშუალებები, მათი მენეჯერები და ცალკეული ჟურნალისტები იყვნენ. ჟურნალისტების წინააღმდეგ წარმართული ნეგატიური შინაარსის კამპანია სოციალურ მედიაში თავისი მასშტაბით, სიმძაფრითა და ნეგატიური ხასიათით უპრეცედენტო იყო წინა არჩევნებთან შედარებით. ცალკეულ შემთხვევებში მმართველი პარტიის წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე ტელეკომპანია იმედისა და პოსტივის საწინააღმდეგო პოსტებიც გამოქვეყნდა.
წინასაარჩევნო პერიოდში (განსაკუთრებით – არჩევნების მეორე ტურის დროს) გამოიკვეთა ტენდენცია, როდესაც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტრადიციული მედიის სახელით ვრცელდებოდა გაყალბებული ციტატები. მათთვის მეტი დამაჯერებლობის მინიჭებისა და მკითხველის შეცდენის/მოტყუების მიზნით გამოყენებული იყო ტრადიციული მედიასაშუალებების ლოგოები და ვიზუალი. წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა რეგიონული მედიის სახელით მოქმედი და ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი ან ოპონენტების მადისკრედიტებელი 11 ფეისბუქგვერდი.
გარდა ამისა, მუდმივი თავდასხმის სამიზნეები იყვნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომელთა წინააღმდეგ დისკრედიტაციის მცდელობებს კოორდინირებულად მოქმედ გვერდებზე პერმანენტული ხასიათი ჰქონდა. აღნიშნულ გვერდებზე კომენტარების ორგანიზებისთვის ყალბი ანგარიშები გამოიყენებოდა. გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა ყალბი ანგარიშით მომზადებულ ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაადანაშაულა პლატფორმა „სამოქალაქო საარჩევნო კომისია“ დეზინფორმაციის გავრცელებაში (კომისია მოძრაობა „სირცხვილიას“ და საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციის მიერაა დაფუძნებული).
არაოფიციალურად მიმდინარე დისკრედიტაციული პოსტების ნაწილი სექსისტური და ჰომოფობიური შინაარსისაც იყო. ამგვარი გზავნილები როგორც ოპოზიციის წინააღმდეგ, ასევე მმართველი პარტიის წინააღმდეგ გამოქვეყნებულ პოსტებში შეინიშნებოდა.
მედიის პოლარიზაცია
2021 წელს წინასაარჩევნო პერიოდში ეროვნული სამაუწყებლო მედია მკვეთრად პოლარიზებული იყო. ეს მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, რადგან მოსახლეობის უმრავლესობა ინფორმაციის მიღების პირველწყაროდ სწორედ ტელევიზიას ასახელებს.
პოლიტიკური გავლენა მედიის დღის წესრიგზე ზრდის პოლარიზაციის ხარისხს და ხელს უშლის ჯანსაღ დებატებს. ამასთანავე, პოლარიზებულ გარემოში აგრესიული განწყობებისა და ფიზიკური ძალადობის სამიზნე, უფლებადამცველებისა და სამოქალაქო აქტივისტების გარდა, ჟურნალისტებიც ხდებიან. მედია, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტი, წლების განმავლობაში განიცდის შეტევებს როგორც ციფრულ სივრცეში, ისე მის მიღმაც. ეს კი ინსტიტუტისადმი უნდობლობას ზრდის და პრობლემების პროფესიულ წრეებში განხილვისთვის სივრცეს ავიწროებს. ამასთანავე, ქვეყანაში ხელისუფლების მხრიდან ძალადობრივი ჯგუფების მიმართ დაუსჯელობისა და სიძულვილის წახალისების პოლიტიკამ, მედიის წარმომადგენლებზე საჯარო თავდასხმებმა კიდევ უფრო გააძლიერა ექსტრემისტული ჯგუფები და ხელი შეუწყო 5 ივლისის მოვლენებს. ამ დღეს ხელისუფლებამ არ დაიცვა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, ადამიანების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და გზა გაუხსნა ექსტრემისტ ჯგუფებს ძალადობისკენ. მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქციაზე მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა, ორგანიზატორები და ყველა დამნაშავე ამ დრომდე პასუხისგებაში არ არიან მიცემულები. აღნიშნული კიდევ უფრო აღრმავებს პოლარიზაციისა და საზოგადოების მტრულ ბანაკებად დაყოფას, ასევე ხელს უშლის მედიის პროფესიული საქმიანობის უსაფრთხო გარემოში განხორციელებას.
ცესკოს საინფორმაციო პოლიტიკა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის „ინფორმაციული დაცულობის ცენტრი“ მონიტორინგს უწევდა ტელევიზიებს, ონლაინ მედიასა და ფეისბუქის გვერდებს. დაკვირვების შემდეგ 4 ანგარიში გამოქვეყნდა. მათგან პირველი ორი – მეთოდოლოგიის განმარტების გარეშე. მეთოდოლოგიის ახსნა არც ბოლო ორ ანგარიშში იყო წარმოდგენილი. ანგარიშებში პრობლემურია ტერმინთა განმარტებაც (მაგალითად, განუმარტავია, რას მოიაზრებს ცესკო დეზინფორმაციაში). დეზინფორმაციის კვლევისას აუცილებელია მისი ერთ-ერთი კომპონენტის, მიზანმიმართულობის, ანუ განზრახვის დამტკიცება. ის, თუ როგორ იკვლევდა „ინფორმაციის დაცულობის ცენტრი” ამ კომპონენტს, ანგარიშში არსად გვხვდება.
ცესკო ორი ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, თავის განცხადებაში, ამბობდა, რომ აღრიცხავს კონკრეტული სუბიექტის (პიროვნების, პარტიის, ორგანიზაციის და ა.შ.) მიერ დეზინფორმაციის, დისკრედიტაციის, დისკრიმინაციის, სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტებს, თუმცა „დეზინფორმაციას“ მაინც მედიასაშუალებებს მიაწერდა. შემდგომ ანგარიშებში მითითებულია, რომ ცენტრის მიერ გამოქვეყნებული რაოდენობრივი სტატისტიკა შესაძლებელია მოიცავდეს ისეთ შემთხვევებს, როცა მედიასაშუალებებმა ესა თუ ის ინფორმაცია გაავრცელეს რესპონდენტის გაშუქების ჭრილში. თუმცა, ამ შემთხვევაში მედიასაშუალება ამ რაოდენობრივ სტატისტიკაში მოხვდება არა როგორც მედია სტანდარტის დამრღვევი, არამედ როგორც საშუალება, რომლის გამოყენებითაც ამა თუ იმ სუბიექტმა მოახერხა დამაზიანებელი ინფორმაციის ტირაჟირება. ეს მიდგომა ცესკოს მხრიდან არასწორია.
აღსანიშნავია, რომ ცესკოს „ინფორმაციული დაცულობის ცენტრი“ თავდაპირველად საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა (IFES) და USAID-ის მხარდაჭერით შეიქმნა. 24 სექტემბერს, USAID-მა ცენტრს აღნიშნული მხარდაჭერა შეუწყვიტა და ცენტრმა ამერიკის მთავრობის დახმარების გარეშე განაგრძო ოპერირება.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ISFED
ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი - IWPR საქართველო
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
დღეს, 02 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის დარბაზიდან გაშუქების შესაძლებლობა მედიასაშუალებების ნაწილს არ მიეცა, რითაც შეიზღუდა მათი მუშაობა.
სასამართლომ არ განმარტა, რის საფუძველზე უთხრა უარი მედიის ნაწილს დასწრებოდა სხდომას.
საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სხდომათა დარბაზში დამსწრეთა, მათ შორის, ჟურნალისტების რაიმე ფორმით კვოტირებას. შესაბამისად, სრულიად გაუგებარია რა კრიტერიუმებით არ მისცა სასამართლომ უფლება მედიის ნაწილს დასწრებოდა და გაეშუქებინა სასამართლო სხდომა, რითაც, ერთი მხრივ, შეზღუდა ჟურნალისტის უფლებები, მეორე მხრივ, კი საზოგადოებას წაართვა შესაძლებლობა ამ სასამართლო სხდომის შესახებ ინფორმაცია მიეღო სხვადასხვა წყაროდან.
მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა და ის ხელმისაწვდომი იყო სხვა მედიებისთვისაც, სასამართლო დარბაზში მოხვედრილი ჟურნალისტების ნაწილს არ მიეცა აუდიოჩანაწერის გაკეთების უფლება, რაც ეწინააღმდეგება ,,საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს კანონს, რომელიც ადგენს, რომ ,,სასამართლო სხდომის დარბაზში მყოფ ნებისმიერ პირს აქვს უფლება, სასამართლოს მიერ წინასწარ გამოყოფილი ადგილიდან განახორციელოს სასამართლოს სხდომის აუდიოჩაწერა”.
ქარტია მიიჩნევს, რომ დაუშვებელია სასამართლომ მედიას წაართვას უფლება დაესწროს და ადგილიდან გააშუქოს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, ასევე მიუღებელია სხვადასხვა მედია არათანაბარ პირობებში ჩააყენოს. სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს პროცესის საჯაროობა ყველა ჟურნალისტისთვის და სასამართლო სხდომაზე დამსწრეთა შერჩევის შემთხვევაში იხელმძღვანელოს თანაბრობის პრინციპით.
დღეს, 2021 წლის 29 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია „კავკასიის” ოპერატორმა, ნიკო კოკაიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესთან დაკავშირებით გამართული აქციის გადაღებისას გონება დაკარგა. მისი თქმით, ცუდად მას შემდეგ გახდა, როცა, სავარაუდოდ, თვალებში წიწაკის გაზი შეასხეს. ამჟამად ის, სამედიცინო დახმარების მიღების შემდეგ, თავს უკეთ გრძნობს.
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ, სავარაუდოდ, წიწაკის გაზი გამოიყენა. მოქალაქეების განცხადებით, სამართალდამცავებს ისინი სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე არ გაუფრთხილებიათ.
სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა სამინისტოს წარმომადგენლებმა დაკისრებული ფუნქციის შესრულებას თავი სათანადოდ ამჯერზეც ვერ გაართვეს და დღემდე პრობლემად რჩება პოლიციის მხრიდან აქციების გაშუქებისას მედიის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის” მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გაითვალისწინოს პროცესისადმი მაღალი საჯარო ინტერესი და უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლებისთვის სათანადო პირობები, რათა მათ თავისუფლად, ჯანმრთელობის დაზიანებისა და უფლებების დარღვევის გარეშე, შეძლონ პროფესიული მოვალეობის შესრულება.
ამასთანავე, მნიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოვლენილი ფაქტის შესწავლა და მოხდეს სათანადო რეაგირება.
დღეს, 2021 წლის 22 ნოემბერს საქართველოს კულტურის მინისტრის მიერ დაგეგმილ ბრიფინგზე ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებები არ მიიწვიეს და დასწრება მხოლოდ მედიის ნაწილისთვის იყო შესაძლებელი.
„მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტელევიზიის წარმომადგენლებს სამინისტროს დაცვის სამსახურმა ნახევარი საათის განმავლობაში არ მისცა შენობაში გადაადგილების და გადაღების შესაძლებლობა, ბრიფინგზე ასევე არ დაუშვეს „ტვ პირველის“ გადამღები ჯგუფიც.
სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სამთავრობო უწყებები მედიასაშუალებების მიმართ შერჩევით დამოკიდებულებას ავლენენ. 2021 წლის 11 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დაგეგმილ ბრიფინგზე ასევე არ მიიწვიეს მედიის წარმომადგენლების ნაწილი.
მიგვაჩნია, რომ მსგავსი დისკრიმინაციული მიდგომა ლახავს მედიის წარმომადგენლების უფლებას შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია მნიშვნელოვან საკითხებზე. ამასთან, საზოგადოებას ეზღუდება შესაძლებლობა სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით თვალი ადევნოს მიმდინარე პროცესებს.
მოვუწოდებთ საქართველოს კულტურის სამინისტროს შეწყვიტოს მედიის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა და ყველა ჟურნალისტს მიეცეს ინფორმაციაზე წვდომის თანაბარი შესაძლებლობა.
დღეს, 2021 წლის 11 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დაგეგმილ ბრიფინგზე ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლები არ მიიწვიეს და დასწრება მხოლოდ მედიის ნაწილისთვის იყო შესაძლებელი. კოალიციისთვის ცნობილია, რომ ბრიფინგის ანონსი არ მიუღიათ ზოგიერთ ონლაინ მედიასაშუალებასაც.
„TV პირველის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტელევიზიის წარმომადგენლები შეხვედრის დასასრულს დაუშვეს, თუმცა მათ არ მიეცათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, გლდანის ციხეში გადაყვანის შესახებ.
მიგვაჩნია, რომ მსგავსი დისკრიმინაციული მიდგომა ლახავს მედიის წარმომადგენლების უფლებას შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია მნიშვნელოვან საკითხებზე. ამასთან, საზოგადოებას ეზღუდება შესაძლებლობა სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით თვალი ადევნოს მიმდინარე პროცესებს.
მოვუწოდებთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შეწყვიტოს მედიის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა და ყველა ჟურნალისტს მიეცეს ინფორმაციაზე წვდომის თანაბარი შესაძლებლობა.
2021 წლის 6 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა აქციის მიმდინარეობისას ტელეკომპანია „იმედის" აპარატურა დაზიანდა. მედიასაშუალების წარმომადგენლის ინფორმაციით, გადამღებ ჯგუფს ხელი შეეშალა პროფესიულ საქმიანობაში. „იმედის" ჟურნალისტის თქმით, აქციის მონაწილეებმა ტელეკომპანიას მანქანაზე მუქარის შემცველი წარწერები დატოვეს და მედიასაშუალების მიმართ აგრესიას გამოხატავდნენ.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს „იმედის" ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტი.
გავრცელებული ინფორმაციით, დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში თავისუფლების მოედანზე აქციას მართავს. მივმართავთ აქციის ორგანიზატორებს არ წაახალისონ ჟურნალისტების მიმართ ძალადობა, რათა შეწყდეს მედიასაშუალებების მიმართ მუქარა და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა.
ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით შეშფოთება მედიის მიმართ აგრესიის ტენდენციურობასთან დაკავშირებით, რაც ძირითადად კრიტიკული მედიასაშუალებების მისამართით გამოიხატება. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის, როგორც ჟურნალისტური გაერთიანებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს თითოეული ჟურნალისტის უფლება, რათა მათ შეძლონ პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელება და საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე მოვლენების შესახებ.
2021 წლის 27 ოქტომბერს, გავრცელებული ინფორმაციით, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ტელეკომპანია „ფორმულას" ინფორმაციით, მედიასაშუალების ჟურნალისტს, რატი წვერავას აქციაზე მისულმა მოქალაქეებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ტელეკომპანია „პირველის“ ცნობით კი, მათი ჟურნალისტის მიკროფონს აქციის მონაწილემ სიგარეტი ჩააწვა, ჟურნალისტების ნაწილს კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს მმართველ პოლიტიკურ ძალას და მათ აქტივისტებს, მისცენ მედიას აქციაზე მუშაობის საშუალება. ასევე, შეახსენებს ყველა პირს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით აკრძალულია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა.
აღსანიშნავია, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენელმა - მამუკა მდინარაძემ აქციის დაწყებამდე განაცხადა, რომ მოსალოდნელია პროვოკაციები მედიის წარმომადგენლების მხრიდან, რითაც წინასწარი ნეგატიური ფონი შეუქმნა აქციის მონაწილეებს და წინასწარ წაახალისა აქციის მონაწილეებსა და მედიის წარმომადგენლებს შორის კონფლიქტი.
ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას გაიაზროს მედიის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში და არ შეუშალოს ხელი მედიის წარმომადგენლებს 2021 წლის 27 სექტემბერს მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე მუშაობაში.
მივმართავთ მმართველ პარტიას დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია მედიის ხელშეუხებლობისათვის. გასცეს სათანადო რეკომენდაციები, რათა შეჩერდეს აქციაზე მომუშავე ჟურნალისტების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილების ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს.
ქარტია მედიასაშუალებებს სთხოვს გაითვალისწინონ ის პოტენციური ტრავმა, რომელიც, შესაძლოა, მძიმე კადრების ჩვენებამ მიაყენოს გარდაცვლილი პირების ახლობლებს და, ზოგადად, საზოგადოებას.
ტრაგედიების გაშუქებისას უნდა მოხდეს ბალანსის დაცვა საზოგადოებრივ ინტერესსა და ეთიკურ გაშუქებას შორის. მედია თანამგრძნობი უნდა იყოს ამგვარი მოვლენების მონაწილე პირების მიმართ და თავი უნდა აარიდოს პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შელახვას.
მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას სიფრთხილით მოეკიდოს ისეთი ვიზუალური მასალის ჩვენებას, რომელზეც ასახულია ადამიანთა ტრაგედია და ტანჯვა.
არჩევნებამდე ორი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია „ფორმულას” მფლობელის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტრომ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მედიასაშუალების გენერალური დირექტორის ზუკა გუმბარიძის განცხადებით, არსებობს ტელეკომპანიის ქონების დაყადაღების საშიშროება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ არჩევნების წინ მსგავსი ქმედება, შესაძლოა ემსახურებოდეს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალების საქმიანობისთვის ხელის შეშლას.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების მიმართ ხდება სამართლებრივი წარმოების დაწყება.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას გაიაზროს მედიის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში და არ შეუშალოს ხელი მედიასაშუალებას საქმიანობაში.
2021 წლის 29 სექტემბერს On.ge-ის მთავარმა რედაქტორმა ხატია ღოღობერიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოპოზიციის შეხვედრაზე ონლაინ მედია არ მიიწვიეს. მისი თქმით, მიზეზად კოვიდრეგულაციები დასახელდა, თუმცა შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ტელევიზიის წარმომადგენლები.
ჟურნალისტურ ეთიკის ქარტიას მიიჩნია, რომ პოლიტიკოსების მხრიდან არათანაბარი მიდგომა სატელევიზიო ჟურნალისტების და ონლაინ მედიის მიმართ პრობლემურია.
მედიის როლი დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში შეუცვლელია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ თანაბარ პირობებში იყოს ყველა მედიასაშუალება. ონლაინ გამოცემები, ტელემედიის მსგავსად, საზოგადოების ინფორმირებისთვის მუშაობენ. ამასთან საგულისხმოა, რომ საქართველოში იმ პირთა რიცხვი ვინც ინფორმაციას ონლაინ მედიით იღებს ყოველწიურად იზრდება.
დაუშვებელია ჟურნალისტების დაყოფა იმის მიხედვით, თუ რა პლატფორმით ავრცელებენ ისინი ინფორმაციას. ქარტიის საბჭოს მიაჩნია, რომ ონლაინ მედიის წარმომადგენლებისთვის საქმიანობის შეზღუდვა ოპოზიციის მხრიდან გაუგებარი და დაუსაბუთებელია.
სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის როგორც წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტები ხშირად საუბრობენ, რომ სხვადასხვა ღონისძიებაზე ონლაინ მედიის წარმომადგენლებისთვის არათანაბარი სამუშაო პირობებია.
მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას არ ჩააყენონ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ონლაინ მედიის წარმომადგენლები და შეუქმნან სათანადო სამუშაო პირობები.
2021 წლის 29 სექტემბერს თბილისის მოქმედმა მერმა და „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს „რადიკალები”, „უბინძურესი ადამიანები” და „სიძულვილისა და ბოროტების თავი და თავი” უწოდა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს კახა კალაძის განცხადებას და მიიჩნევს, რომ მედიის მიმართ ასეთი დამოკიდებულება დამახასიათებელია ავტორიტარიზმისთვის. ქარტიას მიაჩნია, რომ აღნიშნული მედიის მიმართ სიძულვილის წახალისებაა, რაც განსაკუთრებით სახიფათოა არჩევნების პერიოდში. აღსანიშნავია, რომ კახა კალაძე ადრეც გამოირჩეოდა აგრესიული რიტორიკით ჟურნალისტების მიმართ, როდესაც მან 2021 წლის 20 ივლისს მედიის საქმიანობა ძალადობრივი ჯგუფების ქმედებებს შეადარა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ არაერთხელ განაცხადა, რომ პოლიტიკოსების აგრესიული რიტორიკა საქართველოში ქმნის პოლარიზებულ მედიაგარემოს და უარყოფითად აისახება ჟურნალისტების უსაფრთხოებასა და პროფესიულ საქმიანობაზე.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა და შეწყვიტონ საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე, მხარი დაუჭირონ მედიის თავისუფლებას და გადავიდნენ საქმიანი ურთიერთობის რეჟიმზე.
2021 წლის 15 სექტემბერს თბილისში ახალგაზრდა მამაკაცს ესროლეს, რომელიც 16 სექტემბერს გარდაიცვალა. სროლის ამსახველი კადრები ტელეკომპანია „ფორმულამ” დაუფარავი სახით პირდაპირ ეთერში გაუშვა. ტელეკომპანიამ გადაწყვეტილება საზოგადოების მაღალი ინტერესის არსებობით ახსნა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ აუცილებელია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს საზოგადოების მაღალი ინტერესი და ცნობისმოყვარეობა. აღნიშნული კადრების გავრცელება საზოგადოებისთვის დამატებითი ინფორმაციის მატარებელი არ არის და მხოლოდ ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას შეიძლება ემსახურებოდეს.
მედიამ უნდა იფიქროს რა გავლენის მომტანია დაზარალებულის ოჯახზე მსგავსი შემზარავი გამოსახულების გავრცელება და მინიმუმამდე უნდა შეამციროს გარდაცვლილის ახლობლების რეტრავმირება.
ქარტია მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას თავი შეიკავონ აღნიშნული კადრების გავრცელებისგან. უკვე გავრცელებული ჩანაწერები კი წაშალონ ყველა პლატფორმიდან.
გავრცელებული ინფორმაციით, 2021 წლის 07 სექტემბერს სამუშაო პროცესის დროს ტელეკომპანია „პირველის” ოპერატორს მანქანა ფეხზე დააჯახეს. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა ჟურნალისტიც.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მედიას შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ქარტია მოუწოდებს შსს-ს, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიოს ჟურნალისტებზე თავდასხმის თითოეული ფაქტი.
ქარტია მიიჩნევს, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებულ თავდასხმებს ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან არასათანადო რეაგირება განაპირობებს.
ეს ჟურნალისტებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის. ქარტია არაერთხელ გამოეხმაურა მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტებს.
2021 წლის 09 აპრილს ტელეკომპანია „ფორმულას" თანამშრომლებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად იძალადეს. მათი თქმით, ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორეს კი მანქანა დაუმტვრიეს.
2021 წლის 25 თებერვალს ტელეკომპანია ფორმულას წამყვანს, ვახო სანაიას და მის ოჯახს თავს დაესხნენ. ჟურნალისტის თქმით, თავდასხმის მოტივი იმ აგრესიული პროპაგანდის შედეგი იყო, რასაც ხელისუფლება კრიტიკული მედიის მიმართ ეწევა.
2021 წლის 30 ივნისს TV პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში, გადაღების დროს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, აპარატურა კი დაუმტვრიეს.
2021 წლის 16 თებერვალს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მედიაჰოლდინგ „კვირას“ გადამღებ ჯგუფს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები თავს დაესხნენ და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.
მედიის წარმომადგენლები მიზანმიმართული თავდასხმების ობიექტები გახდნენ 5-6 ივლისსაც, რა დროსაც ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა.
კოალიცია „მედის ადვოკატირებისთვის” ეხმიანება თბილისის მერობის კანდიდატის კახი კალაძის განცხადებას, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიის მხრიდან დასახელებული თბილისის მერობის კანდიდატი აპირებს მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დაგეგმილ სატელევიზიო დებატებში, ამასთანავე, რეგიონული ტელევიზიების ნაწილმა უკვე მიიღო უარი მმართველი პარტიის კანდიდატების მხრიდან პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობაზე.
შევახსენებთ პოლიტიკოსებს, რომ დებატებში მონაწილეობა დემოკრატიული არჩევნების განუყოფელი ელემენტი და ამომრჩევლის ინფორმირებულობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ამ ინსტრუმენტის გამოყენებაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება დემოკრატიის ზოგად პრინციპებს და აბრკოლებს მოქალაქეთა უფლებას გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი.
მოვუწოდებთ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, მიიღონ მონაწილეობა მედიასაშუალებების მიერ შემოთავაზებულ სხვადასხვა ფორმატში, პატივი სცენ ამომრჩეველთა უფლებას გაეცნოს მერობის კანდიდატთა ხედვებს და მისცენ მედიას პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა.
საარჩევნო უფლების მიმართ მრავალმხრივი ვალდებულების შესრულების
მიზნით, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის” ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს და
საარჩევნო სუბიექტებს სთავაზობს მემორანდუმის გაფორმებას, რომელზე
ხელმოწერაც მოიცავს პასუხისმგებლობას, საარჩევნო პროცესები წარმართოს
მშვიდობიან - არაძალადობრივ და არადისკრიმინაციულ გარემოში.
მემორანდუმის ტექსტი
ჩვენ, ხელმომწერი პირები,
პატივს ვცემთ საზოგადოების უფლებას, იყოს ინფორმირებული მოვლენებისა და თვალსაზრისების შესახებ.
ვცნობთ და ვაღიარებთ ამომრჩეველთა ინფორმირებულობის საჭიროებას და ამ ვალდებულებებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობას, რომელიც გულისხმობს წინასაარჩევნო პოლიტიკური დებატების გამართვის და მასში მონაწილეობის აუცილებლობას.
ვიაზრებთ, რომ საარჩევნო უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების სწორ და ზუსტ, მიუკერძოებელ და სამართლიან გაშუქებასთან.
მიუღებლად ვაცხადებთ მედიასთან ბოიკოტის რეჟიმს.
ვაღიარებთ წინასაარჩევნო პოლიტიკური დებატების ფორმატის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და თანხმობას ვაცხადებთ პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის ვალდებულების შესრულებაზე. მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, ქალთა მონაწილეობას და ჩართულობას პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის, დებატებში ქალი კანდიდატების წარმოდგენას.
ვგმობთ, მედიის წარმომადგენლებზე სიტყვიერ და ფიზიკურ თავდასხმას.
მოვუწოდებთ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, საარჩევნო სუბიექტებს, პოლიტიკური აქტივისტებს და მხარდამჭერებს პატივი სცენ მედიის პროფესიულ ვალდებულებას მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.
ვთანხმდებით, რომ საარჩევნო უფლების მიმართ მრავალმხრივი ვალდებულების ფარგლებში, მიუკერძოებელი და სამართლიანი გაშუქების სტანდარტის უზრუნველსაყოფად, მხარეები გამოიყენებენ მაუწყებელთა თვითრეგულირების ეფექტიან მექანიზმს ან/და მიმართავენ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს.
* შენიშვნა: საარჩევნო საკითხებზე საჩივარი/განცხადება განიხილება დაჩქარებულად - 7 სამუშაო დღის ვადაში
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - IDFI
ლიბერალური აკადემია თბილისი
მედიაკლუბი
მედიის განვითარების ფონდი
მედიის უფლებები
რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
სატელევიზიო ქსელი
სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI
საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია - GRMA
საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
უფლებები საქართველო
ღია საზოგადოების ფონდი OSGF
მივიჩნევთ, რომ ვახო სანაიას საქმეზე მართლმსაჯულება სათანადოდ არ აღსრულებულა, ჟურნალისტისა და მის ოჯახის წევრებზე თავდასხმის ფაქტისადმი სასამართლოს რბილი დამოკიდებულება კი წარმოადგენს კრიტიკული მედიის მიმართ აგრესიის გაზრდის კიდევ ერთ საფრთხეს.
დღეს, 2021 წლის 25 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია “ფორმულას” წამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით განაჩენი გამოიტანა: სასამართლომ სამივე ბრალდებულს მინიმალური სასჯელი - 6 თვიანი პატიმრობა შეუფარდა, რისი ვადაც დღეს ამოიწურა. შედეგად, ისინი საპატიმროს დღესვე დატოვებენ. ამასთან, მოსამართლემ ზეპირი მითითებით დარბაზში არ დაუშვა დაზარალებული ჟურნალისტის ადვოკატი - საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი.
თავდასხმაში ბრალდებული სამივე პირი დაკავებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) და 156-ე (დევნა) მუხლებით. სასამართლომ ბრალდებულ სულიკო საყევარიშვილს დისკრიმინაციული მოტივით, ვახო სანაიასთვის ფიზიკური ძალადობისთვის შეუფარდა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, ხოლო გიორგი სახელაშვილი და ვაჟა გიგაური, მოსამართლემ დამნაშავედ ცნო 126-ე და 156-ე მუხლებით და მიუსაჯა 6-თვიანი პატიმრობა. დამატებით ამ უკანასკნელს ასევე დაეკისრა 2500-ლარიანი ჯარიმა.
შემთხვევა 2021 წლის 25 თებერვალს მოხდა, ჟურნალისტ ვახო სანაიას და მის ოჯახის წევრებს თავს დაესხნენ. ჯერ კიდევ მაშინ, კოალიციამ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიებით მოეხდინა სათანადო რეაგირება ჟურნალისტისა და მისი ოჯახის წევრების უფლებების დარღვევის ფაქტებზე. ამასთან მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი მანიფესტით, რომელსაც ხელს 1000-ზე მეტი ადამიანი აწერს, მოქალაქეებმა ერთობლივად მიმართეს გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლესი რანგის პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის წევრებს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს და მოითხოვეს ჟურნალისტების უსაფრთხოების მიზნით დაუყოვნებლივ მიეღოთ ზომები.
სამწუხაროა, რომ მწვავე საჭიროების მიუხედავად, ხელისუფლებას არ გადაუდგამს სათანადო ნაბიჯები მედიაგარემოს გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო არ იცავს მედიის წარმომადგენელთა სიცოცხლეს და უსაფრთხოებას. მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები პოლიტიკური ოპონირების რეჟიმში იმყოფებიან კრიტიკულ მედიასთან. ისინი სიძულვილის ენით, აგრესიით და ბოიკოტით პასუხობენ ჟურნალისტების შეკითხვებს და ახალისებენ მედიაზე მორიგ თავდასხმებს.
2021 წლის 5 ივლისიდან, მას შემდეგ რაც თბილისში ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე მასშტაბური თავდასხმა მოხდა, მედიის წარმომადგენლების სიცოცხლე და ჯანმრთელობა განსაკუთრებული რისკის ქვეშ დადგა. ეს გარემოება კიდევ უფრო ზრდის სასამართლოს პასუხისმგებლობას სათანადოდ შეისწავლოს ჟურნალისტების დაშინების თითოეული მცდელობა და გადაწყვეტილება მიიღოს პოლიტიკური მოტივების გარეშე. სამწუხაროა, რომ ვახო სანაიას საქმესთან დაკავშირებით სასამართლომ რისკები სათანადოდ არ შეაფასა.
ამასთან ერთად მიგვაჩნია, რომ მოსამართლის ზეპირი მითითება,
რომლითაც თითქოსდა კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, მხოლოდ დაზარალებული
ჟურნალისტის ადვოკატს შეეზღუდა სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა,
წარმოადგენს ადვოკატის პროფესიულ საქმიანობაში დაუსაბუთებელ ჩარევას.
ეს შემთხვევა არის საშიში მცდელობა ჟურნალისტები დარჩნენ
სამართლებრივი დახმარების გარეშე, უფლებადამცველებს კი აღარ ჰქონდეთ
შესაძლებლობა სათანადო მხარდაჭერა აღმოუჩინონ მედიას.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
მედიის განვითარების ფონდი
მედიის უფლებები
რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
სატელევიზიო ქსელი
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - GYLA
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI
საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია - GRMA
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
უფლებები საქართველო
ღია საზოგადოების ფონდი OSGF
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის შესახებ, მთავარი არხის ეთერში გასული მასალა კიდევ ერთხელ მიუთითებს ქვეყანაში არსებულ მასობრივი კონტროლის და ადამიანის უფლებების შელახვის უმძიმეს პრაქტიკაზე.
გუშინ, მთავარი არხის ეთერში გავიდა მასალა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის საქმიანობის შესახებ, რომელმაც განამტკიცა საზოგადოებაში უკვე არსებული ეჭვები ქვეყანაში ადამიანის კერძო სფეროში უკანონოდ ჩარევის მძიმე პრაქტიკის არსებობის თაობაზე, კერძოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სავარაუდო უკანონოდ განხორციელებული ფარული თვალთვალისა და მიყურადების ფაქტების შესახებ.
მასალაში ნახსენები სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები (გიორგი ონიანი, გურამ იმნაძე და გიორგი მშვენიერაძე) ადასტურებენ გადაცემაში განხილული ერთ-ერთი კომუნიკაციის ნამდვილობას, რომელიც შეეხებოდა სოციალური სამართლიანობის ცენტრის ერთ-ერთი დირექტორის, თამთა მიქელაძის დაბარებას უსაფრთხოების სამსახურში. ეთერში გასული სხვა ინფორმაციის ნამდვილობას ასევე ადასტურებს რადიო თავისუფლების გამომძიებელი ჟურნალისტი, გიორგი მგელაძეც.
გუშინ მედიაში გასული ინფორმაცია კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ სუს-ის კონტროლის და მეთვალყურეობისგან ქვეყანაში არც ერთი ჯგუფი, პირთა წრე, ინდივიდი არ არის დაცული. მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელები.
ფრაგმენტული რეფორმების, ფიქტიური სასამართლო და სუსტი საპარლამენტო ანგარიშვალდებულების ფონზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავისი ჭარბი უფლებამოსილებით და მძლავრი ბერკეტებით, მასობრივი კონტროლის მექანიზმად ჩამოყალიბდა ქვეყნაში. შემაშფოთებელია ისიც, რომ პარლამენტი განაგრძობს სუს-ის ოპერატიულ ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერებას და ამაზე მიუთითებს ინფორმაციული უსაფრთხოების კანონში განხორციელებული ცვლილებები.
არაერთი მცდელობის, ფართომასშტაბიანი კამპანიების მიუხედავად, სახელმწიფომ, დღემდე ვერ აიღო პასუხისმგელობა სამსახურის და მის ფარგლებში არსებული კონტროლის ინსტრუმენტების ფუნდამენტურ რეფორმაზე, მოსმენა-მეთვალყურების მექანიზმების გადახედვაზე, ამ პროცესის დემოკრატიულ რეჟიმში მოქცევაზე. ამ რეფორმის ჩაგდებით, სახელმწიფომ ლეგიტიმაცია მისცა უწყების ფარგლებში, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვის ხარჯზე, მასობრივი მოსმენების და კონტროლის ფუნქციას.
ოკუპაციის, შიდა და საგარეო საფრთხეების სიჭარბის მიუხედავად, ჩნდება განცდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძირითადი რესურსი სახელმწიფოსათვის პოლიტიკურად საინტერესო კონკრეტული ჯგუფების კონტროლზე იხარჯება და არ ხდება სამსახურის რესურსების მობილიზება ქვეყნის სუვერენიტეტისთვის მნიშვნელოვანი საფრთხეების იდენტიფიცირების, მათზე რეაგირების მიზნით.
მყიფე დემოკრატიის, მძიმე პოლიტიკური კრიზისების ფონზე, სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახური ჩამოყალიბდა ქვეყანაში მკაცრად პოლიტიზირებულ, გავლენიანი პოლიტიკური ფიგურების ინტერესების სადარაჯოზე მყოფ უწყებად, რომელიც კონკრეტული ჯგუფის პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებას, თვალთვალით, დაშინების და შანტაჟის ინსტრუმენტით ცდილობს. ქვეყანაში სუსტია სამსახურის უკანონო საქმიანობაზე რეაგირების მექანიზმები. მოქალაქეების შესაძლო უკანონო კონტროლის და მეთვალყურეობის საქმეების გამოუძიებლობასთან ერთად, ქვეყანაში არ არსებობს სამსახურის საქმიანობის ეფექტიანი ზედამხედველობის ინსტრუმენტები. ფიქციურია სასამართლო კონტროლის მექანიზმები, ხოლო საპარლამენტო ზედამხედველობის ინსტრუმენტები იშვიათ შემთხვევაში იწვევს პოლიტიკურ თუ სამართლებრივ პასუხისმგებლობებს. რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს უწყებას, დაუსჯელად, ყოველავარი ანგარიშვალდებულების გარეშე აკონტროლოს ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების ნებისმიერი სფერო.
ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ:
საქართველოს პროკურატურას:
დაუყოვნებლივ დაიწყოს საგამოძიებო მოქმედებები გავრცელებულ ფარულ მიყურადებებთან დაკავშირებული ყველა პოტენციური დამნაშავის გამოსავლენად;
საქართველოს პარლამენტს:
აიღოს პასუხისმგებლობა უწყების კონტროლზე და დაიწყოს უსაფრთხოების სექტორის ფუნდამენტურ რეფორმაზე მსჯელობა; ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმ ფონზე, როცა მოცემულ ვითარებაში და არსებულ პოლიტიკურ კონტექსტში, საზოგადოებას არ აქვს ნდობა, რომ სახელმწიფო სათანადოდ და ობიექტურად გამოიძიებს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ყველა შესაძლო ფაქტს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს:
დროულად განიხილოს სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ 2015 წელს წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელი მოსამართლის ნებართვის გარეშე ელექტრონული თვალთვალის განხორციელებისა და ფარული ფოტო/ვიდეო/აუდიო გადაღების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. ასევე, 2017 წელს, 326 მოსარჩელის მიერ შეტანილი სარჩელი, რომელიც ითხოვს ფარული მიყურადების არსებული ინფრასტრუქტურისა და სისტემის კონსტიტუციურ ფარგლებში მოქცევას.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC)
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
ადამიანის უფლებათა ცენტრი
უფლებები საქართველო
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ღია საზოგადოების ფონდი
მედიაკლუბი
მაუწყებელთა ალიანსი
მედიის უფლებები
საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია - GRMA
მედიის განვითარების ფონდი
სამართლიანი არჩევნები (ISFED)
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო
ოპერატორთა ასოციაცია
სატელევიზიო ქსელი
ლიბერალური აკადემია - თბილისი
2021 წლის 23 ივლისს საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ტელეკომპანია „პირველის" ჟურნალისტი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მშობლების სახლთან იმყოფებოდა და არასრულწლოვან შვილებს უსვამდა კითხვას.
როგორც ტელეკომპანიის წარმომადგენელმა გვითხრა, ჟურნალისტს ბავშვებთან ინტერვიუ არ ჩაუწერია. მიუხედავად ამისა, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დაუშვებლად მიიჩნევს ინფორმაციის მოპოვების მსგავს მეთოდს.
ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ
2021 წლის 20 ივლისს თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიის საქმიანობა ძალადობრივი ჯგუფების ქმედებებს შეადარა.
ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით შეშფოთება პოლიტიკოსების აგრესიული რიტორიკის გამო, რომლითაც საქართველოში იქმნება არასათანადო გარემო მედიაორგანიზაციებისა და ჟურნალისტების თავისუფალი მუშაობისათვის. აღნიშნული უარყოფითად აისახება ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე. სწორედ მმართველი პარტიის განცხადებებით იქნა წახალისებული 5 ივლისს მედიის 53 წარმომადგენლის მიმართ ძალადობრივი ქმედებები.
ქარტია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა და შეწყვიტონ საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე, მხარი დაუჭირონ მედიის თავისუფლებას და გადავიდნენ საქმიანი ურთიერთობის რეჟიმზე.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის” პარტნიორი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვთქვამთ პრემიერ-მინისტრის მიერ „მთავარმა არხის“, „ტვ პირველის“ და „ფორმულას“ დისკრედიტაციის გამო და ასევე ნიკა გვარამიას მიმართ გავრცელებულ მუქარასთან დაკავშირებით.
დღეს, 2021 წლის 17 ივლისს ღარიბაშვილის მონაწილეობით გამართულ
საჯარო ღონისძიებაზე მედიის ნაწილი მიიწვიეს.
პრემიერის პრესსამსახურის განმარტებით, „პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი თვლის, რომ „მთავარმა არხმა“, „ტვ პირველმა“ და
„ფორმულამ“ გადაკვეთეს ყველანაირი წითელი ხაზი, ისინი წარმოადგენენ
კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, ფინანსდებიან და პირდაპირ მართულები არიან
მიხეილ სააკაშვილის და მისი რადიკალური ძალების მიერ და ჩართული არიან
პოლიტიკურ კამპანიაში პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ.”
შესაბამისად, ამ მიზეზით დღეს არ მოხდა აღნიშნული ტელეკომპანიების
მიწვევა ღონისძიებაზე.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ „მთავარი არხის” დირექტორს ნიკა გვარამიას ძალადობრივ ჯგუფის წევრები ალტ - ინფოს ფეისბუკ არხის დაბლოკვის გამო სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.
ბოლო პერიოდში საქართველოში მედიის უფლებების დარღვევის ფაქტებმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. 2021 წლის 5 - 6 ივლისს მედიაზე მასშტაბური თავდასხმა მოხდა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა 10 ზე მეტი მედიის 53 წარმომადგენელი. სამსახურეობრივი მოვალეობის დროს მიღებული დაზიანებების შემდეგ გარდაიცვალა TV პირველის ოპერატორი ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავა.
კონკრეტული მედიასაშუალებების პრემიერის მონაწილეობით საჯარო
ღონისძიებაზე გაშუქებაზე უკანონო შეზღუდვა ლახავს როგორც მედიის
უფლებას განახორციელონ საკუთარი პროფესიული მოვალეობა, ასევე
საზოგადოებას ართმევს შესაძლებლობას ინფორმაცია მიიღონ საჯარო
ინტერესის შემცველი ღონისძიების შესახებ. იმ ფონზე, როდესაც მედიის
წარმომადგენლები არაერთი ძალადობისა და მუქარის მსხვერპლი არიან,
პრემიერის დღევანდელი დისკრიმინაციული გადაწყვეტილება აძლიერებს
ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას, ახალისებს დამატებით ძალადობას,
იძალადონ,
დააშინონ, მტრულად ან დისკრიმინაციულად მოეპყრონ ჟურნალისტებსა და
ოპერატორებს.
მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მაღალი საჯარო
პასუხისმგებლობის ფარგლებში შეწყვიტოს მედიის
დისკრედიტაცია.
მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაიწყოს
გამოძიება ნიკა გვარამიას მიმართ მუქარის შემცველი განცხადების
თაობაზე.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
სატელევიზიო ქსელი
მედიის განვითარების ფონდი
რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
მედიის უფლებები
უფლებები საქართველო
ღია საზოგადოების ფონდი
სამართლიანი არჩევნები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ,,ქართული ოცნების” წევრების
გადაწყვეტილებას, არ მისცენ კომენტარი იმ 4 ტელევიზიას, რომლებმაც
პროტესტის ნიშნად 1 დღით მაუწყებლობა შეწყვიტეს, მედიის და ზოგადად,
გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.
ასევე, აჭარის მთავრობა არ თანამშრომლობს და ინფორმაციას არ აწვდის
გარკვეულ მედიასაშუალებებს.
დეპუტატისა და ,,ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის - შალვა პაპუაშვილის თქმით, მაუწყებლებს კომენტარს მანამ არ მისცემენ, სანამ ,,უზნეო კამპანია” იქნება. მიგვაჩნია, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლის აღნიშნული განცხადება კიდევ უფრო ახალისებს ჟურნალისტების მიმართ ძალადობას. ქარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი სწორედ მედიის წარმომადგენლების მიმართ ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა იყო.
საქართველოში, როგორც დემოკრატიულ ქვეყანაში, ერთ-ერთი უმაღლესი ღირებულება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაა. რაც არ უნდა კრიტიკულ და სხვა ჯგუფებისთვის მტკივნეულ თემაზე ამზადებდეს ჟურნალისტი გადაცემას, მისი გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს.
მმართველ პარტიას შევახსენებთ, რომ ხელისუფლება ვალდებულია ემსახუროს და იყოს ანგარიშვალდებული ხალხის წინაშე. მედია კი უზრუნველყოფს მთავრობის ანგარიშვალდებულებას და გამჭვირვალობას ხალხის წინაშე. აღნიშნული ვალდებულება მნიშვნელობას კიდევ უფრო მეტად წინასაარჩევნო პერიოდში იძენს.
ქარტია მოუწოდებს ,,ქართულ ოცნებას” შეწყვიტოს მედიის წარმომადგენლების მისამართით აგრესიული რიტორიკა და გადავიდეს მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმში.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ,,ქართული ოცნების” წევრების გადაწყვეტილებას, არ მისცენ კომენტარი იმ 4 ტელევიზიას, რომლებმაც პროტესტის ნიშნად 1 დღით მაუწყებლობა შეწყვიტეს, მედიის და ზოგადად, გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. ასევე, აჭარის მთავრობა არ თანამშრომლობს და ინფორმაციას არ აწვდის გარკვეულ მედიასაშუალებებს.
დეპუტატისა და ,,ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის - შალვა პაპუაშვილის თქმით, მაუწყებლებს კომენტარს მანამ არ მისცემენ, სანამ ,,უზნეო კამპანია” იქნება. მიგვაჩნია, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლის აღნიშნული განცხადება კიდევ უფრო ახალისებს ჟურნალისტების მიმართ ძალადობას. ქარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი სწორედ მედიის წარმომადგენლების მიმართ ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა იყო.
საქართველოში, როგორც დემოკრატიულ ქვეყანაში, ერთ-ერთი უმაღლესი ღირებულება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაა. რაც არ უნდა კრიტიკულ და სხვა ჯგუფებისთვის მტკივნეულ თემაზე ამზადებდეს ჟურნალისტი გადაცემას, მისი გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს.
მმართველ პარტიას შევახსენებთ, რომ ხელისუფლება ვალდებულია ემსახუროს და იყოს ანგარიშვალდებული ხალხის წინაშე. მედია კი უზრუნველყოფს მთავრობის ანგარიშვალდებულებას და გამჭვირვალობას ხალხის წინაშე. აღნიშნული ვალდებულება მნიშვნელობას კიდევ უფრო მეტად წინასაარჩევნო პერიოდში იძენს.
ქარტია მოუწოდებს ,,ქართულ ოცნებას” შეწყვიტოს მედიის წარმომადგენლების მისამართით აგრესიული რიტორიკა და აღადგინოს მაუწყებლებთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმი.
გავრცელებული ინფორმაციით, "ქართული ოცნების" ოფისთან 12 პირი დააკავეს, მათ შორისაა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ჟურნალისტი პოლიციას წინააღმდეგობას არ უწევს.
მნიშვნელოვანია, რომ ირაკლი აბსანძე ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში აპროტესტებდა ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს აკრიტიკებდა.
მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თავი შეიკავოს
ჟურნალისტების შევიწროვებისა და დაშინების მსგავსი მექანიზმის
გამოყენებისაგან.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
მედიაკლუბი
Alliance of Broadcasters - Georgia / რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
მედიის განვითარების ფონდი MDF
Media Development FoundationMedia Rights • მედიის უფლებები
ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative
Სატელევიზიო ქსელი
საქართველოში მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის შემთხვევები კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. დღემდე მედიის წინააღმდეგ მიმართული ათეულობით საქმე გამოუძიებელია. ხელისუფლება არ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვას, მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებები კი, კიდევ უფრო ახალისებს ძალადობას.
2021 წლის 5 ივლისს „ღირსების მარშის” წინააღმდეგ გამართულ კონტრაქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებს წინასწარი განზრახვით დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მიზანმიმართულად დაუმტვრიეს ტექნიკა, რათა ხელი შეშლოდათ ჟურნალისტურ საქმიანობაში.
სამოქალაქო სექტორის წინასწარი მოწოდებების მიუხედავად,
სახელმწიფომ არ მიიღო სათანადო ზომები მედიის წარმომადგენლების
დასაცავად. არასაკმარისი საპოლიციო ძალები არ იღებდნენ ზომებს
ჟურნალისტების დასაცავად. უფრო მეტიც, 5 ივლისს, მთავრობის სხდომის
დაწყების წინ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა
ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა არა
კონტრაქციის წევრებს, არამედ "ღირსების მარშის” ორგანიზატორებს და
მოუწოდა მათ, არ ჩაეტარებინათ მარში რუსთაველის გამზირზე.
5 ივლისს, შსს-ს ცნობით, მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის
იყო ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5
ივლისს საქმიანობის შესრულების დროს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად
გაუსწორდნენ. ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.
მედიის წარმომადგენლების ნაწილი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.
სხვადასხვა ძალადობრივი ჯგუფის წევრების მხრიდან ამ დრომდე გრძელდება
ღია მუქარა ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ, რაზეც
სამართალდამცავი უწყებები შესაბამისად არ რეაგირებენ. დაკავებულები არ
არიან არც 5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორები, რომელთა
ვინაობაც საჯაროდაა ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე გამოუძიებელია ჟურნალისტებზე თავდასხმის, მედიის საქმიანობის ხელშეშლის და ძალადობის წარსულში მომხდარი ფაქტების უმრავლესობა და არ ხდება ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხის გამოკვეთა.
მივმართავთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ რუსთაველის გამზირზე 5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიზანმიმართულ დევნაზე, ჯანმრთელობის დაზიანების, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ხელშეშლის ფაქტებსა და საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობაზე.
ხელმომწერები:
1. მთავარი არხი
2. ფორმულა
3. რუსთავი 2
4. ტაბულა
5. იმედი
6. კავკასია
7. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
8. საქართველოს პირველი არხი, საზოგადოებრივი მაუწყებელი
9. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო
10. TV პირველი
11. ექსპრესნიუსი
12. ფაქსინტერნიუსი
13. არტარეა TV
14. სტუდია მონიტორი
15. რადიო ჯორჯიან თაიმსი
16. ფაქტ-მეტრი
17. რადიო მწვანე ტალღა
18. AT.ge
19. მედიის განვითარების ფონდი
20. Border Zone
21. ა(ა)იპ მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი
22. რადიო აფხაზეთის ხმა
23. რადიო დარდიმანდი
24. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიული პროფესიული კავშირი
25. მედია ჰოლდინგი ჰერეთი: რადიო ჰერეთი FM102.8, რადიო თბილისი FM93.5
26. რადიო ციტრუსი FM97.3
27. რადიო ძველი ქალაქი
28. საქართველოს რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელი
29. ტელეკომპანია ახალი
30. OC Media
31. TOK TV
32. რადიო ჰოლდინგი ფორტუნა
33. SOVA
34. ბათუმელები
35. Newsreport
36. On.ge
37. ნეტგაზეთი
38. InterPressNews.ge
39. ბლოგი „სოცრეაქტივი“
40. TSpress.ge
41. რადიო ათინათი
42. Metronome.ge
43. პუბლიკა
44. Civil.ge
45. ინტერნიუსი-საქართველო
46. Media.ge
47. openrustavi.ge
48. პალიტრანიუსი
49. რადიო პალიტრა
50. რადიო მარნეული
51. Euronews Georgia
52. FirstNews.ge
53. Kutaisi Today
54. Speqtri.ge
55. CNews
56. მედიაჰოლდინგი ,,ქრონიკა+"
57. Droa.ge
58. accentnews.ge
59. Popmusic.ge
60. Popsport.com
61. მედიის უფლებები
62. Gurianews.ge
63. ეკო-ფაქტი
64. ჟურნალისტიკის რესუსრს ცენტრი
65. აგრო გარემო TV
66. რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
67. რადიო მწვანე ტალღა
68. რადიო იმედი
69. JAMNews
70. კომერსანტი
71. Reginfo.ge
72. DailyInfo.ge
73. FrontNews.ge
74. iFact
75. Ipress.ge
76. ოკრიბანიუსი
77. გურია ტვ
78. მეცხრე ტალღა
79. TV25
80. ნიუპოსტი
81. Pia.ge
82. Digest.ge
83. Funtime.ge
84. Tbiliselebi.ge
85. Exclusivetv.ge
86. GHN
87. Europetime.eu
88. გურიის მოამბე
89. Dianews
90. report.ge
91. AliQ Media
92. ოდიში TV
93. geodigest.ge
94. Ambebi.ge
95. Info Rustavi
96. მეგა TV
97. DiaNews
98. რადიო მოზაიკა
99. ტელეკომპანია დია
100. NewPress.ge
101. თაიმერი
102. რადიო WW
103. ჩემი ხარაგაული
104. QvemoQartli.ge
105. სამხრეთის კარიბჭე
106. ლაივპრესი
მთავარი ფოტო: მედიაჩეკერი
მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მწუხარებას გამოთქვამთ “TV პირველის“ ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, “TV პირველის” გუნდს და საქართველოს ჟურნალისტთა კორპუსს.
ალექსანდე ლაშქარავას 5 ივლისს ძალადობრივი აქციის მონაწილეებმა მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ძალადობრივი ჯგუფი დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში უსწორდებოდა ფიზიკურად. მაღალია ალბათობა, რომ იგი სწორედ მიღებული დაზიანებების გამო გარდაიცვალა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 11 ივლისის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს და ამ დროისათვის დაკავებულია მხოლოდ 4 პირი.
2021 წლის 5 და 6 ივლისს თბილისში ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე მასშტაბური ძალადობა მოხდა. „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ გამართულ კონტრაქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებს წინასწარი განზრახვით დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მიზანმიმართულად დაუმტვრიეს ტექნიკა, რათა ხელი შეშლოდათ ჟურნალისტურ საქმიანობაში.
გავრცელებული კადრებიდან ცხადად ირკვევა, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ არ მიიღო სათანადო ზომები ჟურნალისტების დასაცავად და მთლიანობაში, სახელმწიფოს მიერ წესრიგის დამყარებისთვის განხორციელებული ქმედებები იყო ფორმალური, რის გამოც 10-მდე მედიასაშუალების 50-ზე მეტი წარმომადგენელი ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის მსხვერპლი გახდა.
მმართველი პარტიის წარმომადგენლების, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის განცხადებები შეუთავსებელი იყო სახელმწიფოებრივ ინტერესებთან. 5 ივლისის მოვლენათა განვითარებამ ცხადყო, რომ ხელისუფლებამ არ დაიცვა ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და გამოხატვის თავისუფლება.
5 ივლისს მომხდარი ძალადობის თითოეული ფაქტისთვის სრული პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მთავრობას. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ თანამდებობა.
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებლივ დაიწყოს
აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ საქართველოს კონსტიტუციით
გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის
მექანიზმების გამოყენება.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - IDFI
მედიაკლუბი
მედიის განვითარების ფონდი
მედიის უფლებები
სატელევიზიო ქსელი
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - GYLA
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI
საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია - GRMA
საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
უფლებები საქართველო
ღია საზოგადოების ფონდი OSGF
ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, გამოვხატავთ მწუხარებას და გულისტკივილს ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და ახლობლებს.
ლექსო ლაშქარავა იყო მედიის იმ 50-ზე მეტი წარმომადგენლებიდან ერთ-ერთი, რომლებიც 5 ივლისს სიძულვილის ჯგუფების მიერ მასშტაბური და სასტიკი ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. “ღირსების მარშის” საწინააღმდეგო აქციაზე ძალადობრივი და აგრესიული ჯგუფები მედიის წარმომადგენლებს წინასწარი განზრახვით დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მიზანმიმართულად დაუმტვრიეს ტექნიკა, რათა ხელი შეშლოდათ ჟურნალისტურ საქმიანობაში. ისინი ლექსო ლაშქარავას ფიზიკურად გაუსწორდნენ სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისის დარბევისას. ძალადობისას ოპერატორთან მყოფი ჟურნალისტის განცხადებით, ლექსო ლაშქარავა სისხლის გუბეში იყო და მას 20 ადამიანი 5 წუთის განმავლობაში დაუნდობლად ურტყამდა.
ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა ძალადობრივი ჯგუფების შესაჩერებლად მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ იყო ცნობილი მათი მხრიდან აგრესიისა და ძალადობის რისკის შესახებ. 5 ივლისს ადგილზე საკმარისი რაოდენობით არ იყვნენ მობილიზებული სამართალდამცავები, ხოლო ადგილზე მყოფი პოლიციელების მხრიდან მიღებული ზომები არ იყო საკმარისი ძალადობის შესაჩერებლად. ხელისუფლებამ არათუ არ მიიღო სათანადო ზომები საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად, არამედ, პირიქით, წაახალისა ძალადობა. კერძოდ პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 5 ივლისს განაცხადა, რომ “ღირსების მარშის” ჩატარება მიზანშეუწონელი იყო და “ღირსების მარშის” ორგანიზატორებს მოუწოდა არ გაემართათ მსვლელობა რუსთაველის გამზირზე, იმის მაგივრად, რომ ვითარების შესაძლო გართულებისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრებინა კონტრაქციის წევრებისთვის. ასევე საქართველოში აშშ-ს ელჩმა განაცხადა, რომ მათ ვერ დაინახეს პრემიერ მინისტრის წამყვანი როლი სიტუაციის განმუხტვასა და აგრესიის შეკავებაში.
5 ივლისის მასშტაბურ ძალადობაზე, რასაც შედეგად ათობით ჟურნალისტის და მშვიდობიანი მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა ხოლო, ტვ პირველის ოპერატორი, ჯანმრთელობის უმძიმესი დაზიანებების შემდგომ გარდაიცვალა, პასუხი უნდა აგოს ძალადობის ყველა ორგანიზატორმა, მონაწილემ და ძალადობისკენ მომწოდებელმა, განურჩევლად საერო თუ სასულიერო სტატუსისა.
პოლიტიკური პასუხისმგებლობა უმძიმეს შედეგებზე ეკისრება ხელისუფლებას, რომელმაც ფაქტობრივად უარი თქვა საკუთარი ფუნქციის შესრულებასა და ადამიანთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვაზე. ამიტომ:
ხელმომწერი ორგანიზაციები მოვითხოვთ, სულ მცირე:
საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს შსს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაუყოვნებლივ დატოვონ დაკავებული თანამდებობა
ძალადობის ყველა ორგანიზატორი, მონაწილე და წამქეზებელი, მიუხედავად მათი სტატუსისა, დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)
საფარი
საზოგადოება და ბანკები
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
საქართველოს ატლანტიკური საბჭო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI Georgia)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
გაეროს ასოციაცია
მწვანე ალტერნატივა
თბილისი პრაიდი
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
დღეს, 11 ივლისს გარდაიცვალა ტელეკომპანია „პირველის" ოპერატორი
ლექსო ლაშქარავა. ის ერთ-ერთი იყო იმ ჟურნალისტებს შორის,
რომლებიც 5 ივლისის მოვლენების დროს დაზარალდნენ. მას თავს
ჯგუფურად დაესხნენ „სირცხვილიას" ოფისის დარბევისას. ლექსო ლაშქარავას მძიმე
ტრავმები ჰქონდა სახისა და თავის არეში.
5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი ჯგუფების ჟურნალისტებზე
ორგანიზებული თავდასხმებისას დაზარალდა მედიის 50-ზე მეტი
წარმომადგენელი, მათ შორის რამდენიმე მძიმედ.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ არ მიიღო სათანადო ზომები ძალადობის აღსაკვეთად და რიგ შემთხვევებში მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების განცხადებებმა წაახალისა კიდეც ძალადობრივი ჯგუფების ქმედებები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ივლისს ვერ დაიცვა ჟურნალისტები ფიზიკური ძალადობისგან, ასევე ვერ უზრუნველყო მედიის უსაფრთხო საქმიანობა. ამ დრომდე გამოუძიებელია ჟურნალისტებზე თავდასხმის, მედიის საქმიანობის ხელშეშლის და ძალადობის ფაქტების უმრავლესობა, არ ხდება ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხის გამოკვეთა.
მოძალადე ჯგუფები კვლავ განაგრძობენ მედიასთან ორგანიზებულად სიძულვილის ენით საუბარს, რაც ახალისებს ძალადობას.
მოვითხოვთ:
საქართველოში ჟურნალისტების უფლებების დარღვევის შემთხვევები კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ხელისუფლება არ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოებას, ხოლო ბოლო წლებში განხორციელებული თავდასხმები უმეტესად გამოუძიებელია.
2021 წლის 5 და 6 ივლისს თბილისში ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე მასშტაბური ძალადობა მოხდა. „ღირსების მარშის” წინააღმდეგ გამართულ კონტრაქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებს წინასწარი განზრახვით დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მიზანმიმართულად დაუმტვრიეს ტექნიკა, რათა ხელი შეშლოდათ ჟურნალისტურ საქმიანობაში.
სამოქალაქო სექტორის წინასწარი მოწოდებების მიუხედავად, სახელმწიფომ არ მიიღო სათანადო ზომები აქციის ორგანიზატორებისა და მედიის დასაცავად. ძალადობის ფაქტები გადაიცემოდა პირდაპირი ეთერით. ნათელი იყო, რომ არასაკმარისი საპოლიციო ძალები ინერტულად მოქმედებდნენ და ვერ ახერხებდნენ წესრიგის აღდგენას. უფრო მეტიც, 5 ივლისს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა არა კონტრაქციის წევრებს, არამედ "ღირსების მარშის” ორგანიზატორებს და მოუწოდა მათ, არ ჩაეტარებინათ მარში რუსთაველის გამზირზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედიის დაცვის მექანიზმად ჟურნალისტების გადაღების მოედნიდან გაყვანა გამოიყენა.
მედიაზე თავდასხმა 2021 წლის 6 ივლისსაც გაგრძელდა, ე.წ. „მდუმარე აქციის” გადაღებისას მოძალადე ჯგუფები ცდილობდნენ ტელეკომპანია „ფორმულას” პირდაპირი ეთერი ჩაეშალათ.
ოფიციალური ინფორმაციით, სულ დაშავებულია 10ზე მეტი მედიასაშუალების 53 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი. მათი ნაწილი, მძიმე დაზიანებებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს და კვლავაც საჭიროებენ სამედიცინო დახმარებას.
ჩადენილი მრავლობითი დარღვევების საპასუხოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ დროისათვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტზე მხოლოდ 12 პირი დააკავა. მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელთა ნაწილის იდენტიფიცირება თავად ჟურნალისტებმა შეძლეს, მათ მიერ გადაღებული კადრების საშუალებით.
საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად, ასევე სხვა ფუნდამენტური უფლებების რეალიზების მიზნით, მივმართავთ:
საქართველოს მთავრობას და მოვითხოვთ:
მივმართავთ საქართველოს პარლამენტს:
Institute for Development of Freedom of Information
European Initiative - Liberal Academy Tbilisi
მედიაკლუბი
მედიის განვითარების ფონდი, MDF
Media Rights • მედიის უფლებები
სატელევიზიო ქსელი
Alliance of Broadcasters - Georgia / რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
სამართლიანი არჩევნები (ISFED)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative
საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია - GRMA
საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
Rights Georgia / უფლებები საქართველო
ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. ძალადობრივი ჯგუფის წევრები ჟურნალისტებს თავს ესხმიან, აგინებენ და ტერიტორიის დატოვებას აიძულებენ.
ამ დრომდე უცნობია დააკავეს თუ არა ვინმე ჟურნალისტებზე თავდასხმის გამო. ხელისუფლების წარმომადგენლებს არ გაუკეთებიათ ღია განცხადებები აგრესიის დაგმობისა და შეჩერების მიზნით.
მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოიყენოს ეფექტური ზომები მედიის უსაფრთხოების და გამოხატვის თავისუფლების საუკეთესო მიზნების გათვალისწინებით.
დარღვევების აღრიცხვის და მედიის სამართლებრივი მხარდაჭერისათვის კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" ცხელი ხაზია 555 795 776
გავრცელებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი ჯგუფები
ჟურნალისტებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.
მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ ძალადობრივი ჯგუფის წევრები
ჟურნალისტებს თავს ესხმიან, აგინებენ და ტერიტორიის დატოვებას
აიძულებენ.
ქარტია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაიცვას მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელისშეშლისაგან და ძალადობისგან.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მედიას შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყოველთვის დაიცავს ჟურნალისტთა უფლებებს და გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს.
2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით „ღირსების მარში“ იგეგმება, ამჟამად კი მიმდინარეობს „პრაიდის კვირეული”. პრაიდის დემონსტრაციები ლგბტ თემის პოლიტიკური ადვოკატირების მშვიდობიანი იარაღი და გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების შესაძლებლობაა, რომლის დროსაც თემი აჟღერებს საკუთარ საჭიროებებს, ხაზს უსვამს მიღწევებს, თემის წევრებს და მათ მხარდამჭერებს ეძლევათ შესაძლებლობა ქუჩაში გამოვიდნენ თანასწორობის მისაღწევად.
ღონისძიებების გამართვას კვლავაც უქმნიან საფრთხეს ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები, რომლებიც საჯაროდ მოუწოდებენ საზოგადოებას ძალადობისკენ და აანონსებენ კონტრაქციას „ღირსების მარშის” მონაწილეთა წინააღმდეგ. გვაქვს მოლოდინი, რომ ჰომოფობიური ჯგუფების აგრესია აქციის გაშუქებისას მედიის წარმომადგენლებსაც შეუქმნის მნიშვნელოვან საფრთხეს.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის” წევრი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ უმცირესობების უფლებების დაცვა და აღიარება საერთო პასუხისმგებლობაა. დისკრიმინაციის და ძალადობის შეჩერება კი სახელმწიფოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა.
მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს:
- უზრუნველყოს „ღირსების მარშის” მონაწილეთა უსაფრთხოება;
- დაიცვას მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელისშეშლისაგან;
- ჰქონდეს დროული და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ძალადობრივ მოწოდებებსა და შუღლის გაღვივების ყველა მცდელობაზე.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის” წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ მედიას გამოიჩინოს სიფრთხილე ძალადობრივი ჯგუფების გაშუქებისას და არ შეუწყოს ხელი დისკრიმინაციის წახალისებას.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის" წევრი ორგანიზაციები მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს TV პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე დაწყებული გამოძიება სწრაფად და ეფექტურად წარმართოს.
დღეს, 2021 წლის 30 ივნისს გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მედიის წარმომადგენლებს წალკაში თავს დაესხნენ, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, არ მისცეს პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა.
სამწუხაროდ, ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მსგავს დანაშაულებზე მყისიერი რეაგირება არ მოუხდენია, რაც ერთგვარად ახალისებს მედიის წინააღმდეგ არსებულ აგრესიას.
„პრაიდ კვირეული“ თბილისში 1 ივლისს გაიხსნება და 5 ივლისს, ღირსების მარშით დასრულდება. ამასთან დაკავშირებით ულტრარადიკალურმა ჯგუფებმა კვირეულის წინააღმდეგ აქციები დააანონსეს.
ქარტია მოუწოდებს მედიას გამოიჩინოს სიფრთხილე ძალადობრივი ჯგუფების გაშუქებისას და არ შეუწყოს ხელი დისკრიმინაციის წახალისებას. დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი ღირებულება და მისი შეზღუდვის უფლება არავის აქვს. შესაბამისად, აუცილებელია მედიამ გამოიჩინოს წინდახედულება და ეთიკურად გააშუქოს პრაიდის კვირეული.
მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ არ გაამძაფროს დისკრიმინაცია, არამედ საზოგადოებაში არსებულ ირაციონალური შიშების და ზიზღის წინააღმდეგ საინფორმაციო ქმედებები განახორციელოს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ჟურნალისტებს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს:
ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას მედიასაშუალებებში ვრცელდება ბავშვთა სახლის არასრულწლოვანი ბენეფიციარების ვიდეოჩანაწერები, სადაც მათი იდენტიფიცირება არის შესაძლებელი. გავრცელებულ ვიდეოში ისმის ბავშვებისა და ერთ-ერთი მშობლის სახელი-გვარი, ასევე, მისი ტელეფონის ნომერი.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს მედიასაშუალებებს
განსაკუთრებული სიფრთხილით გააშუქონ ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე
მოვლენები. მედიას აკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა, დაიცვას ბავშვის
ინტერესები და ხელი არ შეუწყოს მათი უფლებების დარღვევას. მოვუწოდებთ
ჟურნალისტებს თავი შეიკავონ ამ ჩანაწერების ისეთი ფორმით გავრცელებისა
და გასაჯაროვებისგან, სადაც იდენტიფიცირებული იქნება ბავშვების და
მათი მშობლების პერსონალური ინფორმაცია.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ჟურნალისტებს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს:
კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" მოუწოდებს საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ გამოიძიოს მომხდარი
ფაქტი.
კოალიციის წევრი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მიმართავენ კოალიცია "ქართულ ოცნების" ლიდერებს მიიღონ სათანადო ზომები ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ჟურნალისტებზე სისტემატური თავდასხმების შესაჩერებლად.
გავრცელებული ინფორმაციით, ხულოს საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრი ნუგზარ სოლომონიძე „Factcheck.ge"-ს ანალიტიკოსს ნაზი რეხვიაშვილს მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნის. „რომ მოვა დრო, მერე მიხვდები რა საფრთხეში გაბი შენი მომავალი, ვერ გიცნივარ,“ „საომრად მეორედ გამოიწვიე მელოდე“ - წერს ნუგზარ სოლომონიძე ჟურნალისტს მას შემდეგ, რაც ნაზი რეხვიაშვილმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე ტვ 25-ის მასალიდან ამონარიდი გამოაქვეყნა, სადაც საკრებულოს წევრი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს „აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ“ მოიხსენიებს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს მყისიერად გამოიძიონ მომხდარი ფაქტი, ხელისუფლების წარმომადგენელს კანონის შესაბამისად მოსთხოვონ პასუხი და დაუყოვნებლივ მიიღონ პრევენციული ღონისძიებები ჟურნალისტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ქარტიას მიაჩნია, რომ განსაკუთრებით საყურადღებოა თანამდებობის პირის მხრიდან მედიის წარმომადგენლის მიმართ მუქარის ფაქტი.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყოველთვის დაიცავს ჟურნალისტთა უფლებებს და გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს და მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ გაკეთებული ყველა განცხადება საფრთხეს უქმნის ქართული სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას.
დღეს, 2021 წლის 17 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, დმანისის შესასვლელთან, სადაც სამართალდამცველებმა გზა დროებით გადაკეტეს, დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირებაში მონაწილე პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ ადგილზე მყოფ საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფსაც, ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტორეპორტიორს, რომლებიც დმანისში მიმდინარე მოვლენებს აშუქებენ.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოიძიოს აღნიშნული ფაქტი და ჟურნალისტებს მიეცეთ შესაძლებლობა თავისუფლად ასახონ დმანისში მიმდინარე პროცესები.
ტელეკომპანია „პირველი არხი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ დმანისში დაპირისპირებაში მონაწილე პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ ადგილზე მყოფ საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტორეპორტიორს, რომლებიც მიმდინარე მოვლენებს აშუქებდნენ. ჩვენი ინფორმაციით, ასევე დაშავდნენ სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც და ხელი შეეშალათ მუშაობაში.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობას და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მედიას შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
ტელეკომპანია „მთავარი არხის" ჟურნალისტს ირაკლი ვაჩიბერაძეს, გუშინ 8 მაისს, გადაღების დროს ვანისა და ბაღდათის მიტროპილიტმა - მეუფე ანტონმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დაემუქრა, აუკრძალა ეპარქიაში გადაადგილება და ფიზიკურად დაუპირისპირდა. კადრებში ჩანს, რომ მიტროპოლიტი ჟურნალისტის გამოჩენასა და მის შეკითხვებზე ღიზიანდება და ბოლოს ფიზიკურადაც უპირისპირდება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მკაცრად გმობს „მთავარი არხის“ თანამშრომელზე განხორციელებულ ძალადობას. ქარტია ითხოვს სამართალდამცავი ორგანოებისგან სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ ეს შემთხვევა და დადგეს კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი.
ეს სასულიერო პირების მხრიდან ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის პირველი შემთხვევა არ არის.
2021 წლის 08 მარტს ჭყონდიდის ეპარქიის მეორე სართულზე მოაჯირი ჩაინგრა და ათამდე ადამიანი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ჟურნალისტები სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებას და აქციას აშუქებდნენ. კადრებში ჩანდა, თუ როგორ უშლიდნენ ხელს სასულიერო პირები ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.
2021 წლის 4 მაისს დავით გარეჯში სიუჟეტზე მუშაობისას საერო და სასულიერო პირებმა „მთავარი არხის" ჟურნალისტს, ნინუცა კეკელიასა და ოპერატორს, ირაკლი კვარაცხელიას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ქარტია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავი უწყების მხრიდან მსგავსი ფაქტების მკაცრი რეაგირების გარეშე დატოვება, ამგვარ ძალადობასა და ჟურნალისტების მუშაობაში ხელის შეშლის შემთხვევებს ახალისებს, რაც მედიაგარემოსთვის ძალიან დამაზიანებელია.
თითოეულ ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელების საშუალება. მათ უნდა იცოდნენ, რომ ყველა შესაბამისი ინციდენტი იქნება ადეკვატურად და გამჭვირვალედ გამოძიებული, დამნაშავე პირებს კი დაეკისრებათ პასუხისმგებლობა.
ქარტიას მიაჩნია, რომ მომხდარზე დროული და ეფექტიანი გამოძიება მნიშვნელოვანია, რათა დაცული იყოს ჟურნალისტთა უსაფრთხოება და მედიისთვის შეიქმნას თავისუფალი და უსაფრთხო სამუშაო გარემო.
ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ავრცელებს
ინფორმაციას, რომ დავით გარეჯში სიუჟეტზე მუშაობისას საერო და
სასულიერო პირებმა "მთავარი არხის" ჟურნალისტს, ნინუცა კეკელიასა და
ოპერატორს, ირაკლი კვარაცხელიას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა
მიაყენეს. მათი თქმით, დაზიანდა მაუწყებლის კუთვნილი
ტექნიკაც.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს „მთავარი არხის“
თანამშრომლებზე განხორციელებულ ძალადობას და მოუწოდებს სამართალდამცავ
ორგანოებს, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას
ჟურნალისტთა უსაფრთხოება და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას
მედიას შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები, რათა მოქალაქეებს
ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან
დაკავშირებით.
ეთიკის ქარტიას მიაჩნია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებულ თავდასხმებს ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან არასათანადო რეაგირება განაპირობებს, ამიტომ, მნიშვნელოვანია, თითოეული ფაქტი სათანადოდ იყოს გამოძიებული.
საერთაშორისო გამოცდილებით, კომუნიკაციების კომისია და სხვა
რომელიმე სახელმწიფო უწყება არ არის აღჭურვილი შესაძლებლობით თავად
მოიწვიოს საერთაშორისო დამოუკიდებელი აუდიტი. ეს განსაკუთრებული
უფლებამოსილება უმეტესად სატელევიზიო ბაზრის მონაწილეებს - მაუწყებელ
ტელეკომპანიებსა და სარეკლამო სააგენტოებს გააჩნიათ. საუკეთესო
პრაქტიკის შემთხვევაში კი, იქმნება ე.წ. "ინდუსტრიული კომიტეტი"
რომელშიდაც კერძო და საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად, გამონაკლის
შემთხვევებში მარეგულირებელი ორგანოც მონაწილეობს.
მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაციების კომისიამ ტენდერი
უკვე გამოაცხადა. წინადადების მიღება დღეს, 14 აპრილს მთავრდება.
საერთაშორისო აუდიტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 169, 697 ლარია.
შესასრულებელი სამუშაოს ფინანსური ხარჯი კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის
კომისიის მოტივაციას არამიზნობრივად, კანონით დადგენილი
უფლებამოსილების მიღმა გახარჯოს საკუთარი ბიუჯეტი.
მოვუწოდებთ კომუნიკაციების კომისიას თავი შეიკავოს ქმედებისაგან, რომელიც მედიაგარემოს დააზიანებს და გააღრმავებს ეჭვებს კომისიის საქმიანობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.
ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ მის თანამშრომლებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად იძალადეს. მათი თქმით, ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორეს კი მანქანა დაუმტვრიეს. მედიის ინფორმაციით, თავდასხმა კრიტიკულ მედიასაშუალებაში მუშაობას უკავშირდება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს „ფორმულას“ თანამშრომლებზე განხორციელებულ ძალადობას და მიიჩნევს, რომ მომხდარი ფაქტი სწრაფად და ეფექტიანად უნდა გამოიძიონ.
ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება.
ბოლო პერიოდში გახშირდა ჟურნალისტთა თავდასხმის ფაქტები, რასაც არასამთავრობო სექტორი, მათ შორის ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ერთი მხრივ, ხელისუფლების აგრესიულ რიტორიკას და, მეორე მხრივ, სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ჟურნალისტების თავდასხმის ფაქტებზე არასათანადო რეაგირებას უკავშირებს.
2021 წლის 25 თებერვალს ტელეკომპანია ფორმულას წამყვანს, ვახო სანაიას და მის ოჯახს თავს დაესხნენ. ჟურნალისტის თქმით, თავდასხმის მოტივი იმ აგრესიული პროპაგანდის შედეგი იყო, რასაც ხელისუფლება კრიტიკული მედიის მიმართ ეწევა.
2021 წლის 6 მარტს „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მესტიის მერი დაემუქრა, მოგვიანებით კი, მედიასაშუალების გადამღებ ჯგუფს ავტომობილი დაუზიანეს.
2021 წლის 16 თებერვალს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მედიაჰოლდინგ „კვირას“ გადამღებ ჯგუფს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები თავს დაესხნენ და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.
აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტთა თავდასხმისა და ქონების დაზიანების ფაქტები კვლავ გამოუძიებელია.
ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას დროულად გამოიძიოს ჟურნალისტთა თავდასხმის, საქმიანობაში უკანონო ხელშეშლისა და ქონების დაზიანების ყველა ფაქტი.
მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ მოხდეს
სწრაფი რეაგირება თავდასხმის ფაქტებთან დაკავშირებით.
კოალიცია „მედიის
ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგნიზაციები კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ გადაწყვეტილების
მიმღებ უმაღლესი რანგის პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს,
პარლამენტის წევრებს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს გააკეთონ
ღია განცხადებები მედიის მხარდაჭერის და გახშირებული თავდასხმების
შესაჩერებლად. დაუყოვნებლივ მიიღონ პრევენციული ღონისძიებები მედიის
წარმომადგენლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მედიის მარეგულირებელი სამართლებრივი დოკუმენტების ცვლილებების პროცესი.
მედიაკოალიცია საჯაროდ მოუწოდებს შესაბამის აქტორებს (საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა და კომუნიკაციების კომისია) წარმოადგინონ ხედვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად.
2021 წლის 22 მარტს ხელმისაწვდომი გახდა ვენეციის კომისიის და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის ერთობლივი დასკვნა.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონების ცვლილებების თაობაზე. ამ დრომდე არ გაკეთებულა საპასუხო განცხადებები კრიტიკული რეკომენდაციების გათვალისწინების ვადებსა და პროცედურებზე.
კოალიცია “მედიის ადვოკატირებისათვის” წევრი ორგანიზაციების შეფასებით, მედიის თავისუფლება, ბოლო წლებში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, არაერთხელ დადგა რისკის ქვეშ. თუმცა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების მცდელობა არ აღმოჩნდა საკმარისი უარყოფითი ტენდენციების შესაჩერებლად. შესაბამისად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვენეციის კომისიის მითითებების ფონზე, სახელმწიფომ აღიაროს მედიის თავისუფლების როლი დემოკრატიული საზოგადოების ფორმირებაში და შეიქმნას კანონით დადგენილ მკაფიო გარანტიები გამოხატვის თავისუფლებით დამოუკიდებლად სარგებლობის მიზნით. მათ შორის:
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი - შეიცვალოს 11 (1) მუხლის და 46 (1) მუხლის დეფინიცია;
- “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი - გაძლიერდეს თვითრეგულირების ორგანოს მუშაობისათვის საჭირო მექანიზმები;
- „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი - საქართველომ სარეკლამო ბაზრის რყევებიდან გამომდინარე, გადახედოს საზოგადოებრივი მაუწყებლებში რეკლამის დაშვების გადაწყვეტილებას;
- „ბავშვთა კოდექსი“ - გადაიხედოს დადგენილი რეგულაციები და დაიწყოს თვითრეგულირების ორგანოს ფუნქციების აღდგენა;
- ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა ( FOI კანონმდებლობა);
- აუდიოვიზუალური ჩარჩო ხელშეკრულების იმპლემენტაცია;
- ჟურნალისტთა დარღვეული უფლებების აღდგენა, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის და მედიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების სტიმულირება;
- შეწყდეს მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წამოწყებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები;
- შეიცვალოს სასამართლოში ფოტო, ვიდეო და აუდიო გადაღების წესები.
კოალიცია “მედიის ადვოკატირებისათვის” წევრი ორგანიზაციები ვენეციის კომისიის დასკვნისა და საერთაშორისო პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ მოუწოდებენ გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლესი რანგის პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის წევრებს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს:
- შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის წახალისება მედიის წარმომადგენლების მიმართ;
- შეწყვიტონ კრიტიკული მედიის ბოიკოტი და აღადგინონ მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმი;
- შეწყვიტონ კომუნიკაციების კომისიის გამოყენება პოლიტიკური მიზნით.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები კვლავაც გამოხატავენ მზაობას კომპეტენციის ფარგლებში მიიღონ აქტიური მონაწილეობა საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწისა და მედიაგარემოს გაუმჯობესების პროცესში.
მედიაკოალიციის ხედვას - „რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ვენეციის კომისიის დასკვნამ მედიაგარემოზე საქართველოში“ შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
მედიასაშუალება "ნეტგაზეთი" ავრცელებს
ინფორმაციას, რომ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის
სამინისტროში დაგეგმილ ბრიფინგზე მედიის წარმომადგენლების ნაწილი, მათ
შორის, მათი ჟურნალისტი და "რადიო თავისუფლების" ოპერატორი არ
შეუშვეს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ საზოგადოების ინფორმირებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მედიასაშუალებებმა მიიღონ ინფორმაცია ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და არ დაუშვას დისკრიმინაციული მიდგომა მედიასაშუალებებისადმი.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის, როგორც საყოველთაო
ჯანდაცვის სფეროს საკითხის გაშუქებისას, მედიამ გაავრცელოს ამომწურავი
და ზუსტი ინფორმაცია.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ჟურნალისტებს რამდენიმე
რეკომენდაციით მიმართავს:
● აცრის და თავად ვაქცინის ხარისხის გაშუქებისას გაიღეთ მაქსიმალური ძალისხმევა, რათა გაავრცელოთ ზუსტი, უტყუარი და გადამოწმებული ინფორმაცია. ჯანმრთელობის საკითხების არასწორმა გაშუქებამ, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს არა მხოლოდ ცალკეულ ინდივიდებს, არამედ საფრთხის ქვეშ დააყენოს საყოველთაო ჯანდაცვის უსაფრთხოება.
● გამოიყენეთ სანდო და რელევანტური წყაროები;
● შეარჩიეთ კვალიფიციური გამოცდილი რესპონდენტები, რომლებიც
ისაუბრებენ ფაქტებსა და კვლევებზე დაყრდნობით.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებული თემები განსაკუთრებული სიფრთხილით გააშუქონ, დაიცვან სიზუსტე, წარმოაჩინონ ფართო კონტექსტი, არ დააბნიონ და შეცდომაში არ შეიყვანონ აუდიტორია.
სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ აქტუალური გახადა აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული დისკუსია.
საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე დღეში აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი დირექტორი ეყოლება.
2019 წლის 13 მაისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან გავრცელდა
ინფორმაცია სიძულვილის ენის რეგულირების მიზნით 2019 წლის 01
ივლისამდე მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების
შეტანის თაობაზე. აღნიშნულის საფუძვლად კი მითითებულია საქართველოს
ვალდებულება აუდიოვიზუალური მედია დირექტივის იმპლემენტაციის
თაობაზე.
ბოლო პერიოდში მედიამ აქტიურად დაიწყო 2018 წლის წლის ივლისში ხადის ხეობაში მოკლული აშშ-ს მოქალაქეების, სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმის გაშუქება. გამოჩნდა ბრალდებულის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების ჩანაწერი, ფოტომასალა, რაც დიდი ალბათობით, თავად ძალოვანი უწყებების მიერ არის მიწოდებული. უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით, ამიტომაც ბუნებრივია პროკურატურის ინტერესი - გამოიყენოს მედია სასურველი ინფორმაციის გასავრცელებლად.
2019 წლის დასაწყისში მაღალი თანამდებობის პირებმა არა ერთი განცხადება გააკეთეს ცილისწამებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საჭიროა ისეთი კანონმდებლობა, რომელიც ადამიანის ღირსების მეტ დაცულობასაც უზრუნველყოფს და სიტყვის თავისუფლებასაც. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კი განაცხადა, რომ უნდა დაიწყოს მსჯელობა არა მხოლოდ ცილისწამების, არამედ მძიმე შეურაცხყოფისა და გახშირებული ბილწისტყვაობის პრობლემის მოგვარებაზე.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” ოფისში ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტებზე თავდასხმისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის ფაქტს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყურადღებით აკვირდება 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებს და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, უზრუნველყონ ჟურნალისტთა უფლებების დაცვა. როგორც ცნობილი გახდა, ტვ პირველის ჟურნალისტს, თათია ჩაფიჩაძეს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას უცნობმა პირებმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც მოიცავს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება “ლიბერალის”
რედაქტორზე, ზურა ვარდიაშვილზე თავდასხმის ფაქტს.
მისი თქმით, 15 სექტემბერს საღამოს 5-6 კაციანი ორგანიზებული
ჯგუფი ფიზიკურად გაუსწორდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის
126-ე მუხლით მიმდინარეობს (რაც ძალადობას გულისხმობს). მიუხედავად
იმისა, რომ შემთხვევიდან რამდენიმე დღე გავიდა, გამოძიებას
საზოგადოებისთვის კონკრეტული შედეგი არ უცნობებია.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მოსაზრება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივაზე
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) საზოგადოებას საკანონმდებლო ცვლილებები რამდენიმე მიმართულებით შესთავაზა. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შეშფოთებას იწვევს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მე-14 და 591-ე მუხლებში გათვალიწინებული ცვლილებები, რომლის მიხედვითაც თვითრეგულირებიდან რეგულირებაში გადადის ამავე კანონის 56-ე მუხლის შემდეგი ნაწილები:
საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით, თურქეთ-საქართველოს საზღვარზე თურქული მხარის წარმომადგენლებმა მათ ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყურადღებით აკვირდება საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში ჟურნალისტების შრომითი უფლებების რეალიზაციის პროცესს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მწუხარებას გამოთქვამს ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის, მაია ასათიანის შვილის გარდაცვალების გამო.
დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ისაუბრა მაუწყებელში არსებული პრობლემების შესახებ და სამეურვეო საბჭოსა და დაინტერესებულ საზოგადოებას განსახილველად შესთავაზა გეგმა, რომლის ერთ-ერთი პუნქტი გულისხმობს 2018 წლამდე საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყველა გადაცემის შეჩერებას, გარდა საინფორმაციო გადაცემისა.
კოალიციისთვის ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვის შესახებ.
"კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის’’ ყურადღებით ადევნებს თვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევ კონკურსს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყურადღებით აკვირდებოდა და აკვირდება წინასაარჩევნო პერიოდსა და კენჭისყრის დღეს.
კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" ყურადღებით აკვირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევ კონკურსს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო შეშფოთებულია ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესის გაშუქებით. სასამართლოში საქმის განხილვის შესახებ მომზადებულ მასალებში ბევრი ისეთი დეტალი გასაჯაროვდა, რაც არ შეიცავდა საზოგადოებრივ ინტერესს.
აღსანიშნავია, რომ საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, მედია ფრთხილად მოეკიდოს ამ თემის გაშუქებას, რათა უნებურად არ გახდეს რომელიმე მხარის ინტერესების გამტარებელი ანდა მანიპულაციის ობიექტი.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო რეკომენდაციით მიმართავს მედიასაშუალებებს:
კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" ეხმაურება 2016 წლის 10 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას რუსთავი 2-ის საქმეზე. განცხადების მიზანი არ არის შეაფასოს კონკრეტული სამართლებრივი საკითხები გადაწყვეტილების შინაარსთან დაკავშირებით.
ჩვენ მრავალგზის გამოვეხმაურეთ საქალაქო და სააპელაციო სასამართლო განხილვის მიმდინარეობას და აღვნიშნეთ, რომ არაერთი დეტალი აჩენდა ლეგიტიმურ ეჭვს პროცესის პოლიტიზირებასთან დაკავშირებით.
გვსურს კიდევ ერთხელ გავამახვილოთ ყურადღება საკითხის მნიშვნელობაზე. ყველაზე გავლენიანი მედიასაშუალების ბედის გადაწყვეტამ სასამართლო პროცესის მიმართ უნდობლობის ფონზე, შესაძლოა არა მხოლოდ მედია და წინასაარჩვენო გარემოზე იმოქმედოს უარყოფითად, არამედ სამართლებრივი სივრციდან გაიყვანოს პროცესი.
უზენაეს სასამართლოს აქვს შანსი განსახილველად მიიღოს რუსთავი 2-ის საქმე და ნდობა აღადგინოს პროცესის მიმართ. რადგან ქვედა ინსტანციებში სახეზე იყო არაერთი გარემოება, რომელიც აჩენდა ლეგიტიმურ ეჭვს სასამართლოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, უზენაესმა სამართლომ მიმართოს ყველა ზომას, რომ უზრუნველყოფილ იქნას საქმის განხილვა სამართლიანი სასამართლოს უფლების სრული დაცვით.
კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" სწავლობს ტელეკომპანია "მაესტროს" 32 თანამშრომლისათვის შრომითი ხელშეკრულების შეჩერების საკითხს.
2016 წლის 15 იანვარს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - კომისია) გადაწყვეტილებით,თბილისში (ტალღაზე FM 92.3) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა კომპანიამ - "მომხმარებელთა საყურადღებოდ".საკონკურსო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ახლადშექმნილ რადიოს "მომხმარებელთა საყურადღებოდ", მუნიციპალურ
12 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ტაბულას" ჟურნალისტებს ირაკლი კიკნაველიძეს, ლევან სუთიძეს და ნინო მაჭარაშვილს რესტორან "ჭაშნაგირში" რამდენიმე პირი თავს დაესხა,
კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის დაუშვებლად მიიჩნევს სასამართლო ხელისუფლების მხრიდან მედიის სარედაქციო პოლიტიკის შეფასებასა და შინაარსში პირდაპირ ჩარევას.
კოალიცია უაღრესად შეშფოთებულია იმ საშიში პრეცენდენტით, რომელიც იქმნება მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინებით რუსთავი 2-ის დროებითი მმართველების დანიშვნასთან დაკავშირებით, სადაც საუბარია მედიის მიერ საკითხების გაშუქების მართებულობასა და მედიის ობიქტურ მუშაობაზე. საკითხების ობიექტური გაშუქება სარედაქციო გადაწყვეტილებების, თვირთრეგულირების ნაწილია, ცენზურა დაუშვებელია და ამგვარი რეგულირება ქმნის საშიშ რისკებს მედიის როგორც ინსტიტუციის ფუნქციონირებისთვის. კოალიცია მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ მოსარჩელის კანდიდატების - დაინტერესებული მხარეების დანიშვნა ტელეკომპანიის მმართველებად არ ემსახურება იმ სადავო მიზანსაც კი, რომელიც განსაზღვრულია განჩინებაში, კერძოდ მიუკერძოებელი პირების მიერ კომპანიის მართვის უზრუნველყოფას. კოალიცია იმედოვნებს, რომ სასამართლო ხელისუფლების სხვა რგოლები გაითვალისწინებენ იმ საფრთხეებს, რასაც აღნიშნული პრეცენდენტი უქმნის ყველა მედია საშუალებას, სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნესს და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არ მოხდეს ძალადობრივი ნაბიჯების გადადგმა, სამოქალაქო დაპირისპირება, ჟურნალისტების საქმიანობის შეფერხება. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მედიაკლუბი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო საზოგადოებისათვის" ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია სატელევიზიო ქსელი22 ოქტომბერი, 2015 2015 წ. 21 ოქტომბერს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს გენერალური დირექტორის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ მას
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ უკანასკნელი თვეების განმავლობაში განსაკუთრებით გახშირდა სხვადასხვა მიმართულებით შეტევა მედიაზე, ცალკეული ჟურნალისტებისადმი შეუარცხმყოფელი გამოთქმები და ზეწოლის მცდელობა.
კოალიცია "მედიის ადვოკატირებისათვის" განცხადება
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის საგანგებო განცხადებასთან დაკავშირებით
კოალიცია "მედიის ადვოკატირებისათვის" ყურადღებით აკვირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე რეფორმირების პროცესს.
კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის გამოხატავს შეშფოთებას იმის გამო, რომ საზოგადოებრივი
კოალიციის "მედიის ადვოკატირებისათვის" განცხადება
საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნილი მდგომარეობის შესახებ
04.10.2013